განაჩენი

სისხლის სამართლის 26.10.2018
საქმის ნომერი
330100118002382085
ინსტანცია
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002382085

საქმე №1/ბ-1119-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ც-------–---–---ის,მსჯავრდებულ: რ----–--–------ის,ადვოკატ: მ----------–-–---–ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ----–--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------–-–---–ის და ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-----------------–--–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი #5----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ჭ----------------------------–------–- და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენით რ----–--–------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

 

რ-----–--–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ----–--–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----–--–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 მარტიდან.

 

რ----–--–-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ჩაიდინა სხვისი კუთვნილი ნივთების განზრახ დაზიანება და მუქარა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით დროის პერიოდში, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ----–--–-------მ ქ------–--–------------------------ ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - გ-----------------–--–---------ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს, ს---------------–---–ს, კერძოდ, რ----–--–-------მ ს---------------–---–ს ძლიერად მოქაჩა თმა და მისივე მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. რ----–--–------ის აღნიშნული ქმედებით ს---------------–---–ს მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

2018 წლის 12 მარტს დაახლოებით 00:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ----–--–-------მ ქ------–--–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ დააზიანა მისი მეუღლის ს----------------–---–ის კუთვნილი „ლჯ“-ს ფირმის H502f მოდელის მობილური ტელეფონი, ინტერნეტ სადენების ელექტრო მოწყობილობა ე.წ. „როუტერი“ და „VESTEL“-ის ფირმის გაზქურის მინის თავსახური, საერთო ჯამში ღირებული 225 ლარად. რ----–--–------ის აღნიშნული ქმედებით ს---------------–---–ს მიადგა 225 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00:45 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----–--–------- ქ------–--–------------------------ში მდებარე ზ---------------------–------–----ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელებს დაემუქრა მათი კუთვნილი ა/მანქანების დაწვით და ცდილობდა ცეცხლმოკიდებული სიგარეტის კოლოფი ჩაეგდო „ჰ-------------ს“ (სახელმწიფო ნომრით: S--------) ფირმის ა/მანქანის ბენზინის ავზში. ნე-–------–---მა რეალურად აღიქვა რ----–--–------ის მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. რ------–--–------ის აღნიშნული ქმედებით ნე-–------–---ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----–--–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----------–-–---–მა და ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ც-------–---–---ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენის გაუქმება გამამტყუნებელ ნაწილში და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ბრალდების მხარემ მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენში და მსჯავრდებულ რ----–--–------ის დამნაშავედ ცნობა აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2018 წლის 25 ოქტომბერს, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ც-------–---–---ის მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ რ----–--–-------სთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა, რომ რ----–--–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ----–--–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ც-------–---–---ემ, მსჯავრდებულმა რ----–--–-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----------–-–---–მა.

 

სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც იგი ნებაყოფლობით აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

 

საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, არასრულწლოვან გუ-----–--–------ის, დაზარალებულ ნე-–------–----------–-------------------------–-----------------------------–--------------–---–----------------------------–---–----------------------------------------–------------------------–---–---–------–--------–---------------------------------------------------–------–---–--, სამედიცინო ექსპერტიზის #00------- დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის #6---- დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის #5---- დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, საქმეზე დართული საგნებით და ნივთებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განაჩენით რ----–--–------ის მიმართ, რ----–--–------ის ადმინისტრაციული დაჯარიმების და ნასამართლობის მასალებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული გენეტიკური (სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ რ----–--–-------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ რ----–--–-------ს შორის.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენში.

 

რ----–--–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ----–--–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ რ----–--–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 მარტიდან.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, პირობითი მსჯავრის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ბალიში, სამი ცალი მობილური ტელეფონი და ერთი ცალი ე.წ. „როუტერი“, რაც ინახება შს სამინისტროს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ს---------------–---–ს.

ს---------------–---–ის ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ჭიქა და ნატეხები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ერთი ცალი ელექტრონული დისკი, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი