განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
210100118002506603
ინსტანცია
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002506603

საქმე №1ბ/1101-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილის ი----- გ---–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ------- ბ-------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. ს------------------–---–------------, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2017 წლის 4 მაისის რედაქცია, ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით გ------- ბ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2017 წლის 4 მაისის რედაქცია) (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

გ------- ბ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2017 წლის 4 მაისის რედაქცია) (2018 წლის 4 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 (ერთი) წელი.

 

გ------- ბ-------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2017 წლის 4 მაისის რედაქცია, ორი ეპიზოდი).

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 01 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ს---------------------------–---------------ში, ბ-------–---–ების საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ ტერიტორიაზე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ------- ბ-------–---–მა, ჩაქუჩის სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენიმე დარტყმით, ძალადობა განახორციელა მეუღლის - შ------- ბ-------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც შ------- ბ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 04 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ს---------------------------–---------------ში, ბ-------–---–ების საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ------- ბ-------–---–მა, ჯოხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენიმე დარტყმით, ძალადობა განახორციელა მეუღლის - შ------- ბ-------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც, შ------- ბ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილემ ი----- გ---–--–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, საშიშროება და მსჯავრდებულის პიროვნება, კერძოდ, გ------- ბ-------–---–ი არის ალკოჰოლური საშუალებების აქტიური მომხმარებელი და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მეუღლეს, მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ორივე შემთხვევაში მსჯავრდებული იყენებდა ისეთ იარაღებს, როგორიცაა ჩაქუჩი და ჯოხი, რაც მეტყველებს დანაშაულის სიმძიმეზე; აპელანტის აზრით გასათვალისწინებელია ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ზრდის ტენდენცია რეგიონში და სახელმწიფოს ხისტი პოლიტიკა, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

მსჯავრდებულმა გ------- ბ-------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, დაზარალებულ შ------- ბ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 10 მაისის N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით, გ------- ბ-------–---–ის დაკავების ოქმი, მოწმეების: მ------ თ------–---–ის, ა----- ბ-------–---–ის, თ----- ბ-------–---–ის, მ--- ნ------–---–ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ გ------- ბ-------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან და განაგრძობს მასთან ოჯახურ თანაცხოვრებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იგი პატიმრობაში იმყოფებოდა თითქმის ორი თვე, რაც პალატის აზრით, მისთვის სათანადო დასკვნის გამოტანის საფუძველი უნდა იყოს. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილის - ი----- გ---–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ------- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2017 წლის 4 მაისის რედაქცია) (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

გ------- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2017 წლის 4 მაისის რედაქცია) (2018 წლის 4 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

გ------- ბ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გ------- ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 7 მაისიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ გ------- ბ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, მსჯავრდებულმა გ------- ბ-------–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ცალი ჯოხი, 1 (ერთი) ცალი ჩაქუჩი და 1 (ერთი) ცალი აგურის ნატეხი, რაც ინახება საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები დაფიქსირებული 1 (ერთი) ცალ კომპაქტ-დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტო-სურათები, დაფიქსირებული 1 (ერთი) ცალ კომპაქტ-დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე