განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002299492
საქმე #1ბ/672-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: კ------------- ც-–--ას
მსჯავრდებულის: ა-–- მ-----ის
ადვოკატის: ნ---- მ-----–-–---–ის
თარჯიმანების: ი----- მ---------ის და მ------------------
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა-–- მ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------: ა-–- ა–------ ძე მ-----ის, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N0----------, ნასამართლობის მქონე, არასრული-საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებელი, რეგისტრირებული: ქ------–--------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–------------------------------------------------------–- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვა-–-სწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–- მ-----მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 08 იანვარს ა-–- მ-----მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ასევე მის მიერ უკანონოდ შეძენელი და უკანონოდ შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,694 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც ა-–- მ-----ის მიერ სხეულიდან ნებაყოფლობით გამოძევების შემდგომ ამოღებული იქნა 2018 წლის 9 იანვარს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ------–--–-----–------------ში მდებარე შპს ,,--------------–---- მიმღებ განყოფილებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენით ა-–- მ-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ა-–- მ-----ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ა-–- მ-----ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–- მ-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
ა-–- მ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2018 წლის 9 იანვრის 00:51 საათიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა-–- მ-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- მ-----–-–---–მა. სააპელაციო საჩივრების მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისს ა-–- მ-----ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, აპელანტები აღნიშნავენ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მსჯავრდებულმა საქართველოში შემოიტანა ნარკოტიკული ნივთიერება, შესაბამისად დაცვის მხარის ითხოვს ა-–- მ-----ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებითი უთითებს, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა-–- მ-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- მ-----–-–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრებს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;
ბრალდების მხარემ, პროკურორმა კ------------- ც-–--ამ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ა-–- მ-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანა-–-ზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყა-–-ბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში ა-–- მ-----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - ა-–- მ-----ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვა-–-ფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა-–- მ-----ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა-–- მ-----მა თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას საქართველოში კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ შემოუტანია. მისგან ამოღებული ნარკოტიკი იპოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საპირფარეშოში, კერძოდ, თვითმფრინავის დაშვების შემდგომ ,,გეითით“ შევიდა დარბაზში არსებულ საპირფარეშო, სადაც ნახა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეინახა სხეულში, რადგან მან როგორც ნარკოტიკული საშუალების ხშირმა მომხმარებელმა დანახვისთანავე იცნო ნარკოტიკი. შემდეგ გაიარა კონტროლი, აიღო ჩანთა და წავიდა გასასვლელისკენ, სადაც დააკავეს. მანვე დაადასტურა, რომ უშუალოდ თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას არ დაუკავებიათ, სააპელაციო სასამართლოში ა-–- მ-----მა განმარტა, რომ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, საპირფარეშო, შეიძინა უცნობი პირისგან და შეინახა სხეულში;
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ-------------–-–---–-- განმარტა, რომ 2018 წლის 8 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ა-–- მ-----ი იყო ნარკოტიკული ნივთიერებების აქტიური მომხმარებელი და ეწეოდა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას, რომელიც იმ დროისათვის იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში და ღამის საათებში აპირებდა საქართველოში გამგზავრებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, რა დროსაც მას საქართველოში უკანონოდ უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალებები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ-----------–--------- განმარტა, რომ 2018 წლის 8 იანვარს საღამოს საათებში განყოფილებაში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ა-–- მ-----ი უნდა ჩამოფრენილიყო თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება პირადად ან მალულად სხეულში. ინფორმაციის საფუძველზე შედგა ოპერატიული ჯგუფი - გ------- ვ--–--------ს, გ------ ც--–---ს და დ----- ა---–--ის შემადგენლობით. აეროპორტში განლაგდნენ იმგვარად, რომ ა-–- მ-----ი თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდგომ ვიზუალურად ეკონტროლებინათ. მსჯავრდებულს დარბაზში შესვლისას არავისთან კომუნიკაცია არ ქონია, გაიარა რეგისტრაცია, ჩავიდა ქვემოთ, სადაც წარუდგნენ ოპერატიული ჯგუფის წევრები თარჯიმანთან ერთად. ა-–- მ-----მა განაცხადა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ქონდა. პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი ვერ იქნა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ა-–- მ-----ს შესაძლოა სხეულში ქონოდა ნარკოტიკული საშუალება, შესთავაზეს ჩაეტარებინა სამედიცინო შემოწმება - კომპიუტერული ტომოგრაფია, რასაც ა-–- მ-----ი დათანხმდა და ხელწერილიც დაწერა. ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ა-–- მ-----ს სხეულში ქონდა უცხო სხეული, სწორედ აღნიშნულის შემდეგ ა-–- მ-----მა განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომელმაც თავისივე ნება-სურვილით გამოდევნა უცხო სხეული ორგანიზმიდან. მოწმემ დაადასტურა, რომ მოფრენის დარბაზში შემოსვლისთანავე მოხდა ა-–- მ-----ზე ვიზუალური კონტროლი. თვალყურს ადევნებდნენ ასევე საპასპორტო კონტროლის გავლას და მის ქვემოთ ჩასვლას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ-------–--–---- განმარტა, რომ მ------ მ-----–-–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიული ჯგუფმა ა-–- მ-----ი შეაჩერა მაშინ, როცა მან გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, შევიდა მოფრენის დარბაზში და გაემართა გასასვლელისკენ. მოწმემ ჩაატარა ა-–- მ-----ის პირადი და ხელჩანთის ჩხრეკა, შემდეგ გადაიყვანეს შპს ,,ნ-------------–ში“, სადაც მსჯავრდებულის სხეულიდან გამოდევნილი იქნა უცხო ნივთიერება. მოწმემ განმარტა, რომ ა-–- მ-----ზე ვიზუალური კონტროლი უწყვეტად ჰქონდათ, აკვირდებოდნენ ვინმეს შეხვდებოდა და ექნებოდა თუ არა კონტაქტი. შეაჩერეს, როცა ა-–- მ-----მა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, კიბეებით ჩავიდა მოფრენის დარბაზში და წავიდა გასასვლელისკენ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დ----------–---- განმარტა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიულმა ჯგუფმა აეროპორტში მოსაფრენ დარბაზში შეაჩერა ა-–- მ-----ი. ჩაუტარეს პირადი და ხელჩანთის ჩხრეკა. მან შეადგინა ჩხრეკის და დაკავების ოქმები. ა-–- მ-----ი იმყოფებოდა მარტო, არსად შეჩერდა და არავის შეხვდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ----------–-–---–-- დაადასტურა მის მიერ მუცლის ღრუს ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფის შედეგების სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 09 იანვარს კვლევა ჩაატარა არასამუშაო საათებში. ა-–- მ-----ის სწორ ნაწლავში ისახებოდა უცხო სხეული. ა-–- მ-----ის მიერ ნებაყოფლობით მისივე უკანა ტანიდან გამოდევნილი იქნა მოყვითალო ფერის რეზინის თავმოკრულ ნაჭრებში მოთავსებული პოლიეთილენის პარკის ნაჭრებსა და მოვერცხლისფრო ფერის ე.წ. ფოლგის ქაღალდის ნაჭრებში გადახვეული ნივთიერება.
2018 წლის 8 იანვრის პატაკით დადგენილია, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად ა-–- მ-----ი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ეწევა მის უკანონო შეძენა-შენახვას და თურქეთის რესპუბლიკიდან მიემგზავრება საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით, რა დროსაც უკანონოდ უნდა შემოიტანოს ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც შესაძლოა ინახავდეს პირადად, ან სხეულში.
საინფორმაციო-ანა-–-ტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის (მთავარი სამმართველო) მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ------–---ს 2018 წლის 7 თებერვლის წერილითა და თანდართული დოკუმენტით დადგენილია, რომ ა-–- მ-----ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 7 თებერვლამდე დაფიქსირდა სსკგ ,,ს-------, სსკგ ,,თბილისის აეროპორტის“ და სსკგ ,,ბათუმის აეროპორტის“ გავლით, მათ შორის ა-–- მ-----ი საქართველოდან გავიდა 2018 წლის 5 იანვარს ,,ს-------“ საბაჟო გამშვები პუნქტიდან, ხოლო დაბრუნდა საქართველოში 2018 წლის 8 იანვარს 22 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით.
2018 წლის 8 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ა-–- მ-----ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა შოთა რუსთველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში განთავსებულ ოთახში, რა დროსაც ამოღებული იქნა ა-–- მ-----ის პირადი ნივთები. ოქმი ხელმოწერილია ა-–- მ-----ისა და თარჯიმნის მიერ.
2018 წლის 8 იანვრის ა-–- მ-----ის მუცლის ღრუს ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგენილია, რომ მიღებულ კტ. ჭრილებზე სწორ ნაწლავში ისახება უცხო სხეულზე საეჭვო უბანი (ერთი შეკვრა), ზომით - 9,0X4,0სმ.
2018 წლის 9 იანვრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ნანახი და ამოღებული იქნა, იძულების გარეშე, ა-–- მ-----ის ნებაყოფლობითი თანხმობით, ა-–- მ-----ის მიერ მისივე უკანა ტანიდან გამოდევნილი მოყვითალო ფერის რეზინის თავმოკრულ ნაჭერში მოთავსებული პოლიეთილენის პარკის ნაჭერსა და ე.წ. ,,ფოლგის“ ქაღალდის ნაჭრებში გადახვეული გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მუქი ფერის მკვრივი მასის ნატეხები, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მუქი ფერის მკვრივი მასის ნატეხები და ე.წ. ,,ფოლგის“ ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მუქი ფერის მკვრივი მასის ნატეხები.
2018 წლის 9 იანვრის N70211 დასკვნის თანახმად. ა-–- მ-----ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა: ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი, ბუპრენორფინი, ფსიქოტროპული ნივთიერება - არ დადგინდა.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანა-–-ზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი - დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს, რომ ა-–- მ-----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაული, მაგრამ დაუსაბუთებლად და დაუდასტურებლად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტს; აღნიშნულ მოსაზრება პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან როგორც საქმის მასალების შესწავლით დგინდება, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე გააჩნდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად მსჯავრდებული მოემგზავრებოდა თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს უკანონოდ (შესაბამისი პირობებისა და კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით) უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც შესაძლოა ინახავდა პირადად ან სხეულში. დადგენილია ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები - საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, რომლის ჩამტარებელი/მონაწილე პირები დაიკითხნენ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო ღონისძიებების ნამდვილობა და უტყუარობა.
მითითებული მოწმეების (გ-----------–-------------------–--–------------------–--------------------–-–---–--) ჩვენებების და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანა-–-ზება და შეფასება ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ მოცემული შემთხვევის დროს საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში შეჩერებულ იქნა მსჯავრდებული, რის შემდეგაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ხოლო ჩხრეკის შემდეგ ვინაიდან არსებობდა ეჭვის იმისა, რომ იგი სხეულის შიგნით ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლითაც დადგინდა, რომ მსჯავრდებულის სხეულში ისახებოდა უცხო სხეულზე საეჭვო უბანი, რის შემდეგაც ა-–- მ-----ის ნებაყოფლობითი, მისივე უკანა ტანიდან გამოდევნილ იქნა ნივთიერებები (პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული), რომლებიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის ოდენობა შეადგენს დიდ ოდენობას, შესაბამისად მოცემული გარემოებების სამართლებრივი შეფასება ცხადყოფს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად სახეზეა მსჯავრდებულის მიერ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა ნარკოტიკული საშუალება შეიძინა/ნახა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საპირფარეშოში. მოცემული არგუმენტების შეფასებისას პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას აღნიშნული პოზიციის არადამაჯერებლობასთან და დაუსაბუთებლობასთან მიმართებით, რადგან როგორც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებით დგინდება, ისინი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე განლაგდნენ იმგვარად, რომ თვითმფრინავიდან გადმოსულ ა-–- მ-----თან ჰქონდათ ვიზუალური დაკვირვების შესაძლებლობა, რა დროსაც მსჯავრდებულის (დარბაზში შესვლის შემდეგ) გამოირიცხება მისი ვინმესთან კომუნიკაცია, რაიმე სახის ნივთის ან ნივთიერების გადაცემა (მით უფრო საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ), რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ მსჯავრდებულის სხეულში მოთავსებული ნივთიერება, რომელიც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად იქნა ნანახი, მან გადმოიტანა თურქეთის რესპუბლიკიდან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს მითითებული ნარკოტიკული საშუალების მსჯავრდებულისგან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად ამოღების ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიძინა/იპოვა, რის დასადასტურებლადა აპელანტი იშველიებს მხოლოდ მსჯავრდებულის ჩვენებას. ა-–- მ-----მა კი პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები იპოვა აეროპორტში არსებულ საპირფარეშოში, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მსჯავრდებულის მიერ გაცხადებული აღნიშნული ინფორმაციები ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. უფრო მეტიც, მსჯავრდებულმა სააპელაციო სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მისთვის უცნობი პირისგან შეიძინა (და არა იპოვა) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ საპირფარეშოში ყოფნის დროს, რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ მსჯავრდებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაცხადებული ინფორმაცია (ნარკოტიკული საშუალებების წარმომავლობასთან მიმართებით) ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მის მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას, შესაბამისად სახეზეა, რომ მსჯავრდებულის ჩვენება არათუ მხოლოდ წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, არამედ კონკრეტული გარემოების დადგენის კუთხით ურთიერთწინაარმდეგობრივ ხასიათს ატარებს (რომელიც არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით) რის გამოც დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პოზიციას პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
პალატა ასევე ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულ ა-–- მ-----ის მამხილებელი ჩვენებები, რადგან მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის; შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ ა-–- მ-----ის საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვა-–-სწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანა-–-ზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა-–- მ-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულების ჩადენა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–- მ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვა-–-სწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოცია-–-ზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა-–- მ-----ისთვის დანიშნული სასჯელი, მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვა-–-სწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი ა-–- მ-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–- მ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისს განაჩენი ა-–- მ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად;
ა-–- მ-----ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ა-–- მ-----ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ა-–- მ-----ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–- მ-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავდებულ ა-–- მ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ა-–- მ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროს, ხოლო სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 9 იანვრის, 00:51 საათიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა-–- მ-----ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი