განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
190100118002407423
ინსტანცია
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002407423

საქმე №1ბ/1308-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------–-–---–ის

მსჯავრდებულის: ი----------------ის

ადვოკატის: გ--–--------–--–---–ის

თარჯიმნის: ქ----------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ი----------------ის, დაბადებულის 1----–-–---------–---, თურქეთის და საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----------–-----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–-------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------------მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა ყალბი ფული, კერძოდ ორი ცალი 100 აშშ დოლარის და ერთი ცალი 100 თურქული ლირას კუპიურა, რომელსაც ინახავდა გასაღების მიზნით და 2017 წლის 17 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გაასაღა ა---------------–--ზე.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------------მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა ყალბი ფული, კერძოდ, ერთი ცალი 100 აშშ დოლარის და ორი ცალი 100 თურქული ლირას კუპიურა, რომელსაც ინახავდა გასაღების მიზნით და 2017 წლის 23 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქალაქ თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 ლარად გაასაღა ა---------------–--ზე.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------------მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა ყალბი ფული, კერძოდ, ერთი ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, რომელსაც ინახავდა გასაღების მიზნით და 2017 წლის 26 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქალაქ თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გაასაღა ა---------------–--ზე.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------------მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა ყალბი ფული, კერძოდ, 3 ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, რომელსაც 2017 წლის 27 დეკემბერს ინახავდა გასაღების მიზნით ქალაქ თბილისში, გლდანის მასივი, მე-2 მ/რ, კორპუსი 25, ბინა 36ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------------მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა დიდი ოდენობით ყალბი ფული, კერძოდ, 5000 აშშ დოლარი და 5000 თურქული ლირა, რომელსაც ინახავდა გასაღების მიზნით და 2017 წლის 27 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქალაქ თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, შეეცადა გაესაღებინა ა---------------–--ზე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:

 

ი----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სხვა სასჯელები და საბოლოოდ, ი----------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ი----------------ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 დეკემბრიდან.

 

ი----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ი----------------ის მიმართ გამოტანილ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ-------–-–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის ნ-----–------------ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ი----------------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ი----------------მა, ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ი----------------თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოო სასჯელის სახით ი----------------ს განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ი----------------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა პროკურორის შუამდგომლობას აღნიშნული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი----------------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ი----------------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ი----------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ი----------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ი----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის აღიარებით, მოწმეების - ნ------------–---–ის, გ-------------------–---–ის, კახა კორკოტაშვილის, დავით ძაძამიძის, ქეთევან ბეჟუაშვილის, ბერდია ბურდულის, ტიტე ჯაფარიძის, ნინო მაცაბერიძის, ქეთევან მეშველიანის ჩვენებებით, ა---------------–--ს გამოკითხვის ოქმებით, ი----------------სა და ა---------------–--ს შორის სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერისა და მათი შეხვედრების ფარული ვიდეო გადაღების მასალებით, ამოღების ოქმებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულების ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ი----------------ის ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ი----------------ს შორის;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ი----------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ი----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ი----------------ს განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ი----------------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ი----------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე ამოღებული ყალბი 100 აშშ დოლარის და ყალბი 100 თურქული ლირის კუპიურების, ასევე ნამდვილი 100 ლარიანი კუპიურის, ა---------------–--სგან ამოღებული ფურცლის ჩანაწერების, თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცის და თეთრი ფერის ქაღალდის კუპიურების შესაკრავის, ჰაკკი კესერის საცხოვრებელი სახლის ჩრეკისას ამოღებული შავი ფერის ჩანთის, მოლურჯო მუყაოს ყუთის, 2 ცალი DVD დისკის და 8 ცალი CD დისკის ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. (ნივთები ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის ადმინისტრაციულ შენობაში);

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე