განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
330100118002403591
ინსტანცია
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002403591

საქმე №1ბ/749-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ნინო სანდოძე

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ--------–--–------–-–---–ის

მსჯავრდებულის: გ--------------–---ის

ადვოკატის: ა-----–------–-–---–ის

თარჯიმნის: ა---------–--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო მსჯავრდებულ გ--------------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №090250218003) გ--------------–---ის მიმართ. გ--------------–---ი დაბადებულია 1985 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ---–--–----------–-----------–------–----------–---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------–---მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი და 2018 წლის 7 მარტის ეპიზოდი).

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

გ--------------–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება - 1,1127 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც 2018 წლის 25 თებერვალს ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, ჭალას დასახლების ბოლოში მდებარე ტყის ტერიტორიაზე 0,19 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 100 ლარად უკანონოდ გაასაღა შაქრო ხულორდავაზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

2018 წლის 03 მარტს ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, ჭალას დასახლების ბოლოში მდებარე ტყის ტერიტორიაზე გ--------------–---მა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,2187 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 300 ლარად უკანონოდ გაასაღა შ------------–---------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

2018 წლის 05 მარტს ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, ჭალას დასახლების ბოლოში მდებარე ტყის ტერიტორიაზე გ--------------–---მა 0,125 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 200 ლარად უკანონოდ გაასაღა შ-------------–---------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

2018 წლის 07 მარტს ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, ჭალას დასახლების ბოლოში მდებარე ტყის ტერიტორიაზე გ--------------–---მა ნარკოტიკული საშუალება - 0,162 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 400 ლარად უკანონოდ გაასაღა შ------------–---------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

ნარკოტიკული საშუალება - 0,417 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება გ--------------–---მა შეინახა ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, ჭალას დასახლების ბოლოში მდებარე ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ ხის ფიცრულში, რაც 2018 წლის 07 მარტს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ხის ფიცრულის ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით:

 

გ--------------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

გ--------------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

გ--------------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 7 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

გ--------------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

გ--------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

გ--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 7 მარტიდან.

 

გ--------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

გ--------------–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--------------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–------–-–---–მა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ გ--------------–---ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით 12 (თორთმეტი) წლის ვადით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სსკ-ის 50-ე და 701 მუხლების გამოყენებით იმ მოტივით, რომ გ--------------–---ი წარსულში ნასამართლევი არ არის, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი. აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიუთითა სათავსოზე, სადაც ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც ამოაღებინა სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლებს. ეს არ იყო მანამდე ცნობილი, რითიც გ--------------–---მა დაიმძიმა ბრალდება. ასევე უდავოდ გახადა მტკიცებულებები და დაზოგა სახელმწიფოს რესურსი.

 

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას პროკურორმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ გ--------------–---ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------------–---ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გ--------------–---მა წარდგენილ ბრალდებებში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას გ--------------–---მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მხარი დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე, ოთხი მცირეწლოვანი შვილი, ხელი შეუწყო გამოძიებას და დანაშაულის გახსნას, უდავოდ გახადა მტკიცებულებები.

 

გ--------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, რომელთა შესწავლის, შეფასების და გაანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--------------–---მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (3 ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მართებულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნება, შემამსუბუქებელი გარემოებები (გ--------------–---ი არ არის ნასამართლევი, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), ამასთან მიუთითა, რომ დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია, თუმცა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მსჯავრდებულს დაუნიშნა მკაცრი სასჯელი. აქვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ნარკოტიკული დანაშაული, ისევე, როგორც ზოგადად დანაშაული, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისა და საფრთხის შემცველია და კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულისათვის (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მინიმუმის ან მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ--------------–---ისთვის საქართველოს სსკ-ის 50-ე და 701 მუხლების გამოყენებით სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან გ--------------–---ის მიერ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაულის არაერთი ეპიზოდის ჩადენას. მან ჩაიდინა როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ისე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება სამჯერ. პალატა თვლის, რომ სახეზე არ არის მსჯავრდებულის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 701-ე მუხლში. მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის შედეგად არ გამოვლენილა თანამდებობის პირის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა. გასათვალისწინებელია ინკრიმინირებული დანაშაულების საზოგადოებრივი საშიშროების მომეტებული ხარისხი. ასევე არ არის სახეზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანამხად სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნაწილის შინაარსი ასეთს შესაძლებლობად მიიჩნევს მაშინ, თუ კუმულაციურად სახეზე იქნება რამდენიმე პირობა მათ შორის მითითებულია, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია, თუკი პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. თუმცა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებული შემასუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--------------–---ისთვის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის (სამივე ეპიზოდში) თავისუფლების აღკვეთის სახით - 9 (ცხრა) წლის ვადით დანიშნულ სასჯელს, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ნაწილში მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს განაჩენით დადგენილი სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს. კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს ერთი წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების უნდა შემცირდეს ორი წლით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ--------------–---ს უნდა გაენასაზღვროს 10 (ათი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც, პალატის აზრით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. გ--------------–---ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ--------------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ გ--------------–---ის მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 302-ე მუხლით,_

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ--------------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა-----–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ გ--------------–---ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

გ--------------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

გ--------------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

გ--------------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 7 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

გ--------------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

გ--------------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

გ--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 7 მარტიდან.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ--------------–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ნარკოტიკული საშუალებები დალუქული NFCD 753687; 846872; 846871; 846851; 846850 სპეც პაკეტებში, რომელიც ინახება შსს-ს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

გ--------------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - საფულე, პირადობის მოწმობა, ფულადი თანხა 65 ლარი, მობილური ტელეფონი, ქუდი და ტანსაცმელი დალუქული ცკპდ-ს N19 ლუქით, რომელიც ინახება შსს-ს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 3 ცალი DVD დისკი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის ასლი 3 ცალ DVD დისკზე, ხის ფიცრულის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დალუქული სახით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

გ--------------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 400 (ოთხასი) ლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

ნ. სანდოძე