განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2018
საქმის ნომერი
330210014637971
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210014637971

საქმე №2ბ/5262-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა

გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ს------- ბ------ ჯ-------ი

წარმომადგენელი - მ------ ჩ-------ი, ი----- ბ-------–---–ი, გ--- პ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ--- ჯ-------ი

წარმომადგენლები: ხ------- გრგიგალაშვილი

 

მესამე პირი - ე---- ლი ჯ-------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ს------- ბ------ ჯ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 1999 წლის 7 აპრილს მოსარჩელემ და მესამე პირმა საქართველოში დააფუძნეს შპს ”პ---------ო ბ----ი”, თვითოეული დამფუძნებლის წილი განისაზღვრა 50-50%-ით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - შპს ”პ---------ო ბ----ის” წესდება (იხ.ტ.1.ს.ფ.18-27)

 

2.2. 1999 წელს ს------- ბ------ ჯ-------მა, ე---- ლი ჯ-------მა და პ------ ს----------მა შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, რ--------------------, საკადასტრო კოდი №0----------------------, 37 კვ.მ, რომლის ნახევრის მესაკუთრეს წარმოადგენს პ------ ს----------ი, უძრავი ქონების ¼-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე, ხოლო დანარჩენ ¼-ისას კი ე---- ლი ჯ-------ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.28)

 

2.3. 2003 წელს ს------- ბ------ ჯ-------მა და ე---- ლი ჯ-------მა შეიძინეს არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე, ქ.თბილიში, რ----------------------–ი, საჯადასტრო კოდი:№ 0----------------------, 22.05 კვ.მ, რომლის ნახევრის მესაკუთრეს წარმოადგენდა ს------- ბ------ ჯ-------ი და ხოლო მეორე ნახევრისას -ე---- ლი ჯ-------ი.

 

სასამართლო დაეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.29)

 

2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით, ე---- ლი ჯ-------ის 25%-იან წილს დაედო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა წილის გასხვისების რეგისტრაციაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.01.2012 წლის გადაწყვეტილება (ტ.1.ს.ფ.50)

 

2.5. საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა შპს”პ---------ო ბ----ში” ე---- ლი ჯ-------ის 25% წილი და საერთო ჯამში მოსარჩელის წილმა შეადგინა 75%, ხოლო ე---- ლი ჯ-------ის სახელზე დარჩა 25% წილი(სასამართლოს განჩინებით დაყადაღებული). ამავე თარიღით მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ.თბილისში, რუ-------–-ს გამზ№---ში მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ე---- ლი ჯ-------ის საკუთრებაში არსებულ წილზე რეგისტრირებული იყო ყადაღა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ. 63); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება (ტ.1.ს.ფ.64).

 

2.6. 2013 წლის 13 აპრილს მომზადებული ამონაწერებით, ქ.თბილისში, რუ-------–-ს გამზ.№---ში, მდებარე უძრავი ქონების 1/8 ნაწილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა მ--- ჯ-------ი. შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები განისაზღვრნენ შემდეგნაირად: ½ ნაწილი -პ------ ს----------ი, ¼ ნაწილი-ს------- ჯ-------ი, 1/8 ნაწილი-ე---- ლი ჯ-------ი და 1/8 ნაწილი მ--- ჯ-------ი.

 

ქ.თბილისში, რუ-------–-ს ქ№---ში მდებარე უძრავ ქონებაზე ქონების ¼ ნაწილი დარეგისტრირდა მ--- ბ-----ე-ჯ-------ზე და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები განისაზღვრნენ შემდეგნაირად: ½ ნაწილი-ს------- ბ------ ჯ-------ი, ¼ ნაწილი-ე-----ლი ჯ-------ი და ¼ ნაწილი მ--- ჯ-------ი.

 

2013 წლის 18 აპრილის ამონაწერით მ--- ჯ-------ი დარეგისტრირდა შპს ”პ---------ო ბ----ის” 25%-იანი წილის მესაკუთრედ და კომპანიაში პარტნიორთა წილი განისაზრვრა შემდეგნაირად: 75% - ს------- ჯ-------ი და 25% - მ--- ჯ-------ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: 2013 წლის 12 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 65); 2013 წლის 12 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 66); 2013 წლის 18 აპრილის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 67); საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება (ტ.3. ს.ფ.48-53);

 

2.7. 2013 წლის 29 მაისს მოსარჩელესა და ე---- ლი ჯ-------ს შორის კვლავ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ამჟამად, ქ.თბილისში რ------------------ში მდებარე უძრავი ქონების 1/8 ნაწილსა და რუ-------–-ს გამზ. №---ში მდებარე უძრავი ქონების ¼ ნაწილზე, ანუ მესამე პირის საკუთრებაში დარჩენილ წილზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის საგნის ღირებულება, რამაც შედგინა 10 000 ევრო.

 

2013 წლის 4 ივნისს საჯარო რეესტრის მიერ მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ.თბილისში, რუ-------–-ს გამზ№---ში მდებარე უძრავ ქონებაში ე---- ლი ჯ-------ის 1/8 ნაწილი და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები განისაზღვრნენ შემდეგნაირად: 4/8 ნაწილი - პ------ ს----------ი, 3/8 ნაწილი-ს------- ჯ-------ი, 1/8 ნაწილი - მ--- ჯ-------ი.

 

იმავე თარიღით მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა რუ-------–-ს გამზ.№--- ში მდებარე უძრავ ქონებაში ე---- ლი ჯ-------ის ¼ ნაწილი და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები განისაზღვრნენ შემდეგნაირად: ¾ ნაწილი - ს------- ბ------ ჯ-------ი, ¼ ნაწილი - მ--- ჯ-------ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: 2013 წლის 29 მაისის ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ. 68-72); 2013 წლის 4 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერი(ტ.1.ს.ფ. 17); 2013 წლის 4 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერი(ტ.1.ს.ფ. 18);

 

2.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მ--- ჯ-------ის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა შვედეთის სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს მე-2 განყოფილების 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ 1999 წლის 21 სექტემბერს დაქორწინებული მხარეები: მ--- ბ-----ე-ჯ-------ი და ე---- ლი ი-------ი(იგივე ე---- ი-------ი).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინება(ტ.3.ს.ფ.410-411);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.9. მოსარჩელე და მესამე პირი 2007 წელს შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მიყიდდა მას. 1. თავის 50%-იან წილს შპს ”პ---------ო ბ----ში”, აგრეთვე მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას: 2.. მდებარე ქ.თბილისში, რუ-------–-ს გამზ №---ში, საკადასტრო კოდი №0---------------------- და 3. მდებარე ქ.თბილისში, რუ-------–-ს გამზ №---ში, საკადასტრო კოდი №0----------------------.

 

ამავე შეთანხმებით, აღნიშნულ ქონებასა და წილს მოპასუხე ე---- ლი ჯ-------ი მოსარჩელეს მიყიდდა 90000 აშშ დოლარად. ასევე შეთანხმდნენ, რომ წილისა და უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება დაიდებოდა თანხის გადახდის შემდეგ. ე---- ლი ჯ-------ის თხოვნით, შესასყიდი ქონების და წილის საფასურის ნაწილი მოსარჩელემ გადასცა მ--- ჯ-------ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სარჩელი, სხდომის ოქმი; ე---- ლი ჯ-------ის განცხადება (ტ.1.ს.ფ.30);

 

2.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 5 ოქტომბერს აუდიტ რ------- ბ------ს მიერ მომზადდა აუდიტორული დასკვნა ” პ---------ოს წ---------------------–--ა” და რუ-------–-ს ქუჩა №-- და 36-ში მდებარე ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე---- ლი ჯ-------ის კუთვნილებაში არსებული წილისა და ქონების ღირებულება შეადგენდა 90 000 აშშ დოლარს.

 

აუდიტის დასკვნის თანახმად, შემოწმების ამოცანაა ხელი შეუწყოს ე---- ჯ-------ის სურვილს, რომ ზემოხსენებულ აქტივებში საკუთარი წილი გაასხვისოს თანამესაკუთრეზე-თავის ძმა ე---- ჯ-------ზე. აუდიტ რ------- ბ------ს მიერ, ამავე აუდიტორული დასკვნის მომზადების მიზნობრიობის დამატებით დადასტურების მიზნით, 2015 წლის 28 სექტემბერს მომზადდა წერილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: 2007 წლის 5 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნა (ტ.2. ს.ფ.148-210); აუდიტ რ------- ბ------ს წერილი28/09/2015 წელი (ტ.2.ს.ფ.60-63)

 

2.11. წილისა და უძრავი ქონების შესაძენად მოსარჩელის მიერ მ--- ჯ-------ისათვის გადახდილია 11 000 აშშ დოლარი და 5500 ლარი, რაც მთლიანობაში იმდროინდელი გაცვლითი კურსით შეადგენდა 22 858 ლარს, ანუ 14 206 აშშ დოლარს. ხოლო 50 000 ევრო (რაც იმდროინდელი კომერციული საბანკო გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 80 250 აშშ დოლარს მოსარჩელემ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა ე---- ლი ჯ-------ს.

 

მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის გადარიცხული 50 000 ევრო და მოპასუხის მიერ შპს ”პ---------ო ბ----ში” მოსარჩელისა და მისი მეუღლისაგან მიღებული 14 206 აშშ დოლარი, წარმოადგენდა არა მოსარჩელესა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმებით გადასაცემი წილისა და უძრავი ქონების ღირებულების ნაწილს, არამედ დივიდენდს, რომელიც უნდა მიეღო მის მეუღლე ე---- ლი ჯ-------ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: მ--- ბ-----ე ჯ-------ისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი ქვითრები (ტ.1.ს.ფ.36, ტ.3. ს.ფ. 530-533). ე---- ლი ჯ-------ისათვის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი(ტ.1.ს.ფ. 37). მოპასუხის ახსნა-განმარტება, იხ.სხდომის ოქმი; მოწმე თ----- მ------–-–---–ის ჩვენება (ტ.3. იხ.სხდომის ოქმი). 26.09.2012 წელს ნოტარიული წესით დამოწმებული ე---- ლი ჯ-------ის განცხადება(ტ.1.ს.ფ.30-35);

 

2.12. სასამართლომ შპს ”პ---------ო ბ----ის” ცნობითა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაციით დადგენილად მიიჩნია, რომ 1999-2006 წლებში კომპანიის პარტნიორებზე დივიდენდი არ განაწილებულა. ასევე არ განაწილებულა დივიდენდი 2012 წლიდან დღემდე. 2007 წლის დივიდენდის სახით კომპანიის 50% წილის მფლობელ პარტნიორზე ე---- ლი ჯ-------ზე გაიცა 14 400 ლარი, რომელიც მან მიიღო 2008 წელს. ასევე 14 400 ლარი გაიცა კომპანიის 50%-იანი წილის მეორე პარტნიორ ს------- ბ------ ჯ-------ზე, რომელიც მან მიიღო 2010 წელს. 2008 წელს ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 17 966 ლარი, აღნიშნული დივიდენდი მან მიიღო 2010-2011 წლებში. 2009 წელს დივიდენდის სახით ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 24 109.14 ლარი, რომელიც მან მიიღო 2011 წელს. 2011 წლის დივიდენდის სახით ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 112 006.93 ლარი, რომელიც მან მიიღო 2014 წელს.

 

ზემოაღნიშნული თანხები მოიცავს საშემოსავლო გადასახადს. გაცემული დივიდენდიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის სახით გადახდილ იქნა 12 361.95 ლარი.

 

2.13. ე---- ლი ჯ-------ზე 18.12.2007 წლიდან 22.12.2008 წლამდე გაცემულია შპს ”პ---------ო ბ----ის” იჯარის თანხა 9074.75 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: სალაროს გასავლის ორდერები(ტ.2.ს.ფ.49 -57). შპს პ---------ო ბ----ის ინფორმაცია დივიდენდების გაცემის თაობაზე 27/01.2017 წლის და 2014 წლის 27 დეკემბრის ცნობა (ტ.3.ს.ფ.184-185). შპს ,,პ---------ო ბ----ის'' ინფორმაცია დივიდენდების გაცემის თაობაზე 2014 წლის 27 დეკემბრის ბუღალტრის ცნობა (ტ.2.ს.ფ.131-143). სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გაცემული ინფორმაცია (ტ.3.ს.ფ. 190-192).

 

2.14. სასამართლომ მოწმე შპს ’პ---------ო ბ----ის” ბუღალტრის ჩვენებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლიდან კომპანიას ერთპიროვნულად მართავდა ს------- ბ------ ჯ-------ი, ხოლო ე---- ლი ჯ-------ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მას კომპანიის მართვასთან შემხებლობა არ გააჩნდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - მოწმე ა-- პ----–---–ის ჩვენება(ტ.3 იხ.სხდომის ოქმი)

 

2.15. 2012 წლის 18 იანვარს ს------- ბ------ ჯ-------სა და ე---- ლი ჯ-------ს შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ე---- ლი ჯ-------მა მოსარჩელეს მიყიდა თავისი წილი შპს ”პ---------ო ბ----ში”, ნასყიდობის ღირებულებად მითითებული იქნა 20 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - 2012 წლის 18 იანვრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.38-490).

 

2.16. 2013 წლის 13 მარტს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის კვლავ გაფორმდა წილისა და ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შპს ”პ---------ო ბ----ში” მოპასუხის კუთვნილი 50 %-იანი წილი და რუ-------–-ს გამზ. 34-ში მდებარე უძრავი ქონების წილი. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 50 000 ევროს ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა ”მყიდველს” სრულად ჰქონდა მიცემული ”გამყიდველისათვის”. ამავე ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის წილის 25% და უძრავი ქონების გამყიდველის წილის ნახევარი მოსარჩელის საკუთრებაში უნდა გადასულიყო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო კომპანიის წილის დარჩენილი 25% და უძრავი ქონების გამყიდველის წილის დარჩენილი ნახევარი მყიდველს უნდა გადასცემოდა არაუგვიანეს 2013 წლის 31 მარტისა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - 2013 წლის 13 მარტის წილისა და ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.51-62)

 

2.17. 2008 წლის 15 ივლისს ს------- ბ------ ჯ-------მა სს ”პ------------- ბ-------ნ” აღებული სესხით (კრედიტის მოცულობა 266 000 აშშ დოლარი) გადაიხადა წილის და ქონების ღირებულების თანხის ნაწილი 50 000 ევრო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: 2008 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.121-130). მოსარჩელის ახსნა განმარტება, სხდომის ოქმი; 50 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ქვითარი 2008 წლის 16 ივლისი(ტ.1.ს.ფ.37).

 

2.18. ს------- ბ------ ჯ-------ის მიერ ძმისთვის ე---- ლი ჯ-------ისათვის გადარიცხული 50 000 ევრო გაიხარჯა ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: მიღებული თანხიდან დაფარული ხარჯების ამსახველი ცხრილი, საბანკო ანგარიშიდან თანხების გამოტანისა და გადარიცხვების დამადასტურებელი ქვითრები. (ტ.2.ს.ფ.145-183, 217-258).

 

2.19. ლი ჯ-------ის მიერ მ--- ჯ-------ზე 2010 წლის 22 ივნისს გაიცა მინდობილობა, რომლითაც მესამე პირმა მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა ე---- ლი ჯ-------ის მთელი ქონება, გარდა რუ-------–-ს ქ.№---სა №-- არსებული უძრავი ქონებისა და შპს ”პ---------ოს ბ----ში” არსებული წილისა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: 2010 წლის 22 ივნისის მინდობილობა (ტ.1.ს.ფ. 184). მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ- ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ან/და რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით მასსა და მესამე პირის შორის ზეპირი ფორმით დაიდო შეთანხმება საზოგადოებაში წილის ნასყიდობის და უძრავი ქონების შესაბამისი წილის ნასყიდობის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მესამე პირთან უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე შეთანხმება დაიდო 2007 წელს და აღნიშნულის დასტურად უთითებს აუდიტ რ------- ბ------ს მიერ შესრულებულ აუდიტორულ დასკვნას, მ--- ჯ-------ისათვის გადაცემულ (საზოგადოებაში წილის და უძრავი ნივთების შესაძენად) თანხებსა და ე---- ლი ჯ-------ისათვის გადაცემულ თანხებზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლში 23.03.2010 წლის №2799 საკანონმდებლო ცვლილებამდე არსებული რედაქცია უძრავი ნივთის შესაძენად სავალდებულოდ აწესებდა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთს და შემძენის რეგისტრაციას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილია, რომ მხარეებს უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით არ დაუდიათ, შესაბამისად არც უფლების რეგისტრაცია განხორციელებულა საჯარო რეესტრში.

 

სასარჩელო განცხადებისა და მესამე პირის მიერ საქმეში წარმოდგენილი განცხადებით, ძმებს შორის არსებობდა უძრავი ქონებისა და საზოგადოებაში წილის შეძენის შეთანხმება, რომლის ფორმალიზება ვიდრე 2013 წლამდე ვერ შეძლეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.

 

აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან უძრავი ნივთის შეძენისათვის იმდროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის დანაწესი ითვალისწინებდა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთს, შესაბამისად წინარე ხელშეკრულებაზეც უნდა გავრცელებულიყო ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ხელშეკრულება კი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერში ე---- ლი ჯ-------ის საკუთრების უფლების ნაწილში ქ.თბილისში, რუ-------–-ს გამზ.№---ში და №---ში მდებარე უძრავი ქონებებზე ცვლილებები განხორციელდა 2013 წლის 13 აპრილს, 29 მაისსა და 2013 წლის 4 ივნისს. მაშასადამე, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს აღნიშნულ პერიოდამდე წარმოადგენდა მესამე პირი და არ არსებობს იმის პრეზუმფცია ვივარაუდოთ, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის დაიდო უძრავი ნივთების შესაბამის წილზე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილ იქნა ნაწილი შ-------–ი საბანკო გადარიცხვის გზით და ნაწილი თბილისში, მ--- ჯ-------ისათვის.

 

სსკ-ს 69-ე მუხლის თანახმად: გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით; ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს გარიგების შინაარსის ზუსტად დადგენის შეუძლებლობა(მაგ. აკლია ხელშეკრულების არსებითი პირობები), რისთვისაც მნიშვნელობა არა აქვს გარიგება წერილობითაა დადებული თუ ზეპირი ფორმით.

 

მაშასადამე, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა გარიგების ნამდვილობის წინაპირობად არსებით პირობებზე განჭვრეტადი ნების გამოვლენას მიიჩნევს, რამდენადაც, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი, კერძოდ გასაყიდი უძრავი ქონების ზუსტი მისამართი, გასაყიდი წილის წილის ოდენობა, მისი ღირებულება და ა.შ.

 

აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება, ან წინარე ხელშეკრულება კანონით სავალდებულოდ დადგენილი ფორმით არ დადებულა.

 

2.21. სასამართლომ აღნიშნა, რომ ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.

 

ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, შპს-ის პარტნიორებს უფლება აქვთ, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული.

 

ხოლო ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”პ---------ო ბ----ის” წესდების თანახმად, საზოგადოება დაფუძნდა 1999 წელს და საზოგადოების თანაბარი წილის პარტნიორებს წარმოადგენდნენ ს------ (ს-------) ბ------ ჯ-------ი და ე---- ლი ჯ-------ი. ამავე წესდების 5.4 პუნატის თანახმად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ მიიღონ საზოგადოებაში მოგების წილი მათ საწესდებო კაპიტალში შენატანის პროპორციულად. ამავე წესდების 6.1. პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება წარმოადგებს საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს და 6.4 პუნქტის თანახმად, მხოლოდ პარტნიორთა კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება”ა” საზოგადოების წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. წესდების მე-10 მუხლი კი ცალსახად განსაზღვრავს საზოგადოებაში წილის ან მისი ნაწილის გაყიდვის, გადაცემის, ჩუქების, გაცვლის ან გასხვისების სხვა ფორმას, გარდა მემკვიდრეობით გადაცემისა უნდა მოხდეს წინამდებარე წესდების, საქართველოს კანონმდებლობის და პარტნიორთა კრების პოზიტიური გადაწყვეტილების საფუძველზე. წილის გასხვისება უნდა დამტკიცდეს ნოტარიულად. წილის გასხვისების დროს პარტნიორებს ეძლევათ უპირატესი შესყიდვის უფლება.

 

მაშასადამე, საზოგადოების წესდება საზოგადოებაში წილის გასხვისებას უკავშირებდა პარტნიორთა კრების პოზიტიურ გადაწყვეტილებას და წილის გასხვისების ნოტარიულად დამოწმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, მესამე პირის განცხადებისა და აუდიტ რ------- ბ--------ის აუდიტორული შეფასებისა სხვა სახის მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას დაადასტურებდა წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.7. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 18 იანვარს ს------- ბ------ ჯ-------სა და ე---- ლი ჯ-------ს შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ე---- ლი ჯ-------მა მოსარჩელეს მიყიდა თავისი წილი შპს ”პ---------ო ბ----ში” აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება წარედგინა საჯარო რეესტრს 2012 წლის 18 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებასთან ერთად. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ წილის გაყიდვის თაობაზე პარტნიორებს უნდა მიეღოთ წესდებისა და კანონმდებლობის შესაბამისად კრების გადაწყვეტილება და დაემოწმებინა ნოტარიულად, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მისი არარსებობის გამო.

 

ამდენად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არც უძრავ ქონებაზე და არც წილის ნასყიდობის თაობაზე შორის კანონით დადგენილი შეთანხმება მხარეებს შორის არ არსებობდა 2007 წლის მდგომარეობით, ანუ იმ დროს როცა მოპასუხე და მესამე პირი იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.

 

2.22. მოსარჩელემ სადავოდ აონების ღირებულებისათვის გადახდილი თანხის იმ ნაწილს, რაც მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მიეკუთვნა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა ფატი, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რუ-------–-ს გამზირ №---ში, №---ში და ასევე შპს ”პ---------ოს ბ----ში” წილი წარმოადგენდა ე---- ლი ჯ-------ის საკუთრებას, რომელიც შეძენილი იყო მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის თაობაზე. ანუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტი, რომელსაც მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ ხდის მოსარჩელე, კერძოდ, 2007 წელს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილებით მოპასუხისათვის მიკუთვნებულ ქონებაზე არსებობდა შეთანხმება ნასყიდობის თაობაზე და სადავო ქონებები წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. რაც წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარა შპს პ---------ო ბ----ის ბუღალტრის ჩვენებას, რომ 2008 წლიდან საზოგადოების პარტნიორი იყო მოლოდ ს------- ბ------ ჯ-------ი და შესაბამისად ე---- ლი ჯ-------ზე დივიდენდები 2008 წლის შემდეგ მასზე აღარ გაიცემოდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული დროისათვის არ არსებობდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება წილის გასხვისების თაობაზე, ასევე არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულება არ ყოფილა რეგისტრირებული მარეგისტრირებელ ორგანოში კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად ე---- ლი ჯ-------ი საწარმოს პარტნიორი იყო იმ დრომდე, ვიდრე საზოგადოების წესდებაში არ შევიდა ცვლილება და აღნიშნულმა ცვლილებამ ასახვა არ ჰპოვა ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ანუ 2013 წლამდე.

 

2.23. სასამართლო ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მესამე პირმა განიზრახა, რა ქონების გაყიდვა ერთობლივად მიმართეს აუდიტ რ------- ბ--------ს და განისაზღვრა ქონების ღირებულება, რამაც შეადგინა 90 000 აშშ დოლარი, შემდგომ ქონების ღირებულება მხარეებს შორის განისაზღვრა 94 456 აშშ დოლარით. აქედან წილისა და უძრავი ქონების შესაძენად მოსარჩელის მიერ მ--- ჯ-------ისათვის გადახდილია 11 000 აშშ დოლარი და 5500 ლარი, რაც მთლიანობაში იმდროინდელი გაცვლითი კურსით შეადგენდა 22 858 ლარს, ანუ 14 206 აშშ დოლარს. ხოლო 50 000 ევრო (რაც იმდროინდელი კომერციული საბანკო გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 80 250 აშშ დოლარს) მოსარჩელემ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა ე---- ლი ჯ-------ს.

 

სასამართლომ შეაფასა, რა საქმეში წარმოდგენილი მ--- ჯ-------ისათვის თანხის გადაცემის ქვითრები, აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ქვითრები არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას თუ ვის მიერ და რა მიზნით ხდებოდა აღნიშნული თანხების მ--- ჯ-------ისათვის გადაცემა. აქვე აღნიშნავს, რომ აუდიტორული დასკვნა რ------- ბ------ს მიერ მომზადებულია 2007 წლის 5 ოქტომბერს. მოსარჩელის სასარჩელო განცხადების თანახმად, გასაყიდი ქონებების ღირებულება სწორედ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით განისაზღვრა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მ--- ჯ-------ისათვის წარმოდგენილი ქვითრებით თანხის გადახდა ფიქსირდება აუდიტის დასკვნის მომზადებამდე უფრო ადრე 2007 წლის 14 მაისიდან, ანუ იქამდე, სანამ განისაზღვრებოდა ქონების ღირებულება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილშიც მოსარჩელის პოზიცია და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არა იყო თანხვედრაში, რაც ასევე დაუსაბუთებელს ხდიდა მოსარჩელის მოთხოვნას.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა შპს ”პ---------ო ბ----ში” ე---- ლი ჯ-------ის 25% წილი და საერთო ჯამში მოსარჩელის წილმა შეადგინა 75%, ხოლო ე---- ლი ჯ-------ის სახელზე დარჩა 25% წილი(სასამართლოს განჩინებით დაყადაღებული).

 

ამავე გადაწყვეტილების 3.1.6 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 18 აპრილის ამონაწერით მ--- ჯ-------ი დარეგისტრირდა შპს ”პ---------ო ბ----ის” 25%-იანი წილის მესაკუთრედ და კომპანიაში პარტნიორთა წილი განისაზღვრა შემდეგნაირად: 75% - ს------- ჯ-------ი და 25% - მ--- ჯ-------ი.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი ცალსახად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ე---- ლი ჯ-------ი საზოგადოების პარტნიორად რჩებოდა 2013 წლის 18 აპრილამდე, შესაბამისად საზოგადოების წესდების მე-9 მუხლის თანახმად, მას როგორც პარტნიორს ჰქონდა დივიდენდის მიღების უფლება.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ 1999-2006 წლებში კომპანიის პარტნიორებზე დივიდენდი არ განაწილებულა. ასევე არ განაწილებულა დივიდენდი 2012 წლიდან დღემდე. 2007 წლის დივიდენდის სახით კომპანიის 50% წილის მფლობელ პარტნიორზე ე---- ლი ჯ-------ზე გაიცა 14 400 ლარი, რომელიც მან მიიღო 2008 წელს. ასევე 14 400 ლარი გაიცა კომპანიის 50%-იანი წილის მეორე პარტნიორ ს------- ბ------ ჯ-------ზე, რომელიც მან მიიღო 2010 წელს. 2008 წელს ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 17 966 ლარი, აღნიშნული დივიდენდი მან მიიღო 2010-2011 წლებში. 2009 წელს დივიდენდის სახით ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 24 109.14 ლარი, რომელიც მან მიიღო 2011 წელს. 2011 წლის დივიდენდის სახით ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 112 006.93 ლარი, რომელიც მან მიიღო 2014 წელს. მაშასადამე, 2008 წლის შემდეგ დივიდენდი გაიცმოდა მხოლოდ ს------- ბ------ ჯ-------ზე და არ გაიცემოდა ჯერ კიდევ საზოგადოების პარტნიორ ე---- ლი ჯ-------ზე.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ--- ჯ-------ისათვის თანხების გადაცემა არ ხდებოდა იმ ფორმით რა ფორმითაც გაიცემოდა დივიდენდები და რაც საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით დგინდება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეში წარმოდგენილი ქვითრები შეაფასოს როგორც დივიდენდის სახით გაცემული თანხა, ამასთან საზოგადოებაში და სსიპ შემოსავლების სამსახურში არ მოიპოვება ინფორმაცია ე---- ლი ჯ-------ზე დივიდენდების 2008 წლის შემდეგ გაცემის თაობაზე. თუმცა, სასამართლო არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობასაც, რომ რადგან დივიდენდებს ე---- ლი ჯ-------ი საზოგადოებიდან 2008 წლიდან აღარ იღებდა (არადა წესდებით, როგორც პარტნიორს თანაბარწილად ეკუთვნოდა), საზოგადოების დირექტორი და ერთ -ერთი პარტნიორი ს------- ბ------ ჯ-------ი ამ ფორმით ახდენდნენ დივიდენდის კომპენსირებას მ--- ჯ-------თან და ე---- ლი ჯ-------თან.

 

იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ სადავო თანხები ქონებების ღირებულებისათვის იქნა გადახდილი მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპის თანახმად, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ აღნიშნულ ნაწილში ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ თანხის გადახდა ხდებოდა აშშ დოლარებში, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული თანხა წარმოადგენდა მოსარჩელესა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმების ნაწილს, მოკლებულია დასაბუთებას და დამაჯერებლობას, მით უფრო ინ პირობებში, რომ თანხის გადახდა ნაწილობრივ შესრულებულია ლარებში.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ქონების ღირებულების გადახდის მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ს------- ბ------ ჯ-------ის მიერ საბანკო გადარიცხვის გზით გადაერიცხა ე---- ლი ჯ-------ს 2008 წლის 16 ივლისს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საბანკო ქვითრით დადგენილად მიიჩნია, რომ განხორციელებულია პრივატული ტრანსფერი.

 

საბანკო გადარიცხვის ქვითარში კონკრეტულად არაა მითითებული თანხის გადარიცხვის დანიშნულება, მიზნობრიობა. შესაბამისად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ 2008 წლის 15 სექტემბერს სს” პ------------- ბ-------ნ” იქნა სესხის სახით თანხა აღებული ს------- ბ------ ჯ-------ის მიერ და მეორე დღესვე მოხდა მისი გადარიცხვა მესამე პირისათვის შეძენილი ქონებების ღირებულების ანგარიშში მოკლებული იყო დამაჯერებლობას, რადგან საბანკო გადარიცხვის ქვითარი არ შეიცავს იმ ინფორმაციას რისი დადასტურებასაც ცდილობდა მოსარჩელე.

 

აქედან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელესა და მესამე პირს შორის 2007 წელს, როგორც უძრავ ქონებებზე, ასევე საზოგადოების წილზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და ამ მიზნით წინასწარ თანხის გადახდის ფაქტი სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, არ დგინდებოდა მეუღლეთა საერთო ვალების არსებობის ფაქტი, რომელიც უნდა გაიყოს საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.11 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ ე---- ლი ჯ-------მა მ--- ჯ-------ს 2010 წლის 22 ივნისის მინდობილობით მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა ე---- ლი ჯ-------ის მთელი ქონება, გარდა სადავო ქონებებისა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სადავო ქონებებზე მინდობილობა არ გაიცა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქონებები უკვე გაყიდული იყო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი მიეთითება მის მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მითითებული არგუმენტი და მტკიცებულება სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

2.24. რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას ე---- ლი ჯ-------ის 2012 წლის 26 სექტემბერს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებასთან დაკავშირებით და მის შეფასებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე ვალის აღიარებად, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული განცხადება თავისი ფორმით წარმოადგენს მხარის პოზიციას მის წერილობით ახსნა განმარტებას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე არ უნდა იქნეს შეფასებული ვალის არსებობის აღიარების ხელწერილად, მით უფრო მითითებული ნორმა არეგულირებს არა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის აღიარებას, არამედ ფულადი ვალდებულების არსებობის აღიარებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი, აბსოლუტური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერთი მხარე დამოუკიდებლად კისრულობს მეორე მხარის სასარგებლოდ გარკვეულ შესრულებას, იგი ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულების არსებობა საკმარისია, რომ დაკმაყოფილდეს კრედიტორის მოთხოვნა და საჭირო აღარაა ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლების კვლევა. რაც შეეხება უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე დასარეგულირებელ ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.

 

2.25. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის1169-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის უძრავ ქონებებზე და საზოგადოებაში შესაბამის წილზე ნასყიდობის ხელშეკრულებები კანონით დადგენილი წესით არ დადებულა, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქონების შეძენის მიზნით მოსარჩელეს მოპასუხისა და მესამე პირისათვის თანხა არარსებული გარიგების საფუძველზე არ გადაუხდია. აქედან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მეუღლეთა საერთო ვალები სადავო გარიგებებიდან გამომდინარე არ წარმოშობილა, შესაბამისად არ არსებობს საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად მათი გაყოფის და მოპასუხისათვის ქონების ღირებულების 42 228 აშშ დოლარის დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

2.26. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და ფულადი ვალდებულების შესრულება, სასამართლო აღარ იმსჯელა სამართლებრივად სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ს------- ჯ-------სა და მესამე პირ ე---- ლი ჯ-------ს შორის არსებული შეთანხმება უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ საჭიროებდა წერილობით გაფორმებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მოხდა შეთანხმება შპს ,,პ---------ო ბ----ში" წილის ნასყიდობის თაობაზე აუცილებელი იყო პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება და მისი ნოტარიალურად დამოწმება (იხ.გადაწყვეტიება §6.1-6.2; გვ.10-13).

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მოსამართლის მსჯელობა დაუსაბუთებელი და არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მ--- ჯ-------ი და მესამე პირ ე---- ლი ჯ-------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1991-2012 წლებში. 2007 წელს მოსარჩელე ს------- ჯ-------ი და მესამე პირი ე---- ლი ჯ-------ი შეთანხმდნენ, რომ მესამე პირი მოსარჩელეს მიჰყიდდა 50% წილს შპს ,,პ---------ო ბ----ში", აგრეთვე მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე, რუ-------–-ს გამზ.#---სა და #---ში. ამ მიზნით, 2007-2008 წლებში მოსარჩელემ მოპასუხესა და მესამე პირს გადაუხადა 94 456 აშშ დოლარი, მათ შორის 14 206 აშშ დოლარი ხელზე გადაეცა მოპასუხეს, ხოლო 50 000 ევრო ანუ 80 250 შშ დოლარი მოსარჩელემ გადაურიცხა მესამე პირს მის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული თანხა მოხმარდა მოპასუხისა და მესამე პირის საერთო ინტერესებს. თანხის გადახდის შემდეგ, მოპასუხე და მესამე პირი განქორწინდნენ, რის შედეგადაც ზემოაღნიშნული უძრავი ქონებისა და წილის ნახევარი დარეგისტრირდა მოპასუხე მ--- ჯ-------ის სახელზე. მესამე პირმა - ე---- ლი ჯ-------მა მის საკუთრებაში დარჩენილი უძრავი ქონება და წილი 2013 წლის მარტსა და მაისში გადააფორმა მოსარჩელის სახელზე, რითაც სანახევროდ შეასრულა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ გადახდილი თანხის ნახევრის - 47 228 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე და 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელისა და მესამე პირს შორის, იმ დროს, როდესაც იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე მ--- ჯ-------თან, დაიდო შეთანხმება, რომელიც შესრულდა მხოლოდ სანახევროდ. ვალდებულებით ნაკისრი ქონების ნახევარი, მესამე პირმა - ე---- ლი ჯ-------მა გადასცა მოსარჩელე ს------- ჯ-------ს, ხოლო გადასაცემი ქონების მეორე ნახევარი გადავიდა მოპასუხე მ--- ჯ-------ის საკუთრებაში. ამავდროულად, დადასტურებულია, რომ ს------- ჯ-------ის მიერ წილისა და უძრავი ქონების შესაძენად, ე---- ლი ჯ-------ისთვის გადახდილი თანხა გამოყენებული იქნა მ--- ჯ-------ისა და ე---- ლი ჯ-------ის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, მათი ქორწინებაში ყოფნის პერიოდში. სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე და 1170.2 მუხლებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით ერთმანეთისაგან გამიჯნულია „საერთო“ ვალი „სოლიდარული“ ვალისაგან და მეუღლეთა საერთო ვალები იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად, სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია მ--- ჯ-------ის და არა ე---- ლი ჯ-------ის მიმართ, რომელმაც პირადად გაისტუმრა იმ დავალიანების ნახევარი, რომელიც მოხმარდა მოპასუხისა და მესამე პირის ოჯახის საერთო ინტერესებს.

 

აქედან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ საკითხი ეხება ვალის გასტუმრებას ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და სრულიად უადგილო და არასწორია მოსამართლის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საჭირო იყო მოსარჩელესა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმების წერილობით გაფორმება საჯარო რეესტრში და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის ქონების ღირებულებისათვის გადახდილი თანხის იმ ნაწილს, რაც მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მიეკუთვნა, იმის გამო, რომ აღნიშნული ქონება შეძენილი იყო მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში; აქედან გამომდინარე, მოსამართლე ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს (იხ.გადაწყვეტიება §6.3; გვ.14).

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსამართლის აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხი ეხება მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინებას იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მეუღლის ვალი გამოყენებული იქნა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის (სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მეუღლეთა საერთო ვალები, მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის დანაწესი).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხისა და მესამე პირის ქორწინების პერიოდში, მათ მიერ მოსარჩელისაგან მიღებული იქნა თანხა, რომლის სანაცვლოდ მესამე პირს უნდა განეხორციელებინა გარკვეული ქმედება. მიღებული თანხა მოხმარდა მოპასუხისა და მესამე პირის ოჯახის საერთო ინტერესებს. მესამე პირმა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება განახორციელა მხოლოდ სანახევროდ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 1169-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებას მოპასუხისაგან.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არავითარ შემთხვევაში არ ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს, რომლითაც გაიყო მოპასუხისა და მესამე პირის თანაცხოვრების პერიოდში მათ მიერ შეძენილი ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი განმარტავს, რომ საკითხი ეხება ვალის გადახდევინებას მეუღლეთა საერთო ქონებიდან. აღნიშნული ვალის ნახევარი გასტუმრებული იქნა მესამე პირის მიერ, ხოლო ვალის მეორე ნახევრის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს ,,პ---------ო ბ----ის" ბუღალტრის ჩვენებას, რომ 2008 წლიდან საზოგადოების პარტნიორი იყო მხოლოდ ს------- ბ------ ჯ-------ი და შესაბამისად, ე---- ლი ჯ-------ზე დივიდენდები აღარ გაიცემოდა", ვინაიდან არ იყო ჩატარებული საზოგადოების პარტნიორთა კრება და წილი გადაფორმება არ იყო ასახული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2013 წლამდე (იხ.გადაწყვეტიება §6.3; გვ.14).

 

აპელანტის შეფასებით, მოსამართლის მსჯელობა არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა შპს „პ---------ო ბ----ის“ ბუღალტერი ა-- პ----–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წლიდან საზოგადოების ფაქტობრივი ერთპიროვნული პარტნიორი იყო მხოლოდ მოსარჩელე ს------- ჯ-------ი და მესამე პირ ე---- ლი ჯ-------სზე 2008 წლის შემდეგ, დივიდენდები არ გაიცემოდა. მოწმე ა-- პ----–---–ს არ უთქვამს, რომ ე---- ლი ჯ-------ი აღარ იყო საზოგადოების ფორმალური პარტნიორი. მოსამართლეს ყურადღება არ მიუქცევია იმ გარემოებისათვის, რომ თავად ე---- ლი ჯ-------ს, რომელიც ფორმალურად კვლავაც წარმოადგენდა საზოგადოების პარტნიორს, 2008 წლიდან აღარ გასჩენია სურვილი, მოეთხოვა დივიდენდი შპს „პ---------- ბ----იდან“ აღნიშნული გარემოება აშკარად ცხადყოფს, რომ ე---- ლი ჯ-------ს 2008 წლიდან უკვე გააჩნდა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს პოზიცია დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და მიკერძოებულია, თითქოს მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მე-3 პირს - ე---- ლი ჯ-------ს ნამდვილად ჰქონდა განზრახული მისი კუთვნილი ქონების გაყიდვა მოსარჩელე ს------- ჯ-------ზე; მოსამართლემ ასევე არასარწმუნოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ და მესამე პირმა ნამდვილად მიმართეს აუდიტ რ------- ბ-----ს გასაყიდი ქონების შეფასების მიზნით; ასევე არასარწმუნოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიერ მოპასუხე -მ--- ჯ-------ისათვის და მე-3 პირის ე---- ლი ჯ-------ისათვის უძრავი ქონებისა და წილის შეძენის მიზნით თანხის გადაცემის ფაქტი (იხ.გადაწყვეტილება §6.4; გვ.14-17).

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აუდიტმა რ------- ბ-----მა 2007 წლის 5 ოქტომბერს შეადგინა აუდიტორული დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა „პ---------ო ბ----ის და ყ---------–-ს“ ღირებულება. დასკვნის თანახმად, აუდიტმა, ს------- და ე---- ჯ-------ების თხოვნით, მოახდინა ე---- ლი ჯ-------ის საკუთრებაში არსებული ‘’პ---------ო ბ----ის“ 50% წილისა და თბილისში, რ---------------------------სა და რ--------–-ს გა------------ში არსებული უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრა იმ მიზნით, რომ ე---- ლი ჯ-------ს მის საკუთრებაში არსებული აღნიშნული წილი და ქონება გაესხვისებინა ს------- ჯ-------ზე. დასკვნით დადგენილია, რომ ე---- ლი ჯ-------ის კუთვნილებაში არსებული წილისა და ქონების ღირებულება შეადგენდა 90 000 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა და საქმეს დაერთო რ------- ბ------ს 2015 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომლითაც აუდიტი ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დაკავშირებულია მის მიერ 2007 წლის 5 ოქტომბერს გაკეთებულ აუდიტორულ შეფასებასთან. განცხადების თანახმად, 2007 წლის მაისში რ. ბ-----ს დაუკავშირდნენ ე---- და ს------- ჯ-------ები. მათი სურვილი იყო „პ---------ო ბ----ისა“ და ორი უძრავი ქონების სამართლიანი ღირებულების განსაზღვრა იმ მიზნით, რომ შემდგომში განხორციელებულიყო ე---- ლი ჯ-------ის კუთვნილი წილის თანამესაკუთრეზე, მის ძმაზე - ს------- ჯ-------ზე გასხვისება. რ. ბ------ს მიერ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის აუდიტორული კვლევა-შეფასება და თბილისში, რ------------------------------- არსებული უძრავი ქონების შეფასება ჩატარდა საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად. კვლევის შედეგად, „პ---------ო ბ----სა“ და ორ კომერციულ უძრავ ქონებაში ე---- ლი ჯ-------ის წილის ღირებულებამ შეადგინა 90 000 აშშ დოლარი. ის, რომ 2007 წლის მაისში, ზემოაღნიშნული წილისა და უძრავი ქონების ღირებულების დადგენის მიზნით ე---- და ს------- ჯ-------ებს ნამდვილად ჰქონდათ ურთიერთობა აუდიტ რ------- ბ-----თან, ასევე დასტურდება მათ შორის არსებული მიმოწერით ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კერძოდ, 2007 წლის 6 მაისს, მოსარჩელისათვის გაგზავნილ წერილში რ------- ბ------ ყურადღებას ამახვილებს „პ---------ო ბ----ში“ წილის შეფასების მეთოდიკაზე. 2007 წლის 5 ივლისს ე---- ლი ჯ-------ის მიერ რ------- ბ------სათვის მიწერილ წერილში ნათქვამია: „გიდასტურებთ თანხმობას, რომ ჩაატაროთ „პ---------ო ბ----ის“ ბიზნესისა და ქონების შეფასება“.

 

გადაწყვეტილების მიხედვით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეში წარმოდგენილი ქვითრები შეაფასოს, როგორც მოპასუხე მ--- ჯ-------ისათვის გადახდილი დივიდენდის თანხა, თუმცა სასამართლო არ გამორიცხავს ამ შესაძლებლობასაც. (იხ.გადაწყვეტიება §6.4; გვ.14-16). აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული პოზიცია საფუძველს არის მოკლებული შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - 2008 წლის 16 ივლისის საბანკო ამონაწერით, რომლითაც ს------- ჯ-------მა ე---- ლი ჯ-------ის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 50 000 ევრო, რაც იმდროინდელი საბანკო კურსით შეადგენდა 80 250 აშშ დოლარს და მოპასუხე მ--- ჯ-------ისათვის ნასყიდობის საფასურის ნაწილის 14 206 აშშ დოლარის გადაცემის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხესა და მესამე პირს 2007-2008 წლებში გადასცა 94 456 აშშ დოლარი.

 

შპს „პ---------ო ბ----ის“ მიერ სასამართლოში წარდგენილი ცნობითა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით დადგენილია, რომ 1999-2006 წლებში კომპანიის პარტნიორებზე დივიდენდი არ განაწილებულა; ასევე არ განაწილებულა დივიდენდი 2012 წლიდან დღემდე. 2007 წლის დივიდენდის სახით კომპანიის 50% წილის მფლობელ პარტნიორზე ე---- ლი ჯ-------ზე გაიცა 14400 ლარი, რომლიც მან მიიღო 2008 წელს; ასევე 14400 ლარი გაიცა კომპანიის 50% წილის მფლობელ მეორე პარტნიორ ს------- ბ------ ჯ-------ზე, რომლიც მან მიიღო 2010 წელს.

 

2008 წლის დივიდენდის სახით, ს------- ბ------ ჯ-------ზე, რომელსაც ე---- ლი ჯ-------ისაგან შესყიდული ჰქონდა შპს „პ---------ო ბ----ის“ 50% წილი, გაიცა 17966.10 ლარი, აღნიშნული დივიდენდი მან მიიღო 2010-2011 წლებში. 2009 წლის დივიდენდის სახით ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 24109.14 ლარი, აღნიშნული დივიდენდი მან მიიღო 2011 წელს. 2010 წლის დივიდენდის სახით ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 49956.75 ლარი, საიდანაც 4193.68 ლარი მან მიიღო 2011 წელს, ხოლო 45763.07 ლარი-2014 წელს. 2011 წლის დივიდენდის სახით ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 112006.93 ლარი, რომელიც მან მიიღო 2014 წელს. ზემოთ მითითებული თანხები მოიცავს საშემოსავლო გადასახადს. გაცემული დივიდენდიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის სახით გადახდილ იქნა 12361.95 ლარი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ შპს „პ---------ო ბ----ის“ ბუღალტრის მიერ გაცემული მეორე ცნობით (27.12.2014), რომელიც მტკიცებულების სახით დაერთო საქმეს, ასევე დასტურდება, რომ მესამე პირის ე---- ლი ჯ-------ის მიღებულ 50 000 ევროსა და მ--- ჯ-------ის მიერ მიღებულ 14 206 აშშ დოლარს, არაფერი აქვს საერთო შპს „პ---------- ბ----ის მიერ გაცემულ დივიდენდსა და უძრავი ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალთან.

 

მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი და საქმეზე დართული იქნა შპს „პ---------ო ბ----ის“ სალაროს გასავლის ორდერები. აღნიშნული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კომპანიის სალაროს გასავლის ორდერის ფორმა სრულიად განსხვავდება მოპასუხე მ--- ჯ-------ისათვის, 2007-2008 წლებში 14 206 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ფორმისაგან. გარდა ამისა, მ--- ჯ-------ისათვის თანხის ხელზე გადაცემა ფიქსირდებოდა აშშ დოლარში, რაც დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა მოსარჩელესა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმების ნაწილს.

 

აპელანტის განმარტებით, შპს „პ---------ო ბ----ის“ ბუღალტერმა ა-- პ----–---–მა, დაადასტურა, მის მიერ გაცემული ცნობების მონაცემების სისწორე; კერძოდ ის, რომ ე---- ლი ჯ-------ის მიერ მიღებული 50 000 ევრო და მ--- ჯ-------ის მიერ მიღებული 14 206 აშშ დოლარი არ წარმოადგენდა არც შპს „პ---------ო ბ----ის მიერ გაცემულ დივიდენდს და არც უძრავი ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალს. ა-- პ----–---–მა ასევე განაცხადა, რომ შპს „პ---------ო ბ----ის“ ანგარიშიდან არასოდეს განხორციელებულა გადარიცხვა ს------- ბ------ ჯ-------ის პირადი სესხის დაფარვის მიზნით, რომელიმე საბანკო ანგარიშზე.

 

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა, შპს „პ---------ო ბ----ის“ დირექტორმა თ----- მ------–-–---–მა განაცხადა, რომ 2007-2008 წლებში მ--- ჯ-------ისათვის გადაცემული თანხა წარმოადგენდა მისი მეუღლის, ს------- ჯ-------ის მიერ ე---- ლი ჯ-------ისაგან შეძენილი წილისა და უძრავი ქონების ღირებულების ნაწილს, ხოლო აღნიშნული ქონების ღირებულების მეორე ნაწილი 50 000 ევროს ოდენობით, ს------- ჯ-------მა 2008 წელს გადაურიცხა ე---- ლი ჯ-------ს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს მტკიცებულების სახით წარედგინა და საქმეს დაერთო ს------- ბ------ ჯ-------სა და სს „პ------------- ბანკს“ შორის 2008 წლის 15 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება #1----------, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ სს „პ------------- ბ-------ნ“ კრედიტის სახით 266 000 აშშ დოლარის აღების ფაქტი. აღნიშნული თანხის ნაწილით მოსარჩელემ შეიძინა 50 000 ევრო და მეორე დღეს 2008 წლის 16 ივლისს შ-------–ი გადაურიცხა ე---- ლი ჯ-------ს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ე---- ლი ჯ-------ის წარმომადგენლის განმარტებით, 2007 წლიდან ზემოაღნიშნული ქონებით ფაქტობრივად სარგებლობდა ს------- ჯ-------ი. 2011 წლიდან ურთიერთობა დაიძაბა ე---- ლი ჯ-------სა და მის მეუღლე მ--- ჯ-------ს შორის, რომელმაც ყადაღა დაადო ფაქტობრივად გაყიდულ ქონებას, იმ განზრახვით, რომ აღნიშნული ქონების გაყოფა მომხდარიყო განქორწინების პროცესის ფარგლებში. იქიდან გამომდინარე, რომ განქორწინების შედეგად, შეთანხმებით გათვალისიწინებული გასაყიდი ქონებისა და წილის ნახევარი გადავიდა მ--- ჯ-------ის საკუთრებაში, ე---- ლი ჯ-------მა შეძლო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების მხოლოდ სანახევროდ შესრულება, რითაც მატერიალურად დაზარალდა ს------- ჯ-------ი. 2007-2008 წლებში მოსარჩელის მიერ, მესამე პირის ე---- ლი ჯ-------ისათვის და მისი მეუღლისათვის მოპასუხე მ--- ჯ-------ისათვის გადაცემული იქნა 50 000 ევრო (ანუ 80 250 აშშ დოლარი) და 14 206 აშშ დოლარი და აღნიშნული თანხის გადაცემის საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელისა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმება იმის შესახებ, რომ გადაცემული თანხის საფასურად მესამე პირი მოსარჩელეს მიჰყიდდა თავის წილს შპს „პ---------ო ბ----ი“ და მის საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ქონებას.

 

აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულებები გამორიცხავს სასამართლოს იმ მოსაზრების სისწორეს, რომლის მიხედვით, თითქოს მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის 2008 წელს გადარიცხული 50 000 ევრო წარმოადგენდა პრივატულ გადარიცხვას, ხოლო მ--- ჯ-------ისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები კი შესაძლებელია ყოფილიყო შპს „პ---------ო ბ----ში“ გაცემული დივიდენდის თანხა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მე-3 პირმა ე---- ლი ჯ-------მა, მის მეუღლეს მოპასუხე - მ--- ჯ-------ს 2010 წლის 22 ივნისის მინდობილობით მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა ე---- ლი ჯ-------ის მთელი ქონება, მარდა სადავო ქონებისა; ამავე დროს სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ სადავო ქონებაზე მინდობილობა არ გაიცა, იმ მიზეზით, რომ მესამე პირს მოსარჩელის წინაშე აღებული ჰქონდა ვალდებულება აღნიშნული ქონების გასხვისების (იხ. გადაწყვეტილება §6.4; გვ.17).

 

საქმეში წარმოადგენილია მტკიცებულება - ე---- ლი ჯ-------ის მიერ მ--- ჯ-------ზე 2010 წლის 22 ივნისს გაცემული მინდობილობა, რომლითაც მესამე პირმა მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, ემართა და განეკარგა (მათ შორის საკუთარ სახელზე გადაეფორმებინა, გაეყიდა, გაეჩუქებინა, იპოთეკით დაეტვირთა, გაექირავებინა, მოეხდინა სხვენის პრივატიზაცია) ე---- ლი ჯ-------ის მთელი უძრავი ქონება, კერძოდ, ბინა მდებარე ქ. თბილისში, ალ---------------------------------–-–---–----------- და სხვენი, აგრეთვე აგარაკი მდებარე ხა–----------–------ საკრებულო, სოფ ტა–------ი. ამასთან ერთად მესამე პირი მოპასუხეს აძლევდა თანხმობას მისი კუთვნილი უძრავი ქონების (თბილისი, ქე--------–-------–-- გამზირი #-------) განკარგვის თაობაზე.

 

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ 2010 წლის 22 ივნისის მდგომარეობით არც ე---- ლი ჯ-------ი და არც მ--- ჯ-------ი არ მიიჩნევდნენ, რომ თბილისში, რ---------------------------სა და #---ში ე---- ლი ჯ-------ის სახელზე ფორმალურად რიცხული უძრავი ქონება და წილი შპს „პ---------ო ბ----ში“ ნამდვილად მას ეკუთვნოდა და როგორც მესამე პირისათვის, ისე მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელესა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმების შესახებ, აღნიშნული ქონების გაყიდვის თაობაზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში არცერთი სიტყვით არ არის ნამსჯელი იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის და მოპასუხისათვის უძრავი ქონებისა და შპს "პ---------ო ბ----ში" წილის შესასყიდად გადახდილი თანხა გამოყენებული იქნა მოპასუხისა და მესამე პირის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის; კერძოდ, 2008 წელს ე---- ლი ჯ-------ის მიერ მესამე პირისა და მოპასუხის ვაჟის ლ------ საჭიროებისათვის გადახდილი იქნა ავიაბილეთის ღირებულება 490,28 ევროს ოდენობით; შეძენილი იქნა მობილური ტელეფონი 901,38 ევროს ღირებულების და კომპიუტერი 943,93 ევროს ღირებულების; ასევე აღებული იქნა მისი მეტროპოლიტენის სამგზავრო ბილეთი (1-თვიანი), რაშიც გადახდილი იქნა 252,14 ევრო. ე---- ლი ჯ-------ის მიერ გადახდილი იქნა მოპასუხისა და მესამე პირის მეორე ვაჟის - ლუ----- 2008 წლის სწავლის საფასური - 2426,80 ევროსა და ყოველთვიური გადასახადი 625,09 ევროს ოდენობით ( გარდა 2008 წლისა).

 

აპელანტი განმარტავს, რომ ე---- ლი ჯ-------ის მიერ გადახდილი იქნა მოპასუხე მ--- ჯ-------ის თვითმფრინავის ღირებულება 631,62 ევროს ოდენობით, მისთვისვე იქნა შეძენილი 756,41 ევროს ღირებულების სამედიცინო პრეპარატები. 2008 წლის ივლისში ე---- ლი ჯ-------მა მ--- ჯ-------ს გადაურიცხა 1200 აშშ დოლარი; იმავე წლის აგვისტოში - 966,47 ევრო, ხოლო სექტემბერში - 1733,75 ევრო. ასევე, გადარიცხული თანხით, ე---- ლი ჯ-------მა მისი და მოპასუხის ოჯახის საერთო საჭიროებისათვის ასევე შეიძინა საცხოვრებელი ბინა და ავეჯი სტოკჰოლმში, რისთვისაც 2008-2009 წლებში გადაიხადა 43 075, 42 ევრო ( მათ შორის საიჯარო გადასახადი 2008 და 2009 წლებისათვის, შუამავლის საკომისიო, ყოველკვარტალური კომუნალური მომსახურების გადასახადი, საცხოვრებელი ფართის დაზღვევა 2008-2009 წლებში, ბინის ავეჯის, ელექტრონული ტექნიკისა და კარის საკეტების შეძენა).

 

აპელანტის მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესზე მ--- ჯ-------მა განაცხადა, რომ ე---- ლი ჯ-------მა ნამდვილად გადაიხადა მისი მგზავრობისა და მკურნალობის, აგრეთვე მათი შვილების სწავლის ღირებულება; მოპასუხის აზრით, ეს ხარჯები შესაძლებელია ე---- ლი ჯ-------ის მიერ მოზიდული ყოფილიყო სხვა წყაროებიდან, თუმცა მოპაუსემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებედა მის აღნიშნულ ვარაუდს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ მოსარჩელისაგან მიღებული თანხა გამოყენებული იქნა მესამე პირისა და მოპასუხის საერთო ინტერესებისათვის, რის გამოც აღნიშნული ვალის გადახდევინება უნდა განხორციელდეს მეუღლეთა იმ საერთო ქონებიდან, რომელიც მათ გააჩნდათ მათი ქორწინების დროს და მათი საერთო ვალდებულება წარმოიქმნა ქორწინების პერიოდში.

 

აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სრულიად დაუსაბუთებლად არის აღნიშნული თითქოს, მესამე პირის - ე---- ლი ჯ-------ის, ნოტარიალურად დამოწმებული აღიარება არ წარმოადგენს ვალის აღიარებას (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება §6.5; გვ.17-18). რაც შეეხება მესამე პირის მიერ, მოსარჩელის მიმართ მისი და მოპასუხის საერთო ვალდებულების სანახევროდ შესრულებას, ამ საკითხზე გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უსაფუძვლობას.

 

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 47 228 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე და 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელისა და მესამე პირს შორის, იმ დროს, როდესაც იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე მ--- ჯ-------თან, დაიდო შეთანხმება, რომელიც შესრულდა მხოლოდ სანახევროდ. ვალდებულებით ნაკისრი ქონების ნახევარი, მესამე პირმა - ე---- ლი ჯ-------მა გადასცა მოსარჩელე ს------- ჯ-------ს, ხოლო გადასაცემი ქონების მეორე ნახევარი გადავიდა მოპასუხე მ--- ჯ-------ის საკუთრებაში. ამავდროულად, დადასტურებულია, რომ ს------- ჯ-------ის მიერ წილისა და უძრავი ქონების შესაძენად, ე---- ლი ჯ-------ისთვის გადახდილი თანხა გამოყენებული იქნა მ--- ჯ-------ისა და ე---- ლი ჯ-------ის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, მათი ქორწინებაში ყოფნის პერიოდში. სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე და 1170.2 მუხლებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით ერთმანეთისაგან გამიჯნულია „საერთო“ ვალი „სოლიდარული“ ვალისაგან და მეუღლეთა საერთო ვალები იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად (იხ. სუსგ #ა-2778-ბ-11-2015, 28.09.2015; გვ.11; აგრეთვე, სუსგ #ას-1035-1228-08; 23.03.2009; გვ.8; სუსგ #ას-516-489-2015, 17.06.2015; გვ.5); აღნიშნულის გათვალისიწინებით, სასარჩელო მოთხოვნა დაყენებული იქნა მ--- ჯ-------ის და არა ე---- ლი ჯ-------ის მიმართ, რომელმაც პირადად გაისტუმრა იმ დავალიანების ნახევარი, რომელიც მოხმარდა მოპასუხისა და მესამე პირის ოჯახის საერთო ინტერესებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იქნა მითითებული სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, არ იქნა გამოყენებული კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; შესაბამისად, დაირღვა საქართველოს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნა; იმავდროულად მოსამართლის მიერ არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლი, რითაც დაირღვა საქართველოს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ მოსამართლემ თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 44.3, 46-ე და 47-ე მუხლებზე, აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 327-ე, 477-ე 312-ე და 69-ე მუხლებზე, გამოყენებული იქნა კანონი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება იმ ვალის გასტუმრების ვალდებულებას, რომელიც გამოყენებული იქნა მოპასუხისა და მესამე პირის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის და აპელანტს მიაჩნია, რომ უადგილოა მსჯელობა გარიგების ფორმის დაცვისა და პარტნიორთა კრების მოწვევის აუცილებლობის შესახებ. შესაბამისად, დაირღვა საქართველოს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნა.

 

აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 53-ე და 341-ე მუხლები; ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე და 102-ე მუხლები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის თანახმად ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარისწორების (გადახდის) საფუძველზე. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 53-ე და 341-ე მუხლები; ასევე სსკ-ის 180-ე მუხლი, რითაც დაირღვა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებაში ასევე, არასწორად არის მითითებული სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 102-ე მუხლზე, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის სისწორეს ადასტურებს, როგორც მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის წერილობითი დოკუმენტები, შემოსავლების სამსახურიდან და შპს "პ---------ო ბ----ი"-დან მიღებული საბუღალტრო დოკუმენტაცია, მოწმეთა ჩვენებები, ისე მესამე პირის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და მოპასუხის აღიარება იმის თაობაზე, რომ მესამე პირის მიერ მოსარჩელისაგან მიღებული თანხა გამოყენებული იქნა მოპასუხისა და მესამე პირის ოჯახის საერთო საჭიროებისათვის. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაშიც დაირღვა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.26. პუნქტები).

 

4.2. 1999 წლის 7 აპრილს მოსარჩელემ და მესამე პირმა საქართველოში დააფუძნეს შპს ”პ---------ო ბ----ი”, თითოეული დამფუძნებლის წილი განისაზღვრა 50-50%-ით.

 

4.3. 1999 წელს ს------- ბ------ ჯ-------მა, ე---- ლი ჯ-------მა და პ------ ს----------მა შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, რ--------------------, საკადასტრო კოდი №0----------------------, 37 კვ.მ, რომლის ნახევრის მესაკუთრეს წარმოადგენს პ------ ს----------ი, უძრავი ქონების ¼-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე, ხოლო დანარჩენ ¼-ისას კი ე---- ლი ჯ-------ი.

 

4.4. 2003 წელს ს------- ბ------ ჯ-------მა და ე---- ლი ჯ-------მა შეიძინეს არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე, ქ.თბილიში, რ----------------------–ი, საკადასტრო კოდი №0----------------------, 22.05 კვ.მ, რომლის ნახევრის მესაკუთრეს წარმოადგენდა ს------- ბ------ ჯ-------ი და ხოლო მეორე ნახევრისას - ე---- ლი ჯ-------ი.

 

4.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მ--- ჯ-------ის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა შვედეთის სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს მე-2 განყოფილების 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ 1999 წლის 21 სექტემბერს დაქორწინებული მხარეები: მ--- ბ-----ე-ჯ-------ი და ე---- ლი ი-------ი (იგივე ე---- ი-------ი).

 

4.6. 2013 წლის 13 აპრილს მომზადებული ამონაწერებით, ქ. თბილისში, რუ-------–-ს გამზ.№---ში, მდებარე უძრავი ქონების 1/8 ნაწილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა მ--- ჯ-------ი. შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები განისაზღვრნენ შემდეგნაირად: ½ ნაწილი - პ------ ს----------ი, ¼ ნაწილი-ს------- ჯ-------ი, 1/8 ნაწილი-ე---- ლი ჯ-------ი და 1/8 ნაწილი მ--- ჯ-------ი.

 

ქ. თბილისში, რუ-------–-ს ქ№---ში მდებარე უძრავ ქონებაზე ქონების ¼ ნაწილი დარეგისტრირდა მ--- ბ-----ე-ჯ-------ზე და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები განისაზღვრნენ შემდეგნაირად: ½ ნაწილი-ს------- ბ------ ჯ-------ი, ¼ ნაწილი-ე-----ლი ჯ-------ი და ¼ ნაწილი მ--- ჯ-------ი.

 

4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით, ე---- ლი ჯ-------ის 25%-იან წილს დაედო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა წილის გასხვისების რეგისტრაციაზე.

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა შპს ”პ---------ო ბ----ში” ე---- ლი ჯ-------ის 25% წილი და საერთო ჯამში მოსარჩელის წილმა შეადგინა 75%, ხოლო ე---- ლი ჯ-------ის სახელზე დარჩა 25% წილი (სასამართლოს განჩინებით დაყადაღებული). ამავე თარიღით მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, რუ-------–-ს გამზ№---ში მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ე---- ლი ჯ-------ის საკუთრებაში არსებულ წილზე რეგისტრირებული იყო ყადაღა.

 

- 2013 წლის 18 აპრილის ამონაწერით მ--- ჯ-------ი დარეგისტრირდა შპს ”პ---------ო ბ----ის” 25%-იანი წილის მესაკუთრედ და კომპანიაში პარტნიორთა წილი განისაზღვრა შემდეგნაირად: 75% - ს------- ჯ-------ი და 25% - მ--- ჯ-------ი.

 

4.8. 2013 წლის 29 მაისს ს------- ბ------ ჯ-------სა და ე---- ლი ჯ-------ს შორის კვლავ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ამჟამად, ქ. თბილისში რ------------------ში მდებარე უძრავი ქონების 1/8 ნაწილსა და რუ-------–-ს გამზ. №---ში მდებარე უძრავი ქონების ¼ ნაწილზე, ანუ მესამე პირის საკუთრებაში დარჩენილ წილზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის საგნის ღირებულება, რამაც შედგინა 10 000 ევრო.

 

2013 წლის 4 ივნისს საჯარო რეესტრის მიერ მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, რუ-------–-ს გამზ. №---ში მდებარე უძრავ ქონებაში ე---- ლი ჯ-------ის 1/8 ნაწილი და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები განისაზღვრნენ შემდეგნაირად: 4/8 ნაწილი - პ------ ს----------ი, 3/8 ნაწილი - ს------- ჯ-------ი, 1/8 ნაწილი - მ--- ჯ-------ი.

 

იმავე თარიღით მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა რუ-------–-ს გამზ.№---ში მდებარე უძრავ ქონებაში ე---- ლი ჯ-------ის ¼ ნაწილი და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები განისაზღვრნენ შემდეგნაირად: ¾ ნაწილი - ს------- ბ------ ჯ-------ი, ¼ ნაწილი - მ--- ჯ-------ი.

 

4.9. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

4.10. პალატა ვერ გაიზიარებს, აპელანტის მტკიცებას, რომ 2007 წელს ს------- ჯ-------ი და მესამე პირი ე---- ლი ჯ-------ი შეთანხმდნენ, რომ მესამე პირს მოსარჩელეს მიყიდდა 50%-იან წილს შპს ,,პ---------ო ბ----ში“, აგრეთვე მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე რუ-------–- გამზ. #---სა და #---ში.

 

აღნიშნული ქონებისა და წილის ღირებულება განისაზღვრა 90 000 აშშ დოლარის ოდენობით აუდიტის დასკვნის საფუძველზე. ასევე შეთანხმდნენ, რომ წილისა და უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება დაიდებოდა თანხის გადახდის შემდეგ. ე---- ლი ჯ-------ის თხოვნით, შესასყიდი ქონების და წილის საფასურის ნაწილი 14 206 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადასცა მ--- ჯ-------ს. ხოლო ე---- ლი ჯ-------ს გადაურიცხა 50 000 ევრო, სულ 94 456 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტომი IV, ს.ფ. 33).

 

დადგენილია, რომ 2007 წლის 5 ოქტომბერს აუდიტ რ------- ბ------ს მიერ მომზადდა აუდიტორული დასკვნა ”პ---------ოს წ---------------------–--ა” და რუ-------–-ს ქუჩა №-- და 36-ში მდებარე ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე---- ლი ჯ-------ის კუთვნილებაში არსებული წილისა და ქონების ღირებულება შეადგენდა 90 000 აშშ დოლარს.

 

- აუდიტის დასკვნის თანახმად, შემოწმების ამოცანაა ხელი შეუწყოს ე---- ჯ-------ის სურვილს, რომ ზემოხსენებულ აქტივებში საკუთარი წილი გაასხვისოს თა--მესაკუთრეზე-თავის ძმა ე---- ჯ-------ზე. აუდიტ რ------- ბ------ს მიერ, ამავე აუდიტორული დასკვნის მომზადების მიზნობრიობის დამატებით დადასტურების მიზნით, 2015 წლის 28 სექტემბერს მომზადდა წერილი.

 

- წილისა და უძრავი ქონების შესაძენად მოსარჩელის მიერ მ--- ჯ-------ისათვის გადახდილია 11 000 აშშ დოლარი და 5500 ლარი, რაც მთლიანობაში იმდროინდელი გაცვლითი კურსით შეადგენდა 22 858 ლარს, ანუ 14 206 აშშ დოლარს. ხოლო 50 000 ევრო (რაც იმდროინდელი კომერციული საბანკო გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა 80 250 აშშ დოლარს მოსარჩელემ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა ე---- ლი ჯ-------ს.

 

- მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის გადარიცხული 50 000 ევრო და მოპასუხის მიერ შპს ”პ---------ო ბ----ში” მოსარჩელისა და მისი მეუღლისაგან მიღებული 14 206 აშშ დოლარი, წარმოადგენდა არა მოსარჩელესა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმებით გადასაცემი წილისა და უძრავი ქონების ღირებულების ნაწილს, არამედ დივიდენდს, რომელიც უნდა მიეღო მის მეუღლე ე---- ლი ჯ-------ს.

 

- დადგენილია, რომ 1999-2006 წლებში კომპანიის პარტნიორებზე დივიდენდი არ განაწილებულა. ასევე არ განაწილებულა დივიდენდი 2012 წლიდან დღემდე. 2007 წლის დივიდენდის სახით კომპანიის 50% წილის მფლობელ პარტნიორზე ე---- ლი ჯ-------ზე გაიცა 14 400 ლარი, რომელიც მან მიიღო 2008 წელს. ასევე 14 400 ლარი გაიცა კომპანიის 50%-იანი წილის მეორე პარტნიორ ს------- ბ------ ჯ-------ზე, რომელიც მან მიიღო 2010 წელს. 2008 წელს ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 17 966 ლარი, აღნიშნული დივიდენდი მან მიიღო 2010-2011 წლებში. 2009 წელს დივიდენდის სახით ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 24 109.14 ლარი, რომელიც მან მიიღო 2011 წელს. 2011 წლის დივიდენდის სახით ს------- ბ------ ჯ-------ზე გაიცა 112 006.93 ლარი, რომელიც მან მიიღო 2014 წელს. ზემოაღნიშნული თანხები მოიცავს საშემოსავლო გადასახადს. გაცემული დივიდენდიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის სახით გადახდილ იქნა 12 361.95 ლარი.

 

ასევე, დადგენილია, რომ ე---- ლი ჯ-------ზე 18.12.2007 წლიდან 22.12.2008 წლამდე გაცემულია შპს ”პ---------ო ბ----ის” იჯარის თანხა 9074.75 ლარი.

 

- მოწმე შპს ’’პ---------ო ბ----ის” ბუღალტრის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლიდან კომპანიას ერთპიროვნულად მართავდა ს------- ბ------ ჯ-------ი, ხოლო ე---- ლი ჯ-------ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მას კომპანიის მართვასთან შემხებლობა არ გააჩნდა.

 

4.11. პალატა მიუთითებს, რომ ,,უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის ვალდებულებით სამართლებრივი ხელშეკრულების ფორმას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლს, ეს ნორმა წერილობით ფორმასთან ერთად განამტკიცებს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის აუცილებელ წინაპირობასა და საკუთრების გადასვლის მომენტს - რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს ის დანიშნულება გააჩნია, რომ შემძენი მესამე პირების წინაშე მესაკუთრის სტატუსით აღიჭურვება, ვინაიდან უძრავი ქონების შემძენის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციამდე, ერთადერთ მესაკუთრედ ითვლება გამსხვისებელი (სკ-ის 312-ე მუხლი). როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის ვალდებულებით სამართლებრივი ხელშეკრულების ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფორმის დაცვით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა იგი საჯარო რეესტრში, წარმოშობს ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმებით გათვალისწინებულ მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე შემძენის ნება უნდა გამოვლინდეს სავალდებულო წერილობითი ფორმით (ხელშეკრულებით) და საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია არ არის. ამასთან, აპელანტს უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.“ - (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ას-510-483-2014, 14.07.2014წ. ას-523-496-2014, 30.04.15 წ; სუსგ #ას-875-817-2017, 21.03.2018წ.)

 

რაც შეეხება მ--- ჯ-------ისთის თანხის გადარცხვის ქვითრებს, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქვითრები არ შეიცავს ინფორმაციას გადარიცხვის დანიშნულების შესახებ. ამასთან, რ------- ბ------ს მიერ აუდიტორული დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა ქონების ღირებულებები, მომზადებულია 2007 წლის 5 ოქტომბერს. ხოლო, მ--- ჯ-------ისათვის საქმის მასალებში წარმოდგენილი ქვითრებით თანხის გადახდა ფიქსირდება აუდიტის დასკვნის მომზადებამდე უფრო ადრე - 2007 წლის 14 მაისიდან.

 

შესაბამისად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს აღნიშნულ პერიოდამდე წარმოადგენდა მესამე პირი და არ არსებობს იმის პრეზუმფცია ვივარაუდოთ, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის დაიდო უძრავი ნივთების შესაბამის წილზე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილ იქნა ნაწილი შ-------–ი საბანკო გადარიცხვის გზით და ნაწილი თბილისში, მ--- ჯ-------ისათვის.

 

4.12. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების 1. საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით) და 32-ე მუხლის (1. საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემთხვევაში მისი წილი საზოგადოების ქონებაში ნაწილდება სხვა დანარჩენ პარტნიორებზე. 2. დანარჩენი პარტნიორები ვალდებული არიან, საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა). შპს ”პ---------ო ბ----ის” წესდების თანახმად, საზოგადოება დაფუძნდა 1999 წელს და საზოგადოების თანაბარი წილის პარტნიორებს წარმოადგენდნენ ს------ (ს-------) ბ------ ჯ-------ი და ე---- ლი ჯ-------ი. ამავე წესდების 5.4 პუნატის თანახმად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ მიიღონ საზოგადოებაში მოგების წილი მათ საწესდებო კაპიტალში შენატანის პროპორციულად. ამავე წესდების 6.1. პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება წარმოადგებს საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს და 6.4 პუნქტის თანახმად, მხოლოდ პარტნიორთა კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ”ა” საზოგადოების წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. წესდების მე-10 მუხლი კი ცალსახად განსაზღვრავს საზოგადოებაში წილის ან მისი ნაწილის გაყიდვის, გადაცემის, ჩუქების, გაცვლის ან გასხვისების სხვა ფორმას, გარდა მემკვიდრეობით გადაცემისა უნდა მოხდეს წინამდებარე წესდების, საქართველოს კანონმდებლობის და პარტნიორთა კრების პოზიტიური გადაწყვეტილების საფუძველზე. წილის გასხვისება უნდა დამტკიცდეს ნოტარიულად. წილის გასხვისების დროს პარტნიორებს ეძლევათ უპირატესი შესყიდვის უფლება.

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „ერთადერთი შემთხვევა, სადაც საუბარია გამსვლელი პარტნიორისათვის მატერიალური აქტივის ანაზღაურების შესახებ მოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, დანარჩენი პარტნიორები ვალდებული არიან, საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #ას-771-732-2013, 31.01.2014წ.). განსახილველ შემთხვევაში, ს------- ბ------ ჯ-------ის მიერ გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, მესამე პირის განცხადებისა და აუდიტ რ------- ბ--------ის აუდიტორული შეფასებისა სხვა სახის მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას დაადასტურებდა წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ 2007 წლის მდგომარეობით არც უძრავ ქონებაზე და არც წილის ნასყიდობის თაობაზე კანონით დადგენილი შეთანხმება მხარეებს შორის არ არსებობდა, ანუ იმ დროს როცა მოპასუხე და მესამე პირი იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.

 

4.13. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის და მოპასუხისათვის უძრავი ქონებისა და შპს "პ---------ო ბ----ში" წილის შესასყიდად გადახდილი თანხა გამოყენებული იქნა მოპასუხისა და მესამე პირის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებსაც ის თავის მოთხოვნასა, თუ შეპასუხებას აფუძნებს.

 

სსკ-ს 1169-ე მუხლით: „მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად“. მოცემულ შემთხვევაში, მეუღლეებმა გადაწყვიტეს ქორწინებისას შეძენილი უძრავი ქონების გაყოფა. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და ძირითად მოსარჩელეს მიაკუთვნა თანასაკუთრებიდან ქონების 1/2 ნაწილი, შესაბამისად, სამართლიანია ერთი მეუღლის მიერ ოჯახის საერთო ინტერესებისათვის აღებული ვალების მეორე მეუღლეზე თანაბარწილად დაკისრება, რაც დადგენილია სსკ-ის 1169-ე მუხლით.

 

აღნიშნული პირდაპირ გამომდინარეობს სსკ-ის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან. ამ ნორმის მიხედვით, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ანდა თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. ამ ნორმის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია მოვალე მეუღლეს მოსთხოვოს გადახდევინება მისი ინდივიდუალური ქონებიდან, ხოლო თუ ეს ქონება არაა საკმარისი, ვალის დასაფარად, მაშინ გადახდევინება მოხდება ასევე, მოვალე მეუღლის თანასაკუთრებაში არსებული წილიდან, რომელსაც იგი, ანუ მოვალე მეუღლე მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. თუ მოვალე მეუღლე, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე, არ გადაიხდის ბანკის კრედიტს, მაშინ კრედიტორის მიერ დაყენებული იქნება სარჩელი მოვალე მეუღლის ქონების გაყოფის შესახებ, რათა ამ გამოყოფილი ქონებიდან მოხდეს მოვალე მეუღლისათვის თანხის დაკისრება სსკ-ის 1169-ე მუხლით დადგენილი წესით, საერთო ქონებაში მისი კუთვნილი წილის თანაზომიერად;

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ აპელანტის მიერ გადარიცხული თანხა სრულად ან ნაწილობრივ მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, უნდა გადანაწილდეს სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების სტანდარტით. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „რაც შეეხება სესხის აღების მიზნობრიობის შესახებ სადავო ფაქტობრივ გარემოებას, მეუღლეთა საერთო ქონებად პრეზუმირებასთან კავშირში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე-მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებაზე აპელირება, რომ მეუღლეთა საერთო ვალები, მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად (სკ-ის 1169-ე მუხ.) და აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის (სკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწ.). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ წარმოადგენს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მესამე პირის ე---- ლი ჯ-------ის მიერ მ--- ჯ-------ისათვის გადარიცხული თანხის მიზნობრიობას უპირობოდ წარმოადგენდა მისი მოხმარება ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

 

შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის უძრავ ქონებებზე და საზოგადოებაში შესაბამის წილზე ნასყიდობის ხელშეკრულებები კანონით დადგენილი წესით არ დადებულა, ასევე დადგენილია, რომ ქონების შეძენის მიზნით მოსარჩელეს მოპასუხისა და მესამე პირისათვის თანხა არ არსებული გარიგების საფუძველზე არ გადაუხდია. აქედან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მეუღლეთა საერთო ვალები სადავო გარიგებებიდან გამომდინარე არ წარმოშობილა, შესაბამისად არ არსებობს საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად მათი გაყოფის და მოპასუხისათვის ქონების ღირებულების 42 228 აშშ დოლარის დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------- ბ------ ჯ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს ს------- ბ------ ჯ-------ს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით 4515 ლარის ოდენობით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები ოთარ სიჭინავა

 

გელა ქირია