განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
190210016001623934
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210016001623934

საქმე №2ბ/4903 -17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ი’’

წარმომადგენლები - მ----------------, თ----------------–-, ს----------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ--–----ი კ--–---------ე

წარმომადგენელი - მ-----------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მოსარჩელე შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ი’’ წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო საწყობში მომსახურე ორგანიზაციას, რომლის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვის შემთხვევაში შენახვის ფაქტობრივ ვადაში ნივთის მესაკუთრეს არ გააჩნია საბაჟო დეკლარირების ვალდებულება.

 

2. ავტომობილი J----------------- (ჯ--------------------), გამოშვების წელი 2002, ვინ კოდით- 1----------------, ვ------------- 2014 წლის 05 მარტს შევიდა ღია ტერმინალის ზონაში სავალდებულო საბაჟო დეკლარირებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

3. ავტომობილი J----------------- (ჯ--------------------), გამოშვების წელი 2002, ვინ კოდით- 1----------------, ვ------------- იმპორტირებულია შპს ,,კ-------------------------ს’’ მიერ, რომლის ჩამოყვანაც არ დაუკვეთავს მ--–---- კ--–---------ეს.

 

4. შპს ,,კ------------------------ს’’ და მ--–---- კ--–---------ეს შორის ავტომანქანის შეძენის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

 

5. ავტომობილი J----------------- (ჯ--------------------), გამოშვების წელი 2002, ვინ კოდით- 1----------------, ვ------------- იმპორტირებულია შპს ,,კ-------------------------ს’’ მიერ, რომლის ჩამოყვანაც არ დაუკვეთავს მ--–---- კ--–---------ეს და შპს ,,კ------------------------ს’’ და მ--–---- კ--–---------ეს შორის ავტომანქანის შეძენის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

 

6. შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ი’’-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მ--–----ი კ--–---------ის მიმართ მოითხოვა შეწყდეს 2014 წლის 05 მარტს გაფორმებული მიბარების ხელშეკრულება. დაეკისროს მოპასუხეს 2016 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით არსებული - 6,504.10 ლარის გადახდა. დაეკიროს მოპასუხეს 2016 წლის 21 ნოემბრიდან სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველდღიური შენახვის საზღაურის 0,1 ლარის გადახდა. დაეკისროს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება შენახვის ხარჯის მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად 0,1 ლარის გადახდა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მოსარჩელის საწყობის (შპს ,,რ-------ის ტ--------–ი პ-–----ის’’ საბაჟო კონტროლის ზონის) გამოთავისუფლებამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებისაგან: J----------------- (ჯ--------------------) გამოშვების წელი 2002, ვინ კოდით- 1----------------, ვ-------------. მიბარების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურების შენახვის ხარჯის მიუღებელი შემოსავლის სახით სრულად დაფარვის მიზნით - აღსრულება მიექცეს ავტომობილზე: J----------------- (ჯ--------------------) გამოშვების წელი- 2002, ვინ კოდით- 1----------------, ვ-------------. იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების J----------------- (ჯ--------------------) გამოშვების წელი 2002, ვინ კოდით- 1----------------, ვ-------------, რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ის’’ წინაშე არსებული მიბარების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანებისა და მიუღებელი შემოსავლიდან ზიანის ანაზღაურების სრულ ოდენობას, აღსრულება მიექცეს მოპასუხის ნებისმიერ შემოსავალსა და ქონებაზე.

 

7. მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ი’’ წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას, რომელიც მდებარეობს ავტომობილების ბაზრობის ტერიტორიაზე. საბაჟო კონტროლის ზონაში ავტომობილის შეყვანის მიზანია, ავტომობილის მესაკუთრემ თავი აარიდოს სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას. მოსარჩელის ურთიერთობა ავტომობილის მესაკუთრესთან გამომდინარეობს მიბარების სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ, მისი ვალდებულებაა მიიღოს ავტომობილი მესაკუთრისაგან და განათავსოს შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილების განთავსება ხდება მესაკუთრის მიერ, დადგენილი ნიხრის გადახდის პირობით, ტერმინალი შენახვას ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. ტერმინალის ზონაში ავტომობილის მიბარება არ მოითხოვს წერილობითი ფორმით ნების გამოვლენას. მ--–----ი კ--–---------ის ავტომობილი J----------------- (ჯ--------------------), გამოშვების წელი 2002, ვინ კოდით- 1----------------, ვ------------- 2014 წლის 05 მარტს შევიდა ღია ტერმინალის ზონაში სავალდებულო საბაჟო დეკლარირებისაგან თავის არიდების მიზნით. მოპასუხის დავალიანება ტერმინალის მიმართ შეადგენს 6,504.10 ლარს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოპასუხე თავს არიდებს თანხის გადახდას და არ ახდენს საწყობის გამოთავისუფლებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსარჩელეს.

 

8. 2017 წლის 28 ივნისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ავტომანქანა ვინ კოდით- 1----------------, შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ის’’ ტერიტორიაზე შეიყვანა შპს ,,კ-------------------------ს’’ თანამშრომელმა ზ-----------------ამ და დადო მასთან მიბარების ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერს მ--–---- კ--–---------ე, რაზეც მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფება შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----თან’’ და მისი ხელმოწერა აღნიშნული ავტომანქანის შეყვანასთან დაკავშირებით არის ტექნიკური შეცდომა, მას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ავტომანქანასთან და არც არასდროს ყოფილა მასთან სამართლებლებრივად დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ--–---- კ--–---------ე არასათანადო მოპასუხეა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით: შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ის’’ სარჩელი მოპასუხე მ--–----ი კ--–---------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 780-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება მიბარების ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 781-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასაწყობო შემნახველმა საქონლის მიბარების ვალდებულებები უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერი მეურნის გულისხმიერებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ი’’ წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო საწყობში მომსახურე ორგანიზაციას, რომლის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვის შემთხვევაში შენახვის ფაქტობრივ ვადაში ნივთის მესაკუთრეს არ გააჩნია საბაჟო დეკლარირების ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული დაშვება საჭიროა სამოქალაქო ბრუნვის

 

მიზნებისთვის, როდესაც მოძრავი ნივთის მფლობელი არ უნდა იყოს იძულებული, თავისი საკუთრების უფლება, ნივთზე აქტიური ბატონობის გარდა, სხვაგვარადაც ამტკიცოს. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ნივთის ყველა მესაკუთრე აუცილებლად არის მისი მფლობელიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ავტომობილი J----------------- (ჯ--------------------), გამოშვების წელი 2002, ვინ კოდით- 1----------------, ვ------------- 2014 წლის 05 მარტს შევიდა ღია ტერმინალის ზონაში სავალდებულო საბაჟო დეკლარირებისაგან თავის არიდების მიზნით, აღნიშნული ავტომობილი იმპორტირებულია შპს ,,კ-------------------------ს’’ მიერ.

შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ს’’ და შპს ,,კ-------------------------ს’’ თნამშრომელს ზ-----------------ას შორის გაფორმდა აღნიშნული ავტომანქანის მიბარების ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს მ--–---- კ--–---------ე, რაც არ წარმოადგენს

 

იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ს’’ და მ--–---- კ--–---------ეს შორის წარმოიშვა რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა, ვინაიდან შპს ,,კ-------------------------დან’’ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ავტომობილი იმპორტირებულია შპს ,,კ-------------------------ს’’ მიერ, რომლის ჩამოყვანაც არ დაუკვეთავს მ--–---- კ--–---------ეს და შპს ,,კ------------------------ს’’ და მ--–---- კ--–---------ეს შორის ავტომანქანის შეძენის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც შეეხება ზ-----------------ას, იგი მუშაობს შპს ,,კ------------------------ში’’ ექსპედიტორის პოზიციაზე, რაც ამყარებს იმ პოზიციას, რომ მ--–---- კ--–---------ეს არანაირი კავშირი არ აქვს შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----თან’’.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- კ--–----------- არასათანადო მოპასუხეა და შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ის’’ სარჩელი მოპასუხე მ--–---- კ--–---------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკამყოფილდეს.

 

10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და 2017 წლის 05 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ის“ წარმომადგენელმა.

 

10.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ხელშეკრულებას მართალია ხელი მოაწერა ზ-----------------ამ თუმცა მიბარების ხელშეკრულება გაფორმდა ზ-----------------ასა და ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ის“ შორის. ხელშეკრულება თუმცაღა შესაძლებელია გაფორმდეს წარმომადგენლის მეშვეობით, მაგრამ უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების საფუძველზე. საქმეზე მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მინდობილობა, რომელიც მას აძლევდა უფლებას ხელი მოეწერა ზ-----------------ას სახელით. აღნიშნულის წარმოდგენის და შესაგებელში მითითებულის მტკიცების ტვირთი უწევს მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა აღნიშნული ფაქტი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იქნა ასახული. მოწინააღმდეგე მხარეს უწევს იმის მტკიცების ტვირთი თუ რატომ არ არის იგი ვალდებულების ამღები პირი.

 

10.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოსთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ შპს „კ------------------------სა“ და მ--–---- კ--–---------ეს შორის არ იყო სამართლებრივი კავშირი, თუმცა აღნიშნული სასამართლოს უნდა უქმნიდეს საფუძველს, რომ ის რაც შესაგებლით ამტკიცებდა მოპასუხე სწორედ მას უნდა ემტკიცებინა, კერძოდ, წარმოედგინა მინდობილობა. სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ის“ მიერ წარდგენილი ორი ხელშეკრულება, რომელზედაც ხელს აწერს მ--–---- კ--–---------ე, (2014 წლის 06 იანვრის და 2014 წლის 06 მარტის) თუმცა ხელშეკრულების პირველ გვერდზე მითითებულია სხვა პირი. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია მოპასუხის მიერ, შესაბამისად, რადგან ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, სასამართლოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიეცა სამართლებრივი შეფასება შესაძლებელია თუ არა ასეთი სახის ხელშეკრულება მხარეთა შორის ყოფილიყო მიღებული როგორც სავაჭრო ჩვეულება, რადგან დროის მცირე მონაკვეთში მხარეთა შორის გაფორმებულია ერთი და იგივე სახის სამი ხელშეკრულება.

 

10.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია მტკიცების განაწილების ტვირთი, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული რიგი საკითხები და მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება. ამასთან არ ეთანხმება 2017 წლის 05 ივლისის დამატებით გადაწყვეტილებას საადვოკატო მომსახურების ხარჯების 200 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და 2017 წლის 05 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2014 წლის 05 მარტის მიბარების ხელშეკრულებიდან (სსკ 763-ე მუხლის თანამხად მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.) გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, რადგან სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსების ძირითადი მიზანი მფლობელისათვის იყო ის, რომ ტერმინალის ტერიტორიაზე ავტომობილის ყოფნის პერიოდში ავტომობილის მფლობელს არ დაჰკისრებოდა ავტომობილის საბაჟო დეკლარირების ვალდებულება. შესაბამისად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს წარმოადგენს თუ არა მოპასუხე ავტომანქანის მფლობელს.

 

13. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

13.1. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2014 წლის 05 მარტის ხელშეკრულება საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების წესის შესახებ, რომლის თანახმად, ერთის მხრივ შპს „რ------- ტ--------– პ-–----ის“ (შემსრულებელი) დირექტორის მინდობილ პირს მ----------–-----სა და ფიზიკურ პირს ზ-------------------ს (დამკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება უზრუნველეყო დამკვეთის სატრანსპორტო საშუალების წვდომა შემსრულებლის ტერიტორიაზე, ასევე უზრუნველეყო ავტოტრანსპორტის განლაგება დამკვეთის ღია მოედანზე. ავტომანქანის მონაცემებია: ვინ კოდი 1----------------. მითითებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს - მ--–---- კ--–---------ე (ტ.1. ს.ფ. 40-41, ს.ფ. 119) „ დ-----------–--------- - საწყობის პარკირების მომსახურების გაწევის წესები“ დანართი 1-ით დგინდება, რომ „დამკვეთს“ წარმოადგენს დ-----------–--------- - საწყობში“ გადაყვანილი ავტოტრანსპორტის მფლობელი. (ტ.1. ს.ფ. 33)

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „რ------- ტ--------– პ-–----ის“ ე.წ. გამოცხადების შესახებ აქტი, რომლის თანახმად გამოცხადების დრო არის 2014 წლის 05 მარტი, ავტომანქანის შემომყვანი (მფლობელი) - გ-------------------ი. აღიშნულ დოკუმენტში მითითებულია გ-------------------ის პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ასევე ავტომანქანის მახასიათებლები (იხ. ტ.1. ს.ფ. 39)

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის შეტყობინება #1------, სადაც ავტომანქანის მფლობელად, რომლის ვინ კოდია 1----------------, მითითებულია შპს „კ-------------------------“, ხოლო წარმომადგენლად - ზ-------------------. სს „კ-----------------------ს“ საგადასახადო დავალების თანახმად გადამხდელად მითითებულია შპს „კ-------------------------“. აღნიშნულ დოკუმენტებს ერთვის მ--–----ი კ--–---------ის პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც აპელანტის განმარტებით, დართული იქნა მათ მიერ, შპს „რ------- ტ--------– პ-–----ის“ მიერ, შემოსავლების სამსახურიდან შეტყობინების გადმოგზავნის შემდგომ.

 

13.2. შპს ,,კ-------------------------დან’’ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად შპს ,,კ------------------------ს’’ და მ--–---- კ--–---------ეს შორის ავტომანქანის შეძენის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, შპს ,,კ------------------------ს’’ მ--–---- კ--–---------ე არ დაუვალდებულებია განეთავსებინა რაიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება შპს „რ------- ტ--------– პ-–----ის“ საბაჟო კონტროლის ზონაში. ზ------------------- მუშაობს შპს ,,კ------------------------ში’’ ექსპედიტორის პოზიციაზე. შპს ,,კ------------------------ს’’ და მ--–---- კ--–---------ეს შორის ხელშკრულება გაფორმებული არ ყოფილა, რომლის შესაბამისად არ არსებობს ასეთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტი. ავტოსატრანსპორტო საშუალება J----------------- (ჯ--------------------), გამოშვების წელი 2002, ვინ კოდით- 1----------------, ვ------------- იმპორტირებულია შპს ,,კ-------------------------ს’’ მიერ, სხვა მომხამარებლის დაკვეთით.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ დამკვეთი არის მ--–---- კ--–---------ე.

 

13.3. პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სსსკ 102-ე მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

აღნიშნული ნორმების ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. აპელანტი მართალია მიუთითებს, რომ მ--–----ი კ--–---------ე თავად წარმოადგენდა სადავო გარიგების მხარეს, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამ კოდექსის 104-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას. სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.

 

14. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს ავტომანქანის იურიდიულ მფლობელს, ამასთან, მ--–---- კ--–---------ე არ მოქმედებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა შპს „რ------- ტ--------– პ-–----ს“ ასეთი უფლებამოსილების შესახებ სსკ 104-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად არც მიუთითებს (იხ სხდომის ოქმი, აპელანტის ახსნა-განმარტება) რადგან თვლის, რომ მ--–---- კ--–---------ე არის არა წარმომადგენელი, არამედ ნივთის მიმბარებელი, რადგან მან მოაწერა ხელი 2014 წლის 05 მარტის საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების წესის შესახებ ხელშეკრულებას.

 

15. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ის“ მიერ წარდგენილ 2014 წლის 06 იანვრის და 2014 წლის 06 მარტის ხელშეკრულებს ხელს აწერს მ--–---- კ--–---------ე, რომლის პირველ გვერდზე მითითებულია სხვა პირი ხოლო ხელშკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია მოპასუხის მიერ, რაც ადასტურებს მ--–---- კ--–---------ის ვალდებულების არსებობას,“ აღნიშნულს პალატა ვერ გაზიარებს, ვინაიდან მოცემულ საქმეზე (კონკრეტულად ამ ავტომობილზე) მ--–---- კ--–---------ის მიერ მომსახურების საფასურის არცერთი გადახდა არ ფიქსირდება (სსკ 361-ე მუხლის თანამხად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.) და ის, რომ სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასრულებდა მ--–---- კ--–---------ე ვალდებულებას მოცემულ საქმეზე მტკიცებულებად ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად აპელანტის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებები, პარკირების მომსახურების წესის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებაზე, მ--–---- კ--–---------ის პასუხისმგებელ პირად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება. ( შეად. სუსგ საქმე ას-196-183-2015)

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

16. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯების 200 ლარის გადახდა, პალატა თვლის, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი პალატა თვლის, რომ შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

 

17. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,რ-------ის ტ--------– პ-–----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და 2017 წლის 05 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი