განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700067819
საქმე № 1აგ/568-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ------------------ის (პ/ნ 0----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, გ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40 (ორმოცი) საათის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა - საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ხსენებული განაჩენით, გ------------------ე მსჯავრდებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) და jWH-018/Jwh-073 (სინთეზური კანაბინოიდების) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებული პირის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით, გ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ხსენებული განაჩენით, გ------------------ე მსჯავრდებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებული და ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ------------------ის მიმართ არ გავრცელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მსჯავრდებულ გ------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით, გ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით გ------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 01 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ------------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენით გ------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა----–------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
გ------------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინების (#3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788), საფუძველზე შეეცვალა ჯარიმით - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ გ------------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
გ------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი.
გ------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განაჩენით, გ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენით შეცვლილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით დადგენილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენით შეცვლილი ძირითადი სასჯელების მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ გ------------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გ------------------ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გ------------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 27 მაისიდან.
2018 წლის 12 ოქტომბერს მსჯავრდებულმა გ------------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიმართ კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის შემსუბუქების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ------------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ------------------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტროჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფრდებული და ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით, გ------------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ სასჯელთან დაკავშირებით იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენით და გ------------------ეს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გ------------------ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რის მხედველობაში მიღებითაც ცვლილება უნდა შევიდეს როგორც ხსენებულ განაჩენში, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენში.
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით გ------------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) და jWH-018/Jwh-073 (სინთეზური კანაბინოიდების) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40 (ორმოცი) საათის ოდენობით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს გ------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განაჩენებით დადგენილ კვალიფიკაციაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით გ------------------ეს მსჯავრი დაედო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვისათვის, ჩადენილი იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კვალიფიკაცია (ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) განაპირობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით დადგენილმა ნასამართლობამ.
საქართველოს სსკ–ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კი პირობითი მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის შემთხვევაში, სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, გ------------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 40 საათის ოდენობით, რომლის მოხდაც მან დაასრულა 2013 წლის დეკემბრის თვეში. ამდენად, ამ განაჩენით დადგენილი ნასამართლობა, (თუ სახეზე არ იქნებოდა 2014 წლის 20 მაისის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი ნასამართლობა) გ------------------ეს გაუქარწყლდებოდა 2015 წლის აპრილის თვეში. საქართველოს სსკ–ის 79-ე მუხლის მეექვსე ნაწილი განმარტავს, რომ გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. შესაბამისად გ------------------ის მიერ 2016 წლის 23 თებერვალს ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაული (რისთვისაც მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განაჩენებით) უნდა დაკვალიფიცირდეს არა, როგორც საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, არამედ ამ მუხლის მეორე ნაწილით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა). იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება და გ------------------ეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც მთლიანად ექცევა საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციის ფარგლებში (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების ვადით ხუთ წლამდე) პალატა სამართლიანად მიიჩნევს გ------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს და მიზანშეუწონლად მიაჩნია მის შემსუბუქება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის N54 აგ-18 განჩინებაზე, რომლის თანახმადაც, ,,სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თლის, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენებში, ასევე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.
გ------------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენებში განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენები დარჩეს უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ------------------ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
გ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განაჩენში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნ.სანდოძე
მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე
მ.ისაევი