განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
330100116001336747
ინსტანცია
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001336747

საქმე №1ბ/412-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ბ---------–---–ის

ადვოკატის: ი---------–---–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ნ---------------–---–ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ნ--------------------------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–----–--–-----------–---------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–-------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით (ხუთი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქ/პუნქტით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქ/პუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ“ ქ/პუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ---------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (ხუთი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის. მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ხუთი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლის 15 ნოემბერს, არასრულწლოვანი ვ---------------------ე (იგივე ნ---------------–---–ი) ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წელი, 2 თვე და 7 დღე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. 2013 წლის 7 თებერვალს, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისგან, ხოლო დამატებითი სასჯელი დარჩა უცვლელი.

 

თაღლითობისთვის ნასამართლევმა გ--------------–---–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას, სხვადასხვა კომპანიების მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014 წლის ნოემბერში, ნ---------------–---–ი, იგივე გ--------------–---–ი, ნ------–-------–---–ს გაეცნო როგორც ადვოკატი და დაჰპირდა სასამართლოს წესით ბინის პრობლემების მოგვარებას, რისთვისაც მოსთხოვა მინდობილობა. 2014 წლის 11 ნოემბერს, ნ------–-------–---–მა გ--------------–---–ს ნოტარიუს გ. გ------–--ის სანოტრო ბიუროში შედგენილი რწმუნებულება-მინდობილობა გადასცა, რითაც ამ უკანასკნელს სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა ემოქმედა მისი სახელით სასამართლოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში, რაც ამ უკანასკნელს არ შეუსრულებია და 2014 წლის ნოემბრიდან - 2015 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, ვითომდა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის შეტანის მიზნით, მოტყუებით თაღლითურად დაეუფლა ნ------–-------–---–ის და ამ უკანასკნელის მეუღლის - ბ-------–-------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში 335 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული მინდობილობის საფუძველზე გ--------------–---–მა შემოსავლების სამსახურში ნ------–-------–---–ის სახელზე დაარეგისტრირა ,,ა------–------------ს სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტი“. 2015 წლის 11 ივლისს, ნ---------------–---–მა ცალმხრივი ხელშეკრულებით მის სახელზე (იგივე გ----------------–---–ზე) რეგისტრირებულ ,,დიმიტრი უზნაძის სახელობის პედაგოდთა და მეცნიერთა თავისუფალი განვითარებისა და თანამშრომლობის ასოციაციას“ დასახელება შეუცვალა და დაარქვა

,,ა------–------------ს სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტი“, რომლის თავმჯდომარედ დანიშნა ნ------–-------–---–ი, დაბადებული 12.06.1959 წელს ისე, რომ აღნიშნული საკითხი ამ უკანასკნელისთვის ცნობილი არ იყო. ამავე ხელშეკრულებით თვითონ დაინიშნა დეპარტამენტის სპეციალისტად წარმომადგენლობის უფლებამოსილებით.

 

2015 წლის 16 ივლისს, გ--------------–---–მა, როგორც ,,ა------–------------ს სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების დ---------------------–-–------–------------------------–--------------სა და შპს ,,ტ-----------ს“ დირექტორ ე-------------–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქ-------–--–-------------–------------------------------–----------–----------- შორის მდებარე შპს ,,ტ-----------ს“ ფილიალიდან, მის მიერ მინდობილი პირის - ს-------------------ის მეშვეობით, გამოიტანა 4936 ლარის ღირებულების ტექნიკა, კერძოდ, ,,ACER”-ის მარკის ერთი ცალი ლეპტოპი - ღირებული 1045 ლარად, მობილური ტელეფონები ,,ANDROID SONY”-ის - ღირებული 897 ლარად, ,,ANDROID SAMSUNG”-ის მარკის, ორ სიმბარათიანი ტელეფონი, ღირებული 950 ლარად, ,,ANDROID SAMSUNG”-ის ტელეფონი და ,,ANDROID SAMSUNG”-ის მარკის ტელეფონი, თითოეული ღირებული 1022 ლარად, რაც ნ---------------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის იანვარში, ნ------–-------–---–ის მეშვეობით, გ--------------–---–ი გაიცნო ს-----–------------–---–მა, როგორც ადვოკატი და დაჰპირდა სასამართლოს წესით სს ,,ლიბერთი ბანკის“ სესხის პრობლემის მოგვარებას, რისთვისაც მინდობილობა მოსთხოვა. 2015 წლის 16 იანვარს, ს-----–------------–---–მა ნ---------------–---–ს (იგივე გ--------------–---–ს) ნოტარიუს ე-------------–-ს სანოტარო ბიუროში შედგენილი რწმუნებულება-მინდობილობა გადასცა, რითაც ამ უკანასკნელს სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა, ემოქმედა მისი სახელით სასამართლოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში. სწორედ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ნ---------------–---–მა შემოსავლების სამსახურში ს-----–------------–---–ის სახელზე ,,გარემოს დაცვის მონიტორინგისა და ბიომრავალფელოვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახური“ დაარეგისტრირა.

 

2015 წლის 13 ივლისს, ნ---------------–---–მა (იგივე გ--------------–---–მა) შემოსავლების სამსახურში ,,გარემოს და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აპარატი“, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია მის სახელზე დაარეგისტრირა, ხოლო 2015 წლის 22 ივლისს, აღნიშნული ორგანიზაცია 1960 წლის 20 მაისს დაბადებულ ს-----–------------–---–ზე დაარეგისტრირა ისე, რომ ეს უკანასკნელი აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდა.

 

2015 წლის 23 ივლისს, ნ---------------–---–მა, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე, ერთის მხრივ ,,გარემოს და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ (დირექტორი ს. მარტიაშვილი), ხოლო მეორეს მხრივ საჯარო სამსახურის აკადემიის (დირექტორი გ--------–---–ი) და მესამე - ს-----–------------–---–ს შორის შექმნა არარეგისტრირებული კავშირი - გაერთიანება და დაარქვა ,,გ------------–-------------------------------------–-----------------–------------------------–-------------–---------------“, რომელიც დაარეგისტრირა შემოსავლების სამსახურში. ამავე ხელშეკრულებით სამსახურის უფროსად დანიშნა ს-----–------------–---–ი ხუთი წლის ვადით, ხოლო მის წარმომადგენლად დაინიშნა თვითონ.

 

ნ---------------–---–მა, როგორც ,,-------------–---------------------------------------–-----------------–------------------------–-------------–-----------------ის“ უფლებამოსილი პირის ს-----–------------–---–ის სახელით, 2015 წლის 20 ივლისის თარიღით, ყალბად შეადგინა მინდობილობა 05---------, რითაც გ--------------–---–ს უფლებამოსილება ენიჭებოდა ამ სამსახურისათვის განეხორციელებინა შესყიდვები, საქონლის ტრანსპორტირება და მიღება-ჩაბარება.

 

2015 წლის 24 ივლისს, ნ---------------–---–მა, როგორც ს-----–------------–---–ის მინდობილმა პირმა, ზემოთხსენებული ყალბი მინდობილობა შპს ,,ტ-----------ს“ სათაო ოფისში - მისამართზე - ქ-------–--------------–-----–---------------------–----------- წარადგინა, რასაც დაურთო 2015 წლის 9 მარტით დათარიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წერილის ასლი იმის დასტურად, რომ ,,შემსყიდველი“ ორგანიზაცია, ანუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ორგანიზაციას, ანუ ორგანიზაცია ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და არ წარმოადგენდა კერძო პირების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ს და მოითხოვა, თითქოსდა, ს-----–------------–---–ის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციისათვის ტექნიკის შეძენა. ყოველივე ზემოაღნიშნული შპს ,,ტ-----------ს“ დირექტორმა ე-------------–--ემ სარწმუნოდ მიიჩნია და შეთავაზებულ გარიგებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც გ--------------–---–მა შეადგინა ორმხრივი ხელშეკრულება, სადაც ს-----–------------–---–ის სახელით თვითონ მოაწერა ხელი და წარუდგინა შპს ,,ტ-----------ს“ ადმინისტრაციას, რაც ხელმოწერით დაადასტურა ე-------------–--ემ და აღნიშნულის საფუძველზე, შპს ,,ტ-----------ს“ მაღაზიიდან, მდებარე ქ-------–--–-----–----–----–------------------ში კვლავ განვადებით შეისყიდა და გაიტანა 4680 ლარის ღირებულების ტექნიკა, კერძოდ, ,,ACER-E17”, ,,E5-771G-594U/NX. MNVER.011” მარკის ერთი ცალი ლეპტოპი, ღირებული 1847 ლარი, ,,ACER-E17” E5-771G-780QZ/NX.MNVER.016 მარკის ერთი ცალი ლეპტოპი, ღირებული 2444 ლარად და ერთი ცალი მრავალფუნქციური პრინტერი HP-M125 nw/CZ173A, ღირებული 389 ლარად, რაც ნ---------------–---–მა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის 31 მარტს, შპს ,,ო----ში“, ქ-------–--------–-------–--------ში, მივიდა ნ---------------–---–ი (გი---------------–---–-), რომელმაც წარადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის შემოწმების შემდეგ, იმის გამო, რომ ხელშეკრულებაზე დასმულ ბეჭედზე არ იყო აღნიშნული იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი, უარი ეთქვა ტექნიკის გაცემაზე შემდგომი გადახდის პირობით. 2015 წლის 2 აპრილს, ნ---------------–---–ი (გი---------------–---–-) ისევ მივიდა აღნიშნულ მაღაზიაში, წარადგინა ახალი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, საიდანაც ირკვეოდა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,-------------–---------------------------------------–-----------------–------------------------–-------------–-----------------ის ადმინისტრაციის“ (ს------------) მიერ, შემსყიდველ ორგანიზაციას ნივთების შესაძენად წარმოდგენილი ჰქონდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N:-------------------–), რომელზეც დართული იყო დანართი 1, ფასთა ცხრილი, ასევე გ----------------–---–ს (იგივე ნ---------------–---–ს) წარმოდგენილი ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდებოდა აღნიშნული ფირმიდან მის მიერ საქონლის მიღების ფაქტი, ვინაიდან, ნ---------------–---–ის (გი---------------–---–-) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩათვალეს სარწმუნოდ, გადაწყდა ნივთების გაცემა შემდგომი გადახდის პირობით, რის შემდეგაც დაიდო ხელშეკრულება, რომელზეც ხელი მოაწერეს მაღაზიის დირექტორმა ნ------------ამ და ნ---------------–---–მა (გ----------------–---–მა) (პ/ნ:6----------). რის საფუძველზეც ნ---------------–---–მა (გ----------------–---–მა) მაღაზიიდან გაიტანა: სამი ცალი ,,ასუსის“ ფირმის ნოუთბუქი, მოდელი (X552LDV-SX512D), ერთეულის ღირებულება 1282.00 ლარი. (საერთო ღირებულებით 3846.00 ლარი), 1 ცალი ,,მულინექსის“ ფირმის ჩოფერი, მოდელი (AT712G61), ღირებულება 160 ლარი, 1 ცალი ,,მულინექსის“ ფირმის ყავის აპარატი, მოდელი (FG361827), ღირებულება 129.00 ლარი, 1 ცალი ,,ფილიპს“-ის ფირმის წვერსაპარსი, მოდელი (RQ1195/21), ღირებულება 495.00, 2 ცალი (SWIVETELLI 37/40/46) მოდელის ტელევიზორის საკიდი, ღირებულება 55.00 ლარი (საერთო ღირებულება 110.00 ლარი). ტექნიკის საერთო ღირებულება - 4740.00 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, ათ დღეში უნდა მოეხდინა ანგარიშწორება, თუმცა ნ---------------–---–მა აღნიშნული ნივთები თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის 2 აპრილს, შპს ,,ზ-----------------ას“ ბუღალტერიაში დადგენილი წესისამებრ შევიდა დოკუმენტაცია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,-------------–---------------------------------------–-----------------–------------------------–-------------–-----------------ის“ (ს------------) მიერ აღნიშნული ფირმიდან ფოტო აპარატის აქსესუარის (გადამყვანი) შესყიდვის შესახებ და ასევე წარმოდგენილი იყო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----------------------წ), რომელზეც იყო დანართი 1, ფასთა ცხრილი, სადაც მოცემული იყო ნივთის დასახელება, i-DISCOVERY TIMING REMOTE SWITCH TC-2001, რაოდენობა 1 და ფასი 75 ლარი, ასევე ,,-------------–---------------------------------------–-----------------–------------------------–-------------–-----------------ის“ უფროსს გ----------------–---–ს (იგივე ნ---------------–---–ს) წარმოდგენილი ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება ფირმიდან მის მიერ საქონლის მიღების ფაქტი. ფირმის მიერ შემოსვლების სამსახურის ვებ-გვერდზე (RS.GE) ატვირთულ იქნა სასაქონლო ზედნადები საქონლის მიწოდებისთანავე, რომლის მიღებაც შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლის ნუგზარ ჩხარტიშვილის (პ/ნ:6----------) მიერ დადასტურებულ იქნა პირადი ხელმოწერით. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების ბუღალტერიაში წარმოდგენის შემდეგ მოხდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გადაგზავნა ,,-------------–---------------------------------------–-----------------–------------------------–-------------–-----------------ისთვის“ (ს------------), რომლის მიღების ფაქტიც დადასტურდა 2015 წლის 7 აპრილს. აღნიშნული ნივთები ნ---------------–---–მა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის 20 ივლისს, შპს ,,ზ-----------------ას“ სადილერო გაყიდვების კოორდინატორმა ნ--------–-------–მა ფირმის ბუღალტერს მ-------------ს შეუტანა საბუთები და განუცხადა, რომ შეექმნა პრობლემა ელექტრონულ ანგარიშფაქტურის ატვირთვასთან დაკავშირებით, დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ ზედნადები ატვირთული იყო ,,გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს აპარატის“ (ს------------) სახელზე, რომელზეც წინა დღეს, წესების დაცვით, ცხელი ხაზის საშუალებით, დარეზერვებული იყო სამი ცალი ტელეფონი, ხოლო შეძენის მომენტში მყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ს-------------------მა განაცხადა სურვილი, რომ დარეზერვებული ტელეფონები გაეტანა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,აკადემიკოს ა------–------------ს სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის“ (-------------) სახელზე, შემდგომი გადახდის პირობით, რისთვისაც წარმოადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, დათარიღებული 20.07.2015 წლის ფირმიდან შპს ,,ზ-----------------ადან“ მობილური ტელეფონების შესყიდვის შესახებ, რომელზეც ასევე იყო დანართი 1, ფასთა ცხრილი, სადაც მოცემული იყო ნივთების დასახელება, ერთი ცალი მობილური ტელეფონი SONY D6503 XPERIA Z2-ის ღირებული 1035 ლარად და ორი ცალი SAMSUNG G 920F GALAXY S6 32 GB-ს თითოეულის ღირებულება 1497 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძენი ნივთების საერთო ღირებულებამ შეადგინა 4029 ლარი. ასევე, ს-------------------ს ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება ფირმიდან მის მიერ საქონლის მიღების ფაქტი. აღნიშნულ ფირმის წარმომადგენლობის დასადასტურებლად ს-------------------ს წარმოდგენილი ჰქონდა ,,აკადემიკოს ა------–------------ს სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის“ თავმჯდომარის გ--------------–---–ის (იგივე ნ---------------–---–ის) მიერ ხელმოწერილი მინდობილობის ასლი, რადგან კოორდინატორ ნ--------–-------–ს ელექტრონული ზედნადები ატვირთული ჰქონდა დამრეზერვებელი ორგანიზაციის ,,გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს აპარატის“ (ს------------) სახელზე, რომელზეც დასმული იყო ს-------------------ის ხელმოწერა, ხოლო რეალურად ნივთები გატანილი იყო ,,აკადემიკოს ა------–------------ს სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის“ წარმომადგენლის მიერ, ბუღალტერმა მ-------------მ დააკორექტირა ელექტრონული სასაქონლო ზედნადები და მყიდველად დააფიქსირა ,,აკადემიკოს ა------–------------ს სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტი“. აღნიშნული ნივთები ს-------------------მა იმავე დღეს გადასცა გ--------------–---–ს (იგივე ნ---------------–---–ს), რომელმაც თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის 24 ივლისს, ქ-------–--–------------------------ში მდებარე შპს „ა---–----ს“ მაღაზიაში, მივიდა ნ---------------–---–ი, რომელიც გაეცნო გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციის სამსახურის ხელმძღვენელი, რომელმაც ამოარჩია მობილური ტელეფონები IPone6 128 gb space gray ღირებული 2180 ლარად და 90 თეთრად და IPone6 16 gb space gray ღირებული 1693 ლარად და 70 თეთრად, საერთო ჯამში 3864 ლარი და 60 თეთრის ღირებულების, რის შემდეგაც აღნიშნულ ნივთებზე გამოიწერა ,,ინვოისი“ და ნ---------------–---–მა იმავე დღესვე წარადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რის შემდეგაც გადაეცა შერჩეული ორი ცალი მობილური ტელეფონი და ხელშეკრულების თანახმად, შვიდ დღეში უნდა მოეხდინა ანგარიშწორება, თუმცა ნ---------------–---–მა აღნიშნული ნივთები თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის 28 ივლისს, შპს „კ------–---ში“, მდებარე კვ------------------ში, მივიდა ნ---------------–---–ი და დირექტორ მ------------ეს გაეცნო, როგორც ააიპ „გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციურ სამსახურის“ წარმომადგენელი და განუმარტა, რომ მათი ორგანიზაცია იყო ორიენტირებული ქალაქ თბილისში ფლორა–ფაუნის დაცვაზე და შესაბამისად ახორცილებდნენ მონიტორინგს, რათა სახელმწოფოს მხრიდან არ დარღვეულიყო მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ასევე განმარტა, რომ სურდა ორი ცალი კომპიუტერის შეძენა. იმავე დღეს, ნ---------------–---–თან გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწოფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ნ---------------–---–ის ორგანიზაციას კონსიგნაციის წესით მიჰყიდეს 2934 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, კერძოდ, ორი ცალი ლეპტოპი. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ნ---------------–---–ი თავისი ეგზემპლიარით წავიდა ვარკეთილში მდებარე მაღაზიაში და წამოიღო ორი ცალი „acer“-ის ფირმის ნოუთბუქი, რომელიც ამ უკანასკნელმა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის 12 ოქტომბერს, შპს „ე---–-----ში“, მდებარე პ----------------–ში, მივიდა ნ---------------–---–ი და მაღაზიის მენეჯერ გ-----------–-----ს გაეცნო, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს საქვეუწყებო დაწესებულება - „გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის“ ხელმძღვანელი და განუცხადა, რომ პირველ ეტაპზე სურდა სახელმწიფო შესყიდვების განხორცილება მხოლოდ ტელეფონების, ხოლო თანხის ჩარიცხის შემდეგ კიდევ განახორციელებდა შეკვეთებს, ვინაიდან, გ-----------–-----ი დარწმუნებული იყო, რომ ნ---------------–---–ი იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივის რესურსების სამინისტროს თანამშრომელი, შესაბამისად, დათანხმდა სახელმწოფო შესყიდვის განხორცილებაზე კონსიგნაციის წესით, რის შემდეგაც ნ---------------–---–მა ამოარჩია „ეფლის“ ფირმის ორი ცალი ტელეფონი, თითოეული ღირებული 2202 ლარად, რაზეც გამოიწერა ინვოისი, რაც გადაეცა ამ უკანასკნელს, რომელიც წავიდა მაღაზიიდან და დაახლოებით ორ საათში დაბრუნდა უკან, რა დროსაც წარადგინა დაბეჭდილი ხელშეკრულება სახელმწოფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზეც ნ---------------–---–ის ორგანიზაციას კონსიგნაციის წესით მიჰყიდეს 4404 ლარის ღირებულების ორი ერთეული „iPhone6, silver, 128 GB“ ფირმის მობილური ტელეფონი. ხელშეკრულების თანახმად, ხუთ დღეში უნდა მოეხდინა ანგარიშწორება, თუმცა ნ---------------–---–მა აღნიშნული ნივთები თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, შპს „ოლ სერვისის“ ბუღალტერ დ--------------–---–ს მობილურ ტელეფონზე ქალბატონის ხმით დაუკავშირდა ნ---------------–---–ი მობილური ტელეფონიდან - 5-----------, რომელიც გაეცნო, როგორც გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომელი ვინმე ,,მ---“, რომელსაც გვარი არ უთქვამს და აცნობა, რომ მათთან ტარდებოდა კონკურსი და სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით, სურდათ ორი ცალი ლეპტოპის შეძენა, რომელიც კონკურსის გამარჯვებულებისთვის უნდა გადაეცათ, რის შემდეგაც ,,მ---ს“ მიერ მოხდა LENOVO-ს G580 (5-------) მოდელის ლეპტოპის შერჩევა, თითოეული ღირებული 1800 ლარად. 2015 წლის 20 ოქტომბერს, „ალგორთმის“ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ლ--------------------------ში, მივიდა ნ---------------–---–ი, რომელმაც წარუდგინა ხელშეკრულება, სადაც შემსყიდველს წარმოადგენს „გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის აპარატი“, რომლის წარმომადგენელიც იყო ნ---------------–---–ი, რომელმაც ხელზე წაიღო 3600 ლარად ღირებული ორი ცალი LENOVO-ს G580 (5-------) ფირმის ლეპტოპი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2015 წლის 20 ოქტომბერს, შპს "Best Tech"-ის მფლობელ გ-------–--------–--ეს მობილურ ტელეფონზე 5-------- დაუკავშირდა პიროვნება ქალის ხმით - ნ---------------–---–ის მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- და გაეცნო, როგორც გარემოსდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი, სახელი და გვარი არ უთქვამს და განუცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ესაჭიროებოდა ორი ცალი ნოუთბუქი i7 პროცესორით. 2015 წლის 22 ოქტომბერს, აღნიშნული ტელეფონიდან ისევ დაუკავშირდა პიროვნება ქალის ხმით, რომელმაც განუცხადა, რომ კომპიუტერის ფასები მისაღები იყო და შეუთანხმდა, რომ მათი კურიერი მივიდოდა ხელშეკრულებით და წამოიღებდა ორ ცალ ნოუთბუქს, თითოეულს ღირებულს 2182 ლარად. 2015 წლის 22 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, აღნიშნულ კომპანიაში, მდებარე ფეიქრების ქუჩაზე, მივიდა ნ---------------–---–ი, რომელიც გაეცნო გარემოს დაცვის სამინისტროს კურიერად, სახელი და გვარი არ უთქვამს, წარუდგინა ხელშეკრულება, რომელიც შედგენილი იყო ორ ეგზემპლარად, რის შემდეგაც ნ---------------–---–ს გადაეცა 4364 ლარის ღირებულების ორი ცალი ნოუთბუქი, რომელიც ამ უკანასკნელმა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით:

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ნ------–-------–---–ის და ბ-------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 20 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, (2015 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ნ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი---------–---–---–მა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ნ---------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ნ---------------–---–ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაულები და რომ საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დაზარალებულები და ბრალდების მხარის მოწმეები არიან დაინტერესებული პირები და ამის გამო, სასამართლოს მისცეს ნ---------------–---–ის საწინააღმდეგო ჩვენებები. ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულ ნ------–-------–---–ის ეპიზოდთან მიმართებით გაუგებარია, რაში გამოიხატა დაზარალებულის მოტყუება. ნ---------------–---–ი არაერთი პირის წარმომადგენელი ყოფილა სასამართლოში და ნ------–-------–---–საც დაჰპირდა პრობლემის მოგვარებას. ის გარემოება, რომ საქმის განხილვა არ დასრულდა სასურველი შედეგით არ ნიშნავს, რომ ნ. ტატიშვილმა დანაშაული ჩაიდინა. აპელანტი აღნიშნავს, რომ ნ---------------–---–მა ნ------–-------–---–ს აღებული თანხა უკან დაუბრუნა. ადვოკატის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე არ დგინდება სისხლის სამართლის საქმეში ყალბი მინდობილობის არსებობის ფაქტი. მინდობილობა გაცემულია იურიდიული პირის სახელით და მასში კონკრეტული ფიზიკური პირი იდენტიფიცირებული არ არის. მინდობილობის გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა ნ---------------–---–საც, თუმცა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, რომ აღნიშნული მინდობილობა ხელმოწერილია, ანუ შექმნილია ნ---------------–---–ის მიერ. ადვოკატის განმარტებით, დადასტურებული არ არის ნ---------------–---–ის შემხებლობა აღნიშნულ მინდობილობასთან, რადგან მინდობილობა ,,ტექნო ბუმში“ წარდგენილი იქნა ს-------------------ის მიერ. აპელანტი აღნიშნავს, რომ ნ---------------–---–ი აღიარებს კომპანიის წინაშე არსებულ დავალიენებებს, უფრო მეტიც, მას დავალიანების გადახდა დაწყებულიც ჰქონდა, თუმცა ორგანიზაციის დაყადაღების გამო ვეღარ მოხდა თანხების დაფარვის გაგრძელება. სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ნ---------------–---–ი, - მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიები და დაზარალებული ორგანიზაციები იმყოფებიან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი---------–---–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მანვე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას ნ---------------–---–ის უდანაშაულობის შესახებ და მის მიმართ არ დაადგენს გამამართლებელ განაჩენს, სასამართლომ იმსჯელოს არაერთგზისობის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ვინაიდან ნ---------------–---–ს დანაშაული ჩადენილი ჰქონდა არასრულწლოვნობის დროს და ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, ბრალდების შესაბამისი ეპიზოდებიდან ამოერიცხოს არაერთგზისობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების: დაზარალებულების და მოწმეების - ნ------–-------–---–ის, ბ-------–-------–---–ის, ლ--–-----------ის, ა-–---------------------ის, ნ------------ას, მ------------ის, გ-------–--------–--ის, მ------------ის, ვ-–------------------ის, ს-----–------------–---–ის, ს-------------------ის, ი-----–---–-----ის, მარიამ ხუცაიძის, ნ-----–--------------ის, ნ--------------ის, ნ---------------–--ის, ა-–-------------------–---–ის, ს----------–--ის, დ--------------–---–ის, რ---------------–-–---–ის, ნ--------–-------–ის, თ-----------–---–ის, გ-----------–-----ის, ნ---------------ის, ქ-------------–---–ის, ს---------–--------ას, გ---------–------ს, პ---------------ის, ე-------------–-ს, დ-------------–--ის, გ-------–-------–--ის, თ-----------ის, ნ------------–---–ის, გ--–---------------ს, ქ---------------------ის, მ-------–---–--–---–ის, გ----------–----ს ჩვენებებით, 2014 წლის 2 აპრილის სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის აქტის ჩანაწერის, 2014 წლის 11 ნოემბრის რწმუნებულება/მინდობილობის, 2015 წლის 16 იანვრის რწმუნებულება/მინდობილობის, 2015 წლის 3 მარტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის N18/23805 მიმართვის, 2015 წლის 1 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-985/89 ხელშეკრულების, 2015 წლის 1 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 2 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-985/ ხელშეკრულების, 2015 წლის 2 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 6 აპრილის სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის აქტის ჩანაწერის, 2015 წლის 14 ივლისის მინდობილობის 2015 წლის 16 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N20-15/2 ხელშეკრულების, 2015 წლის 16 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 20 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების, 2015 წლის 20 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 23 ივლისის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების, 2015 წლის 24 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N16-15/125-1 ხელშეკრულების, 2015 წლის 24 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 24 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების, 2015 წლის 24 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 28 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების, 2015 წლის 28 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 6 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმის, 2015 წლის 12 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01-336 ხელშეკრულების, 2015 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 15 ოქტომბრის სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა საოციაციის“ აღმასრულებელი მდივნის N6394 მიმართვის, 2015 წლის 15 ოქტომბრის დოკუმენტების დათვალიერების ოქმის, 2015 წლის 16 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმის, 2015 წლის 16 ოქტომბრის მოწმე გ--------------–---–ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის, 2015 წლის 20 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N47-15/125 ხელშეკრულების, 2015 წლის 20 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 22 ოქტომბრის გამარტივებული ფორმის, ერთ პირთან მოლაპარაკების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების, 2015 წლის 22 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის, 2015 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული ექსპერტიზის N878/გრ დასკვნის, 2015 წლის 27 ოქტომბრის შპს ,,ტ-----------ს“ N0544 მიმართვის, 2016 წლის 8 თბერვლის დათვალიერების ოქმის, 2017 წლის 29 აგვისტოს სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის N01176003497 სააქტო ჩანაწერის, 2017 წლის 6 ოქტომბრის საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამეტის MIA 7 17 02413428 მიმართვის და საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტის შეფასებით და გააანალიზებით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით (ხუთი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქ/პუნქტით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქ/პუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ თაღლითობის ეპიზოდებთან დაკავშირებით, დაცვის მხარე რეალურად სადავოდ მიიჩნევს ნ---------------–---–ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი ცდილობს მოტყუებით დაეუფლოს სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახეზეა თაღლითობის შემადგენლობა. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მთელი რიგი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები (როგორიცაა, მაგ.: სესხი, ყიდვა-გაყიდვა, ყიდვა-გაყიდვა განწილვადებით და სხვ.) მართლაც მსგავსია თაღლითობის, როგორც დანაშაულის, შემადგენლობით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებთან, თუმცა ქმედების ფორმალური მსგავსება ამა თუ იმ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობასთან არ გამორიცხავს ამ ქმედების თაღლითობად (როგორც დანაშაულად) მიჩნევას ისევე, როგორც ქმედების ფორმალური მსგავსება თაღლითობასთან (როგორც დანაშაულთან), არ გამორიცხავს ამ ქმედების მიჩნევას სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობად. საკითხის შეფასებისას, თუ რომელ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე - სამოქალაქო სამართლებრივთან, თუ თაღლითობასთან (როგორც დანაშაულთან), გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, სისხლისსამართლებრივად ბრალეული და მართლსაწინააღმდეგოა თუ არა კონკრეტული პირის ქმედება.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ეტაპობრივად მიმოიხილოს ნ------–-------–---–ის და ბ-------–-------–---–ის კუთვნილი თანხების დაუფლებასთან დაკავშირებით ნ---------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები. დაზარალებულ ნ------–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას სურდა ბინაზე საკუთრების უფლების მიღება, ნ---------------–---–ი მას გაეცნო, როგორც ადვოკატი და როგორც სოციალურად დაუცველებს, დახმარება აღუთქვა. მას არ შეეძლო გაეგო, ნამდვილად იყო თუ არა ბრალდებული ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მისი ქმედება მხოლოდ ნდობაზე იყო დაფუძნებული. მას (ნ---------------–---–ს) მისცეს საბუთები და მინდობილობა, რის შემდეგაც დაიწყო საქმის მასალების მომზადება. ნ--------------–---–მა ბაჟის გადახდის გამო, ეტაპობრივად, ჯამში გადაახდევინა 300 ლარი. სულ ჯამში ბრალდებულის ანგარიშზე გადარიცხულმა თანხებმა შეადგინა 334 ლარი. რამდენიმე ხანში მას დაუკავშირდა გამომძიებელი და დაიბარა დაკითხვაზე. მან გამომძიებელს აუხსნა ყველაფერი და გამომძიებელმა უთხრა, რომ საქმე გამოეთხოვათ სასამართლოდან. სასამართლოში განუცხადეს, რომ საქმე შეწყვეტილი იყო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მანვე განმარტა, რომ ს-----–------------–---–ი იყო მისი მეზობელი, რომელსაც ვალებთან არსებული პრობლემების მოგვარების გამო, ბრალდებულმა მინდობილობა მოსთხოვა. ბრალდებულს გადაეცა მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს, როგორც ს-----–------------–---–ის მინდობილ პირს, შეეძლო ყველაფრის განკარგვა. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბ-------–-------–---–მა. 2015 წლის 15 ოქტომბრის სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი მდივნის N6394 მიმართვით დგინდება, რომ გი---------------–---–- (პ/ნ 6----------) და გ--------------–---–ი (პ/ნ 6----------) არ ირიცხება სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრთა ერთიან სიაში. ხსენებულ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ნ---------------–---–მა ნ----- და ბ-------–-------–---–ები მოატყუა და მათ განუცხადა, რომ იყო ადვოკატი, სასამართლოს მეშვეობით შეეძლო მათი ბინის პრობლემის მოგვარება და შევიდა მათთან ნდობაში. შემდეგ, ნ---------------–---–მა უთხრა დაზარალებულებს, რომ ბაჟის გადახდისათვის საჭირო იყო თანხის გადარიცხვა, დაზარალებულები ენდობოდნენ რა ნ---------------–---–ს, თავიანთი ნებით, ეტაპობრივად, გადასცეს თანხები, მთლიანობაში 334 ლარის ოდენობით. მოგვიანებით დადგინდა, რომ ნ---------------–---–მა ბაჟის თანხა სასამართლოში არ გადაიხადა და დაზარალებულების კუთვნილ თანხას დაეუფლა თავად. აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით მსჯავრდებულის ადვოკატის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ---------------–---–მა დაზარალებულებს მიყენებული ზიანი აუნაზღაურა, არ გამორიცხავს ნ---------------–---–ის ბრალეულობას.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში და პალატის სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციას იმასთან დაკაშირებით, რომ ნ---------------–---–ი, - მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიები და დაზარალებული ორგანიზაციები იმყოფებიან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ, რადგან ნ---------------–---–ი ეცნობოდა მათ, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რწმუნდებოდნენ, რომ მისთვის მიცემული ტექნიკის საფასური კომპანიას აუნაზღაურდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბრალდებულთან ხელშეკრულებას არ გააფორმებდნენ.

 

საქმეში არსებული, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის, - ნ---------------ის 2015 წლის 20 ნოემბრის და 2016 წლის 29 მარტის წერილებით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის #98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს დებულების თანახმად, ,,გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური აპარატი“ არ წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებას. ამასთან, გ--------------–---–ი პ/ნ 6---------- (ვ---------------------ე და გი---------------–---–-) არ წარმოადგენს და არც წარმოადგენდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დასაქმებულ პირს. იგივე გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---------------ემ. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია არაერთი ხელშეკრულება, რომელიც დასათაურებულია, როგორც ,,ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. აღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ნ---------------–---–ს წინასწარი შეცნობით, გამიზნულად შეჰყავდა შეცდომაში დაზარალებული ორგანიზააცის წარმომადგენლები. კერძოდ, ნივთის დაუფლებამდე ორგანიზაციის წარმომადგენელს ატყუებდა და ეცნობოდა, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხოლო შემდეგ წარუდგენდა ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. აღნიშნული ქმედებების საფუძველზე, ნ---------------–---–ი ახერხებდა ორგანიზაციის წარმომადგენელთა ნდობის მოპოვებას და კომპანიებიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის დაუფლებას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას და გამოყენებას, სააპელაციო პალატა ბრალდების ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ ყალბი დოკუმენტის დამზადება ფაქტობრივად ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის შეტანას გულისხმობს. ყალბად მიჩნეული უნდა იქნას ოფიციალურ დოკუმენტში შეტანილი (ასახული) ისეთი ცნობა, ინფორმაცია, მოვლენა და ა.შ. რომელიც ბუნებაში არ არსებობს, მისი შინაარსი არ შეესაბამება რეალობას ან/და ასეთს ადგილი არ ჰქონია იმ შინაარსით, მოცემულობითა და ფაქტობრივი გარემოებებით, როგორც ამას გადმოსცემს ოფიციალურ დოკუმენტში შეტანილი ესა თუ ის ცნობა (ინფორმაცია). საქმეში არსებული, 2015 წლის 20 ივლისის მინდობილობით დგინდება, რომ მინდობილობა გაიცემა მოქალაქე გ--------------–---–ზე (პ/ნ 6----------) მასზედ, რომ მას უფლება აქვს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის სახელით მოახდინოს შესყიდვები, განახორციელოს შესყიდული საქონლის ტრანსპორტირება, მიღება-ჩაბარება და გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურისადმი წარდგენა. სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში გ--------------–---–ი (პ/ნ 6----------) წარმოადგენს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურს, ხოლო მინდობილობის ვადად განსაზღვრულია ერთი წელი. მოწმის სახით დაკითხული ს-----–------------–---–ის ჩვენებით კი უდავოდ დგინდება, რომ ს-----–------------–---–ს ნ---------------–---–ისთვის 2015 წლის 20 ივლისს არ მიუცია არანაირი მინდობილობა. ს-----–------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან ისიც კი არ იცოდა, რომ ორგანიზაციის დირექტორი იყო, მან მხოლოდ გამომძიებელისგან შეიტყო, რომ მის სახელზე შპს ,,ტ-----------დან“ იქნა გამოტანილი ტექნიკა, მანვე აჩვენა ხელმოწერაც, მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნ---------------–---–მა აღნიშნული ყალბი მინდობილობა წარადგინა შპს ,,ტექნო ბუმში“, რომლის საფუძველზეც შეძლო შესაბამისი ტექნიკის გამოტანა კომპანიიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნ---------------–---–ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

რაც შეეხება აპელანტის ალტერნატიულ მოთხოვნას ნ---------------–---–ს ბრალდებიდან ამოერიცხოს დანაშაულ(ებ)ის ჩადენა არაერთგზის იმ საფუძვლით, რომ ნ--------------–---–ს წარსულში ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, სააპელაციო პალატა აპელანტის არც აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს და მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, ვახტანგ როსტომის-ძე ოქროპირიძე (იგივე ნ---------------–---–ი), დაბადებული 1----–-–----------, პ/ნ 6----------, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ---------------------ეს (ნ---------------–---–ს) საბოლოოდ, სასჯელის სახით დაენიშნა 5 წლის, 2 თვის და 7 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით, ვახტანგ რისტომის-ძე ოქროპირიძე (იგივე ნ---------------–---–ი) 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-6 მუხლების საფუძველზე, გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელებისგან, თუმცა სხვა ნაწილში ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად, რაც გულისხმობს იმას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნულ დამატებით სასჯელთან (ჯარიმა 3000 ლარი) დაკავშირებით განაჩენში ცვლილება არ შესულა. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართვლოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მომართვაზე, რომლითაც ხსენებული ჯარიმა აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 2015 წლის 29 ივლისს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მეთორმეტე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე“. როგორც უკვე აღინიშნა, ნ---------------–---–ის მიერ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა გადახდილ იქნა 2015 წლის 29 ივლისს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემული დანაშაულების ჩადენის დროს (ექვსი დამოუკიდებელი ეპიზოდი) ნ---------------–---–ი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე ნ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით (ხუთი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქ/პუნქტით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქ/პუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ“ ქ/პუნქტებით - დადასტურებულია და მისი ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე და ისე დაუნიშნა საბოლოო სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ნ------–-------–---–ის და ბ-------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2015 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2015 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2015 წლის 20 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2015 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ნ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

მრავალფუნქციური პრინტერი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე