განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002413216
საქმე № 1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
სხდომის თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივნები - ლელა ბახტაძე და ეკატერინე უკლება
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ--------–--–------–-–---–-.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ---–---------------ვა, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სოფელი ფ-------–-, თ---------–--------------.
ადვოკატი: მ----------------.
თარჯიმანი: ა---------–---------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ხუთი ეპიზოდი).
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა, ზეპირი მოსმენით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---–---------------ვას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ--------–---მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კერძოდ, მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სამი წლით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა, ხოლო დარჩენილი ხუთი წლის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ---–---------------ვამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----------------მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს. ამასთან, დამატებით მიუთითეს რომ გ---–---------------ვა არის მარტოხელა დედა, რომელსაც კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და მოხუცი დედა, იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პროკურორმა ვ--------–--–------–-–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
გ---–---------------ვამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ერთი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ოთხი ეპიზოდი) რაც გამოიხატა შემდეგში:
გ---–---------------ვამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 7,7796 გრამის ოდენობით, საიდანაც 34 წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 0,9787 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება შეინახა ტანთმოსილ ჟაკეტის ჯიბეში, რაც 2018 წლის 19 მარტს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, თ---------–---------------ში ჩატარებული გ---–---------------ვას პირადი ჩხრეკის შედეგად.
2018 წლის 19 თებერვალს, თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, გ---–---------------ვამ ნარკოტიკული საშუალება 1,9052 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 1000 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა ნ--------------------ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 24 თებერვალს, თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, გ---–---------------ვამ ნარკოტიკული საშუალება 1,715 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 1000 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა ნ--------------------ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 03 მარტს, თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, გ---–---------------ვამ ნარკოტიკული საშუალება 1,7007 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 1100 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა ნ--------------------ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 12 მარტს, თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, გ---–---------------ვამ ნარკოტიკული საშუალება 1,48 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 1500 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა ნ--------------------ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ---–---------------ვას ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ---–---------------ვას ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: გ---–---------------ვას აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ნ--------------------ის და ო-–------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, გ---–---------------ვას პირადი ჩხრეკის ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №------------------------------------------------------------------------------- დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ---–---------------ვას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ---–---------------ვამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ერთი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ოთხი ეპიზოდი).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ---–---------------ვას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას - კერძოდ, მტკიცებულებები გახადა უდავოდ.
გ---–---------------ვას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ---–---------------ვას სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული.
პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ---–---------------ვას საბოლოოდ სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. სასჯელის განსაზღვრისას პალატა თვლის, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალად შერაცხული ეპიზოდების ფაქტობრივი გარემოებები (ოთხივე შემთხვევაში გ---–---------------ვამ ნარკოტიკული საშუალება გაასაღა ერთიდაიგივე პირზე, რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისივე თანხმობით ჩართული იყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში) და გ---–---------------ვას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატა თვლის, რომ ზემოთმითითებული სასჯელის სახე და ზომა ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მსჯავრდებულ გ---–---------------ვას მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სასჯელის დანიშვნის წინაპირობები და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გ---–---------------ვას მიმართ სისხლის სამართლის საქმეში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისთვის კანონით დადგენილი წინაპირობები. აღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარის მოთხოვნა ამ ნაწილში გაზიარებული არ უნდა იქნეს.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–---------------ვას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელს უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დალუქული 05 პაკეტად - განადგურდეს.
დისკები 05 პაკეტად - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ---–---------------ვას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ--------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ---–---------------ვა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
გ---–---------------ვა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
გ---–---------------ვა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 03 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
გ---–---------------ვა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 12 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
გ---–---------------ვა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 თებერვლის ეპიზოდისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ---–---------------ვას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
გ---–---------------ვას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 მარტიდან.
გ---–---------------ვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დალუქული 05 პაკეტად - განადგურდეს;
დისკები 05 პაკეტად - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
სხდომის თავმჯდომარე: ნ.სანდოძე
მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე
ვ.ლომიძე