განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002517231
საქმე №1ბ/1242-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ირ---–----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა---–---------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 თებერვალი, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თ---–--------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–------------–----–------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით ვა---–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 225 (ორას ოცდახუთი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2018 წლის 27 მაისიდან - იმავე წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდი, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და ვა---–---------–---–ს მოსახდელი დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით და ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ვა---–---------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის მაისის პირველ რიცხვებში, ქ. თ---–--–----------–----–------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ვა---–---------–---–მა თავის 5 წლის შვილს გა------–---------–---–ს ხელი ჩაარტყა სახის მიდამოში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–----------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ ვა---–---------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვა---–---------–---–ის მიმართ უსამართლოა, ვინაიდან, მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ - განხორციელებული ქმედებების ხასიათი, აღნიშნულ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. დანიშნული სასჯელის განხორციელებული ქმედებების ხასიათთან შეუსაბამობა გამოიხატა იმაში, რომ უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აპელანტის აზრით, ისეთი ძალადობრივი დანაშაულისთვის, როგორიცაა ოჯახში ჩადენილი ძალადობა, ამავდროულად განხორციელებული არასრულწლოვნის მიმართ, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული მსგავსი მსუბუქი სასჯელი და შემდგომ უკვე მისი ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული, მით უმეტეს, რომ ამის საფრთხე ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის არსებობს. ამდენად, მსჯავრდებულს შესაძლებელია გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, რის გამოც აუცილებელია მის მიმართ გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი სასჯელი, რათა მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები, მსჯავრდებულმა სასჯელის ზემოქმედების შედეგად გამოიტანოს სათანადო დასკვნები, შეიცვალოს დამოკიდებულება კანონისა და მართლმსაჯულებისადმი, განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ გა------–---------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: გვ--–-------------ის, შა-–----------–---–ის, ევ-----------–-ას, მა--------------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ზედმეტად მსუბუქი სასჯელი შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს დანაშაულის ჩამდენი პირისთვის, თუმცა სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ვა---–---------–---–ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლეობა, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. პალატას მიიჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ირ---–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვა---–---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 225 (ორას ოცდახუთი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით /2018 წლის 27 მაისიდან - იმავე წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდი/, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და ვა---–---------–---–ს მოსახდელი დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით და ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ვა---–---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ ვა---–---------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე