განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
330100117002174030
ინსტანცია
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117002174030, №1/ბ-861-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - ინ-- გ----------–- გა-----–--ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–-------–-------------------------------------------------------.

 

მსჯავრდებული - გე-–- კ---------------- ყი--–--ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–-------–-------------------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

ინ-- გა-----–--ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.

 

გე-–- ყი--–--ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სასჯელი:

 

ინ-- გა-----–--ე - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.

 

გე-–- ყი--–--ე - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპე-–-ციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ჯარიმის ოდენობის შემცირება, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, არ არიან ნასამართლევები, არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი და შემოსავალი. სასამართლოს მიერ შეფარდებული ჯარიმის ოდენობა არის არასამართლიანი და არაგონივრული (ვრცლად იხ. სააპე-–-ციო საჩივარი);

 

ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ არის წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ინ-- გა-----–--ემ და გე-–- ყი--–--ემ ჩაიდინეს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ინ-- გა-----–--ე 2017 წლის მაისის დასაწყისში, მის მეუღლესთან გე-–- ყი--–--ესთან წინასწარი შეთანხმებით, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა თბილისში, გ-–------------------------------------------------ში, ხ---------–------ის საკუთრებაში არსებულ ბინაში. აღნიშნული ქმედებით დაირღვა ბინის ხელშეუხებლობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ივნისის განაჩენით, ინ-- გა-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გე-–- ყი--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპე-–-ციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის შემცირების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ინ-- გა-----–--ის და გე-–- ყი--–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების: ინ-- გა-----–--ისა და გე-–- ყი--–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების (მსჯავრდებულების ინ-- გა-----–--ისა და გე-–- ყი--–--ის აღიარებითი ჩვენებების, მოწმეების ნ-----–-----–--–----ე-–-შვილის, ხ---------–------ის, ე-------------------–---–ის და ნ------------ის ჩვენებების, აღსრულების ეროვნული ბიუროდან წარმოდგენილი გამოსახლების მასალებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ბინაზე შემოწმების ოქმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულების) ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულების ინ-- გა-----–--ის და გე-–- ყი--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპე-–-ციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპე-–-ციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპე-–-ციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების ინ-- გა-----–--ის და გე-–- ყი--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს--------------–იას სააპე-–-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნათ სასჯელი ინ-- გა-----–--ეს და გე-–- ყი--–--ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული მუხლისთვის ჯარიმის მინიმუმს შეადგენს 2000 ლარი, რაც დაენიშნათ კიდეც ინ-- გა-----–--ეს და გე-–- ყი--–--ეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. მოცემულ შემთხვევაში, მუხლის სანქციის გათვალისწინებით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი სასჯელის სახით დაენიშნა 2000 ლარზე ნაკლები ჯარიმა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ადვოკატ ს--------------–იას სააპე-–-ციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განაჩენი ინ-- გა-----–--ის და გე-–- ყი--–--ის მიმართ, როგორც სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანე-–- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ინ-- გა-----–--ის და გე-–- ყი--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს--------------–იას სააპე-–-ციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ივნისის განაჩენი ინ-- გა-----–--ის და გე-–- ყი--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ინ-- გა-----–--ე (პ№5----------) ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გე-–- ყი--–--ე (პ№5----------) ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე