განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2018
საქმის ნომერი
210310017001774026
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310017001774026

საქმე N3ბ/1056-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – მ------ თ---–----–---–ი;

წარმომადგენელი - თ----- ზ------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ----–-- ს------–---–ი;

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ის კანდიდატად წამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში;

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი კონკურსის შედეგები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი;

1.3 დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინოს მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც იგი დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე;

1.4 ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის N- ოქმი;

1.5 ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის N---- და N---- სხდომის ოქმები;

1.6 მ------ თ---–----–---–ს აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი, კერძოდ: 2016 წლის 28 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 970 ლარის ოდენობის თანხა, ის ხელფასის ოდენობა განაცდური, რასაც მ------ თ---–----–---–ი მიიღებდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას რომ განეხორციელებინა მისი წარდგენა ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო საატესტაციო კომისიას დაევალა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–---------------–---------------–----–----------––- ქ. საგარეჯოში“ ვაკანტურ თანამდებობაზე, 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების ხელახალი ჩატარება, გასაუბრება ჩატარდა 2016 წლის 21 დეკემბერს, რომელშიც თავის მხრივ კონკურსანტებს წარმოადგენდნენ მ------ თ---–----–---–ი და ზ------ ფ-------–---–ი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცედურების მიმდინარეობისას კომისიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები არის დასაბუთებული და მათი გამოცემისას სრულად იქნა დაცული საქართველოს მთავრობის N412 დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპები. გასაუბრების ოქმი სიტყვასიტყვით მოიცავს გასაუბრების დეტალურ აღწერას, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განხორცილებულ ქმედებებში არ იკვეთება შესაბამისი პროცედურების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა, კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც ანიჭებდა მას უფლებამოსილებას დასანიშნად არ წარედგინა საშუალო შეფასების მქონე არც ერთი კანდიდატი და აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოეცხადებინა ჩაშლილად. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მ------ თ---–----–---–ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიამ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო იმავე საფუძვლებით, რაც მითითებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმოდგენილ შესაგებელში.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მ------ თ---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 01.04.2013 წლის №--- ბრძანებით მ------ თ---–----–---–ი 2013 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის რ–---------–-- თანამდებობაზე ქ. საგარეჯოში და 03.07.2014 წელს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 18.07.2014 წლის №------ ბრძანების საფუძველზე.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 13.08.2014 წლის №------ ბრძანებით მ------ თ---–----–---–ი დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–----------------- დ--------- მ-----–------ შ--------–---–-- თანამდებობაზე ქ. საგარეჯოს ადმინისტრაციულ ერთეულში და გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან 26.03.2015 წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 26.03.2015 წლის №------ ბრძანების საფუძველზე (ს.ფ 19-21).

 

3.2.2 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბერს მიიღო დადგენილება N-- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ (ს.ფ22).

 

3.2.3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 04 დეკემბერს მიიღო დადგენილება N65 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

3.2.4 2015 წლის 06 ივლისის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული N------- ცნობიდან დგინდება, რომ მ------ თ---–----–---–მა 2014 წლის 27 დეკემბერს სსიპ „საქართველოს იუსტიციის ცენტრის მიერ ორგანიზებით ჩატარებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო გამოცდაზე მიიღო 49 (ორმოცდაცხრა) ქულა (ს.ფ 47).

 

3.2.5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ------ თ---–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის №- და 2015 წლის 18 მარტის №- გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის №- გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი №-, საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი №- და საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი №- და კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების შედეგები მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ის ნაწილში და დაევალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარება და ახალი გადაწვეტილების მიღება (კანონით დადგენილ ვადაში) რომელზედაც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–---------------–---------------–----–----------––- ქ. საგარეჯოში, ამასთან ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის N------ ბრძანება ზ------ ფ-------–---–ის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად (ს.ფ 49-98).

 

3.2.6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2016 წლის 09 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 2015 წლის 22 ოქტომბრის სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–---------------–---------------–----–----------––- ქ. საგარეჯოში“ ვაკანტურ თანამდებობაზე, 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებულიყო კონკურსის მესამე ეტაპი და გასაუბრების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 21 დეკემბერი (ს.ფ 99).

 

3.2.7. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–----------------- ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების კითხვარი (ს.ფ118-121).

 

3.2.8. 2016 წლის 21 დეკემბრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–----------------- ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი ოქმი N-----დან, ასევე კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმებიდან და პერსონალის შეფასების ფორმიდან დგინდება, რომ მ------ თ---–----–---–მა მიიღო საშუალო შეფასება 63.75 ქულა. ხოლო მეორე კანდიდატმა ზ------ ფ-------–---–მა საშუალო შეფასება 65 ქულა (ს.ფ 104; 110-114).

 

3.2.9. 2016 წლის 22 დეკემბრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–---------------–- ქალაქ საგარეჯოში - ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყარა გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებულ ორ კონკურსანტს, კენჭისყრის შედეგად წარდგენილი კონკურსანტები შეფასებული იქნენ დაბალ ქულათა მაჩვენებლით და კომისიის მიერ კონკურსანტები მიჩნეული იქნენ სუსტ კანდიდატებად. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კონკურსანტებიდან ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა, შესაბამისად, მათი წარდგენა ვაკანტურ თანამდებობზე დასანიშნად კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რის გამოც ვაკანტურ თანამდებობაზე- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–---------------–- ქალაქ საგარეჯოში კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატის არ არსებობის გამო.

 

3.2.10. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ------ თ---–----–---–ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–----------------- ქალაქ საგარეჯოში - ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე (ს.ფ 122).

 

3.2.11. 2016 წლის 26 დეკემბერს მ------ თ---–----–---–მა მიმართა განცხადებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიას საპრეტენზიო კომისიას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის მესამე ეტაპის (გასაუბრება) შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის წერილიდან დგინდება, რომ კომისიის მიერ შესწავლილი იქნა მ------ თ---–----–---–ის განცხადება ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით, მასალები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაგზავნილი იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიის 28.12.2016 წლის №- სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის N421 დადგენილების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მე–15 მუხლისა და ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის–ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 18.11.2014 წლის N--–ე დადგენილების მე–7 მუხლის შესაბამისად, მოქალაქე მ------ თ---–----–---–ის განცხადების კომისიის მიერ დეტალურად შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ ყოფილა.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის N- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ არ იქნა გაზიარებული მოქალაქე მ------ თ---–----–---–ის განცხადებაში დაყენებული პრეტენზია, რადგან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარებისთვის დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ არის (ს.ფ 192-193).

 

3.2.12. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის N--- ბრძანებით კონკურსი გამოცხადდა ვაკანტურ თანამდებობზე მათ შორის დანართი N--ის მიხედვით გ------–---–---------------–- ქალაქ საგარეჯოში.

 

2017 წლის 07 ივნისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი N--დან დგინდება, რომ ნაწილი კანდიდატებისა დაშვებულ იქნენ კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე.

 

2017 წლის 08 ივნისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წლის 22 მაისს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი სხდომის ოქმის ამონაწერიდან დგინდება, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–---------------–- ქალაქ საგარეჯოში, გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო კონკურსანტმა ი----- მ------–---–მა.

 

პერსონალური შეფასების ფორმიდან დგინდება კონკურსანტმა ი----- მ------–---–მა მიიღო შეფასება 83,3 ქულა.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით გ------–---–---------------–- ქალაქ საგარეჯოში - თანამდებობაზე წარდგენილ იქნა კანდიდატი ი----- მ------–---–ი.

 

ამასთან, დადგენილია, რომ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც ვაკანტურ თანამდებობას წარმოადგენდა გ------–---–---------------–- ქალაქ საგარეჯოში, მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ს გასაუბრებაზე არ მიუღია მონაწილეობა.

 

3.2.13. მხარეთა ახსნა განმარტების მოსმენის შემდგომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მარინა თ---–----–---–ი გასაუბრებაზე შევიდა 2016 წლის 21 დეკემბერს 16 საათზე, შესაბამისად საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 21 დეკემბრის გასაუბრების მიმდინარეობის N---- სხდომის ოქმზე ტექნიკური შეცდომით არის ასახული სხდომის დაწყების დრო, სადაც მითითებულია 11 საათი, შესაბამისად ასევე სასამართლოს მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის N---- სხდომის ოქმზე სხდომის დაწყების დრო 15 საათი მითითებულია ტექნიკური შეცდომით.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაუბრების მიმდინარეობა აისახა 2016 წლის 21 დეკემბრის N---- სხდომის ოქმში, სადაც დეტალურად არის აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დასმული შეკითხვები და პასუხები, რომლის შინაარსიც დაადასტურა თავად მოსარჩელე მხარემაც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, ვინაიდან დავა შეეხება კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შეიძლება ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, ვინაიდან ის ეფუძნება შემფასებლის პირად შეფასებას და შეხედულებას. საკონკურსო-საატესტაციო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი, რაც უზრუნველყოფს გასაუბრების პროცედურის გამჭვირვალობას, საჯაროობას, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას და უნდა წარმოებდეს სხდომის ოქმი, რათა მოხდეს გასაუბრების მიმდინარეობის რეალური ასახვა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილ იქნა კანდიდატების შეფასების ფორმები და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–----------------- ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების კითხვარი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყარა გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებულ ორ კონკურსანტს. ვინაიდან ინდივიდუალურად კომისიის წევრების მიერ მათი დისკრეციული უფლების საფუძველზე გასაუბრებაზე გაცემული პასუხების შესაბამისად შეფასებული იქნენ დაბალ ქულათა მაჩვენებლით, შესაბამისად კომისიის მიერ კონკურსანტები მიჩნეულ იქნენ სუსტ კანდიდატებად. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კონკურსანტებიდან ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიას ჰქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, ვინაიდან კომისიის წევრების მიერ მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოხდა კონკურსანტის შეფასება ქულების დაწერით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაუბრების ჩატარებისას კანონით დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ ყოფილა და თავის მხრივ მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ს კვლავ მიეცემოდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა ახალ კონკურსზე.

 

სასამართლომ მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის N--- ბრძანებით ღიად დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა კონკურსი. გასაუბრებაზე მ------ თ---–----–---–ს არ მიუღია მონაწილეობა, რითიც მოსარჩელემ თავად განაცხადა უარი კონკურსში მონაწილეობაზე, კონკურსში გამარჯვებულად კი გამოცხადდა ი----- მ------–---–ი.

 

4. მ------ თ---–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

4.1. მ------ თ---–----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მ------ თ---–----–---–ს მონაწილეობა არ მიუღია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის N--- ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში და აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობაზე აპელანტს უარი არ განუცხადებია, იგი გამოცხადდა გასაუბრებაზე, გაიარა რეგისტრაცია, და მხოლოდ მას შემდეგ არ შევიდა გასაუბრებაზე, როდესაც შეიტყო, რომ აუდიო-ვიდეო გადაღება არ ხდებოდა. წერილობითი ოქმების გამოცდილება და მსგავსი გასაუბრება მან ორჯერ გაიარა, ერთხელ საერთოდ არ წარმოებულა ოქმი და მეორედ ის შეცვლილი სახით იქნა წარდგენილი მიმდინარე დავის ფარგლებში. აპელანტს მიაჩნია, რომ იგი 2015 წლის კონკურსის გასაჩივრების შედეგად დღემდე პრეტენზიას აცხადებს მოცემულ თანამდებობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2016 წლის 21 დეკემბრის N---- სხდომის ოქმში დეტალურად არის აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დასმული კითხვები და პასუხები, რომლის შინაარსიც დაადასტურა მოსარჩელემ. აპელანტი აღნიშნავს, რომ იგი სარჩელშიც და პროცესზეც მიუთითებდა გასაუბრების ოქმის მნიშვნელოვან უზუსტობაზე, იგი საკმაოდ ბუნდოვანია, მასში ხშირად მეორდება ერთი და იგივე კითხვები. კითხვებისა და პასუხებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სხდომა 1 საათი გაგრძელებულიყო, როგორც ეს ოქმში არის დაფიქსირებული. შესაბამისად, აპელანტმა არათუ დაადასტურა ოქმის შინაარსი, არამედ ეჭვქვეშ დააყენა მისი ნამდვილობა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კვლავ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. გაურკევევლია რის საფუძველზე მოხდა კონკურსანტთა შეფასება. ვინაიდან გასაუბრების კითხვარს არ ერთვის შეფასების მეთოდი, შესაბამისად სრულად გაუგებარია რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით წერდნენ კომისიის წევრები ქულებს.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ მან ვერ მიიღო დასაბუთებული პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ ვერ გაიარა კონკურსი წარმატებით.

 

სიღნაღის რაონულ სასამართლოს შეფასების მიღმა რჩება, თუ რის საფუძველზე შეაფასა კანდიდატები კომისიამ, რის მიხედვით დაიწერა საშუალო შეფასება, რა სახის პასუხები იქნებოდა დამაკმაყოფილებელი კომისიისათვის მოსარჩელის მხრიდან. კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ისეთივე შაბლონურია, როგორც პირველ შემთხვევაში. მხოლოდ ქულათა სისტემაზე მითითება არ არის საკმარისი აქტის დასაბუთებულობის დასადგენად.

 

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

5.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასება სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მ------ თ---–----–---–ს მონაწილეობა არ მიუღია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის N--- ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული ორგანოს წ--------------–-- განმარტებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსარჩელე კონკურსზე გამოცხადდა, თუმცა აუდიო-ვიდეო ჩანაწერის არარსებობის გამო უარი თქვა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. პალატას მიაჩნია, რომ კონკურსანტის მიზანს წარმოადგენდა გამჭვირვალე და საჯარო გასაუბრების ჩატარება, სადაც რეალურად აისახებოდა გასაუბრების მიმდინარება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია იმ დამაბრკოლებელ გარემოებაზე, რაც შეუძლებელს გახდიდა გასაუბრების, სულ მცირე, აუდიო ჩანაწერის განხორციელებას, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ აუდიო/ვიდეო ჩანაწერის წარმოების პირობებშიც კი მ------ თ---–----–---–ის მიერ კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა გავლენას ვერ იქონიებდა, განსახილველ დავაზე, მის იურიდიულ ინტერესზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონდარღვევით გამართული კონკურსის საფუძველზე, რის გამოც ითხოვს სწორედ აღნიშნული კონკურსის საფუძველზე გამოცემული აქტების გაუქმებას და თანამდებობაზე წარდგენას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ 2017 წლის 19 მაისის N--- ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე მ------ თ---–----–---–ის მიერ უარის გაცხადება (მიზეზის მიუხედავად) არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას არ წარმოადგენს განსახილველი დავისთვის.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი, ასევე სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2016 წლის 21 დეკემბრის N---- სხდომის ოქმში დეტალურად არის აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დასმული კითხვები და პასუხები, რომლის შინაარსიც დაადასტურა მოსარჩელემ. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ მოცემულ გარემოებას, რადგან განსახილველ საქმეზე მოსარჩლე სადავოდ ხდის სხდომის ოქმში დაფიქსირებულ მონაცემებს, კითხვა-პასუხს, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ უზრუნველყოფს სხდომის ოქმის უტყუარობის დადასტურებას. პალატას მიაჩნია, რომ კონკურსის გამჭვირვალობა გულისხმობს მის შემადგენელ ნაწილებზე კონტროლის სრულ შესაძლებლობას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი კონკურსის ერთ-ერთი კომპონენტის - გასაუბრების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერის განხორციელება. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე ეპოქაში ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული შესაძლებლობით გამოიყენოს აღნიშნული მექანიზმი. გასაუბრების სხდომის ოქმის წერილობითი ფორმით წარმოება ვერ მიანიჭებს ოქმს მაღალი სანდოობის სტატუსს. იმ პირობებში, როდესაც კონკურსანტი სადავოდ ხდის წერილობით სხდომის ოქმს და ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს მის უტყუარობას სხვა რაიმე მტკიცებულებით, პალატა ვერ ჩათვლის მას სარწმუნო მტკიცებულებად და ვერ გაიზიარებს გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.

 

5.3. სააპელაციო სასამართლო, გარდა ზემოაღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოებებისა, მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ხოლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

უპირველესად სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და ჩამოაყალიბა შემდეგი სახით:

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ის კანდიდატად წამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში;

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი კონკურსის შედეგები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი;

1.3 დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინოს მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც იგი დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე;

1.4 ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის N- ოქმი;

1.5 მ------ თ---–----–---–ს აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი, კერძოდ: 2016 წლის 28 დეკემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სამსახურიდან განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისთვის განკუთვნილი (შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით) თანხა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის ძირითადი საგანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსისა და მის საფუძველზე გამოცემული აქტების კანონიერების საკითხი. სადავო აქტებით შეიზღუდა მოსარჩელის - მ------ თ---–----–---–ის შრომითი უფლება. მნიშვნელოვანია დადგინდეს კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო გამართლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).

 

სქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური ზომა გამოიყენოს მის მიმართ. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ისთვის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში მოსარჩელე ექვემდებარება უფლებებში აღდგენას სრულად.

 

5.3.1 კანონიერ ძალაში შესული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ------ თ---–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის №- და 2015 წლის 18 მარტის №- გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის №- გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი №-, საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი №- და საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი №- და კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების შედეგები მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ის ნაწილში და დაევალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარება და ახალი გადაწვეტილების მიღება (კანონით დადგენილ ვადაში), რომელზედაც მოსარჩელე შეტანილი ჰქონდა განაცხადი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გ------–---–---------------–---------------–----–----------––- ქ. საგარეჯოში, ამასთან ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის N------ ბრძანება ზ------ ფ-------–---–ის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

 

მითითებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა: ,,იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და გასაუბრების დროს უნდა წარმოებდეს სხდომის ოქმი და აისახებოდეს სხდომის მიმდინარეობა და სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა. საკონკურსო-საატესტაციო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი, რაც უზრუნველყოფს გასაუბრების პროცედურის გამჭვირვალობას, საჯაროობას, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას და უნდა წარმოებდეს სხდომის ოქმი, რათა მოხდეს გასაუბრების მიმდინარეობის რეალური ასახვა. აღნიშნული ხდება ნდობის საფუძველი, რომ კონკურსანტის მიმართ მიიღება კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება. ...განსახილველ შემთხვევაში, შეუძლებელია განისაზღვროს რამდენად შესრულდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისის მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის N412 დადგენილებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის მოთხოვნები და ამოცანები; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება)“.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გ------–---–----------------- ქალაქ საგარეჯოში - ვაკანტურ თანამდებობაზე 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრების ეტაპი, დამტკიცდა გასაუბრების კითხვარი და კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა. კონკურსზე დაბარებულ იქნა მ------ თ---–----–---–ი. გასაუბრებას ესწრებოდა კომისიის ოთხი წევრი. შედგა წერილობითი სახის სხდომის ოქმი. გასაუბრების შედეგად კონკურსანტი შეფასდა შემდეგი ქულებით: 65, 65, 60, 65. ქულათა საშუალო რაოდენობამ შეადგინა 63,75. კომისიამ მიიჩნია, რომ მ------ თ---–----–---–მა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისათვის ხმათა საჭირო რაოდენობა, შესაბამისად, მისი წარდგენა ვაკანტურ თანამდებობაზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია. კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად.

 

სააპელაციო სასამართლომ როგორც უკვე აღინიშნა, ხელახალი გასაუბრების სხდომის ოქმი არ მიაჩნია სარწმუნო მტკიცებულებად. იგი ვერ უზრუნველყოფს რეალური ფაქტობრივი მდგომარეობის ასახვას, რაც კანონიერ ძალაში შესული სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა მხარეს. ოქმში ასახულ გარემოებათა ჭეშმარიტებას ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს, ხოლო მოსარჩელე მას სადავოდ ხდის. აღნიშნულ პირობებში იგი ვერ იქნება გაზიარებული გადაწყვეტილების მიღების მომენტში.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განმეორებით ჩატარებულ გასაუბრების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო შეეცადა დაეცვა პროცედურული საკითხები: შეადგინა სხდომის ოქმი, დაამტკიცა წინასწარ შექმნილი კითხვარი და შეფასების ფორმა, თუმცა მაინც ვერ უზრუნველყო გამჭვირვალე, საჯარო და ობიექტური კონკურსის ჩატარება. გატარებული ღონისძიებები პალატას უქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს წარმოადგენდა იმგვარად ეთქვა უარი მ------ თ---–----–---–ისათვის, რომ პროცედურულ საკითხთა დარღვევას ადგილი აღარ ჰქონოდა. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკურსისთვის კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის პროცედურული საკითხებიც, განსაზღვრულია იმ მიზნით, რომ მოხდეს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, არადისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება. საჯარო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარება და კანდიდატის გამოვლენა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საჯარო ინტერესს - გამოვლინდეს ვაკანტური თანამდებობისათვის ყველაზე უფრო მისაღები, კანდიდატთაგან მაღალი შედეგის მქონე პირი. ამასთან, კომისიის ყოველი ქმედება, რაც გავლენას ახდენს საბოლოო შედეგის ფორმირებაზე, უნდა იყოს დასაბუთებული, რათა ერთის მხრივ გასაგები იყოს კონკურსანტისთვის, თუ რატომ იქნა მის მიმართ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რატომ შეაფასეს იგი ამა თუ იმ ქულით, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლებელი იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კონტროლის განხორციელება, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კომისიის წევრთაგან მ------ თ---–----–---–ი შეფასდა 60-65 ქულებით, თუმცა არც ერთი კომისიის წევრთაგან არ ყოფილა დასაბუთებული, თუ რატომ დაუწერა კონკურსანტს კონკრეტული ქულა. დაგროვებულ ქულათა ოდენობა გახდა კონკურსანტისთვის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად დაედო საბოლოო შედეგს მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაბუთებული. არც კონკურსანტისთვის არის აღქმადი მიღებული გადაწყვეტილების მოტივები და ვერც სასამართლო უზრუნველყოფს აღნიშნულის დადგენას. მითითებული გარემოებები დაუსაბუთებელი გადაწყვტილების წინაპირობას ქმნის, რაც თავის მხრივ კონფლიქტში მოდის სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან, მათ შორის ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან.

 

5.3.2 პალატა ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ------ თ---–----–---–ის მიერ მოპოვებული ქულა - 63,75, კომისიამ მიიჩნია არასაკმარის რაოდენობად დადებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი აქტებით, არსად არ არის განსაზღვრული ქულათა რა ოდენობა წარმოადგენს გასაუბრების ეტაპის წარმატებით დაძლევის წინაპირობას, არ არის დადგენილი ზღვარი, რომლის გადალახვაც გახდებოდა დადებითი შედეგის საფუძველი. აღნიშნულ პირობებში კი მითითება მასზედ, რომ 63,75 ქულა არ წარმოადგენს საკმარის ქულათა რაოდენობას კონკურსანტის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით წარსადგენად, მოკლებულია ლოგიკურ მსჯელობას და წარმოადგენს დაუსაბუთებელ პოზიციას.

 

სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თვითნებურ გადაწყვეტილებათა მიღების უფლებას. აღნიშნული უფლებამოსილება კიდევ უფრო მეტად აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას დაასაბუთოს გადაწყვეტილება, რადგან რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან მიღებულ უნდა იქნეს ყველაზე უფრო ადეკვატური, თანაზომიერი, საჯარო და კერძო ინტერესთა გათვალისწინებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლი ხორციელდება კანონიერების შემოწმების კუთხით და სასამართლო არ იჭრება მის მიზანშეწონილობაში, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის მიხედვით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული და მყარად დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენს (სუსგ ბს-571-571(კ-18) 11/07/2018; ბს-327-327 (კ-18) 21/06/2018; ბს-1165-1159(2კ-17); ბს-744-740(კ-17)), რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ყოველი გადაწყვეტილება საჭიროებს დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვტილებაში განმარტავს, რომ ,,დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას“ (სუსგ ბს-525-512(კ-14) 19/02/2015).

 

სააპელაციო პალატას მიაჩია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედება იმ მიზნით, რომ კონკურსის შედეგები მ------ თ---–----–---–ისთვის არ ყოფილიყო დადებითი. კომისიის მოქმედება იყო სუბიექტური, რაც შედეგობრივად კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელს ხდიდა. კომისიას არ გააჩნდა ნამდვილი ნება ჩაეტარებინა კანონშესაბამისი კონკურსი და ობიექტურ საწყისებზე მიეღო გადაწყვეტილება. მ------ თ---–----–---–ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და გაუმართლებლად ზღუდავს მის კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებას, რაც სასამართლო კონტროლის მეშვეობით უნდა აღმოიფხვრას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები, კონკურსის შედეგები და დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინოს მ------ თ---–----–---–ი, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მოსარჩელე დანიშნოს შესაბამის თანამდებობაზე.

 

5.3.3 სააპელაციო პალატა აპელანტის მოთხოვნაზე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

,,კონსტიტუციის ხსენებული დებულება (42.9 მუხლი) იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი შესაძლებელია განსხვავებული იყოს პირის ფუნქციური დატვირთვიდან, კვალიფიკაციიდან, საქმიანობის სფეროდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015 №2/3/630 გადაწყვეტილებაზე ,,თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მ-----–------ განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, შრომითი გასამრჯელოს იძულებით განაცდური წარმოადგენს ზიანი ერთ-ერთ სახეს, რომლის ანაზღაურებაც გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებით. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის კი სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადასტურებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომლითაც უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოსარჩელეს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე, ამასთან აღნიშნული ქმედების გამო მოსარჩელემ ვერ მიიღო ის სარგო, რაც გათვალისწინებული იყო ვაკანტური თანამდებობისთვის. შესაბამისად, განვლილ პერიოდზე მას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიადგა მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით განხორციელდა თანამდებობრივი სარგოს ცვლილება, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მხარემ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოში.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ------ თ---–----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ------ თ---–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------ თ---–----–---–ის კანდიდატად წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში;

5. ბათილად იქნეს ცნობილი კონკურსის შედეგები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც მ------ თ---–----–---–ს შეტანილი ჰქონდა განაცხადი;

6. დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინოს მ------ თ---–----–---–ი.

7. დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ------ თ---–----–---–ი დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე;

8. ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის N- ოქმი;

9. მ------ თ---–----–---–ს აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი, კერძოდ, 2016 წლის 28 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სამსახურიდან განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისთვის განკუთვნილი თანხა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №-2), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №-ა);

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -