განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
330100118002250556
ინსტანცია
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002250556

საქმე №1ბ/979-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-----–----–---–--------------------------–---

მსჯავრდებულის: გ-----------–-----ის

ადვოკატის: კ-----------–---–-ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის და მსჯავრდებულ გ-----------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №001031217017) მსჯავრდებულ გ-------------------------–------ს, დაბადებულის 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #6-----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: გ--------------–------–----------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ--------------------------------------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-----------–-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 18 ნოემბერს, ქ------–--–------------------------------------ ბინაში მომხდარი შელაპარაკების დროს გ-----------–-----ემ არასრულწლოვანი შვილების - ზურაბ და სანდრო კ--–------ების თანდასწრებით, მეუღლეს - ნ------–----ეს სახეში დაარტყა ხელი, ასევე ხელი უბიძგა და წააქცია იატაკზე. გ-----------–-----ის ქმედებების შედეგად ნ------–------ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2----–-–--------------------------–--–------------------ კორპუსის N25-ე ბინაში, გ-----------–-----ემ თავის არასრულწლოვან შვილს - ზ----------–------ს, რომელსაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ზ----------–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 3 დეკემბერს, ქ-------–--–----------------------------------–- მყოფ ნ------–----ეს ტელეფონით დაუკავშირდა მისი მეუღლე - გ-----------–-----ე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ნ------–------ რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დასახმარებლად გამოიძახა პოლიცია, რომელთა ადგილზე მისვლის შემდეგაც ხსენებულ მისამართზე მივიდა გ-----------–-----ეც, რომელიც პოლიციელების თანდასწრებით აგრძელებდა ნ------–-----ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------–-----ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით:

 

გ-----------–-----ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

გ-----------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ-----------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა; გ-----------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 დეკემბრის 23:10 საათიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----–----–---–--ემ და მსჯავრდებულმა გ-----------–-----ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებული გ-----------–-----ე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადაგენას იმ საფუძვლით, რომ დაზარალებულმა ნ------–------ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მას გ-----------–-----ის მუქარის შემცველი სიტყვები რეალურად არ მიუღია, მანვე აღნიშნა, რომ გ-----------–-----ე არ იყო იმის გამკეთებელი რასაც ამბობდა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ-----------–-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გ-----------–-----ის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის ჩვენებით და თავად გ-----------–-----ის მიერ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას მითითებული გარემოებებით. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ-----------–-----ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი, იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, რის გამოც ითხოვს მის გამკაცრებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი გ-----------–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-----------–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. გ-----------–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა კი უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება უშუალოდ მსჯავრდებულის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან დაზარალებულ ნ------–-----ს მიერ მუქარის შემცველი სიტყვები რეალურად არ იქნა აღქმული. პალატა განმარტავს, რომ მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა, გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ ,,საფუძვლიანი შიშის გრძნობა‘‘ დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, კონკრეტულად კი იმ ადამიანის პიროვნულ თვისებებზე, რომელიც ახორციელებს მუქარას, მსხვერპლის ფსიქიკურ, ემოციურ და პიროვნული მახასიათებლებზე და მუქარის ფორმასა და მის ინტენსიურობაზე. მითითებული ფაქტორების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, მიიჩნევდა, თუ არა ობიექტური დამკვირვებელი კონკრეტულ მუქარას რეალურად აღქმადად, რომელიც კონკრეტული პირს აღუძრავდა რწმენას, რომ მუქარა განხორციელებადია. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ გ-----------–-----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ------–-----ს მიმართ მუქარის განხორციელებას, ის გარემოება, რომ გ-----------–-----ე დაზარალებულ ნ------–----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, დასტურდება, როგორც დაზარალებულ ნ------–-----ს, ასევე, მოწმეების ნ-------–----ის, გ-------------–--ის, ლ-----------–---–--ს, თ----------------–---ს და თ------------–-----ის ჩვენებებით. კერძოდ: დაზარალებულ ნ------–-----ს განმარტებით, 2017 წლის 3 დეკემბერს, მეუღლე, - გ-----------–-----ე სთხოვდა შეხვედრას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შემდეგ გ-----------–-----ე მივიდა მისი დის სახლთან, სადაც იმჟამად იგი (დაზარალებული) იმყოფებოდა, რის შემდეგაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პოლიციის მისვლის შემდეგ გ-----------–-----ე კიდევ უფრო გაღიზიანდა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე ეუბნებოდა შეუარაცხმყოფელ სიტყვებს. მოწმე ნ-------–----ის ჩვენებით დადაგენილია, რომ გ-----------–-----ე ითხოვდა ნ------–-----ს გარეთ გასვლას და მასთან შეხვედრას, რაზეც მისი და (ნ------–----ე) აცხადებდა უარს. ნ------–------ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. გ-----------–-----ე იყო აგრესიული, აყენებდა ნ------–----ეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოწმე გ-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ-----------–-----ის მხრიდან მეუღლის მისამართით განხორციელდა მუქარა და სიტყვიერ შეურაცხყოფა. მოწმე ლ-----------–---–--ს ჩვენებით დგინდება, რომ გ-----------–-----ე გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებით და მათი თანდასწრებითაც ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, ნ------–----ეს, რის გამოც იგი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. იგივე განმარტა სასამართლში მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე თ------------–------მ. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მოწმე თ----------------–---ს ჩვენებას, სადაც ის განმარტავს, რომ გ-----------–-----ე ნ------–----ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ნ------–-----ს პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, სადარბაზოში გამოსვლის დროს მიუახლოვდა გ-----------–-----ე, რომელიც იწევდა დაზარალებულისკენ, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნ------–------ მუქარის განხორციელების რეალურობასთან დაკავშირებით, გამოძიებასთან შედარებით მკვეთრად განსხვავებული განმარტება მისცა სასამართლოს, მაგრამ ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ გ-----------–-----ის მუქარა აღქმული იქნა რეალურად და მას წარმოეშვა მუქარის განხორციელების შიში, პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებული ზემოთხსენებული მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მუქარის შედეგად გაჩენილი საფუძვლიანი შიში უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედება ობიექტურად, უცილობლად გამოიწვევდა დაზარალებულის შიშს, სწორედ შიშის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, გამოიძახა დაზარალებულმა საპატრულო პოლიცია. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ პოლიციის გამოძახება მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებული სახლში მარტო არ იმყოფებოდა, იგი დასთან და დის ქმართან ერთად იყო. ამასთანვე, სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ - მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიშის გაჩენა. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატის აზრით ნ------–----ეს მუქარის განხორციელების რეალური შიში, რომ გაუჩნდა ის ფაქტიც მეტყველებს, რომ დაცულად ვერ იგრძნო თავი მამაკაცის - თავისი სიძის გვერდით და გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, ზ----------–-------------------------–------- ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. სამედიცინო ექსპერტიზის #007248017 და #000124018 დასკვნებით დადგენილია, რომ დაზარალებულ ნ------–-----------------------–------- სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ------–------ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას 2017 წლის 18 ნოემბრის და 2017 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნ------–----ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა 18 ნოემბერს მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის ფაქტი, მანვე აღნიშნა, რომ გ-----------–-----ის მხრიდან მასზე ხელის კვრა გამოწვეული იყო მისი ქმედების საპასუხოდ, როდესაც განერვიულებულმა ხელი დაარტყა მას.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ-----------–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი ზ------------------------–---------- (გ-----------–-----ის შვილები) რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია შვილი. ზ----------–------ და სანდრო კ--–------ არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები (მოწმეები), რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდთ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია გ-----------–-----ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, როგორც უკვე აღინიშნა ზურაბ კალმახიძის და ნ------–-----სათვის დაზიანების მიყენების ფაქტი არ დადასტურდა. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ზ----------–------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით კი დაზიანების ფაქტი არ დადასტურდა. რაც შეეხება დაზარალებულ ნ------–----ეს მისი ჩვენებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი მეუღლის ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი, ექსპერტიზის დასკვნით ნ------–-----სათვის დაზიანების მიყენების ფაქტი არ დადასტურდა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის) უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, მსჯავრდებულ გ-----------–-----ეს ჩადენილი დანაშაულისათვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ათ დღეში დატოვა პენიტენციური დაწესებულება და პატიმრობაში ყოფნის დროს იგი თავს არ ცნობდა დამნაშავედ. პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გ-----------–-----ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. ვინიდან დადგენილია, რომ გ-----------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 3 დეკემბრიდან და მან დანიშნული სასჯელი შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა სრულად მოიხადა. ამასთანავე, პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის აღიარება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, და თუ აღნიშნული საშეღავათო გარემოება არ არის სახეზე, - ეს ფაქტი არ შეიძლება გახდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ-----------–-----ემ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება, - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ-----------–-----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა გ-----------–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავტდებულის და სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი გ-----------–-----ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ-----------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი გ-----------–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ-----------–-----ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

გ-----------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ-----------–-----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;

 

მსჯავრდებულ გ-----------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი