განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002271537
საქმე №1ბ/813-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ანი ჭაბაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--------–--------ას
მსჯავრდებულის: მ-------------–---–ის
ადვოკატის: მ-----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): მ-------------–---–ის, დაბადებულის 1993 წლის 11 იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------–--–---–----------, ბ--------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------------–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
მ-------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით მ-------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჰქონდა რა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 5 წლის ვადით, 2017 წლის 9 ნოემბერს, ქ-------–--–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------------–---–ი მართავდა „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით O--------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით:
მ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მ-------------–---–ის მიმართ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 (შვიდი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და მ-------------–---–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით და ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და იგი აყვანილი იქნა პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ--------–--------ამ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მ-------------–---–ის მიმართ დადგენილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, აგრეთვე, იმ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ, მოწმეების - უ-----------–---–ის, გ------------–---–იას, თ-------------–--ის, ი-----–-------–--ის, კონსტანტინე ჩირგაძის ჩვენებების, მ-------------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #000082073 ოქმის, ნასამართლობის ცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენის მ-------------–---–ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის - მსჯავრდებულს ნაცვლად ჯარიმისა, განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა მ-------------–---–ის პიროვნება, მისი წარსულში ნასამართლობები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დაუნიშნა ზედმეტად ლოიალური სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ ზემოხსენებულ არგუმენტებს ვერ გაიზიარებს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ-------------–---–ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, არ შეიძლება დაედოს საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მისთვის ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელის შეცვლას დამძიმების კუთხით. სააპელაციო პალატა განმარტავს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურებას და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია მ-------------–---–ის მიერ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად - ნასამართლობა, ხოლო სასჯელის განსაზღვრისას მ-------------–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც პალატის აზრით, სამართლიანია, ვინაიდან მ-------------–---–ის მიერ ბრალის აღიარება, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა დიდი ნაწილის უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აგრეთვე, ის გარემოება, რომ მ-------------–---–ი არის მცირეწლოვანი შვილის მამა (დასტურდება სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებით - ბავშვის დაბადების მოწმობით) - სწორედაც წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებებს. პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება სწორედაც რომ გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტის დროს. რაც შეეხება მ-------------–---–ის წარსულში ნასამართლობას (2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით), სწორედ მან მოგვცა საქართველოს სსკ–ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობა, რაშიც პირველი ინსტანციის განაჩენით მსჯავრი დაედო მ-------------–---–ს. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას პირობითი მსჯავრის ქვეშ, აღნიშნული გარემოება სამართლებრივად კანონიერად და სწორად აისახა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ-------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ მ-------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი მ-------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
მ-------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მ-------------–---–ის მიმართ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 (შვიდი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და მ-------------–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით და ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
მ-------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 24 მაისიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე