განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700065324 - 1აგ/493-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აგვისტო, 2018წ. ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მ-----–------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენით:
მ-----–------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;
_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----–------------ეს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:
მ-----–------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ-----–------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----–------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით;
მ-----–------------ეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით:
მ-----–------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) და მეტადონის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----–------------ეს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარი და საბოლოოდ, მ-----–------------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე და ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენში მ-----–------------ის მიმართ, შევიდა ცვლილება:
მ-----–------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500(ათასხუთასი) ლარის ოდენობით;
მ-----–------------ე ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1(ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ-----–------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1(ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
2018 წლის 15 აგვისტოს მსჯავრდებულმა მ-----–------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ-----–------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა მ-----–------------ე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენი) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ორივე განაჩენით სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა შესაბამისი უფლებები. ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული მ-----–------------ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენს, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული განაჩენით მ-----–------------ეს მსჯავრი დაედო როგორც ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“, ასევე „მეტადონის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, რაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არ ვრცელდება.
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ მ-----–------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ-----–------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.
მ-----–------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან.
მ-----–------------ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
მ-----–------------ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან.
მ-----–------------ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით:
მ-----–------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----–------------ეს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, მ-----–------------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /კ. მაჭავარიანი/
/რ. ნადარაია/