განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
330210017002188523
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002188523

საქმე №2ბ/4783-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - რ--------- ნ--------ი

წარმომადგენლები: დ-------- მ-------ე, მ------ მ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ------ ნ--------ი

წარმომადგენელი - თ---------------ი

 

დავის საგანი - სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რ--------- ნ--------ის (პირადი N-----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 1998 წლის 10 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ე------ ქ---------მა საკუთრებაში მიიღო საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, გ------ს ქ. N---ში, ერთი ოთახი 16 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 36 კვ.მ დამხმარე ფართით და 24 კვ.მ. სარდაფით;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგსტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ე------ ქ---------ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2007 წლის 06 სექტემბერს გაცემული დამოწმების ფურცელი, 1998 წლის 10 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ.75-76);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალები (ს.ფ. 72-73).

 

2.2. ე------ ქ---------ი გარდაიცვალა 2-----–-–---------–---. შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები, მეუღლე ა-–-- ნ--------ი, შვილები: რ--------- ნ--------ი და ზ------ ნ--------ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 93);

-დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 69);

-გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 70).

 

2.3. 2007 წლის 06 ოქტომბერს ნოტარიუსს თ-------------------ის მიერ მოპასუხე ზ------ ნ--------ის სახელზე გაიცა ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც ზ------ ნ--------მ დედის, ე------ ქ---------ის სამკვიდრო ქონება მიიღო კანონით დადგენლი წესით სამკვიდროს ფაქტიური დაუფლებით. იგი მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა გ------ს ქ. N---ში 04.01.1990 წლიდან, სადაც დღესაც აგრძელებს ცხოვრებას, რაც დასტურდება საინფორმაციო სამისამართო ბიუროს გაცემული ცნობით. სხვა მემკვიდრეებს სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადება არ შეუტანიათ. მამკვიდრებლის მეუღლე, ა-–-- ნ--------ი უარს აცხადებს სამკვიდროს მიღებაზე შვილის ზ------ ნ--------ის სასარგებლოდ, რაც დასტურდება განცხადებით, დამოწმებული ქ. რუსთავის ნოტარიუსის მიერ 17.09.2007 N1-----.

ზ------ ნ--------მა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება 2----–-–---------–--- გარდაცვალილი დედის ე------ ქ---------ისა. ზ------ ნ--------მა სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2007 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N2---- (ს.ფ. 77-78).

 

2.4. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ----- გ------ს ქუჩა N--, 94.79 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდი N----------------------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ------ ნ--------ის სახელზე. უფლების დამდასტურებელი დოკუმენტებია: 1998 წლის 10 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება N2---, 2007 წლის 06 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N2----, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება NM----------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 27.10.2017 წელი (ს.ფ. 71).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება NM----------- (ს.ფ. 88).

 

2.5. მოსარჩელე რ--------- ნ--------ის მამკვიდრებლის, ე------ ქ---------ის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მიღების თაობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

2.6. მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, მასზე ზრუნავდა და პატრონობდა მოპასუხე ზ------ ნ--------ი. ასევე, ამ უკანასკნელის მიერ იქნა გაწეული ე------ ქ---------ის დაკრძალვის ხარჯები. მოსარჩელე რ--------- ნ--------ის დაკრძალვის ხარჯების გაღებაში მონაწილეობა არ მიუღია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. მოსარჩელე რ--------- ნ--------ი მამკვიდრებლის ე------ ქ---------ის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაოჯახდა და აღნიშნული სახლიდან გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე. მოსარჩელე დედის, ე------ ქ---------ის გარდაცვალების შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია, არ შესდგომია ქონების მართვას, ფლობას და სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების სარგებლობას. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა, ა---------ა ა------------მ და მ------ ვ------მ, რომლებიც წარმოადგენენ მოპასუხე ზ------ ნ--------ის მეზობლებს, ადასტურებენ, რომ რ--------- ნ--------ს დაქორწინების შემდეგ (ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში) სადავო საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია. იგი ესწრებოდა მხოლოდ დაკრძალვას და მას შემდეგ, ამ სახლში არ გამოჩენილა, არ უცხოვრია და არც მოვლა -პატრონობა გაუწევია სამკვიდრო ქონებისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- მოწმეების ა---------ა ა-----------ის და მ------ ვ------ს ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი);

 

2.8. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება სამკვიდრო ქონებიდან მოძრავი ნივთების ფაქტობრივად დაუფლების შესახებ. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ იგი დედის გარდაცვალების შემდეგ, ძმასთან, ზ------ ნ--------თან შეთანხმების საფუძველზე დაეუფლა მის მოძრავ ნივთებს, კერძოდ ბროლის ვაზას და სამ ოქროს ბეჭედს. მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ რაიმე ნივთების დაუფლების შესახებ მოსარჩელესთან შეთანხმების არსებობას. მოწმეების ა---------ა ა-----------ის და მ------ ვ------ს განმარტებით, მათთვის არაფერია ცნობილია მოძრავი ნივთების არსებობისა და ამ ნივთების მოსარჩელის მიერ წაღების შესახებ. მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ მამკვიდრებლის დაკრძალვის შემდეგ, მოსარჩელე მხარე სადავო სახლში არ გამოჩენილა და მათთვის უცნობია, წაიღო თუ არა რაიმე ნივთი საცხოვრებელი სახლიდან. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება (მაგ. ფოტოსურათი), რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მოძრავი ნივთები ეკუთვნოდა მამკვიდრებელს ე------ ქ---------ს და ასევე, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ ნივთებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში დაეუფლა მოსარჩელე მხარე. მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს როგორც მოსარჩელის მიერ მითითებული მოძრავი ნივთების სამკვიდრო მასაში არსებობას, ასევე, რაიმე შეთანხმების საფუძველზე, სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიერ ამ ნივთების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს. მოპასუხის მითითებით, მხარეებს, რ--------- ნ--------ს და ზ------ ნ--------ს აქვს დაძაბული ურთიერთობა, ასევე, არ ჰქონდა ჯანსაღი და ნორმალური ურთიერთობა მოსარჩელე მხარეს დედასთანაც და იგი არ მიდიოდა მათთან, სახლში. კონფლიქტური ურთიერთობის არსებობაც გამორიცხავს ზ------ ნ--------სა და რ--------- ნ--------ს შორის რაიმე შეთანხმების არსებობას მოძრავი ნივთების (ბროლის ვაზის, ოქროს ბეჭდების) მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- მოწმეების ა---------ა ა-----------ის და მ------ ვ------ს ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. მამკვიდრებლის შვილები, როგორც კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები სარგებლობენ თანასწორი წილის უფლებით. ამდენად, რ--------- ნ--------ი წარმოადგენს გარდაცვლილი ე------ ქ---------ის პირველი რიგის კანონით მემკვიდრეს, მაგრამ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქმის მასალებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ------ს ქ. N--, წარმოდგენდა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში, 2007 წლის 06 ოქტომბერს ნოტარიუსს თ-------------------ის მიერ მოპასუხე ზ------ ნ--------ის სახელზე გაიცა ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც ზ------ ნ--------მა დედის, ე------ ქ---------ის სამკვიდრო ქონება მიიღო კანონით დადგენლი წესით სამკვიდროს ფაქტიური დაუფლებით. იგი მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა გ------ს ქ. N--- ში 04.01.1990 წლიდან, სადაც დღესაც აგრძელებს ცხოვრებას, რაც დასტურდება საინფორმაციო სამისამართო ბიუროს გაცემული ცნობით. სხვა მემკვიდრეებს სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადება არ შეუტანიათ. მამკვიდრებლის მეუღლე, ა-–-- ნ--------ი უარს აცხადებს სამკვიდროს მიღებაზე შვილის ზ------ ნ--------ის სასარგებლოდ, რაც დასტურდება განცხადებით, დამოწმებული ქ. რუსთავის ნოტარიუსის მიერ 17.09.2007 N1-----. ზ------ ნ--------მა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ სრულად მიიღო ე------ ქ---------ის (გარდაცვალების თარიღი 1--------- წელი) ზ------ ნ--------მა სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ----- გ------ს ქუჩა N--, 94.79 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდი N----------------------) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხე ზ------ ნ--------ის სახელზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, არ არის აბსოლიტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხემ შეგნებულად დამალა ნოტარიუსთან სხვა პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა, რის გამოც არამართლზომიერად მოხდა ზ------ ნ--------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. იგი მართალია არ ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, თუმცა დედის, ე------ ქ---------ის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას, მოძრავ ნივთებს (ბროლის ვაზა, სამი ოქროს ბეჭედი).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. იმპერატიული დანაწესის სახით დადგენილია დრო, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით (სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი) დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრს ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომელიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა.

 

დამკვიდრებული პრაქტიკით, მემკვიდრის მიერ ქონების ფაქტობრივად დაეუფლება გულისხმობს, სამკვიდროს ან მის ნაწილის ფაქტობრივ ფლობას, მართვას. მემკვიდრემ უნდა განახორციელოს იმგვარი იურიდიულ მოქმედება, რაც მისი მხრიდან სამკვიდროს მიღებად განიხილება, სამკვიდროს მისაღებად საჭიროა, როგორც მოსარჩელის ცალმხრივი ნების არსებობა, ისე ამ ნების გარეგანი ფორმირება (თანხვედრა) კანონით დადგენილი წესით. ბუნებრივია, როგორც ერთი, ისე მეორე ქმედება სამართლებრივი ძალის მატარებელია მაშინ, თუ იგი ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებულ ექვს თვიან ვადაში განხორციელდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე რ--------- ნ--------ის მამკვიდრებლის, ე------ ქ---------ის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მიღების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს დედის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ მიუღია. მხარეთა განმარტებით, მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, მასზე ზრუნავდა და პატრონობდა მოპასუხე ზ------ ნ--------ი. ასევე, ამ უკანასკნელის მიერ იქნა გაწეული ე------ ქ---------ის დაკრძალვის ხარჯები. მოსარჩელე რ--------- ნ--------ის დაკრძალვის ხარჯების გაღებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე რ--------- ნ--------ი მამკვიდრებლის ე------ ქ---------ის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაოჯახდა და აღნიშნული სახლიდან გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე, რასაც ადასტურებენ მოწმეები ა---------ა ა-----------ი და მ------ ვ------. მოსარჩელე დედის, ე------ ქ---------ის გარდაცვალების შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია, არ შესდგომია ქონების მართვას, ფლობას და სამკვიდრო მასაში შემავალი ქონებით სარგებლობას. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა, ა---------ა ა------------მ და მ------ ვ------მ, რომლებიც წარმოადგენენ მოპასუხე ზ------ ნ--------ის მეზობლებს, ადასტურებენ, რომ რ--------- ნ--------ს დაქორწინების შემდეგ (ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში) სადავო საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია. იგი ესწრებოდა მხოლოდ დაკრძალვას და მას შემდეგ, ამ სახლში არ გამოჩენილა, არ უცხოვრია და არც მოვლა-პატრონობა გაუწევია სამკვიდრო ქონებისათვის. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ სამკვიდრო ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, მ----- გ------ს ქ. N--, მოსარჩელე მხარე ფაქტობრივად არ დაუფლებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად, ქონება ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი (სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი). ამდენად, სამკვიდრო ქონება შეიძლება მოიცავდეს, როგორც უძრავ ასევე, მოძრავ ნივთებს.

 

სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას სამკვიდრო ქონებიდან მოძრავი ნივთების ფაქტობრივად დაუფლების შესახებ. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ იგი დედის გარდაცვალების შემდეგ, ძმასთან, ზ------ ნ--------თან შეთანხმების საფუძველზე დაეუფლა მის მოძრავ ნივთებს, კერძოდ, ბროლის ვაზას და სამ ოქროს ბეჭედს. მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ რაიმე ნივთების დაუფლების შესახებ მოსარჩელესთან შეთანხმების არსებობას. მოწმეების ა---------ა ა-----------ის და მ------ ვ------ს განმარტებით, მათთვის არაფერია ცნობილი მოძრავი ნივთების არსებობისა და ამ ნივთების მოსარჩელის მიერ წაღების შესახებ. მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ მამკვიდრებლის დაკრძალვის შემდეგ, მოსარჩელე მხარე სადავო სახლში არ გამოჩენილა და მათთვის უცნობია, წაიღო თუ არა რაიმე ნივთი საცხოვრებელი სახლიდან. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება (მაგ. ფოტოსურათი), რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მოძრავი ნივთები ეკუთვნოდა მამკვიდრებელს ე------ ქ---------ს და ასევე, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ ნივთებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში დაეუფლა მოსარჩელე მხარე. ასეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სათანადო მტკიცებულება, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სამკვიდრო ქონებიდან მოძრავი ნივთების დაუფლების შესახებ, სასამართლოსათვის სარწმუნო და საკმარისი არ არის. მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს როგორც მოსარჩელის მიერ მითითებული მოძრავი ნივთების სამკვიდრო მასაში არსებობას, ასევე, რაიმე შეთანხმების საფუძველზე, სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიერ ამ ნივთების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს. მოპასუხის მითითებით, მხარეებს, რ--------- ნ--------ს და ზ------ ნ--------ს სამკვიდროს გახსნის დროისათვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ დაძაბული ურთიერთობა, ასევე, არ ჰქონდა ჯანსაღი და ნორმალური ურთიერთობა მოსარჩელე მხარეს დედასთანაც და იგი არ მიდიოდა მათთან, სახლში. კონფლიქტური ურთიერთობის არსებობაც გამორიცხავს ზ------ ნ--------სა და რ--------- ნ--------ს შორის რაიმე შეთანხმების არსებობას მოძრავი ნივთების (ბროლის ვაზის, ოქროს ბეჭდების) მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო წამოედგინა უტყუარი, სარწმუნო და სათანადო მტკიცებულება მოძრავი ნივთების სამკვიდრო მასაში არსებობისა და მის მიერ ამ ნივთების ფაქტობრივად დაუფლების თაობაზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას სამკვიდრო ქონებიდან ბროლის ვაზის და სამი ოქროს ბეჭდის დაუფლების გზით სამკვიდროს (მისი ნაწილის) მიღების თაობაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძვლად მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებით მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ ე------ ქ---------ის გარდაცვალების შემდეგ, რ--------- ნ--------ი არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებაში შემავალ არც უძრავ და არც მოძრავ ნივთს. ქონების მფლობელობით მიღებაში იგულისხმება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობა და პყრობა და ნივთების განკარგვა, რაც განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სადავო სამკვიდრო მოწმობა ე------ ქ---------ის მემკვიდრეზე, მოპასუხე ზ------ ნ--------ზე გაცემულია კანონით დადგენილი წესით, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მოსარჩელემ არ განახორციელა თავისი უფლება და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო მასაში შემავალ ქონების მიღება მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად დაეფლების გზით არ დადასტურდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ ნოტარიუსთან არ განაცხადა სხვა პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა, ვერ გახდება საფუძველი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელე რ--------- ნ--------ის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაიზიარა მისი განმარტება მის მიერ მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ნივთების დაუფლების შესახებ და გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით მიიღო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. 1998 წლის 10 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ე------ ქ---------მა საკუთრებაში მიიღო საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, გ------ს ქ. N---ში, ერთი ოთახი 16 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 36 კვ.მ დამხმარე ფართით და 24 კვ.მ. სარდაფით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ე------ ქ---------ის სახელზე. (ტ.1.ს.ფ. 72-73; 75-76)

 

4.1.2. ე------ ქ---------ი გარდაიცვალა 2-----–-–---------–---. უდავოა, რომ გარდაცვალების მომენტისათვის ე------ ქ---------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე - ა-–-- ნ--------ი და შვილები: რ--------- ნ--------ი და ზ------ ნ--------ი. (ტ.1.ს.ფ. 69-70; 93)

 

4.1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის ის გარემოება, რომ დედის ე------ ქ---------ის გარდაცვალებამდე რ--------- ნ--------მა იქორწინა და საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადავიდა.

 

4.1.4. 06.10.2007 წელს ნოტარიუს თ. ჯ-----------ის მიერ ზ------ ნ--------ის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა დედის, ე------ ქ---------ის დანაშთ ქონებაზე. საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ნივთი ზ------ ნ--------ის საკუთრებად აღირიცხა. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1998 წლის 10 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება N2---, 2007 წლის 06 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N2----, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება NM----------. (ტ.1.ს.ფ. 71; 77-78)

 

1.4.5. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის - ე------ ქ---------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებდნენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან (ნოტარიუსთან) ნების გამოხატვითა და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით ან მართვით. მემკვიდრეობის მიღება შეზღუდულია დროით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში მიიღო სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლებით, შესაბამისად, მას სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა არ მოუთხოვია.

 

სამკვიდრო ფაქტობრივად მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა ან მართვა. იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს მოცემული ურთიერთობა აუცილებელია იმ იურიდიული შემადგენლობის არსებობა, რომელიც მიუთითებს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრის მოქმედებებზე. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება და მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში მამკვიდრებლის კუთვნილი ბროლის ვაზის და ოქროს ბეჭდების დაუფლების თაობაზე.

 

ამ მიმართებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ რ--------- ნ--------ს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებული აქვს დედის ე------ ქ---------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მოსარჩელის მხარეზე იყო, საგულისხმოა, რომ ამ გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელე მხარე მხოლოდ მისივე ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საპროცესო კანონმდებლობის დაცვით სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე/აპელანტი მხარის მიერ საქმეში სხვა მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები რ--------- ნ--------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების გასაბათილებლად.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ--------- ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ნატალია ნაზღაიძე