განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
080210118002522978
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210118002522978

საქმე №2/ბ-877-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი (მოპასუხე): რ----- ჩ-------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): რ----- ს--–-----, ნ----- ს--–-----

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 02 ივლისს, რ-----ი ს--–------ და ნ----- ს--–------ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეებად დაასახელა ჯ---–----- ს--–-----, ნოტარიუსი ი----- ქ---------–----ი-----–----, რ----- ჩ------- და მოითხოვა:

1. 2000 წლის 3 მარტს გარდაცვლილი გ------ ს--–------ მემკვიდრედ მოსარჩელეთა აღიარება;

2. გ------ ს--–------ დანაშთ ქონებაზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და ქ.ქუთაისში, ზ----------------------------------- N 0------------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 1/3 -1/3 ნაწილზე მემკვიდრედ მოსარჩელეთა მითითება;

3. ქ.ქუთაისში, ზ----------------------------------- N 0------------------ საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

4. ქ.ქუთაისი, ზ----------------------------------- N 0------------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 1/3 -1/3 ნაწილზე მესაკუთრედ მოსარჩელეთა ცნობა და საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხე რ----- ჩ-------ს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ქუთაისი, ზ----------------------------------- საკადასტრო კოდი 0------------------.

მოსარჩელეთა მითითებით, ისინი არიან ზემოაღნიშნული ქონების 1/3-1/3 წილის ფაქტობრივი ფლობით მიმღები მემკვიდრეები ამასთან, უდავოა, რომ მოპასუხემ იმ მიზნით, რომ მთელი ქონება დაესაკუთრებინა, ნოტარიუსთან არ გაამხილა სხვა მემკვიდრეების თაობაზე და არც აპირებს მოსარჩელეთათვის მათი კუთვნილი წილის გადაცემას.

მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეები აპირებენ მოჩვენებითად ბინის ნასყიდობით გადაფორმებას, რათა საქმეში ჩართონ ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენი, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინებით, რ----- ს--–------ და ნ----- ს--–------ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო რ-----ი ჩ-------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ზ.----------------------------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ გარემოება, რომელზედაც განმცხადებელი ამყარებს ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის თვალსაზრისით, არის სადავო ქონების მოსალოდნელი გასხვისების საშიშროება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავს მითითებას იმ გარემობებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი უკავშირდება გარიგების ბათილობას, მემკვიდრედ ცნობას და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანას.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილი მხარეებს არ უკრძალავს დავის საგნის გასხვისებას, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ საქმის განხილვის პროცესში მოპასუხემ შესაძლოა განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის (ან გაართულებს) მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გართულდება მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილება და საერთოდაც შესაძლებელია ვერ მიაღწიოს სასურველ შედეგს, კერძოდ, დაიცვას დარღვეული უფლება ქონებრივი უფლების აღდგენის თვალსაზრისით.

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება-არგამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ამოწმებს, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე.

რ----- ს--–------ და ნ----- ს--–------ განცხადებამ სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შეიძლება გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რის გამოც განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა რ----- ჩ-------- და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაში, მოსარჩელეები დაუსაბუთებელ და ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით ცდილობენ სასამართლო შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე აპირებს გაასხვისოს ნაჩუქარი ქონება, რათა დაბრკოლება შეუქმნას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქონება მას გადაეცა 6 წლის წინ. შესაბამისად, შეეძლო ეს ქონება გაესხვისებინა 6 წლის განმავლობაში, რაც არ განუხორციელებია, რადგან ეს ქონება გარდაცვლილი მამიდის-ჯ---–----- ს--–------აგან მიღებული საჩუქარია და გასხვისება არ წარმოადგენდა მის მიზანს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება, რომელიც საჩუქრად გადაეცა ჯ---–----- ს--–------აგან, წარმოადგენდა ჯ---–----- ს--–------ა და გ------ ს--–------ ქორწინების განმავლობაში შეძენილ თანასაკუთრებას. შესაბამისად, მოსარჩელეებს, რომლებიც არ არიან ჯ---–----- ს--–------ შვილები და მისი მემკვიდრეები, ჯ---–----- ს--–------ თანასაკუთრებიდან წილის მოთხოვნის უფლებამოსილება არ გააჩნიათ.

ამასთან, მოთხოვნა არის ხანდაზმული და სარჩელის დაკმაყოფილებას პერსპექტივა არა აქვს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ რ----- ჩ-------ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილია, რომ 2018 წლის 02 ივლისს, რ-----ი ს--–------ და ნ----- ს--–------ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეებად დაასახელა ჯ---–----- ს--–-----, ნოტარიუსი ი----- ქ---------–----ი-----–----, რ----- ჩ------- და მოითხოვა:

5. 2000 წლის 3 მარტს გარდაცვლილი გ------ ს--–------ მემკვიდრედ მოსარჩელეთა აღიარება;

6. გ------ ს--–------ დანაშთ ქონებაზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და ქ.ქუთაისში, ზ----------------------------------- N 0------------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 1/3 -1/3 ნაწილზე მემკვიდრედ მოსარჩელეთა მითითება;

7. ქ.ქუთაისში, ზ----------------------------------- N 0------------------ საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

8. ქ.ქუთაისში, ზ----------------------------------- N 0------------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 1/3 -1/3 ნაწილზე მესაკუთრედ მოსარჩელეთა ცნობა და საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხე რ----- ჩ-------ს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ქუთაისი, ზ----------------------------------- საკადასტრო კოდი 0-----------------

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინებით, რ----- ს--–------ და ნ----- ს--–------ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო რ-----ი ჩ-------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ზ.----------------------------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------.

დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა რ----- ჩ-------- და მისი გაუქმება მოითხოვა, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

პალატა ასევე მიუთითებს მასზედ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში, კანონი იმავდროულად იცავს მოპასუხის ინტერესებსაც.

მართალია, ეს ღონისძიება თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შესაძლოა ერთი მხარის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მეორისა კი პირიქით.

საკუთრების უფლების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2.”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს, ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სასარჩელო მოთხოვნაა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, ზ----------------------------------- საკადასტრო კოდი 0------------------ ირიცხება რ----- ჩ-------ს სახელზე. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ჩუქების ხელშეკრულება.

პალატა მიიჩნევს, რომ რ----- ს--–------ და ნ----- ს--–------ სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 54-ე, 56-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლები) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.

გარემოება, რომელზედაც მოსარჩელე მხარე ამყარებს ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულებლობის თვალსაზრისით, არის ის, რომ მოპასუხე აპირებს გაასხვისოს სადავო უძრავი ქონება და თუკი, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება, ამჟამად მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ან სხვა პირის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მასზე განხორციელდება უფლებრივი შეზღუდვა ან ვალდებულება, შესაძლოა, შემძენის კეთილსინდისიერების, ან იპოთეკარის უპირეტესობის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მისი აღსრულება.

ამდენად, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა.

პალატა არ იზიარებს საჩივარში მითითებული საფუძვლებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ საკითხებს (სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული), რომლებიც საქმის არსებით მხარეს და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ეხება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო ეტაპზე სასამართლო არ აფასებს და შემოიფარგლება, მხოლოდ იმის გარკვევით, რამდენად არსებობს ასეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, რ----- ჩ-------ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- ჩ-------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

 

ნანა კალანდაძე