განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002360501
საქმე №1ბ/665-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მ--------–-----ე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ე----------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თბილისი, ჩ------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ღ------------------------ (მონაწილეობის გარეშე).
ადვოკატი - ს------------------ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–-----ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე----------------ის მიერ ჩადენილ ქმედებას თუმცა გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია. სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრი პერსონალური ხასიათი. სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პიროვნება. მოცემულ შემთხვევაში კი, ე----------------მა დანაშაული ჩაიდინა პირობით მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და დანაშაულის ჩადენის დროს ითვლებოდა ნასამართლევ პირად, შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი. აპელანტს მიაჩნია, რომ ე----------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას, რადგან აპელანტის განმარტებით ე----------------ი არის ნასამართლევი ქურდობისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად. აპელანტს მიაჩნია, რომ ე----------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ე----------------მა ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მირე ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის განაჩენით ე----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საიდანაც 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ე----------------ის მიმართ 2013 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 3 (სამი) თვით. მიუხედავად ამისა 2017 წლის 24 ივლისს დაახლოებით 16:40 სააზე თბილისში მეტროსადგურ ,,დ--–--ში“ ე----------------ი ატარებდა ცივ იარაღს – დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით, ე----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ე----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) დღის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ე----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ე----------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულ ე----------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე შ----------–--ის გამოკითხვის ოქმით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით, პირადი გასინჯვის და ნივთის გასინჯვის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 25 ივლისის ექსპერტიზის №-----–- დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ე----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე----------------მა ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ე----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ე----------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ე----------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელით ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა.
ე----------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია. საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის საფუძველზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გაუქმების შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ე----------------ს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაუმატა 04 (ოთხი) დღე, რაც პალატას არ მიაჩნია სამართლიანად, ვინაიდან ე----------------ის მხრიდან პირობით გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ადგილი ჰქონდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობას - იგი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში, რაც საფუძვლად დაედო მის მიმართ პირობით გამოსაცდელი ვადის გაგრძელებას. ამდენად, პალატა თვლის, რომ ე----------------ის მიმართ წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან მხოლოდ 04 (ოთხი) დღის დამატება არ წარმოადგენს სამართლიან და გონივრულ სასჯელს, რისი გათვალისწინებითაც იგი უნდა გამკაცრდეს და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ე----------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
პალატას მიაჩნია, რომ ე----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გასაკიცხაობის ხარისხი.
ამასთან, პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ე----------------ს, რეციდივის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლომ უნდა განუსაზღვროს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ--------–-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენში, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ--------–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ე----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ე----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ე----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მოენტიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ე----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ – განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით მისი დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ნ.სანდოძე