განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002535338
საქმე №1ბ/1278-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ მი----–--–---–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მი----–--–---–---–---ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N5----------, დაბადებულის 1--- წლის 08 მაისს, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: წ---–--------------------------–-----------------, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--------–---------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორია, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომებისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით
მი----–--–---–---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მი----–--–---–---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მი----–--–---–---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მი----–--–---–---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით სრულად შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მი----–--–---–---–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მი----–--–---–---–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი);
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი);
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნა----–---–---–---ის ეპიზოდი);
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნა----–---–---–---ის ეპიზოდი)
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მი----–--–---–---–---მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს სა----–---–---–---ს, შემდეგ ხელი დაარტყა სახის მიდამოში. ძალადობას შეესწრო სა----–---–---–---ის არასრულწლოვანი და - ნი-----–---–---–---ი. ძალადობის შემდეგ მი----–--–---–---–---მა ორივე არასრულწლოვანი გააგდო სახლიდან. მი----–--–---–---–---ის აგრესიული ქცევით შეშინებულმა სა----–---–---–---მა დაურეკა დედას - ნა----–---–---–---ს მობილურ ტელეფონზე და აცნობა მომხდარის შესახებ. ნა----–---–---–---ის თხოვნით შემთხვევის ადგილზე მივიდა ოჯახის ნათესავი ვლ-----------------ე, ამ ფაქტმა მი----–--–---–---–---ში გამოიწვია კიდევ მეტი გაღიზიანება და კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა სა----–---–---–---ს და ორჯერ დაარტყა ხელი სახის მიდამოში. ფიზიკური ძალადობის შედეგად სა----–---–---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის დეკემბრის ბოლოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მი----–--–---–---–---მა, შვილს სა----–---–---–---ს დაავალა სიგარეტის შეძენა, რაზედაც არასრულწლოვანმა უარი განუცხადა. აღნიშნულით განაწყენებულმა მი----–--–---–---–---მა სა----–---–---–---ს არასრულწლოვანი დის - ნი-----–---–---–---ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეშის ღუმელიდან ნაცრის გადმოსაყრელი რკინის საგანი ჩაარტყა ორჯერ ტანის მიდამოში. დარტყმის შედეგად სა----–---–---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 6 ივნისს, მი----–--–---–---–---მა მუშტი დაარტყა მეუღლეს ნა----–---–---–---ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2002 წლიდან მი----–--–---–---–---ი და ნა----–---–---–---ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2004 წლიდან 2018 წლის 6 ივნისის ჩათვლით მი----–--–---–---–---ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ნა----–---–---–---ს, აგინებდა, ამცირებდა და მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მი----–--–---–---–---მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოუხდელი სასჯელის პირობითად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობს დამნაშავედ, აღიარებს ჩადენილ ქმედებებს, სრულად ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, არ გამოუყენებია დაცვის უფლება ვინაიდან, ეგონა სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო გონივრული ფარგლებში დააკისრებდნენ პასუხისმგებლობას, რასაც იმსახურებდა კიდეც. აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენში იგი გამოყვანილია უაღრესად უარყოფითი პიროვნებად და მტანჯველი, რომელიც სისტემატიურად აყენებს შეურაცხყოფას მისი ოჯახის წევრებს და ამცირებს მათ ყოველდღიურად, რასაც არ ეთანხმება, მის მიერ ასეთი ტიპის ქმედება ძირითადად განხორციელებული იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. მართალია გაცნობიერებული აქვს და მიაჩნია, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენა არ არის გამამართლებელი არგუმენტი, თუმცა სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე, რათა დაესაბუთებინა ჰქონდა თუ არა ფხიზელ მდგომარეობაში იგივე ქმედებები ჩადენილი ოჯახის წევრების მიმართ და ზოგადად ყოველდღიურად ცხოვრებაში, რის შემდგომაც სასამართლოს შეექმნებოდა ნამდვილი წარმოდგენა მისი პიროვნების მიმართ, რაც საბოლოოდ აისახებოდა სასჯელის ზომაზე; უდავო ფაქტია, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ იგი ვერ განსაზღვრავდა მის მიერ ჩადენილი ქმედებების მართლზომიერებას, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ. მი----–--–---–---–---ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი ქმედებების უარყოფითი ხასიათი და დამოკიდებულება მისი ოჯახის წევრების მიმართ და ზოგადად საზოგადოების წინაშე. ამასთან, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მის მიერ ჩადენილ ქმედებებს არ აქვს არვითარი გამართლება, პირიქით უფრო მეტად იმსახურებს უარყოფით შეფასებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ოთხი ეპიზოდის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: ნა----–---–---–---ის, სა----–---–---–---ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ნი-----–---–---–---ის, ვლ-----------------ის, გი-------–------ის, ვა-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა დასკვნა, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით აუცილებელია მისი იზოლაცია ოჯახისაგან, მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, პირობითი სასჯელი არ იქნება საკმარისი ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, შესაბამისად დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მი----–--–---–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომებისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მი----–--–---–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მი----–--–---–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მი----–--–---–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მი----–--–---–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით სრულად შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მი----–--–---–---–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მი----–--–---–---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე