განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001207982
საქმე N1ბ/---18
A
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მურმან ისაევი
ნინო სანდოძე
მანუჩარ კაპანაძე
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორის - ზ------ ყ---–--–---–ის
ადვოკატის - ა---------- ს----------ის
მსჯავრდებულ - მ-----– ა----–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-----– ა----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ-----– ა----–---–ის მიმართ, დაბადებული - 1----–-–--------------------, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, მისამართის გარეშე; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი
მ-----– ა----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.
კერძოდ, 2015 წლის 27 აგვისტოს, ს----------–----–--------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–-----------------–-- მ-----– ა----–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული მ------ ს---–----–---–ის, ნ-----–- თ---–--–---–ის, შ------- კ----------ის და ს--–---- ს---–----–---–ის კუთვნილი 14,670 ლარად ღირებული ოქროს ნივთები, რომლებიც ამოღებული იყო სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით;
მ-----– ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მ-----– ა----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
მ-----– ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
მ-----– ა----–---–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებული მ-----– ა----–---–ი 2017 წლის 13 დეკემბერს, 18:45 საათზე დაკავებულ იქნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ-----– ა----–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ზ------ ყ---–--–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ მ-----– ა----–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
კერძოდ, იშუამდგომლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ-----– ა----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურორმა ზ------ ყ---–--–---–მა, მსჯავრდებულმა მ-----– ა----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა---------- ს----------მა;
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
მსჯავრდებული მ-----– ა----–---–ი, სრულად აღიარებს და ინანებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისი ინტერსების დამცველ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდეგ თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დადებაზე, შესაბამისად უარი თქვა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ-----– ა----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით. ამასთან, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის ზ------ ყ---–--–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორ ზ------ ყ---–--–---–ისა და მსჯავრდებულ მ-----– ა----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენში მ-----– ა----–---–ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება;
მ-----– ა----–---–ის ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით.
პირობით მსჯავრდების პერიოდში მსჯავრდებულ მ-----– ა----–---–ზე ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ მ-----– ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 13 დეკემბრის, 18:45 საათიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი რკინის კარადის დათვალიერების შედეგად ამოღებული დაზიანებული ლუქები, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით, 5 ცალი ელექტრონული დისკი, რომლებიც ასევე ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით. ამოღებული ძვირფასეულობა დალუქული 7 პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მესაკუთრეებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
მანუჩარ კაპანაძე