განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
190100118002447753
ინსტანცია
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002447753

საქმე №1ბ/876-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვლ----------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 07 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N3----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ს--------------------------–--------ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. რუსთავი მ------------------------------------------------ში, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით ვლ--------------–აძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 09 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

ვლ--------------–აძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 09 აპრილის ეპიზოდისათვის), დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ვლ--------------–აძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

ვლ--------------–აძეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

1) 2018 წლის 09 აპრილს, ს--------------------------–-------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვლ--------------–აძემ მეუღლეს ნო--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახისა და მხარის არეში, რითაც ნო--------------ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2) 2018 წლის 11 აპრილს, შუადღის საათებში ქალაქ რ-------–-------------------------- კორპუსში მდებარე ნა--------------ის საცხოვრებელ ბინაში ვლ--------------–აძემ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ნა--------------ეს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი არასრულწლოვანი შვილის - ბა-------------–--ის თანდასწრებით, ხელი დაარტყა სახეში და ხელები მოუჭირა სახეზე, ხოლო დაახლოებით 22:00 საათზე, იმავე კორპუსის ეზოში, ვლ--------------–აძემ ნა--------------ეს ხელები მოუჭირა სახეზე და თავი რამდენჯერმე დაარტყმევინა ავტომობილის ძრავის ხუფზე, რითაც ნო--------------ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა----------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ვლ--------------–აძისათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ ვლ--------------–აძისათვის სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, ინტენსივობა, საზოგადოებრივი საშიშროება, დაზარალებულის ინტერესი იცხოვროს მშვიდ გარემოში, მისი პოზიცია პრეტენზიის არ ქონასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს მყარ არგუმენტს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებისათვის, ,,სტამბულის კონვენცია’’ მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია, ბუნებრივია ოჯახის წევრებს დანაშაულის შემდეგ ერთმანეთის მიმართ აქვთ სინანულის გრძნობა, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ფაქტი უნდა დარჩეს ადეკვატური სასჯელის გარეშე. ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა, იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს, ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია, რადგან ხორციელდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ; ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. აღნიშნული მიზნები მიიღწევა ჩადენილ დანაშაულზე ადეკვატური სასჯელის განსაზღვრით, მოცემულ შემთხვევაში ვლ--------------–აძისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი არ წარმოადგენს ადეკვატურს და სამართლიან პასუხს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ვლ--------------–აძე ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ოჯახში ,,წესრიგის’’ დამყარებას, ,,ცოლის ჭკუაზე მოყვანას’’, რითაც უპირველესად, უგულებელყოფს მცირეწლოვანი შვილის ინტერესებს, იცხოვროს მშვიდ გარემოში, განუვითარდეს თავისუფალი აზროვნება, სახელმწიფო არ ცდილობს ჩაერიოს ოჯახის პირად საქმეებში, თუმცა როდესაც საქმე ეხება ძალადობას და მსხვერპლთა დაცვას, არსებობს უმაღლესი საჯარო ინტერესი მოხდეს ოჯახში ჩადენილი დანაშულის პრევენცია, აღდგეს სამართლიანობა, დაზარალებულებს გაუჩნდეთ დაცულობის განცდა, თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაული და მოხდეს დამნაშავის რესოციალიზაცია, მსჯავრდებულმა მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე აიღოს პასუხისმგებლობა, გაიზიაროს ოჯახში ძალადობის დანაშაულის მომტანი საშინელი შედეგები, დაფიქრდეს მის ქმედებაზე, განიმსჭვალოს კანონის პატივისცემით, რითაც ხელი შეეწყობა მის რესოციალიზაციას, ოჯახში ძალადობა ხშირად იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს, სწორედ ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად და მსხვერპლთა დასაცავად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული იქნას ადეკვატური ზომები. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ორი ეპიზოდის ჩადენის ფაქტი, გარდა ვლ--------------–აძის აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნო--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ნუ------------–---–ის, ვა–------–--ის, ბა-------------–--ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ვლ--------------–აძეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებული შერიგებულია მსჯავრდებულთან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. დაზარალებულმა ანალოგიური მოთხოვნით /სანოტარო წესით დამოწმებული/ განცხადება წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოშიც, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ამიტომ შვილებზე ყოველთვის ზრუნავს მეუღლე, რომელიც არის ყურადღებიანი, მოსიყვარულე მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ვლ--------------–აძის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ისინი ცხოვრობენ ერთად და მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ვლ--------------–აძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 09 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

ვლ--------------–აძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 09 აპრილის ეპიზოდისათვის), დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ვლ--------------–აძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

 

ვლ--------------–აძეს პატიმრობაში ყოფის ვადა 2018 წლის 12 აპრილის 17:55 საათიდან 2018 წლის 29 მაისის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში;

 

ვლ--------------–აძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვლ--------------–აძეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე