განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700066431-1აგ/532-18წაგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2018წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მაია თეთრაული
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ჯ---------------–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით:
ჯ---------------–ი (პ------------60) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით) საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით;
თბილისის სააღსრულებო ბიუროს N65800 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.04.2017 წლის N1/1395-17 განაჩენის საფუძველზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ჯ---------------–ს დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, დღეის მდგომარეობით განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 17 მაისს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენით:
ჯ---------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას’’ მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 11 თვის და 19 დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ---------------–ს განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 11 თვის და 19 დღის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე, 67-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი;
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ამავე კანონის მე-3 მუხლის მეოთხე პრიმა ნაწილის თანახმად ჯ---------------–ს 6 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს N65846 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.02.2018 წლის N1/419-18 განაჩენის საფუძველზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ჯ---------------–ს დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ჯ---------------–ს არ შეუსრულებია მასზე დაკისრებული ვალდებულება რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები ჯარიმის თანხის აღსრულების უზრუნველსაყოფად.
2018 წლის 12 სექტემბერს მსჯავრდებულმა ჯ---------------–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა;
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ჯ---------------–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით ირკვევა ჯ---------------–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით;
ჯ---------------–ი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას’’ მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 11 თვის და 19 დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ---------------–ს განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 11 თვის და 19 დღის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე, 67-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები;
პალატა აღნიშნავს, რომ ჯ---------------–ს მსჯავრი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას’’ მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა), შესაბამისად პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, ხოლო სხვა რაიმე დამატებითი რეგულაცია არ არსებობს, რაც საფუძველი გახდებოდა მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების. ამასთან მსჯავრდებული წარმოდგენილ შუამდგომლობაში უთითებს, რომ იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და ითხოვს პირობითი მსჯავრის გაუქმებას.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ,,თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ’’. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გააუქმოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ---------------–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, ვინაიდან აღნიშნული საკითხის განხილვა არ შედის თბილისის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაში;
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ---------------–ის შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მსჯავრდებულ ჯ---------------–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
2. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მ.ისაევი
მ. თეთრაული