განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
820210018002213821
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 8202-00180022-382-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-645-2018 26 სექტემბერი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ა------ შ------ე, ნ-----–- მ----ე, ჯ------ მ-------------ა, რ---- შ------ე, ი---ა შ------ე, ნ-----–-- შ------ე მ------ ა-–--–-–---–ი ს----–-–----- ქ------- ერ-------–ი სააგენტო მ-------- კ--------

დავის საგანი - ქ------- მიტოვების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება; ქ----, სოფ. ო--–--–ი მდებარე, N 2----------- საკადასტრო კოდსის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების ბათილად ცნობა და ამ ქონებაზე ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის საკუთრების უფლების აღდგენა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეთა მითითებით, მათ საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ----, ს. ო--–-- ს/კ 2-----------. აღნიშნული ქონება დაურეგისტრირდათ ქ----- რაიონის სოფ. ორ–-ის მეკომურთა კრების 1998 წლის 05 მარტის დადგენილების საფუძველზე, რომლითაც მათ კომლს საკუთრებაში გადაეცა დადგენილი ზღვრული ოდენობით 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ამათგან, 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი გამოეყოთ სოფ. ო--–--–ი, ეგრედ წოდებულ ,,გო---------–ის“ ტერიტორიაზე.

მითითებული ნაკვეთის რეგისტრაციის გამო, ა------ შ------ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ს----–-–----- ქ------- თაღლითურად მითვისებაზე. გამოძიების მსვლელობისას ა------ შ------ე და მისი ოჯახის წევრები აიძულეს საჯარო რეესტრში შეეტანათ განცხადება ქონებაზე საკუთრების მიტოვების თაობაზე, რაც განახორციელეს და მათი განცხადებების საფუძველზე გაუქმდა მათი საკუთრება და ქონება აღირიცხა ს----–-–----- საკუთრებად.

2011 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით, სასამართლომ ა------ შ------ე ცნო დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თითქოსდა იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს----–-–----- საკუთრებაში არსებულ 6298 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი/მ მ---- გო------ეს დაამზადებინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც, ნაცვლად მეკომურთა კრების მიერ გადაცემული ნაკვეთისა, სხვა მიწის ნაკვეთი მოაქცია.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების მიტოვებაც და ა------ შ------ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც გამოწვეული იყო ქ----- მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამოძიების ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომით, რადგან მათ ვერ მოახერხეს მოსარჩელეებზე საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მათ მიერ, იძულების წესით მოხდა განცხადების შეტანა ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ, რის გამოც უნდა მოხდეს, საკუთრების უფლების მიტოვების ბათილად ცნობა და მათ ოჯახს უნდა აღუდგეს საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, ს----–-–----- ქ------- ერ-------–ი სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეთა მიერ საკუთრების უფლების მიტოვება მოხდა ნებაყოფლობით, მათივე განცხადების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე ა------ შ------ე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ 180 მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისათვის, კერძოდ, მან ნახაზში მოაქცია და თავის მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრებაში დაირეგისტრირა ს----–-–----- საკუთრებაში არსებული 6298 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი, რითაც ს----–-–-----ს მიაყენა 1102-.50 ლარის დიდი ოდენობით ზიანი. აღნიშნული განაჩენი დღესაც ძალაშია, ხოლო განაჩენით დადგენილი გარემოებები არის უტყუარი.

გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელეთა მიერ ქ------- მიტოვება განხორცილდა 2011 წლის აგვისტოში, სარჩელი კი შეტანილია 2017 წლის 13 დეკემბერს, რაც უდავოდ მოწმობს ხანდაზმულობის ვადის გაშვების ფაქტზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. რ---- შ------ის, ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელეების მიერ ს----–-–----- ბაჟი გადახდილი იქნა წინასწარ. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. საჯარო რეესტრის ერ-------–ი სააგენტოს 2010 წლის 04 ივნისის N 8------------0- გადაწყვეტილებით, ა------ შ------ის განცხადების საფუძველზე, მოსარჩელეების: რ---- შ------ის, ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, ი---ა შ------ის და ნ-----–-- შ------ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 6298 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარე ქ----, ს. ო--–-- ს/კ 2-----------. 2.2. 2011 წლის 29 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ერ-------– სააგენტოში წარდგენილი იქნა მოსარჩელეების: ა------ შ------ის, რ---- შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, ი---ა შ------ის და ნ-----–-- შ------ის განცხადებები ს----–-–-----ს სასარგებლოდ ქ------- მიტოვების შესახებ, რომლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ერ-------–ი სააგენტოს მიერ, 2011 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და 6298 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარე ქ----, ს. ო--–-- ს/კ 2----------- აღირიცხა ს----–-–-----ს საკუთრებად. 2.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით, ა------ შ------ეს მსჯავრი დაედო ს----–-–-----ს საკუთრებაში არსებული, ქ----- მუნიციპალიტეტის სოფ. ო--–--–ი, გო---------–ის ტერიტორიაზე მდებარე, 6298 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში უკანონოდ დარეგისტრირებისათვის. კერძოდ, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქ. სსკ 180 მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 59-ე, 184-ე მუხლებზე და განმარტა: სადავო საკითხს წარმოადგენს, მოსარჩელეთა მიერ, ქ------- დათმობის ნებაყოფილობითობა და სარჩელის ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მათ განცხადებები ს----–-–-----ს სასარგებლოდ ქ------- მიტოვების შესახებ დაწერეს იძულებით, მუქარის საფუძველზე, ასევე არასწორია მოსაზრება ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე. ფაქტობრივად მონაწილე მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს, რომელთა შეფასება უნდა მოხდეს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით. 2.5. მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ 2011 წლის 29 აგვისტოს, საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებები საკუთრების უფლების მიტოვებაზე დააწერინეს იძულებითა და მუქარით და ამ საფუძვლით ქ------- ს----–-–----- საკუთრებაში რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგოა. 2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ა------ შ------ემ უკანონოდ დაირეგისტრირა თავისი ოჯახის წევრების საკუთრებად ს----–-–-----ს საკუთრებაში არსებული ქ----- მუნიციპალიტეტის სოფ. ო--–--–ი გორგანაულის ტერიტორიაზე მდებარე 6298 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული განაჩენი არ არის გაუქმებული და მასში ასახულ ფაქტებზე ვრცელდება უტყუარობის პრეზუმცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეების მიერ განცხადებით მიმართვისა და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შედეგად, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გადავიდა ს----–-–-----ზე. შესაბამისად სათანადოდ არ არის დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტთა მითითებით, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მთლიანად დაეყრდნო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენს, რომელიც დადგა ა------ შ------ის მიმართ, თითქოსდა მან ჩაიდინა სისხლის სასამართლის დანაშაული. ამ განაჩენს მოცემულ საქმეში პრეიუდიციული ძალა ვერ ექნება, რადგანაც იგი მოსარჩელეებს არ ეხებათ. გარდა ამისა, სამოქალაქო დავა აგებულია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპზე, ხოლო, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ აპელანტები შეყვანილი იქნენ შეცდომაში, როდესაც იძულებით დააწერინეს განცხადება ქ------- მიტოვების შესახებ. 3.2. სარჩელზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ აპელანტებს სწორად ჰქონდათ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რადგანაც 6298 კვ.მ. ოდენობით სხვა მიწის ნაკვეთი გო---------–ის ტერიტორიაზე არ არსებობდა. ამდენად, პროკურატურამ აპელანტები, სოფელში მაცხოვრებელი კომლი, რომელიც 100%-ით მიწაზეა დამოკიდებული, დატოვა მიწის გარეშე, როდესაც აიძულა დაეწერათ განცხადება ქ------- მიტოვების შესახებ. ქ------- მიტოვების შესახებ განცხადების დაწერისას მოსარჩელეები ფიქრობდნენ, რომ მეკომურთა ოქმით შეცდომით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, წერდნენ განცხადებას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ე.წ. "გო---------–ის" ტერიტორიაზე სხვა მიწის ნაკვეთი არ არსებობდა. 3.3. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ სოფელ ორ–-ის მეკომურთა კრების 1998 წლის 5 მარტის დადგენილების საფუძველზე, ა------ შ------ის ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა 1 ჰა მიწის ნაკვეთი, კერძოდ, 0.25 ჰა საცხოვრებელ სახლთან ყოფილი საკარმიდამო, 0.75 ჰა ,,გო---------–ის“ ტერიტორიაზე ორ ნაკვეთად - 0.63 ჰა გო---------–ზე და 0.12 ჰა ხასან შ------ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე (იხ. ს.ფ.24). 4.2. 2010 წლის 18 მაისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქ----- ადგილობრივი არქვის N-- საარქივო ცნობიდან ირკვევა, რომ 1996-2000 წლების სოფელ ორ–-ის საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ა------ შ------ის ოჯახის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა------ შ------ე (ოჯახის უფროსი), ნ-----–- მ----ე, ჯ------ შ------ე, რ---- შ------ე, ი---ა შ------ე, ნ-----–-- შ------ე (იხ. ს.ფ. 26). 4.3. საქმეში განთავსებული 2010 წლის 04 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ----- ადგილობრივი არქივის მიერ გაცემული, 2010 წლის 17 მაისის N90 ცნობის და 2010 წლის 19 მაისის ქ----- მუნიციპალიტეტის გამგეობის N01-26/806 წერილის საფუძველზე, ა------ შ------ეს, ნ-----–- მ----ეს, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ეს, ი---ა შ------ეს და ნ-----–-- შ------ეს თანასაკუთრებაში გადაეცათ ქ----, სოფელ ო--–--–ი მდებარე 6298 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------) (იხ. ს.ფ 44-46). 4.4. დადგენილია, რომ 2011 წლის 25, 29 და 30 აგვისტოს, ა------ შ------ემ, ნ-----–- მ----ემ, ნ-----–-- შ------ემ, ჯ------ მ-------------მა, რ---- შ------ემ და ი---ა შ------ემ განცხადებები წარადგინეს ქ----- სარეგისტრაციო სამსახურში და მიუთითეს, რომ საკუთრების უფლებით გააჩნდათ უძრავი ქონება ქ----ში, სოფელ ო--–--–ი (ს/კ 2-----------) და სურდათ მიეტოვებინათ საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე (იხ. ს.ფ.47-56). 4.5. საქმეში განთავსებული, 2011 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 2011 წლის 25, 29 და 30 აგვისტოს განცხადებების საფუძველზე, სოფელ ო--–--–ი მდებარე 6298 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------) აღირიცხა ს----–-–----- საკუთრებაში (ი.ხ. ს.ფ. 57-58). 4.6. დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით, ა------ შ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა - ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოწვია, კერძოდ: 2010 წლის 19 მაისს, ადგილზე გასვლითა და უშუალოდ თავისი მითითებით ი/მ მ.გ.-ს დაამზადებინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაშიც არ მოაქცია მისი ოჯახისათვის მეკომურთა კრებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი და ნახაზში მოაქცია გო---------–ის ტერიტორიაზე, თავის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილთან ერთად, მომიჯნავე, ს----–-–-----ს საკუთრებაში არსებული 6298 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, ზემოთმოხსენებული მიწის ნაკვეთი, 2010 წლის 04 ივნისს, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ქ----- სარეგიტრაციო სამსახურში. ა------ შ------ემ, თავის დანაშაულებრივი ქმედებით ს----–-–-----ს მიაყენა 1102-.50 ლარის დიდი ოდენობით ზიანი (იხ. ს.ფ. 111-116). 4.7. დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით, ა------ შ------ეს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/ა 06 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 07 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე სსსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 111-116). 4.8. საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ა------ შ------ემ, 2012 წლის 18 და 19 აპრილს, ამავე წლის 04 მაისს განცხადებებით მიმართა ქ----- მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვდა დადგენილიყო 1998 წლის 05 მარტს, სოფელ ორ–-ის მეკომურთა კრების დადგენილების საფუძველზე, მისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული 0.75 ჰა მიწის ნაკვეთის მდებარეობა (იხ. ს.ფ 59-61, 78-79). 4.9. 2013 წლის 25 სექტემბრის N004301113 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ----- მუნიციპალიტეტში, სოფელ ო--–--–ი (გო---------–ის ტერიტორიაზე) საგამოძიებო ექსპერიმენტის სქემაზე დაყრდნობით და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ა------ შ------ის მიერ, ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს დაახლოებით 2200 კვ.მ.-ს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფარგლებში შედის ა------ შ------ის სახელზე რეგისტრირებული 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც. თ.ბე----ის მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით, ა------ შ------ის და დ-------- შ------ისათვის მოხაზული მიწის ნაკვეთები წანაცვლებულია სამხრეთით. ა------ შ------ისათვის მოხაზული 6300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იჭრება ერთის მხრივ, დ-------- შ------ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში დაახლოებით 1450 კვ.მ.-ით, ხოლო მეორეს მხრივ, ს----–-–-----ს სახელზე #2----------- საკადასტრო კოდით რეგისტირირებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში დაახლოებით 80 კვ.მ.-ით. ასევე, აღნიშნული 6300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საზღვრებში მდებარეობს ა------ შ------ის სახელზე #2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიც. რაც შეეხება დ-------- შ------ისათვის მოხაზული მიწის ნაკვეთს, იგი იჭრება ს----–-–-----ს სახელზე #2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში დაახლოებით 810 კვ.მ.-ით. თ.ბე----ის მიერ მოხაზული 6300 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან ა------ შ------ეს ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეხვდება 6300-1200-1450-80=3570 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ისიც იმ შემთხვევაში თუ აითვისებს ფერდობს და ფლატე რელიეფს (იხ. ს.ფ. 101-108). 4.10. საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებებით (საჩივარი, განცხადება) ირკვევა, რომ ა------ შ------ემ არაერთხელ მიმართა სხვადასხვა ს----–-–----- უწყებას (რაიონულ პროკურორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს და მთავარ პროკურატურას) და მოითხოვდა, გამოეძიებინათ ქ----- მინიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები, რამაც გამოიწვია მისი უკანონოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ასევე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დროს განხორციელებული ქმედებების, ქ------- მიტოვების მოთხოვნით იძულების განხორციელებაზე და მოითხოვდა ქ------- უკან დაბრუნებას (იხ. ს.ფ.65-77) 4.11. საქმეში არსებული 2015 წლის 16 ივლისის განცხადებიდან ირკვევა, რომ ა------ შ------ემ მიმართა ს----–-–----- ქ------- ერ-------– სააგენტოს და მოითხოვა, მისი ოჯახის მიერ, 2011 წლის 25 აგვისტოს, ს----–-–-----ს სასარგებლოდ ქონებაზე - მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ----- რაიონის სოფელ ო--–--, ს/კ 2-----------) საკუთრების უფლების მიტოვების გაუქმება (იხ. ს.ფ. 63-64). სამართლებრივი დასაბუთება 4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში გამოსაკვლევს წარმოადგენს ის საკითხი, ქონებაზე უფლების მიტოვების თაობაზე ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის და ნ-----–-- შ------ის განცხადებები არის, თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგი, ხომ არ არის ამორალური გარიგება და „საყოველთაოდ მიღებული ქცევის სტანდარტის“ საწინააღმდეგო. 4.13. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს, მათ მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების (რომლის საფუძველზედაც მიწის ნაკვეთები გადავიდა ს----–-–-----ს საკუთრებაში) ბათილობიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დაბრუნება. 4.14. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ორიენტირი არის საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არა ზოგადად კანონის, მხოლოდ აბსტარქტული შემადგენლობა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელეები მათზე განხორციელებულ ზემოქმედებაზე (იძულება) აპელირებენ, რასაც ს----–-–-----ს სასარგებლოდ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დათმობის მოტივად მიიჩნევენ. ამდენად, ზემოქმედების დადასტურების შემთხვევაში, მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნება ვერ ჩაითვლება ნამდვილად. 4.15. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ადგილი აქვს ნების გამოვლენის იმგვარ ნაკლს, რომელიც იწვევს მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას შემდეგი დასაბუთებით: სამართლებრივ ს----–-–-----ში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. 4.16. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვა. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც ს----–-–----- მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. გამოსავალი ამ შემთხვევაში სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კეთისინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას - ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. 4.17. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესების დაცვა. უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, ს----–-–-----ს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს, რადგანაც, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საჯარო წესრიგის დაცვა. ,,საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. სსკ-ის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქ----ნ აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. მაშასადამე, არსებობს ურთიერობანი, რაც არ შეიძლება იყოს მხოლოდ „კერძო ავტონომიის საქმე” (იხ. სუსგ ას-1184-1145-2016წ. 17/02/2017წ). 4.18. სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ყოველი მხარე, იმ ტვირთის მატარებელი შეიძლება იყოს, რომლის ზიდვაც მას შეუძლია. როცა დასტურდება, რომ იგი უძლურია ზიდოს ეს ტვირთი, პასუხისმგებლობის საკითხიც იხსნება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, ს----–-–-----ს ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგებოდა მორალურ იმპერატივებს და სუსტი მხარის ინტერესებს (იხ. სუსგ ას-15-15-2016წ. 01/0-/2016წ). ამ გარემოების სამტკიცებლად კი, მოპასუხე, მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ მოსარჩელეებმა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მიატოვეს ს----–-–-----ს მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული შემდეგ გარემობათა გამო: განსახლველი დავის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დასტურდება, რომ 2011 წლის 30 აგვისტოს, ს----–-–-----ს სასარგებლოდ ქ------- მიტოვების შესახებ ა------ შ------ის და მისი ოჯახის წევრების განცხადებების საფუძველზე, ქ----, სოფელ ო--–--–ი მდებარე 6298 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------) გადავიდა ს----–-–----- საკუთრებაში, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით, ა------ შ------ეს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და მსჯავრი დაედო თაღლითობაში - ს----–-–----- ქ------- მართლსაწინააღმდეგოდ მიღებაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოწვია. აღსანიშნავია, რომ მას დანიშნული ძირითადი სასჯელი - თ/ა ჩაეთვალა პირობითად. 4.19. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სწორედ, აღნიშნული ნაკვეთის რეგისტრაციისათვის, ა------ შ------ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ს----–-–----- ქ------- თაღლითურად მითვისებაში და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ის და მისი ოჯახის წევრები აიძულეს საჯარო რეესტრში შეეტანათ განცხადება ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე, რის საფუძველზეც გაუქმდა მათი საკუთრება და ქონება აღირიცხა ს----–-–----- საკუთრებად. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტების დროს, იძულების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებებით ძალიან რთულია და ამ დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა, წარმოუდგინოს სასამართლოს იძულების მამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულებები, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მოსარჩელის განმარტებით, იძულება ხორციელდებოდა პროკურატურის მხრიდან, რომელთაც გააჩნდათ დიდი ბერკეტი მოსარჩელის სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარე პროცესში. ცხოვრებისეული გამოცდილება აჩვენებს, რომ იძულების განმახორციელებელი პირები ყოველთვის იკავებენ თავს მათ მიერ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების დაფიქსირებისა და გამხელისაგან, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც შესაძლებელია მათი ქცევა აღიქმებოდეს დანაშაულის ჩადენად, დანაშაულის ფაქტის დაფარვად. იძულების განმახორციელებელი პირი ყოველთვის მოქმედებს გააზრებულად და ფრთხილად მისთვის საინტერესო მიზნის მიღწევის პროცესში, რის გამოც, ძალიან რთული ხდება საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია მტკიცებულებები შეფასდეს გონივრულობის, ჯეროვანების პრინციპიდან გამომდინარე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში, გუზინსკი რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს. 4.20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ერდროულად, 2011 წლის 30 აგვისტოს განცხადებების საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება გადასცეს ს----–-–-----ს, რასაც წინ უსწრებდა ა------ შ------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება და პასუხისგებაში მიცემა. გარდა ამისა, განცხადებების წარდგენის შემდგომ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით ა------ შ------ეს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა განაჩენში არაფერია ნახსენები ა------ შ------ის მიერ ,,მიტაცებული“ უძრავი ქ------- ს----–-–-----სათვის დაბრუნებაზე ან სხვა რაიმე გზით, მის მიერ, ს----–-–-----სათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაზე. პალატა მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს იმ გარემოებას, რომ აპელანტების მიერ, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვება, მათი ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენდა და არც განაჩენით დადგენილი ს----–-–-----სათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურებოდა. ამდენად, საკუთრების გადაცემისას, მოსარჩელეებს ს----–-–-----ს წინაშე არანაირი შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნდათ. 4.2-. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული დოქტრინალური განმარტებების საფუძველზე, სააპელაციო პალატას ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეების მიერ გამოვლენილი ნება ს----–-–-----ს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ქ------- მიტოვების თაობაზე ბათილია, მისი ამორალურობისა და მართლსაწინააღმდეგობის სამართლებრივი საფუძვლით (სამოქალაქო კოდექსის 54-ემუხლი). 4.22. პალატა იზიარებს აპელანტების მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავის განხილვისას საქმეში არსებული განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პრეიუდიციული ძალა ვერ ექნება, ხოლო სარჩელზე თანდართული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა საკუთრების უფლება მიატოვეს სწორედ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც მათ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა სოფელ ორ–-ის მეკომურთა კრების დადგენილების საფუძველზე, რომელიც შემდგომში მათ მიერ რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტში კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა N2----------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის მიერ, საკუთრების უფლების მიტოვების ბათილად ცნობის, ამ ქონებაზე საჯარო რეესტრში ს----–-–-----ს საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 976.1-ე, 978-ე, 979.1-ე მუხლების შესაბამისად საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 4.23. გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი გარიგების შეცილების ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან უძრავ ქონებაზე ს----–-–-----ს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ სადავო გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 54-ე მუხლი (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი), რომლის მიმართაც რელევანტურია სსკ-ის ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადის გავრცელება. 4.24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი, ქ----, სოფ. ო--–--–ი მდებარე N 2----------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის მიერ, 2011 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში გამოვლენილი ნება (გარიგება) და ქ----, სოფ. ო--–--–ი მდებარე N 2----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება უნდა აღირიცხოს ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის საკუთრებაში.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს ს----–-–----- ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში რ---- შ------ის მიერ, სარჩელზე გადახდილია ს----–-–----- ბაჟი 33- ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო სასამართლოში-440 ლარი. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სსიპ ს----–-–----- ქ------- ერ-------– სააგენტოს, რ---- შ------ის სასაგებლოდ უნდა დაეკისროს, წინასწარ გადახდილი ს----–-–----- ბაჟის -771 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი, ქ----, სოფ. ო--–--–ი მდებარე N 2----------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის მიერ 2011 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში გამოვლენილი ნება (გარიგება);

5. ქ----, სოფ. ო--–--–ი მდებარე N 2----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება აღირიცხოს ა------ შ------ის, ნ-----–- მ----ის, ჯ------ მ-------------ას, რ---- შ------ის, ი---ა შ------ის, ნ-----–-- შ------ის საკუთრებაში

6. ს----–-–----- ქ------- ერ-------– სააგენტოს, რ---- შ------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი ს----–-–----- ბაჟის 771 ლარის ანაზღაურება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2- (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ი---ა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე