განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310014606559 (3ბ/27-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ვ-–------------------ე
წარმომადგენელი - ა----------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ვ-–------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 1996 წლის 25 ივლისს გამოსცა N1----- დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობითი მოთხოვნა და ი------------------------ში მდებარე ორგანიზაცია „ს---------------ის“ საუწყებათაშორისო არასაცხოვრებელი ფართი ჩაირიცხა საბინაო კომუნალურ ფართში.
2.2. 1997 წლის 13 ივნისს „ს---------------ის“ მიერ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 1 თებერვლის N--- დადგენილების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება, დამოწმებული სანოტარო წესით, რომლითაც ქ. თბილისში, ი------------------------ში მდებარე N-- ბინა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე ვ-–------------------ეს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ვ-–------------------ე ტექაღრიცხვის ბიუროში აღირიცხა საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ.
2.3. 2004 წლის 21 ივნისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ „ს---------------ის“ მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის N1----- დადგენილების ბათილად ცნობა. სარჩელში ერთ-ერთ მესამე პირად მითითებული იყო ვ-–------------------ე.
2.4. აღნიშნული სარჩელი განიხილა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ. 2005 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის N1----- დადგენილება. ამავე გადაწყვეტილებით სხვა ხელშეკრულებებთან ერთად ბათილად იქნა ცნობილი 1997 წლის 13 ივნისის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ. რ-------ის სახელზე გაცემული იქნა ი------------------------ში მდებარე ბინა. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა აღნიშნული ქონების აღრიცხვა სახელმწიფოს სახელზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმე განხილულია სხვა მხარეებთან ერთად მესამე პირის ვ. რ-------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე.
2.5. მითითებულ საქმეზე 2004 წლის 15 დეკემბერს და 2005 წლის 12 იანვარს შედგენილ სხდომის ოქმებში მითითებულია, რომ სხდომაზე გამოცხადდა მესამე პირების ვ. რ-------ის და სხვათა წარმომადგენელი გ. თ---------ე. 2005 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმშიც მითითებულია, რომ გამოცხადდა მესამე პირების წარმომადგენელი გ. თ---------ე. ადვოკატ გ------- თ---------ის 2004 წლის 7 სექტემბრის და 22 სექტემბრის განცხადებებიდან ირკვევა, რომ იგი სასამართლოს მიმართავდა არა ვ-–------------------ის, არამედ საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე სხვა პირთა სახელით და აღნიშნავდა, რომ იყო მათი წარმომადგენელი რწმუნებულების საფუძველზე. არქივში დაცულ საქმის მასალებში ინახება გ------- თ---------ის და გ----------–--ის მიმართ შ-------------ის, გ--------------ის, ლ------------ს, თ-----------ის, ზ-----–---–--–---–ის, ნ-------------–-ას, გ------- გ-----ის, დ--------------ის, დ-------------ის, დ----------------------ის, ო----------–---–ის მიერ გაცემული მინდობილობები. გ. თ---------ის და გ. კ-----–--ის განცხადებებიც მხოლოდ მათი სახელით არის წარდგენილი სასამართლოსადმი. ვ-–------------------ის სახელით გაცემული მინდობილობა საქმის მასალებში არ ფიქსირდება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, 208-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულია კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც. კერძოდ, მითითებული ნორმა განსაზღვრავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქოკოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულადაგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად, რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
2.7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის გამომწვევ ქმედებად მიიჩნევს მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანას ვ-–------------------ის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. პირის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლის უკანონობის დადასტურებისთვის არსებობს ერთადერთი კანონით გათვალისწინებული გზა - გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, კანონი მხოლოდ გამონაკლისის სახით უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) დამთავრებული საქმის წარმოების განახლებას და ამომწურავად განსაზღვრავს მის საფუძვლებსა და პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ეჭვქვეშ დამდგარიყო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლებულიყო ნებისმიერ საქმეზე. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივ სახელმწიფოში ,,სამართლებრივი მშვიდობის” გარანტს წარმოადგენს და მისი გაუქმება და დავის ხელახლა განხილვა მხოლოდ კანონით ამომწურავად განსაზღვრულ შემთხვევებშია დასაშვები. ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევა. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; აგრეთვე, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი საქმის განხილვისას ასეთი სახის საპროცესო დარღვევა არის დაშვებული, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ეს შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შემდგომში საქმის ხელახალი განხილვის დაწყების საფუძველი, სადაც მონაწილეობას მიიღებს პირი, რომლის ინტერესებსაც უშუალოდ ეხება საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ერთ-ერთ და უპირველეს წინაპირობად უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში ზიანის გამომწვევ ქმედებად სარჩელში მითითებულია ისეთ საპროცესო მოქმედებაზე, რომელიც უშუალოდ გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდება. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის მიყენებული ზიანი გამოიხატება გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგში, კერძოდ, მისი თქმით, მას გადაწყვეტილებით ჩამოერთვა საკუთრების უფლება, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი და ამ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იგი განსახილველი სარჩელით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ზიანის გამომწვევ ქმედებად ვერ იქნება მოაზრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება - მისი ბათილად ცნობის გარეშე. გადაწყვეტილება ეხება სხვა მესაკუთრეთა უფლებებსაც, რომლებიც წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, საპროცესო დარღვევის არარსებობისას რა შინაარსის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და რა გავლენას მოახდენდა საქმის განხილვაში ვ-–------------------ის მონაწილეობა დავის შედეგზე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვა საქმის შედეგით უშუალოდ დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე იწვევს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის ხელახლა განხილვას, და არა ამ პირის სასარგებლოდ დავის შედეგის შეცვლას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით. თუმცა, მიმართვის შემთხვევაშიც კი, თუკი საქმე ხელახლა იქნებოდა განხილული, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ საბოლოოდ დავა მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი განხილული უნდა იქნეს, როგორც მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანი. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება საკუთრივ საპროცესო მოქმედების ხარვეზს - ვ-–------------------ის მიუწვევლობას სასამართლო განხილვაზე, იგი ცალკე აღებული ვერ განიხილება, როგორც სარჩელში მითითებული ზიანის უშუალოდ გამომწვევი ქმედება, რადგან შესაძლოა, მესამე პირი არ მონაწილეობდეს საქმის განხილვაში, მაგრამ დავა მისი ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს. მესამე პირის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა ან სხვაგვარი აქტივობის განუხორციელებლობა არ იწვევს მისი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საპროცესო უფლების დარღვევა მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც ზიანის გამომწვევი ქმედება, შესაბამისად, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ დაედება საფუძვლად სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, თბილისში, ი------------ გ------- N---ში მდებარე სამოთახიანი ბინა N-- საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მის სახელზე. უფლების დამდდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 1997 წლის 6----------- პრივატიზაციის ხელშეკრულება. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 აპრილის N--- განკარგულებით, თბილისში, ი------------------------ში მდებარე შენობა (რაც მოიცავდა მის სახელზე საკუთრებით რიცხულ ქონებასაც) უზუფრუქტით გადაეცა სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს. 2004 წლის 21 ივნისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის (მთავრობის) 1996 წლის 25 ივლისის N1----- დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე თბილისში, ჭ-------ის გ------- N---ში მდებარე შენობის ნაწილებზე პრივატიზაციის ხელშეკრულებათა (მათ შორის, აპელანტთან 1997 წლის 6----------- დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების) ბათილად ცნობა, სასამართლომ 2005 წლის 20 იანვარს მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რაც დაუყოვნებლივ შევიდა კანონიერ ძალაში. აპელანტი აღნიშნავს, რომ მითითებულ დავაში იგი მოპასუხის სტატუსით ჩაბმული არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ დავის შედეგი უშუალო სამართლებრივ შედეგებს წარმოშობდა მის მიმართ, მასზე აღრიცხვულ უძრავ ქონებაზე გაუქმდა საკუთრების უფლება, ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად და საბოლოოდ, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცა საჯარო დაწესებულებას, მას არ მიეცა საქმეზე მოსაზრებების წარდგენის საშუალება, არ ყოფილა მიწვეული სასამართლო სხდომებზე, ვერ ისარგებლა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებით.
3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, მოცემულ საქმეზე იგი კომპენსაციას ითხოვს სამართლიანი სასამართლოს და საკუთრების ძირითადი უფლებების დარღვევის გამო, სარჩელში მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე და კონსტიტუციის 21-ე მუხლზე. აპელანტის მოსაზრებით, მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელია დადგინდეს, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში განხორციელებული სამართალწარმოება და მისი შედეგები რამდენად შეესაბამება მითითებული მუხლების მოთხოვნებს. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2004 წლის 16 აპრილის N--- განკარგულებით, თბილისში, ი------------ გ------- N---ში მდებარე შენობა უზუფრუქტით გადასცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს, მაშინ, როდესაც აღნიშნული ქონების ნაწილი აპელანტის საკუთრებას წარმოადგენდა და შესაბამისად, სახელმწიფოს არ ჰქონდა მისი განკარგვის უფლება. აპელანტი მიუთითებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მისი მონაწილეობით გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა მოითხოვა სარჩელზე მისი მოპასუხე მხარედ მითითების გარეშე, სარჩელი დაკმაყოფილდა სახელმწიფოს მხრიდან სარჩელის ცნობის საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოება არ პასუხობდა სამართლიანი სასამართლოს და საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტებს. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ პასუხი არ გასცა კითხვას: დარღვეულია თუ არა მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს და საკუთრების ძირითადი უფლებები, მაშინ, როდესაც სარჩელის უშუალო სამართლებრივ საფუძველს სწორედ ამ უფლებათა დარღვევის ფაქტი წარმოადგენდა. ამ ვითარებაში გაურკვევლია, რა მიზნით დაადგინა სასამართლომ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილით დადგენილი გარემოებები, თუ სამოტივაციო ნაწილით მას არ მისცემდა სამართლებრივ შეფასებას, ყოველივე აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლომ მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლიდან გამომდინარე, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. აპელანტის განმარტებით, ასევე იურიდიულად დაუსაბუთებელია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, თითქოს მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, გაუგებარია, გადაწყვეტილებით დადგენილი რომელი ფაქტობრივი გარემოება დაედო საფუძვლად ამგვარ შეფასებას. მოცემულ საქმეზე მოპასუხე არის სახელმწიფო, რომელიც შებოჭილია ძირითადი უფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი უფლებების დარღვევა მიუთითებს მისი ქმედების არამართლზომიერებაზე, მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც აპელანტის მიმართ დარღვეულ იქნა ძირითადი უფლებები, ინიცირებული იყო და განხორციელდა სახელმწიფოს მიერ, რაც ადასტურებს მისი ქმედების არამართლზომიერებას, ასეთ პირობებში, საქალაქო სასამართლოს დასკვნა, თითქოს ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მართლსწაინააღმდეგო ქმედებას, იურიდიულად დაუსაბუთებელია და სსკ-ის 394-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, იურიდიულად დაუსაბუთებელია საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, თითქოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გარეშე ვერ დგინდება მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა, ვინაიდან იგი არ ემყარება მატერიალური სამართლის არცერთ ნორმას, მართლწინააღმდეგობა ობიექტური კატეგორიაა და მოპასუხის ქმედების მატერიალურ-სამართლებრივი შეფასების გზით დგინდება, ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოპასუხის ქმედებას, მათ შორის ისეთ ქმედებასაც, რომელმაც თუნდაც ხელი შეუწყო ზიანის დადგომას, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება შემცირდეს დელიქტორის პასუხისმგებლობის მოცულობა ან განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, დელიქტორი შესაძლოა სრულად გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურებისაგან (სკ-ის 415-ე მუხლი), თუმცა პასუხისმგებლობის მოცულობის შემცირება ან მისგან თუნდაც სრული გათავისუფლება არ ცვლის ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და მას მართლზომიერ ქმედებად არ აქცევს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუმართავს განცხადებით, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ ადასტურებს მოპასუხის ქმედების მართლზომიერებას და არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლო, კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო სათანადო შეფასება მიეცა აპელანტის მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს და საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტისათვის და მოპასუხისათვის დაეკისრებინა შესაბამისი პასუხისმგებლობა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების (2012 წლის 28 აგვისტოს) შემდეგ, როცა საკუთარ ბინაში მისულს, მასში განთავსებული დახვდა საჯარო დაწესებულება. იმ დროისათვის გასული იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის კანონით დადგენილი ხუთწლიანი ვადა. საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა, როდის გახდა ცნობილი აპელანტისათვის ამ გადაწყვეტილების არსებობის შესახებ და ობიექტურად რამდენად არსებობდა მისი გადასინჯვის შესაძლებლობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 1996 წლის 25 ივლისს გამოსცა N1----- დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობითი მოთხოვნა და ი------------------------ში მდებარე ორგანიზაცია „ს---------------ის“ საუწყებათაშორისო არასაცხოვრებელი ფართი ჩაირიცხა საბინაო კომუნალურ ფართში.
4.3. 1997 წლის 13 ივნისს „ს---------------ის“ მიერ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 1 თებერვლის N--- დადგენილების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება, დამოწმებული სანოტარო წესით, რომლითაც ქ. თბილისში, ი------------------------ში მდებარე N-- ბინა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე ვ-–------------------ეს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ვ-–------------------ე ტექაღრიცხვის ბიუროში აღირიცხა საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ.
4.4. 2004 წლის 21 ივნისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ „ს---------------ის“ მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის N1----- დადგენილების ბათილად ცნობა. სარჩელში ერთ-ერთ მესამე პირად მითითებული იყო ვ-–------------------ე.
4.5. აღნიშნული სარჩელი განიხილა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ. 2005 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის N1----- დადგენილება. ამავე გადაწყვეტილებით სხვა ხელშეკრულებებთან ერთად ბათილად იქნა ცნობილი 1997 წლის 13 ივნისის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ. რ-------ის სახელზე გაცემული იქნა ი------------------------ში მდებარე ბინა. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა აღნიშნული ქონების აღრიცხვა სახელმწიფოს სახელზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმე განხილულია სხვა მხარეებთან ერთად მესამე პირის ვ. რ-------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე.
4.6. მითითებულ საქმეზე 2004 წლის 15 დეკემბერს და 2005 წლის 12 იანვარს შედგენილ სხდომის ოქმებში მითითებულია, რომ სხდომაზე გამოცხადდა მესამე პირების ვ. რ-------ის და სხვათა წარმომადგენელი გ. თ---------ე. 2005 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმშიც მითითებულია, რომ გამოცხადდა მესამე პირების წარმომადგენელი გ. თ---------ე. ადვოკატ გ------- თ---------ის 2004 წლის 7 სექტემბრის და 22 სექტემბრის განცხადებებიდან ირკვევა, რომ იგი სასამართლოს მიმართავდა არა ვ-–------------------ის, არამედ საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე სხვა პირთა სახელით და აღნიშნავდა, რომ იყო მათი წარმომადგენელი რწმუნებულების საფუძველზე. არქივში დაცულ საქმის მასალებში ინახება გ------- თ---------ის და გ----------–--ის მიმართ შ-------------ის, გ--------------ის, ლ------------ს, თ-----------ის, ზ-----–---–--–---–ის, ნ-------------–-ას, გ------- გ-----ის, დ--------------ის, დ-------------ის, დ----------------------ის, ო----------–---–ის მიერ გაცემული მინდობილობები. გ. თ---------ის და გ. კ-----–--ის განცხადებებიც მხოლოდ მათი სახელით არის წარდგენილი სასამართლოსადმი. ვ-–------------------ის სახელით გაცემული მინდობილობა საქმის მასალებში არ ფიქსირდება.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.8. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, 208-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულია კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც. კერძოდ, მითითებული ნორმა განსაზღვრავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულადაგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად, რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
4.9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის გამომწვევ ქმედებად მიიჩნევს მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანას ვ-–------------------ის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. პირის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლის უკანონობის დადასტურებისთვის, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, არსებობს ერთადერთი კანონით გათვალისწინებული გზა - გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ გამონაკლისის სახით უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) დამთავრებული საქმის წარმოების განახლებას და ამომწურავად განსაზღვრავს მის საფუძვლებსა და პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ეჭვქვეშ დამდგარიყო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლებულიყო ნებისმიერ საქმეზე. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივ სახელმწიფოში ,,სამართლებრივი მშვიდობის” გარანტს წარმოადგენს და მისი გაუქმება და დავის ხელახლა განხილვა მხოლოდ კანონით ამომწურავად განსაზღვრულ შემთხვევებშია დასაშვები. ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევა. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; აგრეთვე, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ თუკი საქმის განხილვისას ასეთი სახის საპროცესო დარღვევა არის დაშვებული, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ეს შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შემდგომში საქმის ხელახალი განხილვის დაწყების საფუძველი, სადაც მონაწილეობას მიიღებს პირი, რომლის ინტერესებსაც უშუალოდ ეხება საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ერთ-ერთ და უპირველეს წინაპირობად უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში ზიანის გამომწვევ ქმედებად სარჩელში მითითებულია ისეთ საპროცესო მოქმედებაზე, რომელიც უშუალოდ გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდება. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის მიყენებული ზიანი გამოიხატება გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგში, კერძოდ, მისი თქმით, მას გადაწყვეტილებით ჩამოერთვა საკუთრების უფლება, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი და ამ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იგი განსახილველი სარჩელით. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ზიანის გამომწვევ ქმედებად ვერ იქნება მოაზრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება - მისი ბათილად ცნობის გარეშე. გადაწყვეტილება ეხება სხვა მესაკუთრეთა უფლებებსაც, რომლებიც წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, საპროცესო დარღვევის არარსებობისას რა შინაარსის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და რა გავლენას მოახდენდა საქმის განხილვაში ვ-–------------------ის მონაწილეობა დავის შედეგზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვა საქმის შედეგით უშუალოდ დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე იწვევს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის ხელახლა განხილვას, და არა ამ პირის სასარგებლოდ დავის შედეგის შეცვლას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით. თუმცა, მიმართვის შემთხვევაშიც კი, თუკი საქმე ხელახლა იქნებოდა განხილული, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ საბოლოოდ დავა მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი განხილული უნდა იქნეს, როგორც მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანი. რაც შეეხება საკუთრივ საპროცესო მოქმედების ხარვეზს - ვ-–------------------ის მიუწვევლობას სასამართლო განხილვაზე, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, იგი ცალკე აღებული ვერ განიხილება, როგორც სარჩელში მითითებული ზიანის უშუალოდ გამომწვევი ქმედება, რადგან შესაძლოა, მესამე პირი არ მონაწილეობდეს საქმის განხილვაში, მაგრამ დავა მისი ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს. მესამე პირის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა ან სხვაგვარი აქტივობის განუხორციელებლობა არ იწვევს მისი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საპროცესო უფლების დარღვევა მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც ზიანის გამომწვევი ქმედება, შესაბამისად, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ დაედება საფუძვლად სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რ-------ის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე