განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
200100118002549740
ინსტანცია
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2-----------------

№1ბ/1141-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა-–------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ა---------------–----------–--, ფაქტობრივად მცხოვრები: ა---------------–---------------ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენით:

 

ა-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;

 

ა-–------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 1---- საათზე, ა-–------------–---–ი მივიდა ქ----------------------–----------–ი მდებარე თ-------------–---–---ის კუთვნილ ავტონაწილების მაღაზიაში. ა-–------------–---–ს ჰქონდა რა განზრახული, რომ მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა თ-------------–---–---ის კუთვნილ ავტომანქანის ზეთს, ზემოხსენებული ავტონაწილების მაღაზიაში გამყიდველს - თ-------------–---–---ს უთხრა, რომ უნდოდა ავტომანქანის ზეთი. თ-------------–---–---მა მას მიაწოდა სამი ცალი ერთლიტრიანი ავტომანქანის ზეთით სავსე ქილა, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა ოცდაათ ლარს. ა-–------------–---–მა აიღო სამივე ქილა და აპირებდა მაღაზიიდან გასვლას მათი საფასურის გადახდის გარეშე. ამ დროს თ-------------–---–---მა ა-–------------–---–ს მოსთხოვა, რომ ავტომანქანის ზეთის საფასური გადაეხადა, რის საპასუხოდ ა-–------------–---–მა მოატყუა, რომ ფული მანქანაში ჰქონდა და თანხას შემოაწვდიდა. ა-–------------–---–ი მაღაზიიდან გარეთ გამოვიდა და მას უკან გამოჰყვა თ-------------–---–---ი. ავტომანქანასთან მისვლის შემდეგ ა-–------------–---–ს თ-------------–---–---მა კვლავ მოსთხოვა ნივთების საფასურის - ოცდაათი ლარის გადახდა, რაზეც ა-–------------–---–მა კვლავ მოატყუა, რომ მისი მეგობარი იყო ბენზინგასამართ სადგურზე წასული ბენზინის საყიდლად, რომელსაც ჰქონდა ფული და მისი დაბრუნების შემდეგ გადაუხდიდა ავტომანქანის ზეთების საფასურს. მალევე ავტმანქანასთან მოვიდა ჯ--------------–--ლი, რომელმაც ავტომანქანაში საწვავი ჩაასხა და ჩაჯდა ავტომანქანაში, რა დროსაც თ-------------–---–---მა კვლავ უთხრა, რომ თანხა გადაეხადა მისთვის, რაზეც ა-–------------–---–მა უპასუხა, რომ ზეთების საფასურის გადახდას არ აპირებდა მისთვის, რის შემდეგ სწრაფად დატოვეს ტერიტორია. აღნიშნული ქმედებით თ-------------–---–---ს მიადგა ოცდაათი ლარის ზიანი.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ-----------ამ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზედმეტად მსუბუქია და ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციას და სამართლიანობის აღდგენას. ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი არ იქნება საკმარისი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და საკუთარი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხის სათანადოდ გაცნობიერებისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეები ხდიან სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ნ-------–---–---ის, კ----------–---–---ის და ჯ--------------–--ლის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ - თ-------------–---–---ის გამოკითხვის ოქმებით, ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–------------–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–------------–---–-- მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, მისი ქცევა ქმედების შედეგ და ასევე, ის გარემოება, რომ დაზარალებულს აუნაზღაურდა მიყენებული მატერიალური ზიანი, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრდებულს დადგენილი სანქციის ფარგლებში დაუნიშნა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-–------------–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, საზოგადებრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების და ასევე დაზარალებულის ნამდვილი ნების გათვალისწინებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათი ვადით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ა-–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;

 

ა-–------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ერთი ცალი ოქროსფერი პლასტმასის ქილა დალუქული N31/1 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე