განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210018002-48075
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-879-18 2- სექტემბერი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ა---------– თ--------ე ი-–-- ჯ----–--ე ჩ----- თ--------ე კ--- ჩ---–--–ვილი
დავის საგანი - სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზ---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, აწ გარდაცვლილი დედის, ლ---–- თ--------ის სახელზე, N 17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გაცემული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) ½ ნაწილზე, როგორც სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებულად აღიარება; აღნიშნული ქონების ნაწილში, ნოტარიუს მ------- რო---ს მიერ, 201- წლის 07 მარტს გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და ამ ქონებაზე ა---------– თ--------ის საკუთრების უფლების დადგენა
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, მისი მამა - ა------ თ--------ე გარდაიცვალა 2--- წლის 25 დეკემბერს, ხოლო დედა - ლ---–- თ--------ე 2007 წლის 2- ივლისს. მშობლების დანაშთ ქონებას წარმოადგენდა მიწის რეფორმის კომისიის მიერ, ლ---–- თ--------ეზე, 1993 წელს N17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემული, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე 5000 კვ.მ, 1300 კვ.მ, და 3700 კვ.მ. მიწის ნაკვეთები.
მართალია, იგი თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ მშობლების გარდაცვალების შემდეგ, შეუდგა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ ფლობას და მართვას, კერძოდ, 2--- წელს მამის - ა------ თ--------ის გარდაცვალების შემდეგ, ოზ---------ს რაიონის სოფელ ბა--იდან წაიყვანა, აწ გარდაცვლილი მამის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ჟიგული ვაზ 2103, რომელიც შეაკეთა და წლების განმავლობაში მის საკუთრებაში იყო. ასევე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩადიოდა, გარკვეული დროით რჩებოდა და ხშირად მთელს ზაფხულსაც კი ატარებდა სოფლად, მშობლების სახლში და სამკვდრო ქონებიდან გარკვეულ შემოსავალსაც იღებდა სურსათის სახით.
გარდა ამისა, მის მიერ გაღებული იქნა მშობლების დაკრძალვის ხარჯები, ასევე აქტიურად ეხმარებოდა, აწ გარდაცვლილ ჯ----– თ--------ეს სამკვიდრო ქონების მართვაში, როგორც ფიზიკურად, ასევე ფინანსურად.
მშობლების და ძმის სიცოცხლეში არსებობდა მოლაპარაკება, რომლის თანახმად, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დარჩენილი სამკიდრო ქონება გაიყოფოდა ორ ნაწილად ძმებს შორის, რაც არასოდეს გამხდარა სადავოდ.
მოპასუხე ჩ----- თ--------ემ, 201- წლის 07 მარტს მიმართა ნოტარიუს მ------- რო---ს, თავისი მეუღლის - ჯ----– თ--------ის (ა---------– თ--------ის ძმა) დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა.
მოპასუხემ, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსს არ განუმარტა, რომ საკვიდრო ქონებას ჰყავდა კიდევ ერთი პირველი რიგის მემკვიდრე - ა---------– თ--------ე.
სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოპასუხემ, ფაქტობრივი ფლობით საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
201- წლის 30 მაისს, მოპასუხე ჩ----- თ--------ემ, საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა დედამთილის - ლ---–- თ--------ის სახელზე აღრიცხული დანაშთი ქონება, კერძოდ N17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთები, მდებარე, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში, საკადასტრო კოდით 2------------ რეგისტრაციის საფუძველი გახდა N--------- სამკვიდრო მოწმობა, დამოწმებული ნოტარიუს მ------- რო---ს მიერ და მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N17.
გარდა ამისა, 201- წლის 21 ივნისს, ჩ----- თ--------ის მიერ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული იქნა ორი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N 2-.2-.1-.0-- და N 2------------ რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა N17 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და ნოტარიუს მ------- რო---ს მიერ 201- წლის 07 მარტს გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობა.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ჩ----- თ--------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა დედის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სამკვდროს მიღების ორი საშუალება არსებობს - სანოტარო ორგანოში განაცხადის შეტანა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა-მართვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არც ერთი ფორმით არ მიუღია სადავო ქონება. ჯ----– თ--------ე კი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, რადგან მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა ცხოვრებას მშობლების დანაშთ ქონებაში.
მოპასუხე მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა N17 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე ცნობა კომლის შემადგენლობის თაობაზე, რომელშიც შედიოდა 25.11.2--- წელს გარდაცვლილი ა------ თ--------ე, 2-.07.2007 წელს გარდაცვლილი ლ---–- თ--------ე და 03.08.2--- წელს გარდაცვლილი კომლის უკანასკნელი წევრი ჯ----– თ--------ე, ასევე წარადგინა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მიიღო მეუღლის, ჯ----– თ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
მოსარჩელე არაწორად მიიჩნევს სადავო ქონებას აწ გარდაცვლილი ლ---–- თ--------ის საკუთრებად, რადგანაც იგი წარმოადგენდა კომლის ქონებას, კომლში კი შედიოდა სამი წევრი.
სამკვდრო მოწმობის თანახმად, ჩ----- თ--------ემ მიიღო მეუღლის, ჯ----– თ--------ის სამკვიდრო ქონება, ხოლო მოსარჩელე ჯ----– თ--------ე არის ძმის დანაშთ ქონებაზე მეორე რიგის მემკვიდრე. შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრის არსებობისას გამორიცხული იყო მისი მხრიდან სამკვიდროზე რაიმე სახის პრეტენზიის გაცხადება.
ა------ და ლ---–- თ--------ეების გარდაცვალების შემდეგ, მათ ქონებას, როგორც თანმყოფი მემკვიდრე და კომლის უკანასკნელი წევრი დაეუფლა მათი შვილი, ჯ----– თ--------ე, რომელიც მშობლების გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა დანაშთ ქონებაში და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მას, კერძოდ, 2008 წელს, აწ გარდაცვლილ ჯ----– თ--------ესთან ერთად გადახურა საცხოვრებელი სახლის სახურავი, სახლს ჩაუტარეს რემონტი, დაამონტაჟეს წყალგაყვანილობა, გააშენეს თხილის პლანტაცია, უვლიდნენ ქონებას და ახორციელებდნენ ყველა აუცილებელ საქმიანობას, რაც დაკავშირებული იყო ქონების მოვლასა და პატრონობასთან, ხოლო მოსარჩელეს არანაირი მსგავსი ქმედება არ განუხორციელებია, რაც დაადასტურებდა მის მიერ სადავო ქონების დაუფლების ფაქტს.
გარდა ამისა, ელექტროენერგიის და სხვა სახის კომუნალური მომსახურების აბონენტად რეგისტრირებული იყო ჯ----– თ--------ე, რომელიც იხდიდა მიწის გადასახადს.
სადავო სახლში ლ---–- თ--------ის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრობდნენ ის და ჯ----– თ--------ე.
ა------ და ლ---–- თ--------ეებმა თავიანთ სიცოცხლეში შვილებს მისცეს მათ საკუთრებაში არსებული ქონებიდან წილი, ასევე მიწის რეფორმით მოსარჩელემ მიიღო მიწის ნაკვეთი სახლის მიმდებარედ.
აღსანიშნავია, რომ ა---------– თ--------ეს არასოდეს მიუმართავს ნოტარიუსისათვის სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ა---------– თ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. ა---------– თ--------ის მიერ, სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ა------ თ--------ე (ა---------– თ--------ის მამა) გარდაიცვალა 2--- წლის 25 დეკემბერს. ლ---–- თ--------ე გარდაიცვალა 2007 წლის 2- ივლისს. გარდაცვალების მომენტისათვის მას დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები: ჯ----– თ--------ე, ა---------– თ--------ე და ნათელა თ--------ე. 2.2. მოპასუხე ჩ----- თ--------ე (ქორწინებამდელი გვარი ,,თე---–---–ი“) და ჯ----–ი თ--------ე დაქორწინდნენ 1971 წლის 7 სექტემბერს. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მეუღლეებს მიეკუთვნათ გვარი - თ--------ე. 2.3. ლ---–- თ--------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას შეადგენდა, მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 1993 წელს N17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში გაცემული მიწის ნაკვეთები: საკადასტრო კოდით - N------------- დაზუსტებული ფართობი - 5000 კვ.მ, საკადასტრო კოდით -N------------- დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ. საკადასტრო კოდით - N------------- დაზუსტებული ფართობი - 3700 კვ.მ, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიიღო შვილმა- ჯ----– თ--------ემ. ჯ----– თ--------ე დედის, ლ---–- თ--------ის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც მეუღლესთან, ჩ----- თ--------ესთან ერთად ცხოვრობდა სადავო ქონებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, იქ ცხოვრებას აგრძელებს ჩ----- თ--------ე. 2.4. ჯ----– თ--------ე (ა---------– თ--------ის ძმა) გარდაიცვალა 2--- წლის 03 აგვისტოს. ჩ----- თ--------ე, აწ გარდაცვლილი მეუღლის, ჯ----– თ--------ის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მასში შემავალ აქტივებსა და პასივებზე, 201- წლის 07 მარტს გაიცა სამკვიდრო მოწმობა მეუღლის, ჩ----- თ--------ის სახელზე. 2.5. 201- წლის 07 მარტს გაცემული №1-0------ სამკვიდრო მოწმობისა და N17 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრში ჩ----- თ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონებები: საკადასტრო კოდით - N------------- დაზუსტებული ფართობი - 5000 კვ.მ. (მასზე არსებული შენობა-ნაგებობით: N1 განაშენიანების ფართი 240.30 კვ.მ. საერთო ფართი 120.15 კვ.მ, სართულიანობა 2, N2 განაშენიანების ფართი 21.07 კვ.მ. საერთო ფართი 21.07 კვ.მ. სართულიანობა 1, N3 განაშენიანების ფართი 85.2- კვ.მ. საერთო ფართი 85.2- კვ.მ. სართულიანობა 1, N4 განაშენიანების ფართი 13.61 კვ.მ. საერთო ფართი 13.61 კვ. მ. სართულიანობა 1, N5 განაშენიანების ფართი 2-.06 კვ.მ. საერთო ფართი 2-.06 კვ.მ. სართულიანობა 1, N6 განაშენიანების ფართი 10.11 კვ.მ. საერთო ფართი 10.11 კვ.მ. სართულიანობა 1). ასევე, დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ საკადასტრო კოდით - N------------ და დაზუსტებული ფართობი - 3700 კვ.მ საკადასტრო კოდით - N------------. 2.6. მოსარჩელე ა---------– თ--------ე 1985 წლიდან ცხოვრობს თბილისში, არ ცხოვრობს ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლში. მისთვის ცნობილი იყო მამკვიდრებლის, ლ---–- თ--------ის გარდაცვალების თაობაზე, იგი ესწრებოდა დაკრძალვას, თუმცა, არც 2007 წლის 2- ივლისს გარდაცვლილი დედის, ლ---–- თ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების წესით არ მიუღია, არც განაცხადი შეუტანია სანოტარო ორგანოში და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია. ა---------– თ--------ეს სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის წესით სადავო არ გაუხდია ძმის, ჯ----– თ--------ის მიერ დედის, ლ---–- თ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/2 წილის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. 2.7. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ოზ---------ს არქივის მიერ, 201- წლის 20 ოქტომბერს გაცემული N--------------- საარქივო ცნობის თანახმად, ოზ---------ს რაიონის სოფელ ბა--ის საკრებულოს 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ჯ----– ა------ის ძე თ--------ის (ა------ ზ------- ძე - გადახაზული) კომლი შედგებოდა სამი წევრისგან: თ--------ე ა------ ზ------- ძე - კომლის უფროსი (გარდაიცვალა 2--- წ.24/11); თ--------ე ლ---–- სიმონის ასული - ცოლი და თ----ე (დოკუმენტში ასეა) და ჯ----–ი ა------ის ძე - შვილი. 2.8. ოზ---------ს რაიონული სასამართლოს 1-.05.2014 წლის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ 27.12.2--- წელს გაცემული საარქივო ცნობის კუთვნილების შესახებ, რომელშიც მითითებული პირის მონაცემები თ----ე ჯ----–ი ა------ის-ძე, ეკუთვნის 03.08.2--- წელს გარდაცვლილ ჯ----– თ--------ეს. 2.9. ოზ---------ს მუნიციპალიტეტის ბა--ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ, 201- წლის 24 ოქტომბერს გაცემული N7195 ცნობის თანახმად, ლ---–- თ--------ის გარდაცვალების შემდეგ, მის დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონებას, ორ სართულიან საცხოვრებელ სახლსა და საკარმიდამო ნაკვეთს 1 ჰა ოდენობით, ფლობდა და განაგებდა ჩ----- თ--------ე მეუღლესთან, ჯ----– თ--------ესთან ერთად, ხოლო მეუღლის, ჯ----– თ--------ის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ ქონებას უვლის, ფლობს და განაგებს ჩ----- თ--------ე. 2.10. ოზ---------ს მუნიციპალიტეტი, სოფელ ბა--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კომუნალური გადასახადების აღმნიშვნელ ქვითრებში, 2007 წლიდან აბონენტად მითითებულია ჯ----– თ--------ე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307 -ე, 1336 -ე, 1421 -ე, 1424 -ე, 1319 -1320 -ე, 1328 -ე, 1478 -ე, 1500 -ე, 1450-ე მუხლებზე და განმარტა: მოსარჩელემ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მემკვიდრედ/თანამესაკუთრედ აღიარება მოითხოვა, მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით. ა---------– თ--------ე და ჯ----– თ--------ე მართალია, წარმოადგენდნენ 2007 წლის 2- ივლისს გარდაცვლილი ლ---–- თ--------ის პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს, მაგრამ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს, არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424- ე მუხლებით. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, ლ---–- თ--------ის სამკვიდრო გაიხსნა 2007 წლის 2- ივლისს. დადგენი-–--, რომ ლ---–- თ--------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა, მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1993 წელს N17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში გაცემული მიწის ნაკვეთები, რაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის შვილმა - ჯ----– თ--------ემ, აგრძელებედა რა ცხოვრებას დედის დანაშთ ქონებაში, ხოლო ჯ----– თ--------ის გარდაცვალების შემდეგ, 201- წლის 07 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მეუღლემ - ჩ----- თ--------ემ. 2.13. სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას, როგორც საკუთარისა. იმისათვის, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ა---------– თ--------ე, 1985 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, სადაც დასაქმებული იყო და პერიოდულად დასასვენებლად ჩადიოდა სოფელ ბა--ში, მხოლოდ სტუმრად ყოფნა და სამკვიდრო ქონებაში პერიოდულად ღამის გათენება არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარეს სამკვიდრო მიღებული აქვს მფლობელობით. ვინაიდან, კანონით განსაზღვრულ ექვსთვიან ვადაში ა---------– თ--------ემ არ გამოავლინა სამკვიდროს მიღების ნება, მის მხრიდან არ ჰქონდა ადგილი ამ ქონების მიღების მიზნით განხორციელებულ ქმედებებს, მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის თანახმად, არ დადასტურდა მოსარჩელე ა---------– თ--------ის მიერ, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების გარემოება. 2.14. ამდენად, მოსარჩელეს არ აქვს უფლება მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მოითხოვოს დედის, ლ---–- თ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების კუთვნილი წილი. მოპასუხის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების თაობაზე მიმართვა და მოწმობის მიღება არ შეიძლება შეფასდეს კეთილსინდისიერების პრინციპის ისეთ დარღვევად, რომელიც სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას შეიძლება დაედოს საფუძვლად. შესაბამისად, არ არსებობს, მოპასუხე ჩ----- თ--------ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების შესახებ ა---------– თ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, მას და ჯ----– თ--------ეს შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება სამკვიდროს გაყოფის შესახებ. სადავო საცხოვრებელ სახლში ძმებს შორის გარკვეული იყო, თუ რომელი საცხოვრებელი ოთახით უნდა ესარგებლა მოსარჩელეს და მის ოჯახს. ასეთ საკითხებზე ძმებს შორის დავა არასოდეს ყოფილა. 3.2. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ნუგზარ გო----–-–---–მა, რომელიც ცხოვრობს ოზ---------ს რაიონის სოფელ ბა--ში მოდავე მხარეების მეზობლად, განაცხადა, რომ ლ---–- თ--------ის გარდაცვალებისას ა---------–ი ხელმძღვანელობდა დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხებს, რაც ძმებს შორის წყდებოდა ურთიერთშეთანხმებით, მის მიერ იქნა გაწეული დაკრძალვასთან დაკავშირებული გარკვეული ხარჯები. გარდა ამისა, ლ---–- თ--------ის გარდაცვალების შემდეგ, თავის ოჯახთან ერთად ხშირად ჩადიოდა და ცხოვრობდა დედ-მამის სახლში. მოწმის სახით დაკითხულმა მ------ თ--------ემ, რომელიც არის მოდავე მხარეების ნათესავი, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისთვის ცნობი-–--, რომ მამკვიდრებლის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც, მოსარჩელე დადიოდა ოზ---------ს რაიონის სოფელ ბა--ში დედ-მამის სახლში და ხშირად მთელ ზაფხულსაც იქ ატარებდა. ასევე ა---------– თ--------ე მონაწილეობდა დედის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებში. მოწმეთა მიერ მითითებული ფაქტები უტყუარად ადასტურებენ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას. ეს ფაქტები, მოწინააღმდეგე მხარეს სადავო არ გაუხდია. 3.3. სასამართლოს მიერ ობიექტურად არ იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები. არასწორი ინტერპრეტაცია და შეფასება მიეცა მოწმეთა ჩვენებებს, სადაც ისინი ცალსახად ადასტურებენ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებისა და ფლობის ფაქტს. მართალია, ა---------– თ--------ე თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სამკვიდროს მიღების სურვილი არ ჰქონდა. ის პერიოდულად ჩადიოდა დედ-მამის სახლში და ცხოვრობდა კიდეც, მას, იქ სტუმრის სტატუსით არასოდეს უსარგებლია. 3.4. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1307-ე, 1336-ე, 1421-ე მუხლები, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ აპელანტი მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა. მართალია მას მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 06 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის ასაღებად არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის, მაგრამ სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. ა---------– თ--------ე და ჯ----– თ--------ე არიან ძმები, ა------ თ--------ისა და ლ---–- თ--------ის პირველი რიგის მემკვიდრეები. მამკვიდრებელი ა------ თ--------ე გარდაიცვალა 2--- წლის 25 დეკემბერს, ლ---–- თ--------ე გარდაიცვალა 2007 წლის 2- ივლისს. მშობლების გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ნოტარიუსისათვის არცერთ მემკვიდრეს არ მიუმართავს. 4.2. მოპასუხე ჩ----- თ--------ე არის ჯ----–ი თ--------ის მეუღლე, რომელსაც 1971 წლის 7 სექტემბერს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნა გვარი - თ--------ე. 4.3. დადგენი-–--, რომ მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 1993 წელს N17 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ლ---–- თ--------ის საახელზე აღირიცხა ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე მიწის ნაკვეთები: 1) საკადასტრო კოდით - N------------- დაზუსტებული ფართობი - 5000 კვ.მ; 2) საკადასტრო კოდით -N------------- დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ; 3) საკადასტრო კოდით - N------------- დაზუსტებული ფართობი - 3700 კვ.მ. 4.4. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ოზ---------ს არქივის მიერ, 201- წლის 20 ოქტომბერს გაცემული N--------------- საარქივო ცნობის, ოზ---------ს რაიონული სასამართლოს 1-.05.2014 წლის გადაწყვეტილებითა და მოპასუხის შესაგებელში დაფიქსირებული მსჯელობის თანახმად, ოზ---------ს რაიონის სოფელ ბა--ში, ა------ თ--------ის კომლი შედგებოდა სამი წევრისგან: თ--------ე ა------ ზ------- ძე - კომლის უფროსი (გარდაიცვალა 2--- წ.24/11), თ--------ე ლ---–- სიმონის ასული - ცოლი და თ--------ე ჯ----–ი ა------ის ძე - შვილი. N17 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ლ---–- თ--------ის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა კომლის ქონებას. 4.5. მოსარჩელე ა---------– თ--------ე 1985 წლიდან ცხოვრობს თბილისში. მშობლების გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა ჯ----– თ--------ე მეუღლესთან, ჩ----- თ--------ესთან ერთად. 4.6. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ჩ----- თ--------ის განმარტებით დადასტურებულია, რომ მამის, ა------ თ--------ის გარდაცვალების შემდეგ, ა---------– თ--------ემ საკუთრებაში წაიყვანა მამის კუთვნილი ავტომობილი, შეაკეთა და მისით სარგებლობდა. უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელში დაფიქსირებული ეს ფაქტი, მოპასუხეს შესაგებლით სადავო არ გააუხდია. 4.7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის, ნუგზარ გულიაშვილის ჩვენებებით ირკვევა, რომ დედის გარდაცვალებისას, ა---------– თ--------ე ძმასთან, ჯ----– თ--------ესთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებაში, რაც ძმებს შორის წყდებოდა ურთიერთშეთანხმებით. გარდა ამისა, მშობლების გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც, ა---------– თ--------ე ოჯახთან ერთად დადიოდა დედ-მამის სახლში და ხშირად მთელ ზაფხულს იქ ატარებდა. 4.8. დადგენი-–--, რომ ჯ----– თ--------ე (ა---------– თ--------ის ძმა) გარდაიცვალა 2--- წლის 03 აგვისტოს. მისი გარდაცვალების შემდეგ, სადავო უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე ჩ----- თ--------ე, რომლის სახელზეც, მეუღლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მასში შემავალ აქტივებსა და პასივებზე, 201- წლის 07 მარტს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ხოლო ამ სამკვიდრო მოწმობისა და N17 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრში ჩ----- თ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონებები: საკადასტრო კოდით - N------------ დაზუსტებული ფართობი - 5000 კვ.მ. (მასზე არსებული შენობა-ნაგებობით: N1 განაშენიანების ფართი 240.30 კვ.მ. საერთო ფართი 120.15 კვ.მ, სართულიანობა 2, N2 განაშენიანების ფართი 21.07 კვ.მ. საერთო ფართი 21.07 კვ.მ. სართულიანობა 1, N3 განაშენიანების ფართი 85.2- კვ.მ. საერთო ფართი 85.2- კვ.მ. სართულიანობა 1, N4 განაშენიანების ფართი 13.61 კვ.მ. საერთო ფართი 13.61 კვ. მ. სართულიანობა 1, N5 განაშენიანების ფართი 2-.06 კვ.მ. საერთო ფართი 2-.06 კვ.მ. სართულიანობა 1, N6 განაშენიანების ფართი 10.11 კვ.მ. საერთო ფართი 10.11 კვ.მ. სართულიანობა 1; საკადასტრო კოდით - N------------ დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ; საკადასტრო კოდით - N------------ დაზუსტებული ფართობი - 3700 კვ.მ. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობიდან. აპელანტის (მოსარჩელე) მითითებით, იგი წარმოადგენს ა------ თ--------ის და ლ---–- თ--------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც ჯ----– თ--------ესთან (ძმა) ერთად, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მშობლების სამკვიდრო, რაც გამოიხატა მამის კუთვნილი ავტომობილისა და ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე მშობლების საცხოვრებელი სახლის დაუფლებაში. შესაბამისად, მშობლების დანაშთი ქონების ½ ნაწილი მისი საკუთრებაა. მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) მითითებით, მართალია, ა---------– თ--------ე მამის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მამის კუთვნილ ავტომობილს, თუმცა ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სამკვიდოს მიღებად, ხოლო საცხოვრებელ სახლს ფაქტობრივად არ დაუფლებია და არც სანოტარო ორგანოსთვის მიუმართავს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, რაც გამორიცხავს სადავო ქონებაზე მოსარჩელეს საკუთრების უფლების არსებობას და სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, მხარეთა მითითებების შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გამომდინარეობდეს სკ-ის 54-ე, 170-172-ე, 1336-ე, 1421-ე, 1433-ე, 1424-ე მუხლებიდან. 4.10. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. პალატა განმარტავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით, სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით და სხვა). 4.11. იმისათვის, რომ განსახილველ შემთხვევაში გაირკვეს აპელანტის მოთხოვნის საფუძვლიანობა და დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: 1) მამკვიდრებლის, ა------ თ--------ის და ლ---–- თ--------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, ა---------– თ--------ე ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა, მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და მათ ნივთებს, როგორც სამკვიდრო ქონებას; 2) სწორია თუ არა, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე, N------------- N------------- N------------- საკადასტრო კოდის შემდეგ უძრავ ქონებებზე, 201- წლის 07 მარტს, როგორც ჯ----–ი თ--------ის დანაშთ სამკვიდროზე, ჩ----- თ--------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში არსებული ჩანაწერი. 4.12. სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მო---ნილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მო---ნილი გარემოებები. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე მშობლების გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლა სამკვიდროს-მოსარჩელეს მტკიცების ვალდებულებაა. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას 4.14. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) განმარტებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის შესაგებლის საფუძველზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ---–- თ--------ის სახელზე, 1993 წელს, მიწის მიღება-ჩაბარების N17 აქტით გადაცემული უძრავი ქონება წარმოადგენდა არა ლ---–- თ--------ის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ კომლის წევრების თანასაკუთრებას, რომლებსაც წარმოადგენდენენ ა------ თ--------ე, ლ---–- თ--------ე და ჯ----– თ--------ე. შესაბამისად, აღნიშნული აქტით გადაცემული ქონებიდან თითოეულის წილი შეადგენდა 1/3 ნაწილს. 4.15. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა------ თ--------ის გარდაცვალების შემდეგ, ლ---–- და ჯ----– თ--------ეები ა------ თ--------ის უძრავი ქონების ფაქტობრივად დაუფლებით, ხოლო ა---------– თ--------ე მამის კუთვნილი ავტომობილის დაუფლებით, მისი საცხოვრებელი სახლის პერიოდულად სარგებლობით დაეუფლა გარდაცვლილი ა------ თ--------ის სამკვიდროს, რის გამოც ა------ თ--------ის საკუთრებიდან თითოეულს მიეკუთვნა 1/3 ნაწილი, რაც მთლიანი უძრავი ქონების 1/9-ს შეადგენდა. აღნიშნული წილის გათვალისწინებით, ა---------– თ--------ე გახდა სადავო უძრავი ქონების 1/9 -ის მემკვიდრე და მესაკუთრე, ხოლო ლ---–- და ჯ----– თ--------ეები თავიანთ წილ საკუთრებასთან ერთად, თითოეული 4/9 წილის (1/3+1/9=4/9) მესაკუთრე. 4.1-. პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, დედის, ლ---–- თ--------ის გარდაცვალების დროისათვის, ა---------– თ--------ეს საკუთრებაში გააჩნდა მამის საამკვიდროს 1/3 ნაწილი, რაც მთლიანი ქონების 1/9 ნაწილს შეადგენდა, რაც ასევე მოიცავდა საცხოვრებელი სახლის ნაწილსაც, ამ ქონების ფლობითა და სარგებლობით, იგი იმავდროულად, დედასთან თანმყოფ მემკვიდრესაც წარმოადგენდა. ვინაიდან, დედის გარდაცვალებისას ა---------– თ--------ე აქტიურ მონაწილეობას იღებდა დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებაში, რაც ძმებს შორის წყდებოდა ურთიერთშეთანხმებით, გარდა ამისა, მშობლების გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც ოჯახთან ერთად დადიოდა დედ-მამის სახლში და ხშირად მთელ ზაფხულსაც იქ ატარებდა, პალატა ასევე დადასტურებულად მიიჩნევს ა---------– თ--------ის მიერ, ჯ----– თ--------ესთან ერთად, დედის საამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს. ამდენად, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე სადავო უძრავ ქონებებში, მათი კუთვნილი წილის გათვალისწინებით, დედის სამკვიდროს მიღების საფუძველზე, ა---------– თ--------ის წილი უნდა განისაზღვროს 2/6 (1/9+ 4/9-ის ნახევარი), ხოლო ჯ----– თ--------ის- 4/6. 4.17. უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე), ა---------– თ--------ის მიერ მშობლების სამკვიდროს მიღების უარსაყოფად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მამკვიდრებელთა გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელეს მშობლების სახლში მუდმივად არ უცხოვრია და არც სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს კანონით განსაზღვულ 6 თვიან ვადაში სამკვიდროს მისაღებად, თუმცა მოპასუხის ეს მითითება ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს საკმარსისს სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დასადგენად. შესაბამისად, დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგინა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. 4.18. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია ა---------– თ--------ის მიერ, ჯ----– თ--------ესთან ერთად მშობლების სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლება, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოდგენს, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, და 1433-ე მუხლების შესაბამისად, ა------ და ლ---–- თ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილზე, მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. 4.19. სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმის გათვალისწინებით, რომ ა---------– თ--------ემ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდროდან 1/3 წილი, ხოლო დედის დანაშთი სამკვიდროდან ½ წილი, იგი გახდა ამ ქონების მესაკუთრე. შესაბამისად, მოპასუხის ჩ----- თ--------ის, როგორც ჯ----– თ--------ის მემკვიდრის სახელზე, ა------ და ლ---–- თ--------ის მთელს სამკვიდრო ქონებაზე მოწმობის მიღება და ამ ქონების საკუთრებაში აღრიცხვა სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად არასწორია. 4.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოთხოვნა, დადგენილი იქნეს, ა---------– თ--------ის მიერ, აწ გარდაცვლილი მამის, ა------ თ--------ისა და დედის, ლ---–- თ--------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება, ასევე ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს მ------- რო---ს მიერ, 201- წლის 07 მარტს, ჩ----- თ--------ის სახელზე გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობა და ა---------– თ--------ე ცნობილი იქნეს, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე, N------------- N------------ და N------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონებების თანამესაკუთრედ, დასაბუთებულია ამ ქონებების მხოლოდ 2/6 ნაწილში. ასეთი მსჯელობა გამომდინარეობს მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან (სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-572-543-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 ოქტომბრის №ას-555-52--2014 განჩინება). 4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც ა---------– თ--------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ოზ---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა---------– თ--------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; დადგენილი იქნეს, ა---------– თ--------ის მიერ, აწ გარდაცვლილი მამის, ა------ თ--------ისა და დედის, ლ---–- თ--------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება; ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს მ------- რო---ს მიერ, 201- წლის 07 მარტს, ჩ----- თ--------ის სახელზე გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობა დანაშთი ქონების 2/6 ნაწილში და ა---------– თ--------ე ცნობილი უნდა იქნეს, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე, N----------------------------------------------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონებების 2/6 ნაწილის თანამესაკუთრედ.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. დადგენი-–--, რომ ა---------– თ--------ის მიერ სარჩელზე, წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი-225 ლარი (ს.ფ.48), ხოლო სააპელაციო საჩივარზე- 300 ლარი, სულ 525 ლარი. დადგენი-–--, რომ სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნაცვლად ქონების ½ ნაწილზე საკუთრების უფლების დადგენისა, ა------ თ--------ეს მიეკუთვნა ქონების 2/6 ნაწილის (იგივე 1/3 ნაწილი). ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ჩ----- თ--------ეს ა---------– თ--------ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 174,82 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------– თ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ოზ---------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა---------– თ--------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს მ------- რო---ს მიერ, 201- წლის 07 მარტს, ჩ----- თ--------ის სახელზე გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობა დანაშთი ქონების 2/6 ნაწილში;
5. დადგენილი იქნეს, ა---------– თ--------ის მიერ, აწ გარდაცვლილი მამის, ა------ თ--------ისა და დედის, ლ---–- თ--------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება;
6. ა---------– თ--------ე ცნობილი იქნეს, ოზ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბა--ში მდებარე, N----------------------------------------------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონებების 2/6 ნაწილის თანამესაკუთრედ:
7. ჩ----- თ--------ეს, ა---------– თ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი საპროცესო ხარჯის ნაწილი-174,82 ლარის ანაზღაურება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე