განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.08.2018
საქმის ნომერი
330310016001214391
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3303100160012143-1 (3ბ/958-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - რ------------–---–ი, ბ-----------–--ა

წარმომადგენელი - დ----------–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი

 

მესამე პირი - სს ,,ს----------–--------ი”

წარმომადგენელი - თ------------–--ე

 

მესამე პირები - შპს ,,დ--–---------------’’, შპს ,,ჯ--------’’, ზ---------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით რ------------–---–ისა და ბ-----------–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 23 მაისს გაცემული №2-------- სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაცემულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე და განისაზღვრა შპს ,,დ--–---------------ს”, შპს ,,V---”-ს, შპს ,,ჯ--------”-ს, მ------------–---–ის, ბ-----------–--ას, ზ---------------–---–ის, რ------------–---–ის და ვ-------------–--ის ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ამავე სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონებებით. (სააღსრულებო საქმე №A--------).

 

2.2. კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” მიერ 2014 წლის 18 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული №2-------- სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად გადახდილი იქნა სააღსრულებო მომსახურეობის საფასური სრულად 79115.05 ლარის ოდენობით.

 

2.3. 2015 წლის 28 ოქტომბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენლის შ--–--------------ის განცხადება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 იანვრის №2-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, შპს ,,დ--–---- კ----------”, ზ---------------–---–ს, ბ-----------–--ას, რ------------–---–ს, ვ-------------–--ეს და ლ-–---------–ს სოლიდარულად დაეკისრათ გარკვეული თანხის გადახდა სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ. იმავე განცადებით კრედიტორი სს ,,ს----------–--------ი” ითხოვდა №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების წესის განსაზღვრას და თავდაპირველად შპს ,,დ--–---------------ს” საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევას, პირველ რიგში 2015 წლის 08 იანვრის №2-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას და ამ სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე, სხვა ქონებაზე, კერძოდ: 1) რ------------–---–ის საკუთრებაში არსებული: ა) ქ. თ---–--–-----------------–------------–-------ში მდებარე სადარბაზო 2, სართული 9, ბინა №53, ფართით - 1----- კვ.მ. საზ. ფართი - 4---- კვ.მ. უძრავი ქონების ს/კ 0----------------------; ბ) ქ-------–--–--------------------–--–--------------ში მდებარე №3- ავტოსადგომი მე-3 დონეზე, უძრავი ქონების ს/კ 0----------------------); 2) ბ-----------–--ას კუთვნილი: ა) მდებარე ქ-------–--------------------------------------------------–-------------------------- კვ.მ. (ნაკვეთი 3----) უძრავი ქონების ს/კ 0----------------------, ბ) ქ-------–----------------------------–---–------------------------------------------------------- კვ.მ. უძრავი ქონების ს/კ 0---------------------- მიმდინარე №A-------- სააღსრულებო წარმოების შეჩერებას.

 

2.4. 2015 წლის 03 ნოემბრის №A---------0------ წერილით სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენელს შ--–--------------ეს უარი ეთქვა აღსრულების დაწყებაზე იმ საფუძვლით, რომ არ იყო გადახდილი აღსრულების საფასური, იმავე წერილით კრედიტორს განემარტა, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით დამატებით მიემართა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. იმავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მიხედვით, სააღსრულებო ბიურო და კერძო აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

2.6. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო იმავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და მოვალეს ეცნობება ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსხილველ შემთხვევაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” განცხადების საფუძველზე დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 23 მაისს გაცემული №2-------- სააღსრულებო ფურცლის გამო, რომელიც გაცემულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე და განისაზღვრა შპს ,,დ--–---------------ს”, შპს ,,V---”-ს, შპს ,,ჯ--------”-ს, მ------------–---–ის, ბ-----------–--ას, ზ---------------–---–ის, რ------------–---–ის და ვ-------------–--ის ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ამავე სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონებებით (სააღსრულებო საქმე №A--------). კრედიტორის- სს ,,ს----------–--------ის” მიერ 2014 წლის 18 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული №2-------- სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად გადახდილ იქნა სააღსრულებო მომსახურეობის საფასური სრულად 79 115.05 ლარის ოდენობით.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულების საფასური აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებისთვის დაწესებული სავალდებულო გადასახდელია (დღგ-ს ჩათვლით), რომელიც სრულად ხმარდება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებს. აღსრულების საფასურის დეტალურ მოწესრიგებას კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე შეიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №144 ბრძანება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების საფასური სავალდებულო გადასახდელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორი ვერ დაიწყებს აღსრულებას, ხოლო მოვალის ქონების რეალიზაციიდან პირველ რიგში უნდა მოხდეს მისი დაფარვა აღსრულების ხარჯის შემდგომ. ზემოაღნიშნული ნორმა გამონაკლისს აწესებს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ და იმ კრედიტორებისათვის, რომლებიც სასამართლომ გაათავისუფლა აღსრულების საფასურის გადახდისაგან. გარდა ამისა, აღსრულების საფასურის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლების საფუძვლებიდან რომელიმე.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი განსაზღვრავს აღსრულების შეჩერების წესსა და ვადებს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს: ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას - სასამართოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე; დ) ამ კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განხილვადებისას - საქმის წარმოების განხილვამდე; ე) ამ კანონის 183-ე მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. ვ) ?? ??????? 25 ? ?????? ?? 4 ?? 41 ????????? გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე; ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. (ძალადაკარგულია „ზ’’ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე) - ??????????? ????????????? ??????????? 2016 ???? 30 ?????????? ?????????????? №1/2/596 - ????????? , 12.10.2016

 

2.9. საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 28 ოქტომბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენლის შ--–--------------ის განცხადება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 იანვრის №2-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, შპს ,,დ--–---- კ----------”, ზ---------------–---–ს, ბ-----------–--ას, რ------------–---–ს, ვ-------------–--ეს და ლ-–---------–ს სოლიდარულად დაეკისრათ გარკვეული თანხის გადახდა სს ,,საქართველოს ბანკის” სასარგებლოდ. იმავე განცადებით კრედიტორი სს ,,ს----------–--------ი” ითხოვდა №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების წესის განსაზღვრას და თავდაპირველად შპს ,,დ--–---------------ს” საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევას, პირველ რიგში 2015 წლის 08 იანვრის №2-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას და ამ სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე, სხვა ქონებაზე მიმდინარე №A-------- სააღსრულებო წარმოების შეჩერებას. 2015 წლის 03 ნოემბრის №A---------0------ წერილით სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენელს შ--–--------------ეს უარი ეთქვა აღსრულების დაწყებაზე იმ საფუძვლით, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილ იქნა ახალი სააღსრულებო ფურცელი, ხოლო მასზე გადახდილ არ იყო აღსრულების საფასური, ამავე წერილით კრედიტორს განემარტა, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით დამატებით მიემართა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ აღსრულების შეჩერებაზე უარი გასაჩივრებულ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან, რომლის 2016 წლის 09 მარტის ბრძანებით, ვინაიდან კრედიტორ სს ,,ს----------–--------ის” მიერ აღსასრულებლად სსიპ აღსრულების ბიუროში წარდგენილ იქნა ახალი სააღსრულებო ფურცელი (№2--------), ხოლო აღნიშნულ საქმეზე არ იქნა გადახდილი აღსრულების საფასური მოთხოვნის 2%-ის ოდენობით, კრედიტორს უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე, ხოლო იმ აღმასრულებლის მოქმედება, რომელმაც უარი უთხრა სს ,,ს----------–--------ს” სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე მიჩნეულ იქნა შესაბამისობაში მყოფად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. საქალაქო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” მიერ ზემოაღნიშნული აღმასრულებლის ქმედება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძნება სადავოდ ქცეული არ ყოფილა.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხსენებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქალაქო სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ სადავო აქტის გამოცემისას სრულად იქნა დაცული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოსარჩელის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ -12), განმარტა, რომ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას დაშვებული დარღვევების შესახებ, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოების არსებობა სახეზე არ არის, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” მიერ დარღვეულ იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, მაშინ, როდესაც მათ მიერ ახალი სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ იქნა სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად ისე, რომ დართულ არ იქნა აღსრულების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო იძულებული გახდა უარი ეთქვა კრედიტორის მოთხოვნაზე და დაებრუნებინა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით, რითაც ზიანი მიადგა კრედიტორის ინტერესებს, რომლის დაცვაც სააღსრულებო წარმოებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებასა და მოვალეობას წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ მიჩნევის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების სამართლებრივი საფუძვლები, ამდენად სასარჩელო განცხადება არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თვით სასამართლო განხილვისას პრაქტიკულად სრულად (პირდაპირ თუ არაპირდაპირ) დადასტურდა მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ მაინც მათი საწინააღმდეგო, ყოვლად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

3.2. აპელანტების მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეებმა მიმართეს სააღსრულებო ბიუროს, როგორც დაინტერესებულმა პირებმა (მოვალეებმა), კრედიტორ სს „ს----------–--------ის“ მიმართ არსებული დავალიანების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონებიდან ამავე კრედიტორთან შეთანხმებით წარდგენილ სააღსრულებო წარმოებაზე უარის თქმის გამო, რაც გულისხმობდა უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონებიდან უპირატესად აღსრულების დაწყებას საწარმო (შპს „დ--–---------------ს“) ქონებაზე და მასში არსებულ მათ წილებზე მიქცევის სახით, რაზედაც ყოვლად უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი იმ ყოვლად გაუგებარი მიზეზით, რომ აღმასრულებელმა მოითხოვა უკვე სრულიად გადახდილი სააღსრულებო ხარჯის ხელმეორედ გადახდა, მხოლოდ იმ ფორმალური საფუძვლით, რომ კრედიტორმა იმავე საგანზე წარადგინა დამატებითი სააღსრულებო დოკუმენტაცია და მოვალესთან შეთანხმებით მოითხოვა აღსრულების დაწყება უპირატესად საზოგადოების ქონების მიმართ. ამით კი ირღვევა არა მხოლოდ კრედიტორის, არამედ უფრო მეტად მათი, მოვალეთა კანონიერი უფლებები და ინტერესები, მათი კუთვნილი პირადი ქონების დაკარგვის რეალური პერსპექტივის გამო, მაშინ, როდესაც მოვალე საზოგადოების კუთვნილ ქონებაზე აღსრულების დაწყების შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის შედეგად შესაძლოა გადარჩეს მათი ქონება და ისინი კი დარჩნენ ქუჩაში. ეს ყოველივე კი არა თუ არ იქნა მხედველობაში მიღებული სასამართლოს მიერ, არამედ მასზე სათანადოდ არც კი უმსჯელია, რაც უკანონო და აშკარად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

 

3.3. აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ერთის მხრივ გვერდი ვერ აუარა იმ ფაქტს, რომ კრედიტორმა წარადგინა მოთხოვნა უზრუნველმყოფი ქონებიდან მოსარჩელე მოვალეებთან შეთანხმებით კონკრეტულ ქონებაზე აღსრულების დაწყების თაობაზე, თუმცა, მან ყოვლად უსაფუძვლოდ, მათ შორის, მხარეთა ნების საწინააღმდეგოდ, თავისი ინიციატივით დაბლოკა მათი კერძო ინტერესები და უფლებები და დაუსაბუთებელი უარი უთხრა მას. სასამართლომ კი, მის მიერვე დადგენილი ამ გარემოებების საწინააღმდეგოდ არც ამათ მისცა სათანადო შეფასება, გარდა იმისა, რომ თვით სს „ს----------–--------ი“ დაადანაშაულა იმაში, რომ თითქოს მან ახლად წარდგენილ სააღსრულებო დოკუმენტაციას არ დაურთო აღსრულების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო იძულებული გახდა უარი ეთქვა კრედიტორის მოთხოვნის დაკამყოფილებაზე და დაებრუნებინა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით (იხ. გადაწყვეტილება გვ. 8). თუმცა, არაფერი მიუთითა იმაზე, რომ ეს დოკუმენტაცია სწორედ იმავე სააღსრულებო საქმეზე იქნა წარდგენილი, რომელზედაც უკვე სრულად იყო გადახდილი კრედიტორი ბანკის მიერ სააღსრულებო საფასური. შესაბამისად, ვერც მოპასუხე ორგანომ და ვერც სასამართლომ ვერ მიუთითა, თუ რა საფუძვლით უნდა დაევალდებულებინა მას კრედიტორი განმეორებით გადაეხადა უკვე გადახდილი, საკმაოდ დიდი ოდენობის სააღსრულებო საფასური.

 

3.4. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა ან/და არასწორად განმარტა გამოყენებული, სადავო ურთერთობის მარეგულირებელი კანონები (მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-38-ე მუხლები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-13-ე, 95-98-ე მუხლები და ა.შ.), სარჩელში მითითებული სხვა შესაბამისი ნორმები, რის გამოც სსსკ-ის 105-ე და 3-3-ე, 3-4-ე პუნქტის ე და ე პრიმა მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების ცალსახა და აბსოლუტური საფუძვლები. კერძოდ, გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობები გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და ყოვლად უკანონოდ და დაუსაბუთებლად უგულებელყო აპელანტთა სარჩელსა და წერილობით ახსნა-განმარტებებში მითითებული, საქმის განხილვისას დადასტურებული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები გამომდინარეობს იქიდან, რომ მოპასუხე სააღსრულებო სამსახურის მხრიდან იგნორირებული და დარღვეულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მოთხოვნები. თბილისის სააღსრულებო ბიუროს (ა----------–----–--- კ-------ას) წარმოებაში არსებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით (მოვალეების: რ------------–---–ის, ბ-----------–--ას, შპს „დ--–---------------სა“ და სხვათა მიმართ, სააღსრულებო საქმე 14063624) აპელანტთა (მოვალეები) და კრედიტორ სს „ს----------–--------ს“ შემდგარი მოლაპარაკებისა და მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სს „ს----------–--------მა“ როგორც კრედიტორმა, მიმართა სააღსრულებო ბიუროს (აღმასრულებელს) მის წარმოებაში არსებულ მათ და სხვა მოვალეთა უზრუნველსაყოფად გამოყენებული შპს „დ--–--- კ---------ში“ არსებული მათი წილების (16-16%) და ამავე საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების (რომელიც ამავდორულად წარმოადგენს მოვალეებთან დადებულ შეთანხმებით გათვალსიწინებულ ქონებას) მიმართ აღსრულების პირველ რიგში განხორციელების თხოვნით, რათა ამ ეტაპისათვის არ მომხდარიყო აღსრულება მათ კუთვნილ საცხოვრებელ ბინებზე (რომლებიც ვალდებულების უზრუნველსაყოფად არის გამოყენებული). ამასთან, აღმასრულებელს კრდიტორის განცხადებასთან ერთად, წარედგინა შესაბამაისი სააღსრულებო ფურცელი (08.01.2013 წ. საქმე N2--------) და ეთხოვა სწორედ ამ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით აღსრულების გახორციელება, ხოლო სხვა ქონებაზე 1)რ------------–---–ის საკუთრებაში არსებული : ა) ქ-------–--–------------------–---------------–-------–---------------------------------------–-----------------------------------------------------------------------–------------------------------------------------; ბ) ქ-------–--–------------------------–--–--------------–--------------------------------------------------–------------------------------------------------; 2) ბ-----------–--ას კუთვნილი ა)საცხ. ბინა: მ-----------------–--–------------------------------------------------–---------------------------------------------------------–--------------------------------------------------; ბ)ქ. თ---–---–--------------------------–---–-------------------------------------------------- კვ.მ. მიწის უძრავი ქონების ს/კ 0---------------------- ქონებაზე აღსრულების შეჩერება, ზემოთმითითებულ ქონებაზე აღსრულების დასრულებამდე. მიუხედავად თვით კრედიტორის ამგვარი განაცხადისა, სააღსრულებო ბიურომ, აპელანტთა გასაოცრად, ყოვლად უსაფუძვლოდ, უკან დაუბრუნა კრედიტორს აღნიშნული დოკუმენტაცია და პრაქტიკულად უარი უთხრა ამ სრულიად ლეგიტიმური და კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რითაც დაირღვა არა მხოლოდ კრედიტორის, არამედ მათი, როგორც მოვალის კანონიერი უფლებები და ინტერესები, იმ დროს, როდესაც ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მითითებული სააღსრულებო წარმოებისა და ესოდენ კოლოსალური დავალიანებების გამო, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაყადაღებულია და აღსასრულებლად მიქცეულია პრაქტიკულად მთელი მათი უძრავ-მოძრავი ქონება. ამდენად, აპელანტის განმარტებით, აღმასრულებელი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, უგულებელყო რა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონითა და საქართველოს სამოქალქო კანონმდებლობით გარანტირებული მხარეთა კანონიერი უფლებები და ინტერესები (მათ შორის სააღსრულებო წარმოებაში ურთიერთმოლაპარაკების მორიგების შესაძლებლობა და რომელთა ნების გათვალსწინების გარეშე, მით უფრო, მათი ნების საწინააღმდეგოგ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება განახორციელოს რაიმე ქმედება ანდა უარი თქვას ასეთი ქმედების განხორციელებაზე.

 

3.5. აპელანტების განმარტებით, აღმასრულებლის ქმდების უკანონობა გამოიხატა იმაშიც, რომ მან კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის ერთ-ერთ მოტივად გამოიყენა ის, რომ თითქოს ახალი მოთხოვნის შესაბამისად გადასახდელი იყო დამატებითი სააღსრულებო ხარჯი, მაშინ, როდესაც რამდენადაც მათთვის ცობილია, კრედიოტრს სრულად აქვს გადახდილი მითითებული სააღსრულებო წარმოების შესაბამისი კანონით დადგენილი სააღსრულებო ხარჯი და ამდენად სააღსრულეო ხარჯის დამატებით, განმეორებით გადახდის დავალდებულება (მაშინ როდესაც ცალკეული სააღსრულებო მოქმების ღირებულითი მოცულობა არ სცილდება საერთო ვალდებულების ღირებულების ფარგლებს და გულისხმობს ამავე ფარგლებში მხარეთა შეთანხმებით განსახორციელებლ ეტაპობრივ აღსრულებას, რაც შესაბამისობაშია მხარეთა ნებასთანაც და კანონმდებლობის მოთხოვნებთანაც. სწორედ ამიტომაც, აღმასრულებელი ვერ უთითიებს ამის საწინააღმდეგო რაიმე საკანონმდებლო ნორმას, გარდა ზოგად-დეკლარაციული შეფასებისა, რაც წინააღმდეგობაშია მის მიერვე ხსენებულ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის ნორმების შინაარსთან და ნათლად ადასტურებს მისი ამგვარი ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება არსებითად არღვევს და ზღუდავს დაინტერესბული მხარის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და ზაკ-ის მე-5, მე-7-13-ე, 32-34-ე, 53-96-ე მუხლების დარღვევის გამო, წარმოადგენს აკ-ის მე-60 -1- ე და ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსისი 22-25-ე , 32-ე მუხლების შესაბამისად ამგვარი აქტების ბათილად ცნობის ცალსახა საფუძველს. აპელანტის მითითებით, სწორედ ამ ფაქტრობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების აშკარა იგნორირებით, ყოვლად დაუსაბუთებლად უთხრა სასამართლომ უარი მათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ისე, რომ მათ მიერ მითითებული ამ გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების საწინააღმდეგო არავითარ არგუმენტზე სასამართლო გადაწყვეტილებაში პრაქტიკულად არაფერია მითითებული, რის გამოც გადაწყვეტილება გასაუქმებელია უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-3-ე და 3-4-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 3-3-ე და 3-4-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-0-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 23 მაისს გაცემული №2-------- სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაცემულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე და განისაზღვრა შპს ,,დ--–---------------ს”, შპს ,,V---”-ს, შპს ,,ჯ--------”-ს, მ------------–---–ის, ბ-----------–--ას, ზ---------------–---–ის, რ------------–---–ის და ვ-------------–--ის ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ამავე სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონებებით. (სააღსრულებო საქმე №A--------).

 

4.3. კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” მიერ 2014 წლის 18 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული №2-------- სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად გადახდილი იქნა სააღსრულებო მომსახურეობის საფასური სრულად 79115.05 ლარის ოდენობით.

 

4.4. 2015 წლის 28 ოქტომბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენლის შ--–--------------ის განცხადება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 იანვრის №2-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, შპს ,,დ--–---- კ----------”, ზ---------------–---–ს, ბ-----------–--ას, რ------------–---–ს, ვ-------------–--ეს და ლ-–---------–ს სოლიდარულად დაეკისრათ გარკვეული თანხის გადახდა სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ. იმავე განცადებით კრედიტორი სს ,,ს----------–--------ი” ითხოვდა №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების წესის განსაზღვრას და თავდაპირველად შპს ,,დ--–---------------ს” საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევას, პირველ რიგში 2015 წლის 08 იანვრის №2-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას და ამ სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე, სხვა ქონებაზე, კერძოდ: 1) რ------------–---–ის საკუთრებაში არსებული: ა) ქ. თ---–--–-----------------–------------–-------ში მდებარე სადარბაზო 2, სართული 9, ბინა №53, ფართით - 1----- კვ.მ. საზ. ფართი - 4---- კვ.მ. უძრავი ქონების ს/კ 0----------------------; ბ) ქ-------–--–--------------------–--–--------------ში მდებარე №3- ავტოსადგომი მე-3 დონეზე, უძრავი ქონების ს/კ 0----------------------); 2) ბ-----------–--ას კუთვნილი: ა) მდებარე ქ-------–--------------------------------------------------–-------------------------- კვ.მ. (ნაკვეთი 3----) უძრავი ქონების ს/კ 0----------------------, ბ) ქ-------–----------------------------–---–------------------------------------------------------- კვ.მ. უძრავი ქონების ს/კ 0---------------------- მიმდინარე №A-------- სააღსრულებო წარმოების შეჩერებას.

 

4.5. 2015 წლის 03 ნოემბრის №A---------0------ წერილით სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენელს შ--–--------------ეს უარი ეთქვა აღსრულების დაწყებაზე იმ საფუძვლით, რომ არ იყო გადახდილი აღსრულების საფასური, იმავე წერილით კრედიტორს განემარტა, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით დამატებით მიემართა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტების უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. იმავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მიხედვით, სააღსრულებო ბიურო და კერძო აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

4.10. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო იმავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და მოვალეს ეცნობება ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსხილველ შემთხვევაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” განცხადების საფუძველზე დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 23 მაისს გაცემული №2-------- სააღსრულებო ფურცლის გამო, რომელიც გაცემულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე და განისაზღვრა შპს ,,დ--–---------------ს”, შპს ,,V---”-ს, შპს ,,ჯ--------”-ს, მ------------–---–ის, ბ-----------–--ას, ზ---------------–---–ის, რ------------–---–ის და ვ-------------–--ის ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ამავე სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონებებით (სააღსრულებო საქმე №A--------). კრედიტორ სს ,,ს----------–--------ის” მიერ 2014 წლის 18 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული №2-------- სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად გადახდილ იქნა სააღსრულებო მომსახურეობის საფასური სრულად 79 115.05 ლარის ოდენობით.

 

4.11. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ აღსრულების საფასური აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებისთვის დაწესებული სავალდებულო გადასახდელია (დღგ-ს ჩათვლით), რომელიც სრულად ხმარდება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებს. აღსრულების საფასურის დეტალურ მოწესრიგებას კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე შეიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №144 ბრძანება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების საფასური სავალდებულო გადასახდელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორი ვერ დაიწყებს აღსრულებას, ხოლო მოვალის ქონების რეალიზაციიდან პირველ რიგში უნდა მოხდეს მისი დაფარვა აღსრულების ხარჯის შემდგომ. ზემოაღნიშნული ნორმა გამონაკლისს აწესებს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ და იმ კრედიტორებისათვის, რომლებიც სასამართლომ გაათავისუფლა აღსრულების საფასურის გადახდისაგან. გარდა ამისა, აღსრულების საფასურის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლების საფუძვლებიდან რომელიმე.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი განსაზღვრავს აღსრულების შეჩერების წესსა და ვადებს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს: ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას - სასამართოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე; დ) ამ კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განხილვადებისას - საქმის წარმოების განხილვამდე; ე) ამ კანონის 183-ე მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. ვ) ?? ??????? 25 ? ?????? ?? 4 ?? 41 ????????? გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე; ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. (ძალადაკარგულია „ზ’’ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე) - ??????????? ????????????? ??????????? 2016 ???? 30 ?????????? ?????????????? №1/2/596 - ????????? , 12.10.2016

 

4.13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 28 ოქტომბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენლის შ--–--------------ის განცხადება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 იანვრის №2-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, შპს ,,დ--–----კ----------”, ზ---------------–---–ს, ბ-----------–--ას, რ------------–---–ს, ვ-------------–--ეს და ლ-–---------–ს სოლიდარულად დაეკისრათ გარკვეული თანხის გადახდა სს ,,საქართველოს ბანკის” სასარგებლოდ. იმავე განცადებით კრედიტორი სს ,,ს----------–--------ი” ითხოვდა №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების წესის განსაზღვრას და თავდაპირველად შპს ,,დ--–---------------ს” საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევას, პირველ რიგში 2015 წლის 08 იანვრის №2-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას და ამ სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე, სხვა ქონებაზე მიმდინარე №A-------- სააღსრულებო წარმოების შეჩერებას. 2015 წლის 03 ნოემბრის №A---------0------ წერილით სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენელს შ--–--------------ეს უარი ეთქვა აღსრულების დაწყებაზე იმ საფუძვლით, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილ იქნა ახალი სააღსრულებო ფურცელი, ხოლო მასზე გადახდილ არ იყო აღსრულების საფასური, ამავე წერილით კრედიტორს განემარტა, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით დამატებით მიემართა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ აღსრულების შეჩერებაზე უარი გასაჩივრებულ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან, რომლის 2016 წლის 09 მარტის ბრძანებით, ვინაიდან კრედიტორ სს ,,ს----------–--------ის” მიერ აღსასრულებლად სსიპ აღსრულების ბიუროში წარდგენილ იქნა ახალი სააღსრულებო ფურცელი (№2--------), ხოლო აღნიშნულ საქმეზე არ იქნა გადახდილი აღსრულების საფასური მოთხოვნის 2%-ის ოდენობით, კრედიტორს უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე, ხოლო იმ აღმასრულებლის მოქმედება, რომელმაც უარი უთხრა სს ,,ს----------–--------ს” სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე მიჩნეულ იქნა შესაბამისობაში მყოფად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

 

4.14. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს სს ,,ს----------–--------ის’’ წარმომადგენლის მიერ მეორე შემთხვევაშიც წარდგენილ იქნა იგივე სააღსრულებო ფურცელი იგივე უძრავ ქონებაზე, რის გამოც სააღსრულებო ბიუროს უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა მეორე სააღსრულებო ფურჩლის წარმოებაში მიღებაზე და მოეთხოვა საფასურის განმეორებით გადახდა. საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე შემთხვევაში სს ,,ს----------–--------ის’’ წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა პირველისაგან განსხვავებული, ახალი სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც სააღსრულებო ბიუროს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა მეორე სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე საფასურის გადაუხდელობის გამო. ამასთან, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადრებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ თავად კრედიტორის სს ,,ს----------–--------ის” მიერ არ გასაჩივრებულა და სადავო არ გამხდარა ზემოაღნიშნული აღმასრულებლის ქმედება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძნება, რომლითაც მის მიერ წარდგენილი ახალი სააღსრულებო ფურცელი არ იქნა წარმოებაში მიღებული სააღსრულებო საფასურის გადაუხდელობის გამო. სააღსრულებო ფურცლის წარდგენა-არწარდგენა, ასევე სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე უარის გასაჩივრება კი მხოლოდ კრედიტორის და არა მოვალის უფლებას წარმოადგენს. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატის სხდომაზე სს ,,ს----------–--------ის’’ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის პოზიციას და მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან მეორედ წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი იყო ძველისგან განსხვავებული, ამიტომ სააღსრულებო ბიუროს უფლება ჰქონდა მათთვის დაევალებინა სააღსრულებიო საფასურის თავიდან გადახდა, ხოლო თანხის გადაუხდელობის გამო უარი ეთქვა ახალი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე. სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღსრულება უნდა მოხდეს პირველად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელზეც გადახდილია სააღსრულებო საფასური და მიღებულია წარმოებაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამართლებრივადაც დაუშვებელია სასამართლომ სააღსრულებო ბიუროს დაავალოს ახალი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება (ამის სამართლებრივი საფუძველი რომც არსებობდეს) მაშინ, როდესაც ამას არ ითხოვს, უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება კრედიტორი სს ,,ს----------–--------ი”, სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენა და მისი წარმოებაში მიღების მოთხოვნა კი მხოლოდ კრედიტორის და არა მოვალის უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-3-ე და 3-4-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგევლოდ გადახდილად;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 3-0-ე, 3-1-ე, 3-5-ე, 3-7-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ------------–---–ისა და ბ-----------–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგევლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე