განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700050683
საქმე №1ბ/715-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, ნანა გიგიტაშვილის, ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გ-------–-–---–ის, ს--–---------–---–ის,ლ-–---------–---–ის
მსჯავრდებულის: ვ-----------–---------ის
ადვოკატების: ზ----------------–---–ის, ა---–------ის
თარჯიმნების: ასიფ სულეიმანოვის, ზარიფა გაჯიევას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ-----------–---------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ვ-----------–---------ის, დაბადებულის 1992 წლის 9 იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), დასაოჯახებელის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–--------------------–-------–----–--ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-----------–---------მა ჩაიდინა საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების და საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-----------–---------მა ჩაიდინა ჯგუფის მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
ვ-----------–---------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00-19:00 საათებს შორის, მ--------–--------------------–-------–----–--ში, N48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის მიმდინარეობისას, ვ-----------–---------ი, ა--------------------ი, რ----–----------–---ი, მ---------------------ი, ჰ---------–---ი და ბ---------------ი, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის მიზნით, შეეცადნენ უკანონოდ შეეღწიათ საარჩევნო უბანზე. ეს მცდელობა აღიკვეთა პოლიციელების მიერ, საარჩევნო უბნის შესასვლელების დაცვის გზით. აღნიშნულის გამო მათ გადაწყვიტეს სამართალდამცავების მიერ წესრიგის დაცვის მცდელობა დაეძლიათ ძალადობის უფრო აგრესიული ხერხით და ამ გზით მოეხდინათ პოლიციის მუშაკების საქმიანობის ხელის შეშლა, რათა განეხორციელებინათ უბანზე შეღწევა და ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა. ვ-----------–---------მა, ა--------------------მა, რ----–----------–---მა, მ---------------------მა, ჰ---------–---მა და ბ---------------მა, ასევე მათთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა, ქვები და სხვა ბლაგვი საგნები მიზანმიმართულად ისროლეს პოლიციელებისა და საარჩევნო უბნის მიმართულებით. შედეგად, მათ ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს პოლიციის მუშაკებს, დააზიანეს შენობა და მოახდინეს საარჩევნო უბნის ბლოკირება. ამ პირების მიერ განხორციელებულმა აგრესიულმა და ძალადობრივმა ქმედებამ, საბოლოოდ, საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით:
ვ-----------–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ-----------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებული ვ-----------–---------ი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 აგვისტოს 14:45 საათიდან.
მსჯავრდებულ ვ-----------–---------ს დაკავების ვადა - 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში.
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულებს - ა--------------------ს, რ----–----------–---ს, მ---------------------ს, ჰ---------–---სა და ბ---------------ს შორის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ-----------–---------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ----------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ვ-----------–---------ის მიმართ გამოტანილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ-------–-–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის ნ-----–------------ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ვ-----------–---------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ-----------–---------ს შეეთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რაზეც მან ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, განაცხადა თანხმობა, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ვ-----------–---------თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:
ვ-----------–---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ-----------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა პროკურორის შუამდგომლობას აღნიშნული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ-----------–---------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ვ-----------–---------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ვ-----------–---------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულების ხასიათს, რომელთა ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულებისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ვ-----------–---------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ვ-----------–---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის აღიარებით, დაზარალებულების და მოწმეების - ი-–-------------ის, ს------------–---ის, ნ------------------ის, ს------------------ის, ე-–---------–---ის, ა-----------–---–---–ის, რ-–-------–---ის, ს-----------------ის, ლ-–-----------ის, დ-----------ის, ი-–-----------–---ის, მ--–-------------–---–ის, ა--------------ის, ი----------–--ის, გ-------------------ას, ლ-–------–-------ას, ზ------------–---–ის, ი-----–-----------–ის, ა-–---------------–----ის, კ---------------------–---–ის, გ-------------–---–ის, შ--–-----------ის, ბ-------------–---–ის, პ-------------–---–ის, ბ-------------------------ის, გ-----------------–---–ის, მ--------------–---–ის, მ--------------–---–ის, ა-------------–--ის, მ-----------------ის, ბ-------------ის, ლ-–--–-------–---–ის და მ--------------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ი. ს----------ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოკამერით, ვიდეოჩანაწერით და მათი დათვალიერების ოქმით, რ. ი-----–--------------–----------------–---------------------------------–-----------–--------------------–---–------------–-------------------–-------------–----------------–-------------------–------------------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სასაქონლო ექსპერტიზის N2----- დასკვნით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, პატრულ-ინსპექტორების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერებით, ტელეკომპანიების - ,,პირველის’’ და ,,მარნეული ტვ’’-ის ვიდეოჩანაწერებით, ,,რუსთავი 2’’-ის ვიდეოჩანაწერებით და მათი დათვალიერების ოქმებით, მ. თოფჩიშვილის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით და მისი დათვალიერების ოქმებით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წერილებით და თანდართული დოკუმენტებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულების ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ვ-----------–---------ის ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე–2 ნაწილით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ვ-----------–---------ს შორის;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენში ვ-----------–---------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ვ-----------–---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ-----------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ვ-----------–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 2 აგვისტოდან 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით და 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პერიოდები;
ვ-----------–---------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
პირობით მსჯავრდებულ ვ-----------–---------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ-----------–---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, ქვები და სისხლის ლაქები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ი-–-------------ის მიერ გადმოცემული ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ ,,DVD” დისკზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოდან გადმოგზავნილი ვიდეო ჩანაწერები 2 ცალ კომპაქტ დისკზე, ტელეკომპანია ,,პირველის” ვიდეო ჩანაწერები 1 ცალ ,,DVD” დისკზე, ტელეკომპანია ,,მარნეული ტვს” ვიდეო ჩანაწერები 1 ცალ ,,DVD” დისკზე, ტელეკომპანია ,,იმედის” ვიდეო ჩანაწერები 1 ცალ ,,DVD” დისკზე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო ჩანაწერები 2 ცალ ,,DVD” დისკზე, ინტერნეტ მისამართიდან (IMOVIES.CC) გადმოწერილი ტელეკომპანია ,, რუსთავი 2-ის” ვიდეო ჩანაწერები 2 ცალ ,,DVD” დისკზე, მ--------------–---–ის მიერ გადმოცემული ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ ,,DVD” დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე