განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
330100116001355307
ინსტანცია
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001355307

საქმე №1ბ/709-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორ - ნი---------ას

ადვოკატ - გი---------------ის

მსჯავრდებულ - ლა–------–--–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლა–------–--–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გი---------------ისა და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუ-------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლა–------–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------; ნასამართლეობის არმქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის ქ-------–-----------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლა–------–--–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ე. ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით;

მანვე, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია მხედველობის ფუნქციის დაკარგვა;

მანვე, ჩაიდინა, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე, ჩაიდინა, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ანუ დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლით.

 

2018 წლის 30 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულ ლა–------–--–---–ის მიმართ ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლა–------–--–---–ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენით ლა–------–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

ლა–------–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ლა–------–--–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ლა–------–--–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ე. ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით;

მანვე, ჩაიდინა, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2015 წლის 05 დეკემბერს ლა–------–--–---–მა და მისმა თანმხლებმა პირებმა წინასწარი შეთანხმებით გააჩერეს თბილისში, კ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ჯა-------------ს მართვის ქვეშ მყოფი, მგზავრებით სავსე სამარშრუტო მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით №-------. ლა–------–--–---–ის თანმხლებმა პირებმა გაღებული კარიდან, ხოლო ლა–------–--–---–მა მძღოლის მხარეს არსებულ ღია ფანჯრიდან მიკროავტობუსის სალონში შეაგდეს ასაფეთქებელი მაშხალები. აფეთქების შედეგად ჯა-------------ს დაუზიანდა სახე და მარცხენა თვალი, რამაც მხედველობის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვია. ასევე, მიკროავტობუსს დაუზიანდა წინა საქარე მინა, რითაც შპს „-----–--–----- მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. აღნიშნული ქმედებით უხეშად დაირღვა მიკროავტობუსის მგზავრთა მყუდროება და საზოგადოებრივი წესრიგი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

მსჯავრდებულ ლა–------–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გი---------------ემ და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუ-------------ემ.

მსჯავრდებულ ლა–------–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გი---------------ემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ლა–------–--–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუ-------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ლა–------–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუ-------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ ლა–------–--–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, შემდეგი პირობებით:

ლა–------–--–---–ი ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. იგი ასევე ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრება 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი, 1 (ერთი) თვე და 2 (ორი) დღე განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს და საბოლოოდ, ლა–------–--–---–ს ძრითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრება 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი, 1 (ერთი) თვე და 2 (ორი) დღე განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ნი---------ამ /ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებით/ დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობები და ითხოვა მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით: ლა–------–--–---–ი ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. იგი ასევე ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრება 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი, 1 (ერთი) თვე და 4 (ოთხი) დღე განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, დარჩენილი 2 (ორი) წელი, 10 (ათი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს და საბოლოოდ, ლა–------–--–---–ს ძირთადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი, 1 (ერთი) თვე და 4 (ოთხი) დღე განესაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, დარჩენილი 2 (ორი) წელი, 10 (ათი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, ლა–------–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩება უცვლელი.

 

დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ლა–------–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გი---------------ემ.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებულ ლა–------–--–---–ს ასევე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლა–------–--–---–მა ჩაიდინა ხულიგნობა, ე. ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით; მანვე ჩაიდინა, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-217-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

ლა–------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი, 1 (ერთი) თვე და 4 (ოთხი) დღე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, 10 (ათი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლა–------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი, 1 (ერთი) თვე და 4 (ოთხი) დღე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, 10 (ათი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ლა–------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 მაისიდან.

 

ლა–------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2015 წლის 05 დეკემბრიდან 2016 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლა–------–--–---–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ლა–------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ოთ--------–--–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ წილს, მდებარეს ქ-------–------------------------- (საკადასტრო კოდი 01.16.06.050.003.01.535) ბრალდებულ ლა–------–--–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 5000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, ლა–------–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: სამი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით. ერთი ცალი პაკეტი - დენთის კვალის ანაწმენდები და ასაფეთქებელი მასალის ნაწილები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტიოლების მიღების შემდგომ განადგურდეს. მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით №-------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: /მ. ლომთათიძე/