განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001440594
საქმე №1ბ/974-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ვა-----------------ის
ადვოკატ - ლა-–-------–--–---–ის
გამართლებულების - ზუ----------–--ის, გი--------–--ის
მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ვა-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი--------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 11 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, არასრული უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, გ------------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
ზუ-----------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 10 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, არასრული უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-–----–----------–---–-----–--------------–---- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ა----------------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განაჩენით:
გი--------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზუ----------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზუ----------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად.
გი--------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად.
რაც გამოიხატა შემდეგში:
ზუ----------–--ემ, მა-–------------ემ და გი--------–--ემ განიზრახეს ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზუ----------–--ის მითითებით, 2015 წლის 16 ივნისს დაამზადეს ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მა-–------------ემ, 400 000 აშშ დოლარად გი--------–--ეს მიყიდა, თაღლითურად დაუფლებული, ქ. თბილისი, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის მდებარე, ისრაელის მოქალაქე აბ-----------ის კუთვნილი 20 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. რეალურად არავითარი ფულადი თანხის გადახდა არ მომხდარა და ყალბად შედგენილ ხელშეკრულების საფუძველზე, მითითებული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გი--------–--ის სახელზე, რითაც ამ უკანასკნელმა ქონებრივი უფლებამოსილება მოიპოვა მიწის ნაკვეთზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გი--------–--ის და ზუ----------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვა-----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმება და ზუ----------–--ის და გი--------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მა-–------------ე, ზუ----------–--ე და გი--------–--ე მოქმედებდნენ შეთანხმებულად, მიწის ნაკვეთის დაუფლების განზრახვით. ასევე დადასტურებულია, რომ მა-–------------ესა და გი--------–--ეს შორის 2015 წლის 16 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის ყალბი და მასში არსებული შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენელ გრ-----–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ივნისიდან არის აბ-----------ის წარმომადგენელი, 2010 წლის 30 აგვისტოდან აბ-----------ს საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთი, ფართი: 80300 კვ. მ. მდებარე, ქ. თბილისში კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის საკადასტრო კოდით 01.19.16.0--.---. 2015 წლის 22 ივნისს აბ-----------ისთვის ცნობილი გახდა, რომ ვინმე ნი-----------–---- აბ-----------ის სახელით გაყალბებული აპოსტილიანი მინდობილობით 2015 წლის 02 ივნისს უშუალოდ საჯარო რეესტრის სააგენტოში, თავის თავთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით 1 445 400 დოლარად შეუძენია და აბ-----------ის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გადაუხადა აღნიშნული თანხა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მის მარწმუნებელს ნი-----------–----ზე არ გაუცია არანაირი მინდობილობა და ასეთ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს. როგორც დადგინდა ნი----–---------ს მიერ გაყალბებული მინდობილობის აპოსტოლის დამმოწმებელი ნოტარიუსი ვინმე მო–-------------ი ისრაელში საერთოდ არ არსებობს. მას შემდგ რაც ვინმე ნი-----------–-- მითითებული მინდობილობის საფუძველზე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ვითომდა აბ-----------ისგან იყიდა 80 300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 1 445 400 აშშ დოლარად, 2015 წლის 12 ივნისს ნ----- ნ-----–---მ 80 300 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა მა-–------------ეს 1 400 000 დოლარად, რომელმაც ახლად შეძენილი ნაკვეთი 2015 წლის 16 ივნისს გამიჯნა ორ ნაკვეთად 20 000 კვ. მ.-ად და 60 300 კვ. მ.-ად, რომელთაგანაც 60 300 კვ. მ.-ი ნაკვეთი სასწრაფო წესით დატვირთა იპოთეკით სს „პროგრეს ბანკში“, საიდანაც მიიღო 150 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა სესხად, ხოლო, დარჩენილ 20 000 კვ. მ. 2015 წლის 16 ივნისს ასევე სასწრაფო წესით მიყიდა ვინმე 1--- წელს დაბადებული 19 წლის გი--------–--ეს 400 000 აშშ დოლარად, რითაც აბ-----------ის მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი. აღნიშნულის შემდგომ მან აწარმოა სამოქალაქო დავა და მიწის ნაკვეთი ამ დროისათვის დაუბრუნდა დაზარალებულს. მოწმე მა-–------------ემ განმარტა, რომ 20 000 კვ. მ. მეტრი მიწის ნაკვეთი ზუ----------–--ის მითითებით გადაუფორმა გი--------–--ეს და ამ უკანასკნელის მიერ 400 000 აშშ დოლარის გადახდა არ მომხდარა. მანვე უჩვენა, რომ მიწის ნაკვეთი 1998 წელს წარმოშობილი ვალდებულების გაქვითვის მიზნით გადაუფორმა გი--------–--ეს, რომელი ვალიც ჰქონდა ზუ----------–--ესთან. ხოლო, გი-----------უ----------–--ეების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი ფიქტიურად არის გაფორმებული გი--------–--ეზე და ამ უკანასკნელს არანაირი თანხა არ გადაუხდია. ზუ----------–--ემ ასევე უჩვენა, რომ მას გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა სახელმწიფოსთან და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდებოდა მასზე გაფორმებული ნებისმიერი ქონების დაყადაღება, სწორედ ამიტომ გააფორმა მიწის ნაკვეთი გი--------–--ეზე.
აპელანტის აზრით, აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ 2015 წლის 16 ივნისს დამზადებული ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი, ნასყიდობის ხელშეკრულება არის ყალბი და არანაირი თანხის გადახდა გი--------–--ის მიერ მა-–------------ეზე არ მომხდარა. მა-–------------ემ, ზუ----------–--ემ და გი--------–--ემ ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი შექმნეს იმ მიზნით, რომ ერთის მხრივ ზუ----------–--ეს თავი აერიდებინა სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალდებულებისათვის და მეორეს მხრივ, მოეხდინათ მა-–------------ის მიერ თაღლითურად დაუფლებული ქონების ნაწილის „კეთილსინდისიერი მყიდველის“ მფლობელობაში გადასვლა. შესაბამისად აპელანტი ითხოვს ზუ----------–--ის და გი--------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო, გამართლებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გი------ ზუ----------–--ეების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული გი--------–--ისა და ზუ----------–--ის მიერ ჯგუფურად ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს - გამართლებულები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2015 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ნასყიდობის ხელშეკრულებით მა-–------------ემ 400 000 აშშ დოლარად გი--------–--ეს მიყიდა, ქ. თბილისი, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის მდებარე 20 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რაშიც მათ ფულადი თანხა არ გადაუხდიათ. კერძოდ:
გი--------–--ემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთის გასაფორმებლად იუსტიციის სახლში ბაბუამ წაიყვანა, ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლის შინაარსი მისთვის უცნობი იყო.
ზუ----------–--ემ კი განმარტა, რომ მა-–------------ეს იცნობს დაახლოებით 20 წელია, 90-იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამმა პირმა საქართველოში შემოიტანა 4 300 ყუთი ამერიკული ზეთი „კასტროლი“, მა-–------------ემ წაიღო აღნიშნული საქონელი და დაახლოებით 5-6 დღეში დააკავეს, რის შემდეგაც თანხა გახდა ზუ----------–--ის გადასახდელი. 2016 წლის 16 ივნისს მასთან სამსახურში მივიდა მა-–------------ე, უთხრა, რომ წინა დღეს ობლიგაციებით შეიძინა 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, საიდანაც შეეძლო 2 ჰექტარის მიცემა ვალის, 400 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, უთხრა, რომ თუ მიწას 400 000 აშშ დოლარზე მეტად გაყიდიდა, თანხა დაებრუნებინა, თუ უფრო ნაკლებად გაყიდიდა, მაშინ შეუვსებდა 400 000 აშშ დოლარამდე. თან უჩვენა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ზუ----------–--ემ თანამშრომელს გადაამოწმებინა აღნიშნული ინფორმაცია, რაც რეალური აღმოჩნდა. ვინაიდან, ზუ----------–--ის ქონებას ედო ყადაღა მიწის ნაკვეთი გააფორმა შვილიშვილის, გი--------–--ის სახელზე, რომელიც ხელშეკრულების შინაარს არც კი იცნობდა. მისივე განმარტებით, 400 000 აშშ დოლარი მას არ გადაუხდია მა-–------------ისთვის, რადგან ვალში ჩაუთვალა.
ზუ----------–--ის ჩვენება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას მა-–------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ მართებდა ზუ----------–--ის ვალი, მას შემდეგ, რაც მან გადმოიფორმა უძრავი ქონება ნი----–---------სგან, მდებარე კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, მივიდა ზუ----------–--ესთან და უთხრა, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილს, რომელიც შეიძლებოდა 400 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ყოფილიყო, გაუფორმებდა მას ვალის სანაცვლოდ, კერძოდ:
მოწმე მა-–------------ემ სასამართლოში განმარტა, მეგობარმა თე--------------მა შესთავაზა, რომ მის ახლობელს, ნ------–-- ნ-----ს ჰქონდა გასაყიდად მიწის ნაკვეთი. მან გაიცნო აღნიშნული პიროვნება, სანოტარო ბიუროში გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ნი----–---------ს სახელზე ფიქსირდებოდა კ----------------–--–ზე 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კანონიერად და შეეძლო მისი შეძენა. მათ შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. მას უნდა გადაეხადა 900 000 აშშ დოლარი, მიწის ღირებულება კი შეადგენდა 1 400 000 აშშ დოლარს. შეთანხმდნენ თანხის ეტაპობრივად გადახდაზე, პირველ ჯერზე მისცემდა 150 000 აშშ დოლარს, შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთით ბანკიდან აიღებდა თანხას და გადაუხდიდა. ნი----–---------მ მოსთხოვა გარანტიები, რის სანაცვლოდაც, მა-–------------ემ მას მისცა ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ობლიგაციები. მოგვიანებით მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ნოტარიუსის მიერ, დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადავიდა მა-–------------ის საკუთრებაში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მან გაყო ორ ნაწილად, 6 ჰექტარი ჩადო ბანკში და შესაბამისად, აიღო თანხა, ხოლო 2 ჰექტარი ვალის, 400 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, გადასცა ზუ----------–--ეს. იმ პერიოდისათვის ზუ----------–--ის ქონებას ედო ყადაღა, რის გამოც ნაკვეთი გაფორმდა მისი შვილიშვილის - გი--------–--ის სახელზე. ხელშეკრულებაში ჩაიწერა 400 000 აშშ დოლარი, რაც იყო აუდიტის მიერ შეფასებული. თანხა ზუ----------–--ეს მისთვის არ გადაუხდია, ვინაიდან ვალში ჩაუთვალა (გაუქვითა) მიწის ნაკვეთი. აღნიშნული თანხის აღნიშვნა სჭირდებოდა იმისათვის, რომ ზუ----------–--ისათვის დაეფიქსირებინა ურთიერთვალდებულების გაქვითვა. მოგვიანებით, როდესაც მა-–------------ე დააკავეს, უთხრეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაებრუნებინა მისი კანონიერი მფლობელისთვის და გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას, დათანხმდა და უთხრა, რომ ვინაიდან სადაო იყო მიწის ნაკვეთი, მიეცათ მისი კუთვნილი 150 000 აშშ დოლარი და დააბრუნებდა 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, ხოლო ის ფართი, რომელიც ვალის სანაცვლოდ გადასცა ზუ----------–--ეს ვერ დააბრუნა.
ის ფაქტი, რომ ზუ----------–--ემ მიწის ნაკვეთი ვალის სანაცვლოდ მიიღო, დასტურდება დაზარალებულის წარმომადგენელ გრ-----–--------ის ჩვენებითაც, კერძოდ:
დაზარალებულ აბ-----------ის წარმომადგენელმა გრ-----–--------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის ივლისის თვის დასაწყისში, უკრაინის მოქალაქე, ნი----–--------- მოქმედებდა ყალბი პასპორტითა და აბ-----------ის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობით. ნი----–---------მ, მოგვიანებით გრ-----–--------ესთან შეხვედრის დროს დაუდასტურა დოკუმენტების გაყალბების შესახებ და უამბო, რომ საჯარო რეესტრში, 200 ლარიანი დაჩქარებული სარეგისტრაციო მოსაკრებლით გაიფორმა აბ-----------ის საკუთრებაში არსებული 80 300 კვ/მ მიწის ნაკვეთი, მდებარე კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის. რამდენიმე დღეში კი ნახა მყიდველი მა-–------------ე, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო.
გრ-----–--------ემ ასევე განმარტა, რომ მისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ მა-–------------ე თავის მხრივ, დაუკავშირდა დიდი ხნის მეგობარ - ზუ----------–--ეს, მიწის ნაკვეთი დაყო ორ ნაწილად და 20 000 კვ/მ გააფორმა ზუ----------–--ის შვილიშვილის, გი--------–--ის სახელზე. როდესაც ი------უკავშირდა ზუ----------–--ეს და უთხრა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო დანაშაულებრივი გზით დაუფლებული და უნდა დაებრუნებინა, ზუ----------–--ემ კატეგორიული უარი უთხრა იმ საფუძლით, რომ მიწის ნაკვეთი მან ვალის სანაცვლოდ გაიფორმა მა-–------------ისგან და ვერ დააბრუნებდა.
მა-–------------ეს ზუ----------–--ის ვალი, რომ მართებდა სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურეს დაცვის მხარის მოწმეებმა: შო--------------მ და ალ----------------ემ, კერძოდ:
მოწმე შო--------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ზუ----------–--ესთან ერთად, სადაც გაიცნო მა-–------------ე, ხშირად დასწრებია მათ საუბარს ვალის თაობაზე. მისთვის ცნობილია, რომ მა-–------------ეს 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჰქონდა ზუ----ის ვალი, რომლის განახევრებას დაპირდა ზუ----ი, იმ შემთხვევაში, თუ მა-–----ი ერთი წლის განმავლობაში გადაუხდიდა 200 000 აშშ დოლარს, ხოლო 300 000 აშშ დოლარს - 2016 წლამდე. აღნიშნულის შესახებ ზუ----------–--ემ და მა-–------------ემ შეადგინეს ხელწერილი. ერთ დღეს, როდესაც მა-–------------ე მივიდა ზუ----------–--ის სამსახურში, ხელში ეჭირა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საუბრობდა მიწის ნაკვეთის შესახებ. გამოართვა ამონაწერი და ნახა, რომ მიწის ფართობი შეადგენდა 80 300 კვ. მ-ს, რომელიც იყო მა-–------------ის სახელზე, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა საჯარო რეესტრის ელექტრონულ გვერდზე და ი------დასტურდა. მა-–----ი და ზუ----ი შეთანხმდნენ, რომ მა-–----ი ზუ----ს 20 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთს გადაუფორმებდა ვალის - 400 000 აშშ დოლარის - სანაცვლოდ. ამასთან, ვინაიდან, ზუ----------–--ის ქონებას ყადაღა ედო, მიწის ნაკვეთი გაფორმდებოდა ზუ----------–--ის შვილიშვილის, გი--------–--ის სახელზე.
მოწმე ალ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, მისთვის ცნობილი იყო, რომ მა-–------------ეს მართებდა ზუ----------–--ის ვალი 1 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში. მა-–------------ე კი მუდამ პირდებოდა ვალის გადახდას. ერთხელ მათთან სამსახურში მა-–------------ე მივიდა, ხელში ეჭირა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ზუ----------–--ეს უთხრა, რომ ვალს გადაუხდიდა მიწის ნაკვეთის სახით. შო--------------მ გამოართვა ამონაწერი და გადაამოწმა საჯარო რეესტრის ელექტრონულ გვერდზე. მიწის ფართობი, 8 ჰექტარი გაფორმებული იყო მა-–------------ის სახელზე. ზუ----------–--ეს უთხრა, რომ ვალის სანაცვლოდ გაუფორმებდა 2 ჰექტარს. ვინაიდან, ზუ----------–--ეს ბანკთან ჰქონდა დავალიანება, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გააფორმა გი--------–--ის სახელზე.
ზუ----------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე განმარტა, რომ დაახლოებით 3-4 წლის წინ დაიბარა მა-–------------ე თავის მეგობრებთან ერთად და უთხრა, რომ ის მილიონის დამბრუნებელი არ იყო და ახალ წლამდე მიეცა 60 000 აშშ დოლარი და შემდეგ ეტაპობრივად, 2-3 წელს აცდიდა და დაებრუნებინა თანხა, რასაც მა-–------------ე დაეთანხმა. ადვოკატმა მა----------–-–---–მა შეადგინა ხელწერილი, რასაც მა-–------------ემ ხელი მოაწერა.
ზუ----------–--ის ჩვენება ამ ნაწილში ასევე დასტურდება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით, რომლის თანახმად 2013 წლის 25 აპრილს მა-–------------ემ აღიარა, რომ ზ----- მ----–--ის მიმართ გააჩნია დავალიანება 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც სრულიად დაფარავს 2016 წლის 1 იანვრამდე, აღნიშნული თანხიდან ერთი წლის განმავლობაში 2014 წლის 25 აპრილამდე დაფარული იქნება 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარი დაფარული იქნება 2016 წლის 1 იანვრამდე. განცხადება ძალაში შედის განმცხადებლის ხელმოწერისთანავე. აღნიშნულ ხელწერის ხელს აწერს მა-–------------ე.
მოწმეთა ჩვენებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ:
2010 წლის 30 აგვისტოს და 2014 წლის 5 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, საკადასტრო კოდი: 01.09.16.0--.---, ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ფართობი 80 300 კვ/მ მესაკუთრედ აღნიშნულია აბ-----------ი.
2015 წლის 12 მაისს გაცემული მინდობილობის თანახმად, აბ-----------ი (დაბადებული 10.08.1--- წელს ისრაელში, პ/ნ 0---------- პასპორტი N1------- გაცემული 07.07.2008 წ) უფლებამოსილებას ანიჭებს ნი----–---------ს (რუმინეთის მოქალაქე, პ/ნ 1------------, პასპორტის ნომერი 1-------, გაცემული 08.05.2009 წ), როგორც მისი ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი განახორციელოს ნებისმიერი აუცილებელი მოქმედება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელსაც ფლობს საქართველოში. აღნიშნული მინდობილობის მოქმედების ვადა არის 27.12.2017 წლამდე.
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, აბ-----------ი (დაბადებული 10.08.1--- წელს ისრაელში, პ/ნ 0---------- პასპორტი N1--------5), რომელსაც წარმოადგენს ნი----–---------, (რუმინეთის მოქალაქე, პ/ნ 1------------, პასპორტის ნომერი 1-------, გაცემული 08.05.2009 წ), იფორმებს/ირეგისტრირებს საკუთარ თავზე საკუთრების უფლებით.
2015 წლის 3 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საკადასტრო კოდი: 01.09.16.0--.13 ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ფართობი 80 300 კვ/მ მესაკუთრედ აღნიშნულია ნი----–---------.
2015 წლის 12 ივნისის სანოტარო აქტის - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნი----–---------მ მა-–------------ეს მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, 80 300 (ოთხმოცი ათას სამასი) კუბს, მდებარე ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის. მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგნის სრული ღირებულებაა 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც მყიდველმა უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
2015 წლის 15 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საკადასტრო კოდი: 01.09.16.0--.13 ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ფართობი 80 300 კვ/მ მესაკუთრედ აღნიშნულია ნი----–---------.
2015 წლის 15 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საკადასტრო კოდი: 01.09.16.0--.13 ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ფართობი 80 300 კვ/მ მესაკუთრედ აღნიშნულია მა-–------------ე.
2015 წლის 16 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მა-–------------ემ გაყიდა და გი--------–--ემ იყიდა 20 000 კვ/მ გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი: 01.09.16.0--.0-- მდებარე ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 400 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
2015 წლის 16 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საკადასტრო კოდი: 01.09.16.0--.0-- ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ფართობი 20 000 კვ/მ მესაკუთრედ აღნიშნულია მა-–------------ე.
2015 წლის 16 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ფართობი 80300 კვ/მ მესაკუთრედ აღნიშნულია მა-–------------ე.
2015 წლის 17 ივნისის სანოტარო აქტის თანახმად, მა-–------------ემ განაცხადა, რომ სურს „პროკრედიტ ბანკის“ წინაშე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთოს თავისი კუთვნილი უძრავი ქონება, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულება N474-1 ის თანახმად, უძრავ ქონებას წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 60300 კვ/მ.
2015 წლის 23 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 01.19.16.0--.0-- ფართობი 60300 კვ/მ მესაკუთრედ აღნიშნულია მა-–------------ე.
2015 წლის 13 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 01.19.16.0--.0-- ფართობი 20000 კვ/მ მესაკუთრედ აღნიშნულია გი--------–--ე.
2016 წლის 29 მარტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საკადასტრო კოდი: 01.09.16.0--.0--, ქ. თბილისში, კ----------------–--–სა და ს----------------------------–---------ს შორის, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ფართობი 60 300 კვ/მ მესაკუთრედ აღნიშნულია აბ-----------ი.
სს „პაშა ბანკი საქართველოდან“, სს „ბანკი ქართუდან“ და სს „ბაზის ბანკიდან“ მიღებული წერილების თანახმად, გი--------–--ესა და ზუ----------–--ეს 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში აღნიშნული ბანკების მომსახურებით არ უსარგებლიათ.
გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით არ არის უარყოფილი გამართლებულების: ზუ---- და გი--------–--ეების პოზიცია მათი უდანაშაულობის შესახებ.
ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ხელწერილი შინაარსობრივად ყალბია, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არის მხარის ვარაუდი, რაც არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით (N1/130-16) გუ-–-------ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით ჩადენილი დანაშაულისათვის, ხოლო, ბრალდებული მა-–------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ განმარტა, რომ „ნი----–---------სა და მა-–------------ეს შორის ნამდვილად დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რა დროსაც არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი. ხელშეკრულების გაფორმებამდე კი მა-–------------ე დაინტერესებული იყო და სხვადასხვა გზებით, მათ შორის საჯარო რეესტრის ბაზიდან მოიპოვებდა ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ. სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ მა-–------------ეს წინასწარ ჰქონდა განზრახული აბ-----------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება და რომ ეს განზრახვა მოიცავდა გუ-–-------როს მოქმედებას, რომელსაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უნდა დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთი ნი----–---------ს სახელზე და შემდგომ ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე გადაეფორმებინა მა-–------------ის სახელზე. მოწმეებმა ზუ----------–--ემ და გი--------–--ემ დაადასტურეს, რომ მა-–------------ეს ჰქონდა ზუ----------–--ის ვალი, რომლის სანაცვლოდ კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაუთმო ზუ----------–--ის შვილიშვილს - გი--------–--ეს.“
შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მართალია, ხელშეკრულებაში მითითებული 400 000 აშშ დოლარის გადახდა არ მომხდარა, მაგრამ ორივე მხარე შეთანხმებული იყო, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ვალის გაქვითვას და არ ითვალისწინებდა თანხის მატერიალური სახით გადაცემას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია. თავის მხრივ, მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. ამდენად, მესაკუთრეს აქვს უფლება, შესაბამისი საზღაური მოითხოვოს არამართლზომიერი გამსხვისებელის მიმართ, ხოლო კეთილსინდისიერ შემძენს უნარჩუნდება საკუთრების უფლება.
2017 წლის 18 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N2/15262-16 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი აბ-----------ის სახელით 2015 წლის 12 მაისს ნი----–---------ზე გაცემული N4----- მინდობილობა, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი აბ-----------ისა და ნი----–---------ს შორის 2015 წლის 2 ივნისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი ნი----–---------სა და მა-–------------ეს შორის 2015 წლის 12 ივნისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ბათილად იქნა ცნობილი მა-–------------ესა და გ--- მ----–--ეს შორის 2015 წლის 16 ივნისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ სწორედ ზემოაღნიშნული საქმის გაგრძელებას წარმოადგენს მოცემული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად თუკი მა-–------------ე სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით (N1/130-16) გამოვიდა გამართლებული წარდგენილ ბრალდებაში, შეიძლება ეს უკანასკნელი აღმოჩნდეს კიდეც „კეთილსინდისიერი“ მყიდველი ამ ურთიერთობებში, მით უფრო, „კეთილსინდისიერი“ მყიდველები უნდა იყვნენ გი------ ზუ-----------–--ეები, ვინაიდან, მათ არ შეიძლებოდა სცოდნოდათ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის უკანონო წარმომავლობის შესახებ.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ვა-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი--------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზუ----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გი--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ზუ----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
გამართლებულებს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულება - 1 ცალი DVD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე