განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
330100119002990981
ინსტანცია
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002990981

საქმე №1ბ/1233-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ვ------ ბ------ს ძე ა-–---ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ--------–--------–----–----------------–---------–ო;

 

ადვოკატი - კ-----------–-ა;

 

კვალიფიკაცია:

 

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი;

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“

ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია:

 

1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა;

2) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად;

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

საქართველოს მოქალაქემ ვ------ ა-–---მა 2019 წლის მარტში (ზუსტი დრო დაუდგენელია) უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოდან გავიდა აზერბაიჯანში.

 

საქართველოს მოქალაქემ ვ------ ა-–---მა, რომელიც იმყოფებოდა აზერბაიჯანში, 2019 წლის 31 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად გადმოკვეთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:

 

ვ------ ა-–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ვ------ ა-–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------ ა-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დაემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ------ ა-–---ს განესაზღვრა ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და დამატებით სასჯელად - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ: მსჯავრდებულ ვ------ ა-–---ის ადვოკატმა კ-----------–-ამ და ითხოვა მისი შეცვლა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი არის უსამართლო - მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების ორივე ნაწილში განუსაზღვრა მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელი. ამასთან, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 701-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან იგი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რის შედეგადაც გამოვლინდა და გაიხსნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

 

ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ასევე არ არსებობს მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის no 37801/97 გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის no 16034/90 გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის no 21522/93 გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, §43). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. სასამართლოს შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ------ ა-–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: თვით მსჯავრდებულ ვ------ ა-–---ის აღიარება, მოწმეების - ბ--------------------ს, დ------------–-ას, ბ-----------–---–ის, ი-----–--–--------–ის, ბ----------------–----ის, გ---------------–---–ის, თ---------–-----–--ის, თ---------------–---–ის, ვ--–---------–--ის და ი---------–--ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 08 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტომასალით, 2010 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 26 მარტამდე პერიოდში ვ------ ა-–---ის საქართველოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის 2019 წლის 15 აპრილის წერილი, 2019 წლის 31 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტომასალით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს უფროსის 2019 წლის 01 აპრილის წერილი და თანდართული ტოპოგრაფიული რუკის ფრაგმენტი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 02 აპრილის ოქმები, 2019 წლის 03 აპრილის დათვალიერების ოქმი, თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 23 აპრილის წერილი, სააღრიცხვო რვეულის დათვალიერების 2019 წლის 19 აპრილის ოქმი, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ვ------ ა-–---მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ვ------ ა-–---ს დაედო მსჯავრი, ისჯება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს, რომ გამატ ჯაფაროვმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ ვ------ ა-–---ს დანაშაულები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას - გამოსაცდელი ვადის პერიოდში - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ვ------ ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე და 67-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და დაუდგინდა ორწლიანი გამოსაცდელი ვადა, დამატებით სასჯელად კი განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ვ------ ა-–---ის სათანადო ქცევა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრისა და 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენებით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულების ჩადენის დროისათვის ვ------ ა-–---ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით) და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი; უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ------ ა-–---ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმპერატიულად დადგენილ დანაწესს, რომლის შესაბამისადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ვ------ ა-–---ს სასჯელის სახედ და ზომად მართებულად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. პალატა მოცემულ შემთხვევაში ასევე მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებას და თვლის, რომ დანაშაულთა ერთობლიობით ვ------ ა-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

ამასთან, ვინაიდან ვ------ ა-–---ს დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას - გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ------ ა-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, დამატებით სასჯელად კი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ვ------ ა-–---ის რესოციალიზაციას.

 

დაცვის მხარის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 701-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან იგი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რის შედეგადაც გამოვლინდა და გაიხსნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო წყვეტს საქართველოს გენერალური პროკურორის შესაბამისი შუამდგომლობის შემთხვევაში და იხილავს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესაძლებლობას განსაკუთრებული თანამშრომლობის საფუძველზე. ეს საკანონმდებლო შეღავათი გამოიყენება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხის - საპროცესო შეთანხმების არსებობისას, (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლი), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

გარდა აღნიშნულისა, პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მასალებით ვერ დასტურდება ვ------ ა-–---ის თანამშრომლობის ფაქტი გამოძიებასთან. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სხვა პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ქსეროასლით, რომელიც წარმოადგინა ადვოკატმა, ვერ დგინდება, ჯერ ერთი, მისი ავთენტურობა და მეორეც, ვერ დგინდება ვ------ ა-–---ის რაიმე ფორმით შეხება ამ საქმესთან - დადგენილებაში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ჩამონათვალში არ არის მითითებული ვ------ ა-–---ის ჩვენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული თანამდებობის პირების ვ------ ა-–---თან საპატიმრო ადგილას შეხვედრის ამსახველი დოკუმენტი კი, რომელიც ასევე წარმოადგინა ადვოკატმა, ასევე არ შეიცავს ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურთან ვ------ ა-–---ის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ------ ა-–---ის ადვოკატის კ-----------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ვ------ ა-–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;

 

ვ------ ა-–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------ ა-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ------ ა-–---ს განესაზღვროს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და დამატებით სასჯელად - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ვ------ ა-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. ვ------ ა-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 აპრილიდან.

 

მსჯავრდებულ ვ------ ა-–---ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე