განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
330100118002349230
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/983-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორის - ხ-------------–---–ის,ადვოკატ - გ----------ას,მსჯავრდებულ - ა---------–-–---–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა---------–-–---–---–ის და მისი ადვოკატის გ----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა---------–-–---–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ა---------–-–---–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით, ა---------–-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განაჩენით, ა---------–-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2018 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 05:08 საათზე, თბილისში, მ-------------- მ/რაიონის, მ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------–-–---–---–ი შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მ-----------------–---–ის მფლობელობაში არსებულ 2 000 (ორიათასი) ლარად ღირებულ ა/მანქანა „რ------–--ს“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით:

 

ა---------–-–---–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე.

 

ა---------–-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა---------–-–---–---–ისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------–-–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ა---------–-–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 თებერვლიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ა---------–-–---–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა---------–-–---–---–მა და მისმა ადვოკატმა გ----------ამ, რომლებმაც ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტების განმარტებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ა---------–-–---–---–ის მსჯავრდებისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულის, პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. დაზარალებულმა მ-----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ავტომობილის სადენები დაზიანებული არ ყოფილა და არ ფლობს ინფორმაციას, შესაძლებელია თუ არა სადენებით ავტომანქანის დაქოქვა. ექსპერტს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებდა უშუალოდ ავტომანქანაში, რაიმე სახის დაზიანება, გარდა საქარე მინის ჩამსხვრევისა, არ დაუნახავს, ხოლო გამომძიებელი და პოლიციის მუშაკები ამტკიცებენ, რომ ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა სადენები და ა---------–-–---–---–ი სწორედ ამ სადენებით ცდილობდა ავტომანქანის დაქოქვას. მოწმეთა მიერ მოწოდებული არაერთგვაროვანი ინფორმაცია არასარწმუნოს ხდის ბრალდების მხარის ვერსიას ავტომანქანის სადენების დაზიანებისა და დაქოქვის მცდელობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო ა---------–-–---–---–ის სასარგებლოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ კი შეფასების მიღმა დატოვა მოწმეთა მიერ მიცემული წინააღმდეგობრივი ჩვენებები.

 

დაცვის მხარე ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზეც, რომ საქმეზე გამოკვლეული ნივთმტკიცებად ცნობილი პლასტმასის დეტალი, თავის მხრივ განკუთვნილი იყო აღნიშნულ მანქანაში საჭის ქვემოთ არსებული სადენების დასაცავად. სასამართლოს არ ჰქონდა უტყუარად დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ფარავდა აღნიშნული პლასტმასის დეტალი და აპელანტისათვის გაუგებარია, თუ საიდან მივიდა სასამართლო ასეთ დასკვნამდე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარეს ჩაეტარებინა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. იმ პირობებეში, როდესაც დაზარალებული მიუთითებს, რომ სადენები დაზიანებული არ ყოფილა და არც შემთხვევის ადგილას იქნა ნანახი რაიმე ნივთი, რითაც ა---------–-–---–---–ს ექნებოდა შესაძლებლობა ზემოქმედება მოეხდინა სადენებზე, არსებობს ეჭი, რომ ისინი ა---------–-–---–---–ს არ დაუზიანებია. რაც შეეხება დაზარალებულის კუთვნილ პლასტიკურ ბარათს, სასამართლოს სხვა მტკიცებულებათან ერთობლიობით უნდა შეეფასებინა ბარათის მოპარვის ფაქტი და არა ა---------–-–---–---–ის მიერ ჩხრეკის ოქმზე არსებული განმარტებით, ვიანიდან ის არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და არც აღნიშნული ბარათის მოპარვის ფაქტს.

 

აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ა---------–-–---–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნევს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ა---------–-–---–---–ის ბრალეულობა. შესაბამისად, მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა---------–------–----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 თებერვალს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პირადმა კონტაქტმა აცნობა, რომ ქ. თბილისში, მუ----------------------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ „--------–----“ ფირმის ა/მანქანას იპარავდა 1995 წელს დაბადებული ა---------–-–---–---–ი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე შ--------------–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 თებერვალს მისმა თანამშრომელმა ა---------–------–----–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში, მ-------------- მ/რაიონის, მ--------------ს მიმდებარედ, 1995 წელს დაბადებული ა---------–-–---–---–ი შესაძლოა იპარავდა მ-----------------–---–ის კუთვნილ „--------–----“ ფირმის ავტომანქანას. აღნიშნულ ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან - კ------------–---–--ან და გ---------------------ან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. მათ შემთხვევის ადგილთან მიახლოებისას დაინახეს, რომ ავტომანქანა „რ------–--ს“ ჩართული ჰქონდა ციმციმები, ასევე შემოესმათ მანქანის ძრავის დამქოქი მექანიზმის ხმა. უშუალოდ ავტომანქანასთან მისვლისას კი შეამჩნიეს, რომ მძღოლის მხარეს მინა იყო ჩამსხვრეული, ნამსხვრევები იქვე, ძირს ეყარა, ხოლო მანქანაში იჯდა ახალგაზრდა პიროვნება, თავი ჰქონდა საჭის ქვემოთ დაწეული, ჩამოყრილი ჰქონდა სადენები და მათი ზემოქმედების შედეგად ცდილობდა ა/მანქანის დაქოქვას. მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშორმლებმა წარუდგინეს თავი, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ იყო ა---------–-–---–---–ი, ნასვამ მგდომარეობაში და ცდილობდა მოეპარა ავტომანქანა. მათ დააკავეს ხსენებული პიროვნება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ერთ-ერთი გაზგასამართი სადგურის პლასტიკური ბარათი, რასთან დაკავშირებითაც ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი მას არ ეკუთვნოდა და მოპარული ჰქონდა ხსენებული „--------–----“ ა/მანქანიდან. ამის თაობაზე ბრალდებულმა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმშიც გააკეთა ჩანაწერი. აღნიშნულის შემდეგ დაკავებული ა---------–-–---–---–ი გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო პოლიციელი გ-----------------ე დარჩა შემთხვევის ადგილზე მისი დაცვის მიზნით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე კ------------–---–-ა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისმა თანამშრომელმა ა---------–------–----–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ. თბილისში, მ-------------- მ/რაიონის, მ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----------------–---–ის კუთვნილ ავტომანქანა „რ------–--ს“ იპარავდა მოქალაქე ა---------–-–---–---–ი. აღნიშნულ ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან - შ--------------–თან და გ---------------------ან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. შემთხვევის ადგილთან მიახლოებისას დაინახეს, რომ ხსენებული მ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომანქანა „რ------–--ში“ საჭის მხარეს (მარცხნივ) იჯდა მოქალაქე, რომელსაც თავი ჰქონდა დახრილი. ასევე შეამჩნიეს, რომ ავტომობილს ჩართული ჰქონდა გვერდითა მაშუქები და ესმოდათ ე.წ. „სტარტერის“ დაქოქვის ხმა. უშუალოდ ავტომანქანასთან მისვლისას ნახეს, რომ მინა იყო ჩამსხვრეული, ნამსხვრევები ეყარა მიწაზე, ხოლო ავტომობილში მყოფ პიროვნებას სადენები ჰქონდა ჩამოყრილი და მათი ზემოქმედების შედეგად ცდილობდა მანქანის დაქოქვას. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე აღნიშნულმა პიროვნებამ განუმარტა, რომ იყო ა---------–-–---–---–ი და იპარავდა ავტომანქანას. მან (კ------------–---–-) და მისმა თანამშრომელმა დააკავეს ბრალდებული და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის „ნ---------ს“ გაზგასამართი სადგურის პლასტიკური ბარათი, რასთან დაკავშირებითაც ა-–---–---–-ა განმარტა, რომ იგი მას არ ეკუთვნოდა და ამოღებული ჰქონდა ხსენებული ა/მანქანიდან. აღნიშნულის შემდეგ მოწმემ და მისმა თანამშრომელმა შ--------------–მა ა---------–-–---–---–ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო გ-----------------ე დარჩა შემთხვევის ადგილზე მისი დაცვის მიზნით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ-----------------–---–მა განაცხადა, რომ ფლობს „--------–----“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც 2018 წლის 9 თებერვალს გააჩერა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანქანა დატოვა დაკეტილ მდგომარეობაში. მოგვიანებით მას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ავტომანქანა იყო დაზიანებული. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა, რომ მანქანას მინა ჰქონდა ჩამსხვრეული, ნამსხვრევები კი ეყარა როგორც სალონში, ასევე ავტომანქანის გარეთ. გარდა ამისა დაზიანებული იყო საჭის ქვემოთ არსებული პლასტმასის დეტალი, რომელიც ფარავს იქ არსებული სადენებს. მოწმემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სადენები უკავშირდება ა/მანქანის გასაღების მექანიზმს, თუმცა შესაძლებელი იყო თუ არა სადენების ერთმანეთზე გადაერთებით მანქანის დაქოქვა, მისთვის უცნობია. თავად სადენები დაზიანებული არ იყო, ვინაიდან ამის შემდეგ მან თვითონ გასაღებით დაძრა ავტომობილი. მოწმემ აგრეთვე დაადასტურა, რომ ავტომობილიდან მოპარული იყო მისი კუთვნილი „ნ---------ს“ გაზგასამართი სადგურის პლასტიკური ბარათი. მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის-ინსპექტორ გამომძიებლმა ლ-–------–-------------------------------------------------------------------------–------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა---------–-–---–---–ს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 2018 წლის 9 თებერვალს, 05:10 საათიდან, 05:29 საათამდე პერიოდში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის პირადი ნივთები და გაზგასამართი სადგურის პლასტიკური ბარათი. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს თან ახლავს ბრალდებულის ხელით გაკეთებული შენიშვნა: - „ჩემი პირადი ჩხრეკისას ამოღებული გაზგასამართი სადგურის ბარათი მე ამოვიღე ავტომანქანა “რ------–--იდან“.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ა/მანქანის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ა/მანქანა „რ------–-- 19“ სახ. ნომრით K-------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ა---------–-–---–---–ისგან (პ/ნ 0----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-----------------მ.

 

სასაქონლო ექსპერტიზის №3--/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/მანქანის „რ------–-- 19“ სახ. ნომრით K------ საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 000 (ორიათასი) ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა შ--–------–-----–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა საქმეში ნივთმტკიცებად ცნობილი პლასტმასის დეტალი, რა დროსაც დადგინდა, რომ აღნიშნულ პლასტმასის დეტალს სამაგრები ჰქონდა მოტეხილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული: ავტომანქანა „რ------–-- 19“ სახ. ნომრით K------ დათვალიერების ოქმი; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №8----- დასკვნა; ნერწყვისა და სუნის ნიმუშის აღების ოქმები; თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განაჩენი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 9 ივლისის განაჩენები.

 

ა---------–-–---–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგნილ ბრალდებაში და სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს დააზიანა ქ. თბილისში, მ-------------- მ/რაიონის, მ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----------------–---–ის კუთვნილი გაჩერებული ა/მანქანა „--------–----“ მინა და ჩაჯდა მასში, თუმცა არ ჰქონდა სხვისი ნივთის მისაკუთრების მიზანი. ნასვამ მდგომარეობაში მყოფს აქვს ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც მოხდა მინის დაზიანება, ხოლო ვინაიდან ამის შემდეგ დაინახა პოლიციის თანამშრომლები, ამავე ავტომობილში შეეცადა მათგან დამალვას.

 

პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------–-–---–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, რომლებიც აშკარა წინაარმდეგობაშია დაზარალებულისა და საქმეზე დაკითხული ექსპერტების ჩვენებებთან. აპელანტის აღნიშნული მსჯელობა პალატისათვის საფუძველსმოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; მოწმეებმა შ--------------–მა და კ------------–---–-ა სასამართლოს დეტალურად და სრულიად დამაჯერებლად მოახსენეს, რომ მათ თბილისში, მ-------------- მ/რაიონის, მ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას შენიშნეს გაჩერებული ავტომანქანა „რ------–--ი“, რომელსაც ჩართული ჰქონდა მაშუქები და ასევე შემოესმათ მანქანის ძრავის დამქოქი მექანიზმის ხმა. ავტომანქანას მარცხნივ, მძღოლის მხარეს მინა ჰქონდა ჩამსხვრეული და ნამსხვრევები იქვე ეყარა. ხოლო უშუალოდ ა/მანქანაში იჯდა ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც თავი ჰქონდა საჭის ქვემოთ დაწეული, სადენები ჩამოყრილი და მათი ზემოქმედების შედეგად ცდილობდა ავტომობილის დაქოქვას. სამართალდამცავებმა ისიც განმარტეს, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულს თავი წარუდგინეს, აღნიშნულმა პირმა მოახსენათ სახელი და გვარი; ასევე თქვა, რომ ავტომანქანის მოპარვას ცდილობდა. აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტების და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.

 

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის შეუსაბამობას სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული დაზარალებულისა და ექსპერტების ჩვენებებთან, პალატა ვერც ამ ნაწილში გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და განმარტავს შემდეგს: დაზარალებულმა მიხეილ დანდურიშვილმა ნამდვილად მოახსენა სასამართლოს, რომ მას შემთხვევის ადგილზე მისვლისას მანქანის სადენები დაზიანებული არ დახვედრია, ვინაიდან მოგვიანებით თავად გასაღების გამოყენებით შეძლო მანქანის დაძვრა, თუმცა აღნიშნული სრულებით არ მოდის წინააღმდეგობაში მოწმეების - შ--------------–ის და კ------------–---–-ს ჩვენებებთან, ვინაიდან აღნიშნულ მოწმეებს სასამართლოსათვის არ განუცხადებიათ, რომ ავტომანქანის სადენები იყო დაზიანებული. სამართალდამცავების განმარტებით, სადენები იყო ჩამოყრილი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რაიმე ზემოქმედების შედეგად დაზიანებული იყო. ანალოგიური შინაარსის მატარებელია 2018 წლის 09 თებერვლის ა/მანქანა „რ------–-- 19“, სახ. ნომრით K-------ის დათვალიერების ოქმიც, სადაც მითითებულია, რომ „საჭის დაბლა ავტომანქანაზე მოხსნილია საკონტაქტო ხაზები. ა/მანქანის მფლობელის მ-----------------–---–ის განმარტებით, აღნიშნული საკონტაქტო ელ-სადენების ერთმანეთზე გადაერთებით ხდება ა/მანქანის დამქოქი მექანიზმის ჩართვა და ამუშავება“. აღნიშნული დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია როგორც სამართალდამცავების, ასევე ექსპერტებისა და თავად დაზარალებულის მიერ, ხოლო სასამართლოს სხდომაზე მას მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, ვინაიდან დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო მტკიცებულებად.

 

დაცვის მხარე ეჭვის ქვეშ აყენებს საქმეზე წარმოდგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასაც და განმარტავს, რომ ექსპერტ მანუჩარ ჩიხლაძის მითითებით, ოდოროლოგია არის მეცნიერება და მიღებულ დასკვნებთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. აღნიშნულის თაობაზე პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარე აშკარად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტის ჩევნებას, ვიანიდან ამ უკანასკნელის განმარტებით, პრაქტიკაში არ სმენია დასკვნაში არსებული ცდომილებების შესახებ, თუმცა ლიტერატურაში არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სუნის ნიმუშების შედარება მის მიერ სამჯერ მოხდა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით და ვინაიდან არ არსებობდა მასში ეჭვის შეტანის საფუძველი, დაწერა აღნიშნული დასკვნა, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. ამასთან, გაუგებარია დაცვის მხარის პოზიცია ოდოროლოგიური ექსპერტიზის უტყურაობასთან დაკავშირებით, ვიანიდან თავად მსჯავრდებული ა---------–-–---–---–ი არ უარყოფს, რომ შემთხვევის ღამეს ნამდვილად იჯდა მიხეილ დანდურიშვილის ავტომობილში. რაც შეეხება ექსპერტ კა----------ის ჩვენებას, მისი განმარტებით, ავტომანქანაში მუშაობისას და სუნის ნიმუშის აღებისას შენიშნა მხოლოდ გატეხილი მინა, ხოლო სხვა დაზიანება არ დაუნახავს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს, რომ ავტომობილში სხვა რაიმე დეტალი ან ნაწილი, თუნდაც ექსპერტის სამუშაო სავარძლის ქვევით ყოფილიყო დაზიანებული. საინეტრესოა, თუ რის საფუძველზე ადასტურებს დაცვის მხარე, რომ ექსპერტს აუცილებლად უნდა დაენახა დაზიანებული სადენები, მაშინ რომდესაც კა----------ე სულ სხვა სამუშაოს ასრულებდა (იღებდა სუნის ნიმუშებს) და მისი ინტერესი ავტომანქანაში არსებული დაზიანებების გამოვლენა არ ყოფილა.

 

აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში განვითარებულ მსჯელობას, რომ საქმეში ნივთმტკიცებად ცნობილი პლასტმასის დეტალი განკუთვნილი იყო ა/მანქანაში საჭის ქვემოთ არსებული სადენების დასაცავად. ადვოკატის მითითებით, გაუგებარია თუ საიდან მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, ვინაიდან მას არ ჰქონდა უტყუარად დადასტურებული ინფორმაცია, თუ რას ფარავდა აღნიშნული პლასმასის დეტალი. პალატა კიდევ ერთხელ მიუთიეთებს ავტომობილის დათვალიერების ოქმზე, სადაც აღნიშნულია, რომ ავტომანქანაში საჭის დაბლა, ა/მანქანის რეზინის იატაკზე აგდია პლასმასისი დეტალი. ა/მანქანის მფლობელის მ-----------------–---–ის განმარტებით, აღნიშნული პლასმასის დეტალი ა/მანქანას ეკეთა საჭის დაბლა ელ-სადენების დასამალად. ანალოგიური სახის ინფორმაცია დაადასტურა პირველი ინსტნაციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა და მიუთითა, რომ ავტომანქანაში გარდა მინისა, დაზიანებული იყო საჭის ქვემოთ არსებული პლასტმასის დეტალი, რომელიც ფარავს იქ არსებული სადენებს.

 

რაც შეეხება სამართალდამცავების მიერ გამოძიების არასრულყოფილად განხორციელებას, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილებზე იდენტიფიკაციისთვის საჭირო ხელის კვლები არ აღმოჩნდა. რაც შეეხება სხვა სახის მტკიცებულებებს, მათ შორის საგამძიებო ექსპერიმენტს და ა.შ., თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა მათ ჩატარებას და შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთად. თუმცა წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაც უტყუარად ადასტურებს ა---------–-–---–---–ის მიერ იმ ქმედებების ჩადენას, რისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი.

 

ასევე, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია დაცვის მხარის აპელირება, რომ სასამართლოს ა---------–-–---–---–ის მიერ გაზაგასამართი სადგურის ბარათის მოპარვის ფაქტი უნდა შეეფასებინა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით და არა ა---------–-–---–---–ის მიერ ჩხრეკის ოქმზე არსებული განმარტებით, ვიანიდან ის არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და არც აღნიშნული ბარათის მოპარვის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში პალატისათვის სადავო გარემოებას არ წამოადგენს ის ფაქტი, რომ ა---------–-–---–---–ისაგან ამოღებული იქნა გაზგასამართი სადგურის ბარათი, რომელიც ეკუთვნოდა მიხეილ დანდურიშვილს, ვინაიდან მსჯავრდებულმა თავად დააფიქსირა პირადი ჩხრეკის ოქმში, რომ გაზგასამართი სადგურის ბარათი მან აიღო ავტომანქანა „რ------–--იდან“. ა---------–-–---–---–ს პირადი ჩხრეკის ოქმზე შენიშვნა არ გამოუთქვამს და მისი სისწორე ხელმოწერით აქვს დადასტურებული.

 

ყოველივე აღნიშნულის ურთიერთანალიზის საფუძველზე, პალატისათვის დამაჯერებლობას მოკლებულია მსჯავრდებულის განმარტება მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი ვერსია - თუ როგორ და რატომ აღმოჩნდა მიხეილ დანდურიშვილის ავტომანქანაში, აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ა---------–-–---–---–ი 2018 წლის 9 თებერვალს, თბილისში, მ-------------- მ/რაიონის, მ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა მ-----------------–---–ის მფლობელობაში არსებულ ა/მანქანა „რ------–--ს“, რა მიზნითაც მან გატეხა ავტომანქანის მინა, დააზიანა საჭის ქვემოთ არსებული პლასმასის დეტალი, რომელიც ფარავდა სადენებს და ჩამოყარა სადენები. რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსია, რომ საქმეზე წარმდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული ავტომობილის სადენების დაზიანების ფაქტი, ასევე შემთხვევის ადგილის დათვლიერებისას არ ყოფილა ნაპოვნი რაიმე ნივთი, რომლითაც ა---------–-–---–---–ს ექნებოდა სადენებზე ზემოქმედების შესაძლებლობა, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან მსჯავდებულმა ვერ მოასწრო სადენების ერთმანეთზე იმ სახის ზემოქმედება, რაც შესაძლებლობას მისცემდა დაეძრა ავტომანქანა და გადაადგილებულიყო, სწორედ აღნიშინული გახდა მისი მსჯავრდებულად ცნობის საფუძველი ქურდობის მცდელობაში და არა ქურდობაში, როგორც დასრულებული დანაშაულის ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

რაც შეეხება ა---------–-–---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციას, პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასაბუთებას; კერზოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, როდესაც იგი შეფასდა ქურდობის მცდელობად ჩადენილი არაეთგზის და არა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვის ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

რაც შეეხება ა---------–-–---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად გამოწვეულ შესაძლო მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, რაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად იქნა დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/მანქანა „რ------–-- 19-ის“, სახ. ნომრით K------, საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 000 (ორ ათასი) ლარს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა ადგენს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ა---------–-–---–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა---------–-–---–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, შესაძლო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, დამნაშავის პიროვნება, მის მიერ ახალი დანაშაულის პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი ა---------–-–---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა---------–-–---–---–ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი;

 

ა---------–-–---–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე.

 

ა---------–-–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა---------–-–---–---–ისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------–-–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მას დაეწყოს 2018 წლის 9 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ა/მანქანა „რ------–--ი“ სახ. ნომრით K------, ა/მანქანის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის დეტალი და ა---------–-–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული გაზგასამართი სადგურის ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

ა/მანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ქვა და სუნის კვალის ნიმუში, აგრეთვე ა---------–-–---–---–ის სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

 

ერთი ცალი დალუქული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე