განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/521-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
ვახტანგ ლობჟანიძის, მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - თ-------------ას;
მსჯავრდებულ - გ------------------ის;
ადვოკატ - ს-----------------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------------------ის და მისი ადვოკატის ს-----------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-----------–---------------ძის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------რს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------–-----------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით:
გ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პ, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენაში.
გ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ------------------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენითა და თბილისის საქალალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრულოი სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
გ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 მარტიდან.
გ------------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯამრთელობისათვის და იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პ, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2009 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის, ხოლო 2011 წლის 02 აგვისტოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, წარსულში ორჯერ ნასამართლევმა გ------------------ემ წინასწარი შეთანხმებით, სხვა ორ პირთან ერთად განიზრახა აშკარად ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის, მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ვ--–----------–------–----–-ს პირად ნივთებს. 2017 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 03:25 საათზე, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ქ.თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადაზე, მარჯვენა საფეხმავლო ტროტუარზე მოძრავ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეს ვ--–----------–------–----–-ს სხვა ორ პირთან ერთად თავს დაესხა გ------------------ე, ერთ-ერთმა თავზე მოხვია მარჯვენა ხელი, წრიულად შებოჭა და დააჩოქა, ხოლო გ------------------ემ მესამე პირთან ერთად დაუწყო ჯიბეების გაჩხრეკა, რა დროსაც გ------------------ემ ვ--–----------–------–----–-ს შარვლის მარჯვენა უკანა ჯიბიდან ამოაცალა ტყავის საფულე, ღირებული 25 ლარად, მასში მოთავსებული 150 ლარით და სხვადასხვა ნივთებით, რის შემდეგაც გ------------------ე, დანარჩენ ორ პირთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ვ--–----------–---ანგ შიულეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------------------ემ და მისმა ადვოკატმა ს-----------------ამ. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2018 წლის 06 ნოემბერს, ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორმა თ-------------ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:
გ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ , მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით კი ჩაეთვალოს პირობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ გ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და 6(ექვსი) თვით კი ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას და მასში ასახულ პირობებს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა პროკურორმა თ-------------ამ.
ადვოკატმა ს-----------------ამ და მსჯავრდებულმა გ------------------ემ ასევე მხარი დაუჭირეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას და პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დამტკიცებას.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე; აგრეთვე საჯარო ინტერესები, კერძოდ, სახელმწიფო სამართლებრივი პრიორიტეტების, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობის და ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით გ------------------ემ უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.
საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ; § 135, Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17 September 2009).
ამასთან, შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული გ------------------ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული გ------------------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში მოიპოვება გ------------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ; იოსებ წეველიძის პატაკი; ოქმი შსს ბაზის დათვალიერების შესახებ; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები; ამოღების ოქმი; ნიმუშის აღების ოქმი; ნასამართლობის ცნობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრისა და 2011 წლის 02 აგვისტოს განაჩენები; მოწმეების: თათია ახალაიას, იოსებ წეველიძის, ნოდარ გორგაძის, სალომე ხუციშვილის, მადონა ქაშიკიძის, ლევან ქავთარაძის, ზ---------------–---ს და ვ--–----------–---ან შულეს ჩვენებები და საქმეში არსებული ინფორმაციების ერთობლიობა.
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს პროკურორ თ-------------ას შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ გ------------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენში;
გ------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ“ და მე-4 ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 4 (ოთხი) წელი და 6(ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ გ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით კი ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით.
გ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 31 მარტიდან.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, კონტროლი და მეთვალყურეობა მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება:
ვალტერ შიულეს პერანგი, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
მალტერ შიულეს სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილი ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შპს ,,მალიბუს“ კაფე ბარის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთ პაკეტად ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გადმოგავნილი, ერთი DVD-R გაწმენდილი ვიდეოგრამებით დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
ლ. თევზაძე