განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
010141318700064428
ინსტანცია
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010141318700064428 - 1აგ/470-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

რევაზ ნადარაია

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-----–- ტ----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით:

 

ი-----–- ტ----ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (კოდეინის მარილის მოხმარების ფაქტი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ი-----–- ტ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე 2007 წლის 03 ივლისის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ხუთი წლის ვადით ჩამოერთვა შემდეგი უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით:

 

ი-----–- ტ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით (ოპიუმის ჯგუფის მოიხმარების ფაქტი);

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ი-----–- ტ----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ ი-----–- ტ----ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

ი-----–- ტ----ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 03 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N58379 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.07.2012 წლის განაჩენის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით 2012 წლის 03 აგვისტოს გადარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით:

 

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მერვე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, მსჯავრდებული ი-----–- ტ----ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრის და გამოსაცდელი ვადისაგან, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 და მე-20 მუხლების თანახმად ი-----–- ტ----ის მიმართ დაკისრებული ჯარიმა დარჩა უცვლელი;

 

მასვე ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით:

 

ი-----–- ტ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით (ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი).

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 03 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით:

 

ი-----–- ტ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია);

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 მაისის განაჩენით ი-----–- ტ----ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ახლად დანიშნულ სასჯელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატა 6 თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი-----–- ტ----ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით;

 

2018 წლის 27 ივლისს მსჯავრდებულმა ი-----–- ტ----ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, აღნიშნულ დანაშაულზე მას დამატებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი) დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, ითხოვს მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი-----–- ტ----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო;

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა ი-----–- ტ----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (კოდეინის მარილის მოხმარების ფაქტი) სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ი-----–- ტ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა უფლებები;

 

ი-----–- ტ----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით (ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი);საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ი-----–- ტ----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ ი-----–- ტ----ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა უფლებები;

 

ი-----–- ტ----ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით გათავისუფლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრის და გამოსაცდელი ვადისაგან, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 და მე-20 მუხლების თანახმად ი-----–- ტ----ის მიმართ დაკისრებული ჯარიმა დარჩა უცვლელი;

მასვე ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

ი-----–- ტ----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით (ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი). მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა უფლებები;

 

ი-----–- ტ----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 მაისის განაჩენით ი-----–- ტ----ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ახლად დანიშნულ სასჯელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატა 6 თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი-----–- ტ----ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით; ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ი-----–- ტ----ეს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განაჩენთა ერთობლიობით დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი-----–- ტ----ის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის და არა კოდეინის მარილის ან და ოპიუმის ჯგუფის მოხმარებისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი-----–- ტ----ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ი-----–- ტ----ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

 

2. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: რ. ნადარაია

 

მ. თეთრაული