განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
330100118002467689
ინსტანცია
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1239-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

მსჯავრდებულ გ-----------–---–ის ადვოკატ ი----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გ-------–-------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი N-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით:

გ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

გ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 0------იდან.

გ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა რომ:

2018 წლის 0------ს, დაახლოებით 03:45 საათზე, თ---–--–--------------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----------–---–ი შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ნ-----------------ის მფლობელობაში არსებულ 5500 (ხუთიათასხუთას) ლარად შეფასებულ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით U-------).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----------–---–ის ადვოკატმა ი----------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

დაცვის მხარის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლოს, გარდა გ-----------–---–ის აღიარებისა, უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და ყოფაქცევა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ, ასევე, ის გარემოება, რომ გ-----------–---–ის მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებები, რითაც განხორციელდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება. ამასთან, აპელანტის მითითებით, მსჯავრდებულს ჰყავს მასზე მატერიალურად დამოკიდებული ავადმყოფი დედა, რომელიც ამჟამად იმყოფება თავშესაფარში, მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ და გამოკველევის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების: თ--------------–---–ის, ნ-----------------ის და შ--------------–ის გამოკითხვის ოქმებს, გ-----------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ავტომანქანის დათვალიერების ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-----------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის საჩივრის მოთხოვნას სასჯელის მინიმუმამდე შემცირების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიდგეს დაზარალებულს.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, მის პირად და ოჯახურ მდგომარეობას, ასევე იმ გარემოებებს, რომ გ------------–---–მა უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მის მიმართ არ გამოვლენილა. თუმცა, ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროებისა და შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია გ-----------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული იქნა ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი გ-----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-----------–---–ის ადვოკატის ი----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

გ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მას დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 0------იდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები: გ-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

გ-----------–---–ის სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე