განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
190100118002353639
ინსტანცია
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002353639

საქმე №1ბ/873-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბა---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 10 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. რ---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. რ---------------------------ში, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის 28 მაისის განაჩენით ბა---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ბა---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ბა---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

1) ბა---------------ი 2013 წლის 11 ოქტომბრიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ლი---------------თან, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით სისტემატურად შეურაცხყოფდა. ბა---------------ი ლი---------------ს მიიჩნევდა საკუთრებად და ავალდებულებდა მისადმი მორჩილებას. ლი---------------ს ისე უნდა ჩაეცვა, როგორც ბა---------------ს მოსწონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მის არმოსაწონ ტანსაცმელს უხევდა. ბა---------------ი აკონტროლებდა ლი----- სად წავიდოდა და ვისთან ექნებოდა ურთიერთობა, ასევე მეგობრებთან და მშობლებთან საკომუნიკაციოდ უსაზღვრავდა დროს, სახლში დაგვიანების შემთხვევაში კი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ყოველივე აღნიშნულით ლი---------------ი განიცდიდა ტანჯვას. გარდა აღნიშნულისა 2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ რუსთავში მე-17 მიკრორაიონის N3/12-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბა---------------მა თავის მეუღლეს, ლი---------------ს, მათი არასრულწლოვანი შვილის, 3 წლის მი-------------ას, თანდასწრებით, შვილთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკების დროს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სამჯერ ჰკრა ხელი მხარზე, ძლიერად შეაჯანჯღარა და რამდენჯერმე გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. ლი---------------მა ბა---------------ის ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2) 2018 წლის 16 თებერვალს დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ რ-------–--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინასა და ამავე ბინის სადარბაზოში ბა---------------ი თავის მეუღლეს ლი---------------ას, დაემუქრა მოკვლითა და დაჭრით, რა დროსაც ლი---------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან მუქარის განხორციელების მომენტში ბა---------------ს ხელში ეჭირა დანა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა----------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ ბა---------------ისათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ ბა---------------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, ინტენსივობა, საზოგადოებრივი საშიშროება, დაზარალებულის ინტერესი იცხოვროს მშვიდ გარემოში, დაზარალებულის პოზიცია პრეტენზიის არ ქონასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს მყარ არგუმენტს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებისათვის, ვინაიდან ,,სტამბულის კონვენცია’’ მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ სახელმწიფოს მიდგომა მკაცრი რეაგირებისთვის ვერ იქნება დამოკიდებული დაზარალებულის ოჯახის წევრის პოზიციაზე ანდა მოძალადის მიმართ პრეტენზიის არ ქონაზე, რადგან ბუნებრივია ოჯახის წევრებს დანაშაულის შემდეგ ერთმანეთის მიმართ აქვთ სინანულის გრძნობა, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ფაქტი უნდა დარჩეს ადეკვატური სასჯელის გარეშე. ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა, იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს, ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია, რადგან ხორციელდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ; ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. აღნიშნული მიზნები მიიღწევა ჩადენილ დანაშაულზე ადეკვატური სასჯელის განსაზღვრით, მოცემულ შემთხვევაში ბა---------------ისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი არ წარმოადგენს ადეკვატურს და სამართლიან პასუხს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ბა---------------ი ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ოჯახში ,,წესრიგის’’ დამყარებას, შვილების აღზრდას, რითაც უპირველესად, უგულებელყოფს მცირეწლოვანი შვილის ინტერესებს, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, განუვითარდეთ თავისუფალი აზროვნება, სახელმწიფო არ ცდილობს ჩაერიოს ოჯახის პირად საქმეებში, თუმცა როდესაც საქმე ეხება ძალადობას და მსხვერპლთა დაცვას, არსებობს უმაღლესი საჯარო ინტერესი მოხდეს ოჯახში ჩადენილი დანაშულის პრევენცია, აღდგეს სამართლიანობა, დაზარალებულებს გაუჩნდეთ დაცულობის განცდა, თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაული და მოხდეს დამნაშავის რესოციალიზაცია, მსჯავრდებულმა მის იერ ჩადენილ ქმედებაზე აიღოს პასუხისმგებლობა, გაიზიაროს ოჯახში ძალადობის დანაშაულის მომტანი საშინელი შედეგები, დაფიქრდეს მის ქმედებაზე, განიმსჭვალოს კანონის პატივისცემით, რითაც ხელი შეეწყობა მის რესოციალიზაციას, ოჯახში ძალადობა ხშირად იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს, სწორედ ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად და მსხვერპლთა დასაცავად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული იქნას ადეკვატური ზომები. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

 

მსჯავრდებულმა ბ------ მ--------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის და სიცოცხლისა მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ჩადენის ფაქტი, გარდა ბა---------------ის აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ლი---------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: რა--------------ის, რო--------------ის, ზუ---------–-----–---–ის, ნი--------–--–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ბა---------------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის თანახმად არის დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. ხოლო, მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ პატიმრობის პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა მსჯავრდებულისთვის, გაეაზრებინა ჩადენილი ქმედების სიმძიმე, რაც უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა საკმარისი იქნება დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ბა---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ბა---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

ბა---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით.

 

ბა---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 16 თებერვლიდან 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.

განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

მსჯავრდებულს დაევალოს გაიაროს პრობაციის ბიუროში ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

 

ნივთმტკიცება - დანა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე