განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001986786
საქმე №1ბ/904-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - თი-----------------–იას
ადვოკატ - კო--------------------ას
მსჯავრდებულ - ლე----------–---–ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლე-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, თ--------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენით ლე----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, ლე----------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
ლე----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ლე----------–---–ი თანაცხოვრების პერიოდში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - თა--------–-–---–ს და ახორციელებდა ძალადობას მის მიმართ.
2016 წლის 19 ნოემბერს, ქ. თბილისში, თ---------------------------------------------------ში ყოფნისას ლე----------–---–მა თა--------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სახის და ტანის არეში ხელებით და ფეხებით სცემა არასრულწლოვანი შვილების - 8 წლის ტა-----–-------–---–ის, 7 წლის რუ--------------–---–ის და 1 წლის და 3 თვის გი----------–-–---–ის თანდასწრებით.
2017 წლის 18 მარტს, ქ. თბილისში, თ---------------------------------------------------ში ყოფნისას ლე----------–---–მა თა--------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სახის და ტანის არეში ხელებით და ფეხებით სცემა არასრულწლოვანი შვილის - 9 წლის ტა-----–-------–---–ის თანდასწრებით.
ლე----------–---–ის ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-------------–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლე----------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლე----------–---–ის მიმართ გამოიყენებულ იქნა ქმედებისა და პიროვნების არათანაზომიერი სასჯელი, ლე----------–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაში. მან არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელებით და ფეხებით გაუსწორდა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას და მიუხედავად იმისა, რომ შეშინებული ბავშვები თხოვდნენ მამას, რომ დედის ცემა შეეწყვიტა, მაინც აგრძელებდა ცემას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. ლე----------–---–მა არ აღიარა ჩადენილი ქმედება, ამასთან ისაუბრა მასსა და მის მეუღლეს შორის არსებული კონფლიქტის მოტივზე და მიუთითა, რომ თავის მეუღლეს ჰყავდა საყვარელი, თავად ცდილობდა ეპატიებინა. დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით და დაზარალებულის ქცევების მუდმივი კონტროლის სურვილით წარმოშობილი კონფლიქტი იყო ლე----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებების განმაპირობებელი და იმ შემთხვევაშიც, თუ ქმედების მოტივთან დაკავშირებით ლე----------–---–ისგან მიღებულ ინფორმაციას გავიზიარებთ, მსუბუქი სასჯელის გამოყენების გზით, მაინც არ უნდა მოხდეს მისთვის იმ განცდის დატოვება, რომ სახელმწიფო ამართლებს მისი მხრიდან ძალადობის განხორციელებას „მეუღლის ღალატის“ შემთხვევაში და შესაბამისად უკიდურესად მსუბუქ სასჯელს მიუსჯის მას; აღნიშნული არათუ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უზრუნველყოფს, არამედ პირს შესაძლოა კვლავ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისკენ უბიძგოს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პრინციპული დამოკიდებულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დამნაშავეებისა და პოტენციური დამნაშავეების შემდგომი ქცევის კანონის ფარგლებში მოქცევის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ „ქალთა წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ - სტამბულის კონვენციის ამოსავალ ქვაკუთხედს წარმოადგენს - ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს შეაცვლევინონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, რათა „სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში“.
სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იყოს ძალადობრივი ქმედების ჩადენის სიმრავლეც, რაზეც მიუთითებს დაზარალებული და არასრულწლოვანი მოწმე, რომლებსაც პირდაპირი, უშუალო შემხებლობა ჰქონდათ ლე----------–---–ის პიროვნებასთან და მიუხედავად იმისა, რომ ტა-----–-------–---–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას დედასთან და მამასთან ცხოვრება თანაბრად უნდა, რითაც სასამართლოს აშკარად დაანახა ობიექტურობა, მასვე არ უარყვია თანაცხოვრების მანძილზე ლ---- ბ-----–---–ის მხრიდან დედის მიმართ მუდმივი აგრესიის ფაქტები. საყურადღებოა, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება, რაც უკავშირდება პირის მიერ განხორციელებული ქმედების მართლწინააღმდეგობის გააზრებასა და სინანულს, ცალსახად წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ლე----------–---–ის მხრიდან არ იქნა არც ერთი ნაბიჯი გადადგმული, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ის სინანულს განიცდის ან საერთოდ იზიარებს მის მიერ ჩადენილი ქმედების გაკიცხვადობას.
აპელანტის აზრით, დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს იმგვარი სახისა და ზომის სასჯელი, რომელსაც ექნება შემაკავებელი ეფექტი და მსჯავრდებულს განმეორებით აღარ წარმოეშობა სურვილი განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული მით უფრო რელევანტურია იმ ვითარებაში, როდესაც პირი ნასამართლევია იდენტური დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის. ამდენად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის გამოყენება, იმ პირობებში როდესაც პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, არათუ ვერ უზრუნველჰყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ „წამახალისებელიც“ კი იქნება მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულის ჩადენისთვის, რისკენაც იგი, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, მიდრეკილია.
მსჯავრდებულ ლე----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კო--------------------ამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს, ამასთან, მსჯავრდებულმა ლე----------–---–მა განმარტა, რომ მას მეუღლეზე არ უძალადია და შესაბამისად თავს არ ცნობს დამნაშავედ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია. ამასთან, მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ თა--------–-–---–ის ჩვენება, მოწმეების: შა-–------–-–---–ის, ნუ-------–-–---–ის, და--------–-–---–ის, ტა-----–-------–---–ის, ნა-----–-----–---–ის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ლე----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ შემთხვევიდან გასულია თითქმის ორი წელი, მსჯავრდებული ზრუნავს შვილებზე, შექმნა ახალი ოჯახი. პალატას მიიჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ნა-------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ლე----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, ლე----------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
ლე----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული სასამართლო სხდომის ამსახველი ელექტრონული დისკი, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე