განაჩენი

სისხლის სამართლის 07.09.2018
საქმის ნომერი
010141318700060647
ინსტანცია
თარიღი
07.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010141318700060647

საქმე №1ბ/960-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–------–----–---ს

მსჯავრდებულების: ტ----------------ის, ზ--------------ის

ადვოკატების: მ--–--------–-----ს, რ---------------ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ტ----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ--------------ის, აგრეთვე, მსჯავრდებულ ზ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №092171016001): ზ--------------ის, დაბადებულის 1972 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #01010001514), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისში, დიღმის მასივი, პირველი კვარტალი, კორპ. #10, ბინა #22-ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ტ----------------ის, დაბადებულის 1985 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #10001022250), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ. ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა #57-ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისში, ვარკეთილის ზემო პლატო, მე-2 მკრ/რ-ნი, კორპ. #10, ბინა #141-ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ----------------ემ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ--------------ემ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება.

 

ტ----------------ისა და ზ--------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ტ----------------ემ და ზ--------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინეს 42 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა (4200 აშშ დოლარი), რომელიც 2016 წლის 17 ოქტომბერს, 2000 აშშ დოლარად გაასაღეს ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, სავაჭრო ობიექტ „თბილისი ლაითინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით:

 

ტ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 7 (შვიდი) წლის ვადით შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ტ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ტ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 8 სექტემბრიდან 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

ზ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ზ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 ოქტომბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ--------------ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულ ზ--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა--------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების თავდაპირველი მოთხოვნა იყო ტ----------------ისა და ზ--------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ი-----–------–----–---ს მიერ, ზემდგომი პროკურორის გ--------–--ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულებთან - ზ--------------ესა და ტ----------------ესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობების თანახმად, მსჯავრდებულებმა ტ----------------ემ და ზ--------------ემ, ადვოკატებთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართეს პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვეს, გაფორმებულიყო მათთან საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულებთან - ზ--------------ესა და ტ----------------ესთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დაზუსტებული პირობებით მოითხოვა შემდეგი:

 

ტ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით შთანთქას გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული თანაბარი ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, ტ----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ტ----------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 17 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2016 წლის 8 სექტემბრიდან 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ტ----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ზ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ზ--------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 17 ოქტომბრიდან.

 

დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობებს დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობების საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები დაზუსტებული პირობებით მსჯავრდებულებთან - ზ--------------ესა და ტ----------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობები წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მათი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების მხრიდან მათ ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებულები - ზ--------------ე და ტ----------------ე სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები - ზ--------------ე და ტ----------------ე სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ტ----------------ისა და ზ--------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულების - ტ----------------ისა და ზ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარებით, მოწმეების - მ---------------ის, ი-–---------–---–ის, ი-----------–--ის ჩვენებებით, ექსპერტ თ--------------ის ჩვენებით, ოქმით ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ (თანდართული ფოტოილუსტრაციებით), ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფარული მეთვალყურეობის კრებსებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ფარული აუდიო-ვიდეო მასალებით, დათვალიერების ოქმით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №932/დტ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ტ----------------ისა და ზ--------------ის ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორსა და მსჯავრდებულებს - ტ----------------ესა და ზ--------------ეს შორის;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენში ტ----------------ისა და ზ--------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ტ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით შთანთქას გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული თანაბარი ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, ტ----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ტ----------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 17 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2016 წლის 8 სექტემბრიდან 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ტ----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ზ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ზ--------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 17 ოქტომბრიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ყალბი კუპიურები - 4200 აშშ დოლარი, 42 ცალი 100 აშშ დოლარიანი და ზ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 200 თურქული ლირა, განადგურდეს;

ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი თანხა - 2000 ათასი აშშ დოლარი, 20 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, დაუბრუნდეს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს;

ელექტრონული დისკები შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე