განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2018
საქმის ნომერი
330210115730412
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 330210115730412

საქმე №2ბ/6619-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტები - მ-------–--------, ა-------------, ხ----------------, ს-----------------------, პ------------–---, მ-----–---------, ი------–--------

წარმომადგენელი- თ----------------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი----------

 

თავდაპირველი მოპასუხეები - მა-----------------------------–-–---–-----------–-----–---–-----–-------------------------–------–----–---–-----–-–--------------------–---–----------------–--------------------–---–---------------–---

წარმომადგენელი- გ---–------–--–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ი----------- სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ამხანაგობა „ი------------“ წევრებს მა------–------------------------- უფლებამონაცვლეებს ა-------------სა და ხ----------------ს, მ--------------ს, ო------------–-–---–-, კ-------–-----–---–-, ე-–------------------, ძ-----–------–----–---–-, ს-----------------------, ლ-–------------, პ------------–---ს, მ-----–---------ს, კ------–---–------, თ-------–---------------------–---–---------------–----- და ი------–-------- სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ი----------- სასარგებლოდ 8 800,00 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2005 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) „ი------------“ დაფუძნების შესახებ, რომელის თანახმად, ზ----------–----, მ-------–---------, აგვრეთვე, როგორც ი------–--------ს წარმომადგენელმა, ა-------------მ, როგორც ბ-------------- წარმომადგენელმა, მ--------------მ, ო------------–-–---–--, კ-------–-----–---–--, ე-–------------------, ძ-----–------–----–---–--------------------------------–-–-------------------- ურ--–--ემ, მ-----–---------მ, კ------–---–-----------------–---------------------–---–-- დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ”ი-----------”.

 

ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, დ-----–---–------------–- და დ-----–---–---------------ში მდებარე 543 და 224 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე, სულ 767 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლების დანგრევა, მათ ნაცვლად მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ფართების, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა.

 

2.2. 2006 წლის 05 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად ი----------ს გადახდილი აქვს ჯამში 8800 აშშ დოლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. 2006 წლის 5 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ი----------სა და ამხანაგობა ”ი------------” შორის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელემ მოპასუხე ამხანაგობა ”ი------------თან” სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადასტურებლად წარმოადგინა 2006 წლის 5 მაისის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ი----------სთან გაფორმებული ხელშეკრულების სუბიექტია ამხანაგობა ”ი--------------”, მისი სახელით ხელშეკრულება ხელმოწერილია თავმჯდომარე ზ----------–---- მიერ. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ზ----------–---- ხელმოწერა დამოწმებულია ამხანაგობა ”ი-----------”-ს ბეჭდით. საიდენტიფიკაციო ნომერი:„1--------“. ამ საიდენტიფიკაციო ნომრით, რომ ამხანაგობა ”ი-----------” იყო რეგისტრირებული. (ტომი 1, ს.ფ. 244). საქმეში წარმოდგენილი ი----------- წერილის პასუხად 2015 წლის 12 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა მას აცნობა, რომ ამხანაგობა ”ი-------------” 2015 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. (ტომი 1, ს.ფ. 248-249). ამხანაგობა ”ი------------” დაფუძნების ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ მისი მიზანი იყო დო---–---–----------------ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამ ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - თავმჯდომარე ზ----------–----. ი----------სთან გაფორმებული ხელშეკრულების საგანია სწორედ ამ მისამართზე მდებარე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსში საცხოვრებელი ფართის გადაცემა. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ქვითრებზე ფიქსირდება ამხანაგობა ”ი-------------”, ქვითარზე თანხის მიღება დადასტურებულია ამხანაგობა ”ი------------” საიდენტიფიკაციო ნომრით. თანხის გადარიცხვის ამსახველ სალაროს შემოსავლის ორდერებში ი----------- მიერ 2006 წლის 05 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის მიმღებად ფიქსირდება ამხანაგობა ”ი-----------”.

 

2.4. 2006 წლის 5 მაისის ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ №- ხელშეკრულებით შემსრულებელმა ამხანაგობა „ი-----------მ“ იკისრა ქ. თბილისში, დ-----–---–----------ში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში წევრისათვის-ი-----------ათვის პირველ კორპუსში 6--- ნიშნულზე, 80.3 კვ.მ ბინის (ღირებულება 27 200,00 აშშ დოლარი) აშენების ვალდებულება ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში ი----------- მიერ შენატანის განხორციელების სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განისაზღვრა შემსრულებლის ვალდებულება აეშენებინა ბინა 2007 წლის 30 დეკემბრამდე.

 

2.5. ამხანაგობა ”ი-----------მ” ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ფართის გადაცემა.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ ი----------- მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადაცემული თანხის დაბრუნების შესახებ არ იყო ხანდაზმული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა მოთხოვნის წარდგენის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ხანდაზმულ მოთხოვნაზე სასამართლომ უნდა გამიჯნოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულება და დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი ვალდებულების შესრულებაა თუ მისგან ნაწარმოები, მაგალითად ხელშეკრულებიდან გასვლა. მსჯელობის საგანს წარმოადგენს არის თუ არა ხანდაზმული ი----------- მოთხოვნა და ექვემდებარება თუ არა მის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამ მუხლის ანალიზიდან დგინდება, რომ ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე. ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს მხარეთა შორის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში, ძირითად ვალდებულებას ი-----------ათვის, როგორც კრედიტორისათვის, საცხოვრებელი ფართის გადაცემის მოთხოვნა, ხოლო მოპასუხისათვის ი-----------ათვის შეთანხმებული საზღაურის დაკისრების მოთხოვნა წარმოადგენს. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ემყარება ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებს, სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგან ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით მასზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. იგი შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი და წინაპირობა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. დადგენილია, რომ ამხანაგობა ”ი-----------მ” ვერ უზრუნველყო ი-----------ათვის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში საცხოვრებელი ფართის გადაცემა, რაც ცალსახად ადასტურებს მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების გამო ი----------სა და ამხანაგობა ”ი------------” შორის წარმოიშვა ახალი ვალდებულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული თანხის 8800 აშშ დოლარის უკან დაბრუნება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადაცემული თანხის დაბრუნებას, შესაბამისად, მოპასუხის აპელირება მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე უსაფუძვლოა.

 

სასამართლომ სკ-ის 463-ე, 464-ე, 930-ე და 937-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ი----------- მოთხოვნა გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანი იყო და ამხანაგობა „ი------------“ წევრებს სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ მოსარჩელის სასარგებლოდ 8 800 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. 2006 წლის 5 მაისით დათარიღებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებით დგინდება, რომ ი----------მ სახელშეკრულებო ურთიერთობა გააფორმა არა ერთობლივი საქმიანობა „ი------------თან“, არამედ ერთობლივი საქმიანობა „ი--------------თან“. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებას და სალაროს შემოსავლის ორდერებეს ხელს აწერს ზ----------–--- და გამოყენებულია ამხანაგობა „ი------------“ ბეჭედი არ ნიშნავს, რომ თანხა ჩარიცხულ იქნა მოპასუხის სახელზე და მოხმარდა მშენებლობას. ამასთან, აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მენარდესა და შემკვეთს გააჩნიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. 2006 წლის 5 მაისის ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ №- ხელშეკრულებით შემსრულებელმა ამხანაგობა „ი-----------მ“ იკისრა ქ. თბილისში, დ-----–---–----------ში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში წევრისათვის - ი-----------ათვის პირველ კორპუსში 6--- ნიშნულზე, 80.3 კვ.მ ბინის (ღირებულება 27 200,00 აშშ დოლარი) აშენების ვალდებულება ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში ი----------- მიერ შენატანის განხორციელების სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განისაზღვრა შემსრულებლის ვალდებულება აეშენებინა ბინა 2007 წლის 30 დეკემბრამდე.

 

სასამართლოს მსჯელობის საგანია, შესრულდა თუ არა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

პალატა არ იზიარებს აპელანტების მითითებას მასზე, რომ ი----------მ სახელშეკრულებო ურთიერთობა გააფორმა არა ერთობლივი საქმიანობა „ი------------თან“, არამედ ერთობლივი საქმიანობა „ი--------------თან“. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელემ მოპასუხე ამხანაგობა ”ი------------თან” სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადასტურებლად წარმოადგინა 2006 წლის 5 მაისის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ი----------სთან გაფორმებული ხელშეკრულების სუბიექტია ამხანაგობა ”ი--------------”, მისი სახელით ხელშეკრულება ხელმოწერილია თავმჯდომარე ზ----------–---- მიერ. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ზ----------–---- ხელმოწერა დამოწმებულია ამხანაგობა ”ი-----------”-ს ბეჭდით. საიდენტიფიკაციო ნომერი:„1--------“. ამ საიდენტიფიკაციო ნომრით, რომ ამხანაგობა ”ი-----------” იყო რეგისტრირებული. (ტომი 1, ს.ფ. 244). საქმეში წარმოდგენილი ი----------- წერილის პასუხად 2015 წლის 12 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომ ამხანაგობა ”ი-------------” 2015 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. (ტომი 1, ს.ფ. 248-249). ამხანაგობა ”ი------------” დაფუძნების ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ მისი მიზანი იყო დო---–---–----------------ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამ ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი თავმჯდომარე - ზ----------–----. ი----------სთან გაფორმებული ხელშეკრულების საგანია სწორედ ამ მისამართზე მდებარე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსში საცხოვრებელი ფართის გადაცემა. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ქვითრებზე ფიქსირდება ამხანაგობა ”ი-------------”, ქვითარზე თანხის მიღება დადასტურებულია ამხანაგობა ”ი------------” საიდენტიფიკაციო ნომრით. თანხის გადარიცხვის ამსახველ სალაროს შემოსავლის ორდერებში ი----------- მიერ 2006 წლის 05 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის მიმღებად ფიქსირდება ამხანაგობა ”ი-----------”. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ ფართის გადაცემაზე ვალდებული პირი ამხანაგობა „ი-----------ა“.

 

ამასთან, დადგენილია, მიუხედავად იმისა, რომ ი----------მ განახორციელა საზღაურის გადახდა, ამხანაგობამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ფართის გადაცემის ვალდებულების შესრულება.

 

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარეებმა სადავო გახადეს მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, როდესაც საუბარია ხანდაზმულ მოთხოვნაზე სასამართლოს ვალდებულებაა გამიჯნოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულება და დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი ვალდებულების შესრულებაა თუ მისგან ნაწარმოები (მაგალითად, ხელშეკრულებიდან გასვლა). ამდენად, წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს არის თუ არა ხანდაზმული ი----------- სასარჩელო მოთხოვნა და ექვემდებარება თუ არა მის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში ი----------- მიერ შენატანის განხორციელების სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განისაზღვრა შემსრულებლის ვალდებულება აეშენებინა ბინა 2007 წლის 30 დეკემბრამდე. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

“ხანდაზმულობა” სამოქალაქო სამართალში გამოხატავს რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, რომელიც არსებობდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ვითარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

ზემოდასახელებული ხელშეკრულებით ამხანაგობამ ვალდებულება აიღო არაუგვიანეს 2007 წლის 30 დეკემბრისა გადაეცა საცხოვრებელი ბინა ი-----------ათვის შესაბამისად, სასამართლო ერთი მხრივ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ვალდებულების შესრულების იძულებითი განხორციელების მოთხოვნით სასამართლოსათვის 2011 წლამდე მიემართა, მაგრამ წარდგენილ სარჩელს ხანდაზმულად არ მიიჩნევს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის ანალიზით დგინდება, რომ ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე. ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს მხარეთა შორის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში, ძირითად ვალდებულებას ი-----------ათვის, როგორც კრედიტორისათვის წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის გადაცემის მოთხოვნა. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეა ი----------, გამოსაკვლევია რაში მდგომარეობს მისი მოთხოვნა ძირითადი ანუ პირველადი ვალდებულების შესრულებაში, რაც როგორც აღინიშნა საცხოვრებელი სახლის გადაცემაა თუ სახეზეა მეორადი ვალდებულება, ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. სასამართლოს წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე მიაჩნია, რომ სახეზეა სასარჩელო მოთხოვნა, ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

ხელშეკრულებაზე უარის თქმას, სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, ხოლო წინაპირობებს 405-ე მუხლები. თუ ვერ ხერხდება კრედიტორის პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ (ვალდებულების შესრულება), მის ადგილს მეორადი მოთხოვნა იკავებს. პირველადი ვალდებულებებისაგან მეორადი ვალდებულებანი უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი უშუალოდ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან არ გამომდინარეობს. მეორადი ვალდებულება პირველადი ვალდებულებების (ქმედების განხორცილების) დარღვევის შედეგად წარმოიშობა და იკავებს ან მათ ადგილს, ანდა მათთან ერთად არსებობს.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე განსხვავებით მოთხოვნის უფლებებისაგან არ ვრცელდება ხანდაზმულობა. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღგენა ერთობლივი, განუყოფელი და მყისიერი ქმედებაა, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა, არც მისი თანმდევი შედეგი (ნატურით დაბრუნება) ექვემდებარება ხანდაზმულობას.

 

ამის შემდგომ, სანამ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე ვიმსჯელებთ, უნდა დადგინდეს სახეზეა თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა.

 

ე.ი თავდაპირველად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულება და მოქმედებს თუ არა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობა ხელშეკრულების ძალაზე? აღნიშნულ კითხვებზე პასუხი უარყოფითია, ვინაიდან, ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმული მოთხოვნა სარჩელის (რომლითაც მოთხოვნილია ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება) დაკმაყოფილების პერსპექტივას გამორიცხავს, მაგრამ ხელშეკრულებას ძალადაკარგულად ვერ აქცევს.

 

ამასთან, დადგენილია, რომ ამხანაგობამ საცხოვრებელი სახლის გადაცემის ვალდებულება დღმდე არ შეასრულა. დასახელებული ფაქტი ცალსახად ადასტურებს მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევას. დროის მონაკვეთი რაც გასულია ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის შემოტანამდე და ვალდებულების დარღვევის ხასიათი აძლევს სასამართლოს დასკვნის საფუძველს, რომ დამატებითი ვადის დაწესება არ არის აუცილებელი, ვინაიდან აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება (სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

პალატა მიუთითებს, რომ ამხანაგობა მისი წევრების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა ხელშეკრულების საფუძველზე, ამხანაგობის ხელშეკრულებად აღიარებენ ისეთ შეთანხმებას, რომლის მონაწილეები: ისახავენ ერთიან (საერთო) მიზანს; ასრულებენ მოქმედებებს, რომლებიც სავალდებულოა მის მისაღწევად; შენატანების საფუძველზე ქმნიან ქონებას, რაც მათი საერთო წილობრივი საკუთრებაა; ერთობლივად კისრულობენ საერთო საქმიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას; ინაწილებენ მიღებულ შედეგებს. მხედველობაშია მისაღები შენატანების შეტანა და ერთობლივი მოქმედება საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოქმედებები ხორციელდება „ნებაყოფლობით“, მონაწილეთა მიერ „კეთილი ნების“ ერთობლივად გამოხატვით. ხელშეკრულების მონაწილეთა ნება უნდა ატარებდეს საერთო ხასიათს, იყოს შეთანხმებული და მიმართული საერთო მიზნის მისაღწევად. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება ფიდუციური გარიგებაა, ვინაიდან, ამხანაგობის შექმნამდე დიდ როლს თამაშობს ამხანაგობის მონაწილეთა შორის ურთიერთნდობით განპირობებული პირადი დამოკიდებულება. სწორედ დასახელებული კრიტერიუმის გათვალისწინებით ერთიანდება ორი ან მეტი პირი ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 

ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამხანაგობის წევრთა პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე სოლიდარულია და აღნიშნულ პასუხისმგებლობაზე გავლენას ვერ მოახდენს ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებულია ერთი თუ ყველა მათგანის ბარლეული ქმედებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ი----------- მოთხოვნა გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანია და ამხანაგობა „ი------------“ წევრებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 8 800 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მა------–-----------------------------------------------------------------------------------------–------------–-----------------------–--------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი