მუხლი 701. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო
თავი XIII — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის (პირების) ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხერხდა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობების შექმნა, სასამართლო უფლებამოსილია სრულად გაათავისუფლოს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3295 – სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №2კ-64აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2024
…დროული სამედიცინო დახმარების შედეგად. 3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ადვოკატმა – დ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 701-ე მუხლის საფუძველზე, ჯ. ს-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ან ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5…
…იმისა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების ორივე ნაწილში განუსაზღვრა მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელი. ამასთან, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 701-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან იგი…
…განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით 12 (თორთმეტი) წლის ვადით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სსკ-ის 50-ე და 701 მუხლების გამოყენებით იმ მოტივით, რომ გ--------------–---ი წარსულში ნასამართლევი არ არის, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი. აღიარებს და გულწრფელად…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 701, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-701/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია