განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2018
საქმის ნომერი
330100117002184410
ინსტანცია
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002184410

საქმე № 1ბ/407-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ზ------------ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ბ------------–---–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვა------------------–--------------------------------.

 

ადვოკატი - რ------------–--ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ------------–---–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ------------–---–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ერთი მოწმის - ნ--------–---–ის ურთიერთსაწინააღმდეგო და განთქმითი ჩვენება. ეს ჩვენება გამოწვეულია ამ უკანასკნელისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, რის სანაცვლოდაც ბრალდების მხარემ მას გაუფორმა საპოროცესო შეთანხმება. თუმცა ნ--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ბ------------–---–---–ისთვის კონკრეტულ მისამართებზე ნარკოტიკული ნივთიერების განთავსების რეალური მიზანი არ გაუმხელია. ბ------------–---–---–მა აღიარა, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ნ--------–---–ს შესანახად გამოართვა ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა აღნიშნული ნივთიერების გასაღების მცდელობას და შარვლის ჯიბეში უკანონოდ შენახვას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ნ--------–---–მა აღნიშნული ნივთიერებები ბ------------–---–---–ისგან დამოუკიდებლად და მისი ინფორმირებულობის გარეშე განათავსა სხვადასხვა მისამართებზე. მას რომ სდომებოდა ბ------------–---–---–ის ინფორმირება და მისთვის თანხის განაწილება, ბუნებრივია თავიდანვე შეთავაზებდა ერთობლივად განეთავსებინათ აღნიშნული ნივთიერებები კონკრეტულ მისამართებზე. გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ პოლიციელების და ნ--------–---–ის განთქმით ჩვენებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის N444აპ-09 განჩინება, რომლითაც სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხუთი თანამშრომლის ჩვენება და გაამართლა მსჯავრდებული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებაში. დაცვის მხარემ უდავო მტკიცებულებად გახადა პოლიციის თანამშრომლის გ-------–------ის პატაკი, სადაც მითითებულია, რომ ბ------------–---–---–ი და ნ--------–---–ი უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებას, პატაკში საუბარი არ არის გასაღებაზე. მოსამართლემ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ის მტკიცებულება, რაც არ გამოკვლეულა სასამართლო განხილვის დროს. აპელანტმა განმარტა, რომ გამამტყუნებლი განაჩენისთვის საჭიროა მინიმუმ ორი ურთიერთშეთავსებადი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება და ეჭვგარეშე დაადასტურებს პირის ბრალეულობას. მოსამართლის მიერ განაჩენში მითითებული მტკიცებულებები არ ადასტურებენ ბ------------–---–---–ის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ფაქტს. სასამართლო თავის განაჩენში არგუმენტად იყენებს მიკერძოებული მოწმის იმ ჩვენებას, რომელიც უამრავი წინააღმდეგობებითაა სავსე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ბ------------–---–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ იქნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ბ------------–---–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ------------–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბ------------–---–---–მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა. მანვე ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ნ--------–---–ს სოციალური ქსელი - „ტელეგრამის“ მეშვეობით დაეკონტაქტა უცნობი მომხმარებელი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შეთავაზა გარკვეული სამუშაოს შესრულება, კერძოდ ნ--------–---–ს თბილისში, უცნობი მომხმარებლის მიერ მითითებული ადგილიდან, უნდა აეღო ბუშტში მოთავსებული ნივთიერებები და უნდა მოეთავსებინა მის მიერ შერჩეულ სხვადასხვა ადგილზე, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული ადგილებისთვის ნ--------–---–ს უნდა გადაეღო ფოტოები და ზუსტი ადგილმდებარეობის და მისამართის მითითებით სოციალური ქსელის „ტელეგრამის“ მეშვეობით უნდა გადაეგზავნა უცნობი მომხმარებლისთვის, რის სანაცვლოდაც იგი ონლაინ საფულე „ემანიზე“ არსებულ ნ--------–---–ის ანგარიშზე ჩაურიცხავდა ფულს, შესრულებული სამუშაოს ოდენობის მიხედვით, რაზეც ისინი შეთანხმდნენ.

 

ნ----------–---–ი, უცნობი მომხმარებლის მითითებით, გაემართა თბილისის ზღვაზე თემქის მხარეს მინდორში არსებულ ელექტრო გადამცემ ბოძთან, საიდანაც შემდგომი გასაღების მიზნით აიღო უცნობის მიერ მისთვის რეზინის ბუშტებში დატოვებული ნივთიერება. აღნიშნულის შესახებ ნ--------–---–ი მოუყვა მის მეგობარს - ბ------------–---–---–ს, რომელსაც თხოვა დახმარება და სანაცვლოდ დაპირდა მიღებული თანხის გაყოფას. ბ-------------–---–---–ი დაინტერესდა და შეთანხმდნენ, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს დაეწყოთ საქმიანობა.

 

2017 წლის 17 ოქტომბერს, ნ--------–---–მა და ბ------------–---–---–მა ბუშტებში დაფასოებული ნივთიერებები დატოვეს შემდეგ მისამართებზე - თბილისი, ვ--------ნის მ---------, პ------–------------–-----------------------------–--------------–---------------------------------------–----------------------------–--------------–-------------------------------–--------------–-- აღნიშნული სადარბაზოდან გამოსვლის შემდეგ, 2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისში, ვ-------------–------------------ ქუჩაზე მდებარე შპს „--------- ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ბ------------–---–---–ის პირადი და მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ამოღებულ იქნა შემდეგი ნივთიერებები: 1. პირადი ჩხრეკისას ორ ცალად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასები, სპეციფიკური სუნით, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, რომელიც შეიცავს ნივთიერებებს - 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს და მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიურ ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს; 2. ავტომანქანის ჩხრეკისას 11 ცალად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, რომელიც შეიცავს ნივთიერებებს - 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს და მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

პირადი ჩხრეკების დასრულების შემდეგ ნ--------–---–მა მიუთითა, რომ მათ მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნივთიერებებიდან ნაწილის დადება უკვე მოასწრეს ოთხ მისამართზე. იმავე დღეს ნ--------–---–ის მითითებით და მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც ამოღებული იქნა რეზინის ბუშტებში დაფასოებული ნივთიერებები. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ოთხი ცალად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluoro-ADB-ს, FUBAMB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. იმავე დასკვნის თანახმად ბ------------–---–---–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა და მათი საერთო წონაა - 20,9432 გრამი. ნ--------–---–მა და ბ------------–---–---–მა 2017 წლის 17 ოქტომბერს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვეღარ შეძლეს მათი ჩხრეკისას ამოღებული დარჩენილი უკანონოდ შეძენილი და შენახული ნივთიერებების სხვადასხვა მისამართებზე განთავსება და უკვე განთავსებული ნივთიერებების ადგილსამყოფელის მაჩვენებელი ფოტოების უცნობი მომხმარებლისთვის გადაგზავნა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბ------------–---–---–მა განმარტა, რომ დაკავებამდე 1-2 დღით ადრე ნ---------–---–ს, რომელიც იყო ნარკოტიკის მომხმარებელი, თხოვა მისთვის ,,ბიო“ გაესინჯინებინა, თუმცა ვინაიდან აპირებდა სამსახურში წასვლას, იმ მომენტში ვერ მოიხმარა და შეთანხმდნენ საღამოს შეხვედრაზე. მან ავტომანქანის ე.წ. ,,ბარდაჩოკში“ შეინახა შეკვრა, ხოლო რამდენიმე ბურთულა ჩაიდო ჯიბეში. 2017 წლის 17 ოქტომბერს მან ვ--------ანში გაუარა ნ--------–---–ს, რომელმაც თხოვა ეთხოვებინა ავტომანქანა. მან ნ--------–---–ს შეთავაზა, რომ თავად გაიყვანდა სადაც სურდა. ისინი მივიდნენ ვ--------ნის მ---------ში, რა დროსაც ნ--------–---–მა ჯიბიდან ამოიღო დაკუჭული ფურცელი და უთხრა, რომ რასაც უკარნახებდა ჩაეწერა. მან ბლოკნოტში ჩაიწერა ნ--------–---–ის მიერ ნაკარნახევი მისამართები. ამის შემდეგ ნ--------–---–მა უთხრა, რომ იგი აპირებდა ავტომანქანაში არსებული ,,ბიო“, შეენახა სადარბაზოებში, რათა არ ეტარებინა თან. მან ნ--------–---–ს ურჩია, რომ ხსენებული ნივთიერებები დაემარხათ მიწაში, რადგან სადარბაზოში შენახვა სახიფათო იყო. აღნიშნულზე ნ---------–---–მა უთხრა უარი და შევიდა სადარბაზოში. ცოტა ხანში ნ--------–---–მა კიდევ რამდენიმე ბურთულა აიღო ავტომანქანიდან და უთხრა ჩაეწერა მისამართი, რათა არ დავიწყებოდა. ასევე უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა, ამიტომ მოეტრიალებინა მანქანა და იქვე დახვდებოდა. მან მოატრიალა ავტომანქანა, გაიარა დაახლოებით 150 მეტრი, რის შემდეგაც დაახლოებით 15 მეტრში დაინახა, რომ რამდენიმე შავებში ჩაცმული მამაკაციდან ორი ეჯაჯგურებოდა ნ---------–---–ს და ეუბნებოდნენ წაყოლოდა მათ. იგი ავტომანქანით მოძრაობდა ნელა, რა დროსაც დაახლოებით 3 მამაკაცი დაიძრა მისი მიმართულებით, რომელებმაც უხეშად დაუძახეს შეჩერებულიყო და შეაგინეს. იგი არ გაჩერდა, რის გამოც მამაკაცებმა ფეხი მიარტყეს მის მანქანას. მან გაიარა დაახლოებით 400 მეტრი და მიხვდა, რომ მისდევდა თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელიც უნთებდა ფარებს. ვინაიდან არ იცოდა ვინ იყვნენ არ გააჩერა ავტომანქანა. შემდეგ გადაწყვიტა ფეხით გაქცეულიყო, რადგან იმედოვნებდა, რომ უბანში იქნებოდნენ ახლობლები. დაახლოებით 150 მეტრის გარბენის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურთან გაიგო ხმა, რომ მამაკაცები, რომლებიც მას მისდევდნენ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უძახდნენ შეჩერებულიყო. ამ მოწოდების შემდეგ იგი შეჩერდა. თავდაპირველად მასთან მივიდა ერთი თანამშრომელი და შეუმოწმა ჯიბეები, თუმცა მას არაფერი აღმოაჩნდა. ამის შემდეგ მივიდნენ სხვა თანამშრომლებიც, რომლებმაც იგი ჩასვეს გამომძიებლის ავტომანქანაში. რამდენიმე წუთში მათთან მივიდა ექსპერტი, რომელმაც აჩვენა დაახლოებით 5 ბურთულა და კითხა აღნიშნული ეკუთვნოდა თუ არა მას და წაუსვა ტუჩის მიდამოში. ამ დროს მას გამომძიებელი ეჯაჯგურებოდა სპორტული შარვლის ჯიბეზე, რომლის შესაკრავიც არ იკვრებოდა და ეუბნებოდა, რომ ჯიბეში ჰქონდა 2 ბურთულა. ამის შემდეგ უთხრეს, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რაზეც განაცხადა უარი. მანვე განმარტა, რომ შარვლის ჯიბეში რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ჰქონია, მხოლოდ ავტომანქანის ე.წ. ,,ბარდაჩოკში“ ჰქონდა მოთავსებული ზემოხსენებული ნივთიერება. ასევე მიუთითა, რომ მისთვის ნ--------–---–ს არ უთქვამს, რომ ბურთულებს ყიდდა და არც თანხა მიუცია მისთვის. მას ეგონა, რომ ნ--------–---–ი ნივთიერებებს სხვადასხვა ადგილას ტოვებდა იმიტომ, რომ არ დაკარგვოდა მთლიანად და ვინმეს არ აეღო. მან არ იცოდა, რომ სადარბაზოებში დადებული ნივთიერებები ვინმეს უნდა აეღო, მას ეგონა, რომ ნ--------–---–ი ინახავდა თავისთვის. 2017 წლის 17 ოქტომბერს, ნ--------–---–ი შევიდა დაახლოებით ოთხ სადარბაზოში. მან თავდაპირველად ჩაიწერა დაახლოებით 15 მისამართი, შემდეგ ნ--------–---–ი 4-ჯერ შევიდა სადარბაზოში და შესაბამისად 4 მისამართი კიდევ ჩააწერინა. იმ დროს როდესაც ნ--------–---–ი შედიოდა სადარბაზოებში, ის ელოდებოდა ავტომანქანაში, სადარბაზოში არ შესულა. ბლოკნოტი, რომელშიც მან ჩაწერა მისამართები ეკუთვნოდა ნ--------–---–ს. მისთვის უცნობია, სადარბაზოში დადებულ ნივთიერებებს ნ--------–---–ი ფოტოებს უღებდა თუ არა. ამასთან, განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებს ფორმა არ ეცვათ და მხოლოდ მოგვიანებით, ერთ-ერთის მითითებით ჩაიცვეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმემ ნ--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ სოციალურ ქსელ ,,ტელეგრამის“ საშუალებით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც შეთავაზა სამსახური, კერძოდ უთხრა, რომ თბილისის ტერიტორიაზე კონკრეტული მისამართზე უნდა აეღო მისთვის დატოვებული ნარკოტიკული საშუალებები, რაც მასვე უნდა მიეტანა და დაეტოვებინა სხვადასხვა ადგილებში, რისთვისაც ჩაერიცხებოდა ფული. მან ეს სამსახური შეთავაზა ბ------------–---–---–ს, რომელიც დათანხმდა შეთავაზებას. 2017 წლის 17 ოქტომბერს მათ კონკრეტულ მისამართზე მიიტანეს ნარკოტიკი, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმემ განმარტა, რომ ბ------------–---–---–ის ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდათ მას და ბ------------–---–---–ს.

 

საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სინთეტიკური წარმოშობის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების უფროსის ზ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისში, ვ-------------------–---- მ--------, პ------–----------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყვნენ - ნ--------–---–ი და ბ------------–---–---–ი, რომლებსაც ავტომობილში უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკულ ნივთიერება. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და იგი ვ----------------–თან, გ------------–-–---–თან და გ---------------ესთან ერთად მივიდა მითითებულ მისამართზე, რა დროსაც დაინახა, რომ N---- კორპუსიდან გამოსული ნ--------–---–ი ჯდებოდა ბ------------–---–---–ის ავტომანქანაში. მათ შეაჩერეს ნ--------–---–ი, რომელსაც გამომძიებლებმა უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ამ დროს ბ------------–---–---–მა დაძრა ავტომანქანა და გაიქცა. იგი თანამშრომლებთან ერთად დაედევნა ბ------------–---–---–ს, რომელმაც მალევე შეაჩერა ავტომანქანა და გაიქცა ფეხით. ბ------------–---–---–ის ავტომანქანასთან დარჩა ვ----------------–ი, რათა არავინ შეხებოდა ავტომანქანას, ხოლო თავად გ------------–-–---–თან და გ---------------ესთან ერთად გაეკიდა ბ------------–---–---–ს, რომელიც შეჩერდა დაახლოებით 100-150 მეტრში, სადაც მათ მიერ იქნა დაკავებული. მას ბ------------–---–---–ის დადევნებისას ვიზუალური კონტროლი არ დაუკარგავს. ამის შემდეგ ჩატარდა ბ------------–---–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ბუშტში გახვეული ორი ცალი წონაკი, ხოლო ავტომანქანიდან ამოღებული იქნა 11 წონაკი. ბ------------–---–---–მა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ სამსახურებრივი ფორმით.

 

მოწმემ ვ----------------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 17 ოქტომბერს, გ---------------ესთან ერთად ჩაატარა ბ------------–---–---–ის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის წინა სალონში, ტორპედოს მარცხენა მხარეს მოთავსებული ქვედა სათავსოდან ამოღებული იქნა ბუშტში მოთავსებული 10 ცალი წონაკი, ასევე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 1 ცალი წონაკი, ბლოკნოტი და სხვა ნივთები. ამის შემდეგ დაკავებულს გააცნეს პირადი ჩხრეკის ოქმი. ბ------------–---–---–მა ოქმზე ხელმოწერაზე განაცხადა უარი.

 

მოწმემ გ---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნ-----–---------–---–ი და ბ------------–---–---–ი უნდა ყოფილიყვნენ ვ--------ნის მ--------, პ------–-----------–-, მე-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. ადგილზე მისვლისას დაინახეს, რომ ნ--------–---–ი ჯდებოდა ავტომანქანაში, თუმცა ბ------------–---–---–მა ჯერ ავტომანქანით, ხოლო შემდეგ ფეხით სცადა გაქცევა, რომელსაც მასთან ერთად ზ--------------ის ავტომანქანით დაედევნენ ვ----------------–ი და გ------------–-–---–ი, დანარჩენები კი დარჩნენ ნ-----–---------–---–თან. მას შემდეგ, რაც ბ------------–---–---–ი გადმოვიდა ავტომანქანიდან და გაიქცა ავტომანქანასთან დარჩა ვ----------------–ი. მათ მიერ დაკავებული იქნა ბ------------–---–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ბუშტში გახვეული 2 ცალი წონაკი. ბ------------–---–---–მა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე არ მოაწერა ხელი. მოწმემ განმარტა, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას ტორპედოს მარცხენა მხარეს, ე.წ. ,,ბარდაჩოკიდან“ ამოღებული იქნა 11 ცალი წონაკი, ბლოკნოტი და სხვა ნივთები. ამასთან იგი დადევნებისას ვიზუალურად აკონტროლებდა ბ------------–---–---–ს, რომ გაქცეულს არაფერი გადაეგდო.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა გამომძიებელმა გ------------–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ამოღებულ ბლოკნოტში ჩაწერილი იყო მისამართები, რომელიც ემთხვეოდა იმ მისამართებს, სადაც ბრალდებულები დებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ბოლო სამი მისამართი კი ემთხვეოდა იმ მისამართებს, რომელზეც საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ნ--------–---–მა და საიდანაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები. მოწმემ დაადასტურა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია მის მიერ. ამის შემდეგ ბ------------–---–---–მა უარი განაცხადა ნიმუშის აღებაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ ფორმით.

 

მოწმე ა-----–---–--–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში. 2017 წლის 17 ოქტომბერს გ-------–------ემ მიიღო ინფორმაცია, რომ ბ------------–---–---–ი და ნ--------–---–ი იმყოფებოდნენ თბილისში, ვ-------------------–---- მ------------------ის, პ------–----------–ის, მე-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტომანქანაში ინახავდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. დაკავებულმა ნ--------–---–მა გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობის, მიუთითა თუ სად ჰქონდათ დადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები მას და ბ------------–---–---–ს. მის მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებული და დასურათებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები.

 

მოწმე თ---------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი უფროს ექსპერტად მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. 2017 წლის 17 ოქტომბერს, მან ა-–-----------------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და მოწითალო ფერის ბუშტები მასში მოთავსებული მასით. ჩატარებულ ჩხრეკას ესწრებოდნენ ავტომანქანის მფლობელი და გამომძიებელი.

 

მოწმემ ა-–-----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ექსპერატად მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში. 2017 წლის 17 ოქტომბერს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან შესული გამოძახების საფუძველზე, დაახლოებით 15-20 წუთში თ---------------თან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. როგორც მისთვის ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე და მათ მონაწილეობა მიიღეს ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, რაც დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. ჩხრეკის ოქმს ავტომანქანის მეპატრონის გარდა ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს 21:20-21:45 საათზე ჩატარდა ბ------------–---–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა 2 ცალი წონაკი მათში არსებული ნივთიერებებით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ოქტომებრს 21:50-22:00 საათზე დაკავებული იქნა ბ------------–---–---–ი. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ბ------------–---–---–ი პირადად გაეცნო დაკავების ოქმს, გადაეცა ოქმის ასლი, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს 22:15-00:55 საათზე ჩატარდა ბ------------–---–---–ის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სალონში, ე.წ. ,,ბარდაჩოკიდან“, ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში არსებული 10 (ათი) ცალი წითელი ფერის ბუშტის მაგვარი რეზინის წონაკი, რომლებშიც მოთავსებულია მასები, ასევე ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იდო მოწითალო ფერის 1 ცალი ბუშტის მაგვარი რეზინის წონაკი, მასში მოთავსებული მასით. ასევე სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებული იქნა ბლოკნოტი ჩანაწერებით.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს 23:45 საათიდან 2017 წლის 18 ოქტომბერს 02:55 საათამდე პერიოდში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნ--------–---–მა მიუთითა და აჩვენა ის მისამართები, სადაც მან 2017 წლის 17 ოქტომბერს დადო ნარკოტიკული საშუალებები.

 

ამოღების ოქმებით დასტურდება, რომ ნ--------–---–ის მიერ მითითებული მისამართებიდან ამოღებული იქნა წონაკები მასში მოთავსებული ნივთიერებებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 18 ოქტომბრის ექსპერტის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ ბ------------–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორ ცალად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასები, სპეციფიკური სუნით, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, საერთო წონით - 1,9039 გრამი, შეიცავს ნივთიერებებს 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს კოფეინს. 5-fluoro-ADB და FUB-AMB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

▪ ბ-------------–---–---–ის მანქანის ჩხრეკისას ამოღებული 11 (თერთმეტ) ცალად დაფასოებული (დალუქული 2 პაკეტად), მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, საერთო წონით - 10,2601 გრამი შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს და კოფეინს. 5-fluoro-ADB და FUB-AMB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

▪ თბილისი ვ--------ნის მ--------- პ------–------------–------------------დან ამოღებული ერთ ცალად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, საერთო წონით - 2,9024 გრამი შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს და კოფეინს. 5-fluoro-ADB და FUB-AMB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

▪ თბილისი ვ--------ნის მ--------- პ------–------------–--------------------- ამოღებული ერთ ცალად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, საერთო წონით- 2,9630 გრამი შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს და კოფეინს. 5-fluoro-ADB და FUB-AMB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

▪ 1 წონაკი, ქ.თბილისი, ვ--------ნის მ-------- პ------–------------–----------------------- ამოღებული ერთ ცალად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით- 1,9720 გრამი შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს და კოფეინს. 5-fluoro-ADB და FUB-AMB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

▪ თბილისი ვ--------ნის მ-------- პ------–-----------–- კ-------------- ამოღებული ერთ ცალად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით- 0,9418 გრამი შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს და კოფეინს. 5-fluoro-ADB და FUB-AMB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

▪ ბ-------------–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ბ-------------–---–---–ის მანქანის ჩხრეკისას ამოღებული, თბილისი ვ--------ნის მ--------, პ------–-----------–-, კ------------------------------–--------–----------------------- პ------–-----------–-, კ------------------ ამოღებული, თბილისი, ვ--------ნის მ--------, პ------–-----------–-, კ------------------ ამოღებული, თბილისი, ვ--------ნის მ--------, პ------–-----------–-, კ------------------ ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების: 5-fluoro-ADB და FUB-AMB-ს შემცველი მასების საერთო წონაა - 20,9432 გრამი. ამოღებული ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ----------–---–მა და პ-------–--–---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 20 ნოემბრის ექსპერტის N-------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი უბის წიგნაკის, ე.წ. ,,ბლოკნოტის“ პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ფურცლებზე არსებული ჩანაწერები (ხელნაწერები) შესრულებულია ბ------------–---–---–ის მიერ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მსჯავრდებულმა ბ------------–---–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მას დაფასოებული ნივთიერებები სადარბაზოებში არ დაუდია და არც თანხა მიუღია, მისთვის ცნობილი არ იყო ნ--------–---–ის მიერ ნივთიერებების სადარბაზოში განთავსების ნამდვილი მიზეზი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ბ------------–---–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ------------–---–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას არ ჰქონია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობა, ვინაიდან დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ბ------------–---–---–ისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდავა, გადაგზავნა და გასაღებისთვის. პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზემოთ მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. შეძენა უკანონოდ მიიჩნევა, თუ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არ არის შეძენილი სპეციალური ლიცენზიის მქონე აფთიაქებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში სპეციალური რეცეპტით ან კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. ,,ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისთვის ადგილსამყოფლის მიჩენა. გასაღებაში კი იგულისხმება ნებისმიერი ფორმით სხვა პირისთვის მისი გადაცემა ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

პალატა თვლის, რომ ბ------------–---–---–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია სასამართლოში გამოკვლეულ მოწმეთა ჩვენებებთან. კერძოდ, მოწმეების: ზ--------------ის, ვ----------------–ის, გ---------------ის, ა-----–---–--–-–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ შეტყობინების საფუძველზე მითითებულ მისამართზე გასვლისას, მათ მიერ შეჩერებული იქნა ნ--------–---–ი, ხოლო ბ------------–---–---–ი შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. მას შემდეგ რაც პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა ბ------------–---–---–ი ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ორ წონაკად დაფასოებული ნივთიერება, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 11 წონაკად დაფასოებული ნივთიერება, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

 

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იმიტომ გაიქცა, რომ არ იცოდა ვინ იყვნენ მამაკაცები, რომლებიც მას მისდევდნენ, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა რომ ბ------------–---–---–ის დამკავებელ პირებს ეცვათ სამსახურებრივი ფორმა.

 

პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ--------–---–ი არის დაინტერესებული მოწმე და ბ------------–---–---–ს არაფერი აქვს საერთო ზემოხსენებული ნივთიერებების გასაღებასის მცდელობასთან, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ბ------------–---–---–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ამოღების და მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი. ასევე ის გარემოება, რომ მანქანაში აღმოჩენილ ბლოკნოტში მითითებული მისამართები იყო ის ადგილები, სადაც ნ--------–---–ის მიერ განთავსებული იქნა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ხოლო ბლოკნოტში ზემოხსენებული მისამართები ჩაწერილია ბ------------–---–---–ის მიერ. ზემოაღნიშნული კი მიუთითებს ნ--------–---–ის და ბ------------–---–---–ის შეთანხმებულ მცდელობაზე გაესაღებინათ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბ------------–---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ------------–---–---–მა ჩაიდინა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა. მანვე ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბ------------–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და სასაჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ბ------------–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული და მისამართებიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ბლოკნოტი, დანის მაგვარი ნივთები და ყუთი – უნდა განადგურდეს. ბ------------–---–---–ის ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. ბ------------–---–---–ის ავტომანქანის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი 1 CD დისკზე, ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი 2 ცალი დალუქული პაკეტი - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ------------–---–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ------------–---–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ბ------------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ------------–---–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ბ------------–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ბ------------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 17 ოქტომბრიდან.

 

ბ------------–---–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ბ------------–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული და მისამართებიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ბლოკნოტი, დანის მაგვარი ნივთები და ყუთი – განადგურდეს.

 

ბ------------–---–---–ის ტელეფონი – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ბ------------–---–---–ის ავტომანქანის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი 1 CD დისკზე, ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი 2 ცალი დალუქული პაკეტი – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე