განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/645-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - ა-–--–--------ს,მსჯავრდებულ - ბ-------------–---–ის მონაწილეობით,ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--–--------ს და მსჯავრდებულ ბ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ--------------------------–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–-სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------------------–--–----–----ო; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
ბ-------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენით ბ-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. ბ-------------–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2017 წლის 11 იანვარს.
2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ. თ---–--–----------------------–------------–------------–---------------“-ის მაღაზიის კარების საკეტის გატეხვითა და მასში უკანონო შეღწევით, ბ-------------–---–ი დაუდგენელ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა აღნიშნული ორგანიზაციის კუთვნილ 300 (სამასი) ლარად ღირებულ HP ფირმის პრინტერს, 300 (სამასი) ლარად ღირებულ LG-ის ფირმის მონიტორს, 20 (ოცი) ლარად ღირებულ SINOMAX-ის ფირმის მაუსს, 20 (ოცი) ლარად ღირებულ DEFENDER-ის ფირმის კლავიატურას, 500 (ხუთასი) ლარად ღირებულ DELUX-ის ფირმის პროცესორსა და 100 (ასი) ლარად ღირებულ ,,მა----------ს“ ინტერნეტმოდემს. ბ-------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით შპს ,,კ----------“ საერთო ჯამში მიადგა 1240 (ათასორასორმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის განაჩენით:
ბ-------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
ბ-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ბ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.
ბ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის. კერძოდ,პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენით ნასამართლევი ბ-------------–---–ი 2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ-------–--–----------------------–------------ში მდებარე შ--------------“-ის მაღაზიის კარების საკეტის გატეხვითა და მასში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა აღნიშნული ორგანიზაციის კუთვნილ 300 (სამასი) ლარად ღირებულ HP ფირმის პრინტერს, 300 (სამასი) ლარად ღირებულ LG-ის ფირმის მონიტორს, 20 (ოცი) ლარად ღირებულ SINOMAX-ის ფირმის მაუსს, 20 (ოცი) ლარად ღირებულ DEFENDER-ის ფირმის კლავიატურას, 500 (ხუთასი) ლარად ღირებულ DELUX-ის ფირმის პროცესორსა და 100 (ასი) ლარად ღირებულ ,,მა----------ს“ ინტერნეტმოდემს. ბ-------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით შ--------------ს“ საერთო ჯამში მიადგა 1240 (ათასორას ორმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
რაც შეეხება ბ-------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ბ-------------–---–ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–--–--------მ და მსჯავრდებულმა ბ-------------–---–მა.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
აპელანტის მითითებით, ბ-------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი; საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ-------------–---–ის დამნაშავეობას აღნიშნული ქმედების ჩადენაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ჩადენილ დანაშაულში ბ-------------–---–თან ერთად მეორე პირის მონაწილეობას ადასტურებენ მოწმეები, რომლებმაც უშუალოდ მოახდინეს ბრალდებულის დაკავება, კერძოდ სამართლადამცავები ბ-–--------ა, გ-------------–--ლი და მ---------------ა; ასევე ტაქსის მძღოლი ზ-------------–ია. მეორე პირის არსებობას არ უარყოფს თავად ბ-------------–---–იც, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს მის მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებაში. ბრალდების მხარის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ბ-------------–---–მა არ იცოდა ვინ იყო მეორე პირი - ი-----–--------ძე და იგი უბრალოდ დაეხმარა ნივთების გადატანაში, მაშინ ეჭვს ბადებს, თუ რატომ განუცხადა ი-----–--------ძემ ბ-----------–---–--ან ერთად პოლიციის თანამშრომლებს, რომ კომპიუტერული ტექნიკა იყო მათი და მიჰქონდათ გასაყიდად. ასევე, პროკურორი აპელირებს საქმის არსებითი განხილვისას შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის დროს მსჯავრდებულ ბ-------------–---–ის განმარტებაზე, რომ მიმალვის სურვილის შემთხვევაში იგი დანაშაულის ჩადენისთანავე მიიმალებოდა, ვინაიდან იცოდა, რომ პოლიციის თანამშრომლები უკან მიჰყვებოდნენ ტაქსს, რომლითაც იგი უცხო პირთან ერთად გადაადგილდებოდა. აღნიშნულის საფუძველზე აპელანტი ადასტურებს, რომ ტაქსში მყოფმა პირებმა წინასწარ იცოდნენ სამართალდამცავების მიერ ადევნების თაობაზე და კვალის არევის მიზნით ერთი ჩავიდა მ--------–---–ის მოედანზე, ვითომდა აღნიშნულ ფაქტთან არაფერ კავშირში იყო, ხოლო ბ-------------–---–მა განაგრძო მოძრაობა.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ა-–--–--------მ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ მიეცა კანონიერი და ობიექტური შეფასება, რის საფუძველზეც მიღებული იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ბ-------------–---–მა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და განმარტა, რომ სრულად აღიარებს იმ ქმედების ჩადენას, რისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი. თუმცა მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, არის ზედმეტად მკაცრი. მსჯავრდებულმა მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება სასჯელის შემსუბუქების კუთხით და საქართველოს სსკ-ის 50-ე ან 63-ე მუხლის საფუძველზე, მის მიმართ სასჯელი სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა სრულად ან ნაწილობრივ ჩაეთვალოს პირობითად.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ბ-------------–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა სერგო კემულარიამ განმარტა, რომ იგი არის შპს ,,------------ ის გაყიდვების მენეჯერი. კომპანიას ქ-------–--–----------------------–------------ში აქვს საბითუმო მაღაზია, საიდანაც ხდება პროდუქციის რეალიზაცია. ამასთან, მაღაზიაში არის კომპიუტერული ტექნიკაც, რითაც ხორციელდება საქმის წარმოება. 2017 წლის 27 ოქტომბერს დაუკავშირდა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც აცნობა, რომ აღნიშნული მაღაზიიდან მოპარული იყო კომპიუტერული ტექნიკა. იგი დაუყოვნებლივ გამოცხადდა მაღაზიაში, სადაც დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ქურდობის შედეგად წაღებული იყო კომპანიის კუთვნილი 300 ლარად ღირებული HP ფირმის პრინტერი, 300 ლარად ღირებული LG-ის ფირმის მონიტორი, 20 ლარად ღირებული SINOMAX-ის ფირმის მაუსი, 20 ლარად ღირებული DEFENDER-ის ფირმის კლავიატურა, 500 ლარად ღირებული DELUX-ის ფირმის პროცესორი და 100 ლარად ღირებული ,,მა----------ს“ ინტერნეტმოდემი. მოწმის განმარტებით, ბ-------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით შპს ,,კ----------“ საერთო ჯამში მიადგა 1240 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-–--------ამ განმარტა, რომ არის შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 27 ოქტომბერს, თანამშრომლებთან - გ-------------–--ლთან და მ---------------ასთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ქ-------–--–----------------------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც გაჩერებული ჰყავდათ ,,ო---–--------ას“ მარკის ავტომანქანა - ტაქსი და მასში ალაგებდნენ კომპიუტერულ ტექნიკას. აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავებმა საეჭვოდ მიიჩნიეს და ახალგაზრდებს ჰკითხეს ვინაობა, ასევე დაინტერესდნენ თუ რაში იყო საქმე და სად მიჰქონდათ ხსენებული ტექნიკა. ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციის თანამშრომლებს მოახსენა, რომ იყო ბ-------------–---–ი და ასევე განაცხადა თავისი დაბადების თარიღი. ხოლო მეორემ განმარტა, რომ იყო ი-----–--------ძე, თუმცა სხვა პერსონალური მონაცემები არ გაუმჟღავნებია. რაც შეეხება კომპიუტერული ტექნიკას, მიუთითეს, რომ ეკუთვნოდათ მათ და სახლიდან მიჰქონდათ გასაყიდად. პოლიციის თანამშრომლების მიერ ასევე დადგენილი იქნა ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომლის გვარი იყო ხ-----–-ა. ვანაიდან ყოველივე აღნიშნულმა სამართალდამცავებში ეჭვი გამოიწვია, წასვლის შემდეგ ისინი ფარულად გაჰყვნენ უკან ტაქსს. ი-----–--------ძე მარ-----–---–--------ზე გადავიდა ავტომანქანიდან, ხოლო მეორე პიროვნება დარჩა ავტომობილში და წავიდნენ დი------ს მიმართულებით. პარალელურად იგი (ბ-–--------ა) დაუკავშირდა თანამშრომლების მეორე ჯგუფს, რომელიც მათთან ერთად იყო მორიგე და უთხრა გაერკვიათ, რაიმე დანაშაული ხომ არ იყო მომხდარი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 5-10 წუთში დაურეკეს აღნიშნული ჯგუფის წევრებმა და უთხრეს, რომ თ-----------------–-- ქუჩაზე გატეხილი იყო მაღაზია, საიდანაც მოპარული იყო კომპიუტერული ტექნიკა. ამ დროს ტაქსი, რომლითაც მგზავრობდა ბ-------------–---–ი, გაჩერებული იყო დიდუბეში ავტოსადგურ „ო---------ან“, სადაც მივიდნენ მოწმე და მისი თანამშრომლები გ-------------–--ლი და მ---------------ა და დააკავეს ბ-------------–---–ი. ამ უკანასკნელს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და სისწორე.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა გ-------------–--ლმა და მ---------------ამ. ამ უკანასკნელის განმარტებით კონკრეტულად ბ-------------–---–მა მიუთითათ, რომ კომპიურეტულ ტექნიკა წამოღებული ჰქონდა სახლიდან და სჭირდებოდა პირადი მიზნებისთვის, სავარაუდოდ მიჰქონდა გასაყიდად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-----------–---–მა განმარტა, რომ არის შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 27 ოქტომბერს თანამშრომელ გ------------------–---–თან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ქ. თბილისში, სადგურის მოედანზე. დაახლოებით დილის 06:00 საათზე მათ დაუკავშირდა იმავე განყოფილების სხვა ჯგუფის თანამშრომელი და უთხრა, რომ თ-----------------–-- ქუჩა #--ის მიმდებარედ შენიშნეს გაჩერებული ,,ო---–--------ას“ მარკის ტაქსი, რომელშიც ორი ახალგაზრდა მამაკაცი ალაგებდა კომპიუტერულ ტექნიკას, კერძოდ, კომპიუტერის ქეისს, მონიტორს, კლავიატურასა და პრინტერს. ასევე განუმარტეს, რომ მათ ეს სიტუაცია მოეჩვენათ საეჭვოდ, ჩათვალეს, რომ შესაძლოა აღნიშნული ტექნიკა ყოფილიყო მოპარული და ხსენებულ ტაქსს გაჰყვნენ უკან, ხოლო პარალელურად მას და მის თანამშრომელს სთხოვეს, რომ დაეთვალიერებინათ და შეემოწმებინათ „ბ--–--------------ს“ მიმდებარე ტერიტორია - რომელიმე მაღაზიიდან ტექნიკა ხომ არ იყო მოპარული. მან (დ------–---–--) და გ------------------–---–მა შპს ,,ბ--–--------------ს“ დაცვის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს აღნიშნული ტერიტორია, რის შედეგადაც ნახეს, რომ თ-----------------–-- ქუჩა #--ში არსებული შპს ,,------------ის მაღაზიის კარი იყო ღია, ძირს ეგდო რკინის ნაჭერი და ბოქლომი, მაღაზიის შიგნით გამოჩნდა მაგიდა, რომელზეც დაცვის თანამშრომლებმა თქვეს, რომ მასზე კომპიუტერული ტექნიკა ელაგა. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ შემოვლაზე მყოფ ჯგუფს და მოახსენეს, რომ თ-----------------–-- ქუჩა #--ში მდებარე მაღაზიიდან წაღებული იყო კომპიუტერული ტექნიკა. მოწმე და მისი თანამეწყვილე დარჩნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მოგვიანებით მივიდნენ გამომძიებლები და კრიმინალისტები და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომელმა გ------------------–---–მა და შპს ,,ბ--–--------------ს“ დაცვის თანამშრომლებმა ნ-------------–---–---------------------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-------------–იამ განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი და აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით ,,ო---–--------ა“, სახ. ნომრით G------. შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 05:00-06:00 საათზე ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრ ,,ბ--–--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგი გააჩერა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლებსაც შეუთანხმდა, რომ 7 ლარად გაიყვანდა 5------------ ქუჩაზე. ახალგაზრდებს თან რაღაც ნივთები ჰქონდათ, რომლებიც მანქანის უკანა სალონში ჩაალაგეს. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მისი ავტომობილის წინა მხარეს გაესაუბრნენ აღნიშნულ პირებს, შემდეგ კი გაუშვეს, თუმცა კონკრეტულად რა უთხრეს ერთმანეთს, მისთვის უცნობია. იგი გაემართა მითითებული მიმართულებით, რა დროსაც, მ--------–---–ის მოედანთან ერთ-ერთი მგზავრი ჩამოვიდა, ხოლო მეორე თავის ნივთებთან ერთად დარჩა ავტომანქანაში და სთხოვა დიდუბეში გაეყვანა, რაზეც დათანხმდა. ავტომანქანა გააჩერა დიდუბეში, ავტოსადგომ ,,ო---------ან“, რა დროსაც მასთან მივიდნენ ზემოაღნიშნული, სადგურის მოედანზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები და მანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცავების მიერ ავტომანქანაში ჩატარდა დათვალიერება, რის შედეგადაც ამოღებული იქნა კომპიუტერული ტექნიკა.
ბრალდებულმა ბ-------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან ნივთები მოიპარა მარტომ, რის შემდეგაც შემთხვევით შეხვდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც ფული არ ჰქონდა და დაემგზავრა გარკვეულ მანძილზე. აღნიშნული პიროვნება მანქანიდან ჩამოვიდა მ--------–---–ის მოედანზე, მას ჩადენილ ქურდობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მასში მონაწილეობა არ მიუღია და მითუმეტეს, არანაირი შეთანხმება წინასწარ მასთან არ ჰქონია.
2017 წლის 27 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ-------–--–----------------------–------------ში, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზია, რომელსაც აქვს რკინის ჟალუზი აწეულ მდგომარეობაში და არ იკეტება. ჟალუზის ზემოთ გაკეთებულია აბრა ყვითელი ფერის წარწერით, ,,ერთჯერადი კონტეინერების საბითუმო მაღაზია“. მაღაზიას აქვს თეთრი მეტალოპლასტმასის კარი, მას გაკეთებული აქვს ურდული, რომელსაც გაყრილი ჰქონდა კლიტე, რომელიც ეგდო დაბლა, მაღაზიის შესასვლელ კართან. ასევე შესასვლელი კარის წინ გაჩერებულ ურიკაზე იდო რკინის ლითონი. მაღაზიის შესასვლელში შიგნითა მხრიდან მარცხენა მხარეს დგას პატარა დასაკეცი მაგიდა, რომელზეც სერგო კემულარიას განმარტებით, მოთავსებული იყო პერსონალური კომპიუტერის მონიტორი, ხოლო მაგიდის გვერდით, დაბლა იდგა პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც ზემოდან ედგა პრინტერი. სერგო კემულარიას განმარტებით, აღნიშნული ნივთები, კომპიუტერი, მონიტორი და პრინტერი აღარ არის ადგილზე. დასაკეცი მაგიდის გვერდით იატაკზე, რომელიც არის ბეტონის, ასევე ეგდო რკინის ლითონი. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში ერთ ფუთად, ასევე ამოღებული იქნა რკინის ლითონი და ბოქლომი.
2017 წლის 27 ოქტომბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,,დი------ს“ მიმდებარედ არსებულ ავტოსადგურ ,,ოკ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა ზ-------------–იას მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,ო---–--------ა“, სახ. ნომრით G------, რის შედეგადაც ამოღებული იქნა სუნის კვლების ნიმუშები ორ ცალ მინის გამჭვირვალე ქილაში; ანაწმენდები 8 ცალ სტერილურ ჩხირზე; მიკრონაწილაკები 6 ცალ წებოვან ფირზე; 1 ცალი შავი ფერის ,,LG”-ის ფირმის კომპიუტერის მონიტორი; 1 ცალი ,,defender”-ის ფირმის შავი ფერის კლავიატურა; 1 ცალი ,,sinomax”-ის ფირმის შავი ფერის მაუსი და სხვადასხვა ტიპის შავი ფერის ელსადენები. ასევე 1 ცალი ,,deluxe”-ის ფირმის შავი ფერის სისტემური ბლოკი. 1 ცალი მოთეთრო-მონაცრისფრო პრინტერი მასში არსებული A4 ფორმატის ფურცლებით. 1 ცალი მოთეთრო-მონაცრისფრო ,,მა----------ს“ ინტერნეტ-მოდემი და ხელის კვლები 5 ცალ დაქტილოფირზე.
2017 წლის 24 ნოემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #2---/დ დასკვნით დასტურდება, რომ ზ. ხ-----–-ას ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი #1 კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 18.07.1992 წელს დაბადებული ბ--------------------------–---–ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; #2 კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 18.07.1992 წელს დაბადებული ბ--------------------------–---–ის მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდის. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა შ--–-----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2017 წლის 04 დეკემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, თ-----------------–-- ქუჩის #--ში მდებარე შ--------------ი“-ს მაღაზიის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში და ზ-------------–იას კუთვნილი ,,ო---–--“ მარკის ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ბ-------------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ბ-----------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2018 წლის 05 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ანაწმენდებზე, წარწერით: ,,ა/მ-ის უკანა მარცხენა კარის შიდა გამღებიდან...“ (ობ. #13) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #13-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ბ-------------–---–ის (ობ. #14) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ი-------–-------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1--/ტრ დასკვნა და ექსპერტ ლ--–----–---ძის ჩვენება არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენით ბ-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. #14 პენიტენციური დაწესებულების ცნობით დასტურდება, რომ ბ-------------–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2017 წლის 11 იანვარს.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ბ-------------–---–ის გამართლების, ხოლო დაცვის მხარის მიერ სასჯელის შემსუბუქების ფარგლებში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბ----------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც მსჯავრდებულს გაუხდია სადავოდ.
რაც შეეხება ბ-------------–---–ის მიმართ წარდეგნილ ბრალდებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე.
პალატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ მიჩნეული გარემოებაა რომ ბ-------------–---–ს ზ-------------–იას მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში - ტაქსში ნივთების ჩალაგებისას თან ახლდა კიდევ ერთი პიროვნება. აღნიშნული დაადასტურეს, როგორც მოწმის სახით დაკითხულმა შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ბ-–--------ამ, გ-------------–--ლმა და მ---------------ამ, ასევე ზ-------------–იამ და თავად ბ-------------–---–მაც. თუმცა, მხოლოდ ის გარემოება, რომ ხსენებულმა ორმა პიროვნებამ ტაქსში ჩააწყო ნივთები და ერთად გადაადგილდნენ, იმთავითვე არ მიუთითებს, რომ მათ მიერ დანაშაული ჩადენილი იქნა ჯგუფურად. აღნიშნული მოწმეთა ჩვენებები არ არის რელევანტური იმ საკითხის შეფასებისათვის, რომ ბ-------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამიტომ, ბრალდების მხარის შეფასება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ბ-------------–---–ის ბრალეულობას წარდგენილი კვალიფიკაციით, არ გამომდინარეობს თავად ამ მტკიცებულებებათა შინაარსიდან.
ბრალდების მხარის განმარტებით, ი-----–--------ძემ ბ-----------–---–--ან ერთად მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს, რომ კომპიუტერული ტექნიკა იყო მათი და მიჰქონდათ გასაყიდად, რაც მისი შეფასებით ადასტურებს, რომ აღნიშნული პირები იცნობდნენ ერთმანეთს და მოქმედებდნენ ერთობლივად. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის აღნიშნულ არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეთანგან არც სამართალდამცავი ორგანოს თამაშრომლები და არც ტაქსის მძღოლი არ აკონკრეტებენ, ამ ორი პიროვნებიდან თუ რომელი იყო ტაქსის გაჩერების ინიციატორი, რომელი შეუთანხმდა მძღოლს მგზავრობის საფასურზე და მათ შორის, რომელმა მათგანმა განაცხადა, რომ ნივთები იყო მისი, წამოღებული ჰქონდა სახლიდან და მიჰქონდა გასაყიდად. უფრო მეტიც, მოწმე მ---------------ას განმარტებით, კონკრეტულად ბ-------------–---–მა განუმარტათ, რომ ნივთები იყო მისი და გადაჰქონდა პირადი მიზნებისათვის.
არც მოწმეთა ჩვენებებიდან, და არც სისხლის სამართლის საქმზე გამოკვლელული და გამოკველევის გარეშე უდავოდ მიჩნეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება ფაქტი, რომ ბ-------------–---–სა და მასთან ერთად ტაქსში მყოფ პირს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება ქურდობის ჩასადენად. აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად საჭირო იყო დამატებით აშკარა და უტყუარ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამ ფონზე კი ბ-------------–---–ის განმარტება, რომ მან ნივთები მოიპარა მარტომ, ხოლო მასთან ერთად მყოფი მეორე პიროვნება შემთხვევით შეხვდა ქუჩაში, არ ჰქონდა მგზავრობის ფული და სთხოვა დაემგზავრება, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასაბუთებულად ვერ იქნა უარყოფილი. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად ვერ ჩაითვლება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ბრალდების მხარე ასევე აპელირებს ბ-------------–---–ის და მასთან ერთად მყოფი პირის მიერ სამართალდამცავებისათვის კვალის არევის მიზნით წინასწარ განზრახულ ქმედებაზეც და განმარტავს, რომ ტაქსში მყოფმა პირებმა წინასწარ იცოდნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ ადევნების თაობაზე, რის გამოც მათი კვალის არევის მიზნით ერთი ჩავიდა მ--------–---–ის მოედანზე, ვითომდა აღნიშნულ ფაქტთან არაფერ კავშირში იყო, ხოლო ბ-------------–---–მა განაგრძო მოძრაობა. პალატის შეფასებით აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდებს და ვერ მიიჩნევა გამამატყუნებელი განაჩენის დადგენის ერთ-ერთ საფუძვლად. განსახილველ შემთხვევაში იკვეთება არაერთი საეჭვო გარემოება, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები, ბ-------------–---–ის მიერ დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. პირიქით, სახეზეა გონივრული ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბ-------------–---–ის ბრალდეულობას მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვლისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის. რაც შეეხება ქმედების ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კვალიფიკაციასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო აშკარა, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სხვაგვარი დასკვების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებული არ უნდა იქნეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ-----------–---–ის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მსჯავრდებულის მოთხოვნას მის მიმართ დანიშნული სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაული) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გამოვლენილა), ასევე, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება, მის წარსულ ცხოვრება და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ბ-------------–---–ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე კი ბ-------------–---–ს ბრალი ედება განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი ბ-------------–---–ი დაკავებული იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე, როდესაც კომპიუტერული ტექნიკა გამოიტანა მაღაზიიდან (დანაშაულის ჩადენის ადგილიდან) და გადაჰქონდა ავტომობილით. ამდენად, ბ-------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის განაჩენი ბ-------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ბ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის განაჩენი;
ბ-------------–---–ის ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებაში და გამართლდეს.
ბ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ბ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.
ბ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოგრძო ფორმის ლითონის ორი ცალი საგანი და ბოქლომი, ავტომობილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი LG-ის ფირმის მონიტორი, 1 ცალი ,,DEFENDER”-ის ფირმის კლავიატურა, 1 ცალი ,,SINOMAX“-ის ფირმის მაუსი და ელსადენები, 1 ცალი ,,DELUX”-ის ფირმის (სისტემური ბლოკი) პროცესორი, 1 ცალი ,,HP”-ის ფირმის პრინტერი და 1 ცალი ,,მა----------ს“ ინტერნეტმოდემი, ბ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა 19 ლარისა და 70 თეთრის ოდენობით და ,,ბილაინის“ ფირმის მობილური ტელეფონი, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
სუნის კვალის ნიმუშები, ანაწმენდები 8 ცალ სტერილურ ჩხირზე, ხელის კვლები 5 ცალ დაქტილოფირზე, ბ-------------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2 (ორი) ცალი DVD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე