განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002519570
საქმე №1ბ/1311-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ მუ--–---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მუ--–---------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 3----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. რ------------------–--–---–-------------; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. რ-------------–---–---–---------------–--–------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მუ--–---------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მაისის ს------- ი----ას ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
მუ--–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით;
მუ--–---------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც, იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
ელ------------ს მისი მეუღლე მუ--–---------ი ორი-სამი თვის განმავლობაში სისტემატურად, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ამცირებდა სიტყვებით: „რას ჰგავხარ, შენს თავს შეხედე, როგორ დაბერდი, რას გიგავს თავი“, სთხოვდა სახლიდან წასვლას და ეჩხუბებოდა, რაც ელ------------სთვის იყო შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და იწვევდა მის ტანჯვას. გარდა ამისა, მუ--–---------ი დედას ს------- ი----ას ორი-სამი თვის განმავლობაში სისტემატურად, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ასევე უყვიროდა, ეჩხუბებოდა, სთხოვდა სახლიდან გაეგდო რძალი ანუ მისი ცოლი ელ------------, რაც ელ------------სთვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას.
აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. რუსთავში, მ--–---–---–---------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულოში ელ------------ს მისმა მეუღლემ მუ--–---------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავის არეში დაარტყა გაშლილი ხელი და ჰკრა ხელი, რის შედეგადაც ელ------------ დაეცა ძირს და დაარტყა მარცხენა ხელის მტევანი და თავი. ელ------------მ ყველა ზემოხსენებული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო მუ--–---------ის დედა ს------- ი----ა, რომელიც გამოესარჩლა რძალს და კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ჩადგა შუაში. აღნიშნულის გამო მუ--–---------მა ს------- ი----ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, უყვიროდა, რომ სხვის საქმეში ერეოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, რა დროსაც მუ--–---------მა ს------- ი----ას თვალებზე დააჭირა თითები და ორივე მხარზე ხელის ძლიერად დარტყმით ჰკრა ხელი. ყველა ხსენებული ქმედების შედეგად ს------- ი----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის მარტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში დღემდე მუ--–---------ი სისტემატურად, დროის მცირე ინტერვალებით, ხშირად ემუქრება თავის მეუღლეს ელ------------ს, რომ მოკლავს და დანით გამოსჭრის ყელს. ხშირად იგი ელ------------ს წინაშე ახდენს დანის დემონსტრირებას და ეუბნება, რომ მოკლავს და სწორედ იმ დანით გამოსჭრიდა ყელს თუ ეს უკანასკნელი არ წავიდოდა სახლიდან.
გარდა აღნიშნულისა, 2018 წლის 28 მაისს, დილის საათებში, ქ. რუსთავში, მ--–---–---–---------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულოში ელ------------ს მისმა მეუღლემ მუ--–---------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა, უყვიროდა, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, მოითხოვდა მისგან სახლის დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მუ--–---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებათა გამო ელ------------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, ქ. რუსთავში, მ--–---–---–---------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულოში ს------- ი----ას მისმა შვილმა მუ--–---------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ძლიერად ჰკრა მარჯვენა ხელი მარცხენა მხარზე და მიეჯახა სამზარეულოს კარს, რის შედეგადაც ს------- ი----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მუ--–---------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 28 მაისს დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. რუსთავში, მ--–---–---–---------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულოში ელ------------ს მისმა მეუღლემ მუ--–---------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავის არეში დაარტყა გაშლილი ხელი და ჰკრა ხელი, რის შედეგადაც ელ------------ დაეცა ძირს და დაარტყა მარცხენა ხელის მტევანი და თავი. ელ------------მ ყველა ზემოხსენებული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მუ--–---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა---------მ, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მუ--–---------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებული, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მუ--–---------ის ბრალეულობას, კერძოდ: ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს დაზარალებულებმა: ელ------------მ და ს------- ი----ამ, რომლებიც ბრალდებულის ახლო ნათესავები არიან. ასევე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე მოწმეებმა: სე------------მ და ხა-–-----------მ, რომლებიც ასევე ბრალდებულის ახლო ნათესავები და ბრალდების ფორმულირების მიხედვით ფაქტის უშუალო შემსწრე პირები არიან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24–ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად „პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამდენად, მოწმის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა მოწმე ლა–----------ე, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა ბრალდებულის დაკავებაში და სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალდებული იწევდა დაზარალებულ ელ------------სკენ, თუმცა ძალადობის თვითმხილველი იგი არ არის. ასევე დაცვის მხარის მიერ უდავოდ გახდა ცნობილი პოლიციელებისა და გამომძიებლის ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ იყო თვითმხილველი ფაქტისა.
ექსპერტიზის №5--------- დასკვნის თანახმად, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ელ------------ს აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარცხენა ზედა და ქვედა კიდურებზე, რაც მიყენებულია რაიმე კვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. აღიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება გახდეს რაიმე ფორმით მუ--–---------ის მიერ 2018 წლის 28 მაისის განხორციელებული ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულება. ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია ამ დაზიანებების მუ--–---------ის მიერ მიყენების თაობაზე, ვერ გამოდგება ამ ფაქტის დადგენის საკმარის და ობიექტურ საფუძვლად, რადგან ერთი მხრივ იგი ეფუძნება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მეორე მხრივ ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებას, რომელიც მტკიცებულებას არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანების ხარისხის არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა თუმცა მოცემულ საქმეზე ობიექტურად შეუძლებელია მოცემული ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი კონკრეტული პირის ვინაობა, თუ ასეთი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, იგი აუცილებლად სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასახავს და არა მის მიერ უტყუარობას.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ მუ--–---------ი არასდროს ყოფილა ნასამართლევი, ჰყავს ოთხი შვილი, მონაწილეობას იღებდა აგვისტოს ომში და საქართველოს სტაბილურობისა შენარჩუნების და განმტკიცების პროგრამის სასწავლო კურსში, მას არაერთი მადლობა აქვს გამოცხადებული, სწორედ ომში მონაწილეობის გამო აქვს სმენის პრობლემა და უჭირს კონტაქტის დამყარება უცხო პირებთან.
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ----- გ----------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მუ--–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მუ--–---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს, რომ მართალია დაზარალებულმა ელ------------მ სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, როგორც ბრალდებულის ახლო ნათესავმა, მაგრამ მუ--–---------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტი დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
უდავოდ ცნობილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, თანახმად ირკვევა, რომ ელ------------ს სამედიცინო შემოწმებისას აღმოაჩნდა სისხლნაჟღენთები მარცხენა ზედა და ქვედა კიდურებზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. გარდა აღნიშნულისა, ელ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი დადასტურებულია მოწმეების, პატრულ-ინსპექტორების: ნი--------------ს, არ---–-----–--–---–-ს, მი----–----------ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და ლა–----------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, კერძოდ, მოწმეები ადასტურებენ, რომ 2018 წლის 28 მაისს, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ. რუსთავში მ--–---–---–---------------–--–------ში, შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ ელ------------, მისი ქმარი მუ--–---------ი და მათი ოჯახის წევრები. ელ------------მ მათ უთხრათ, რომ მუ--–---------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმეთა განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს მუ--–---------ი იყო აგრესიული, იგინებოდა მეუღლის მისამართით, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ცდილობდა მასთან მიახლოებას ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზნით, ამიტომ, მუ--–---------ი ადგილზე იქნა დაკავებული, რაც ასევე დასტურდება 2018 წლის 28 მაისის დაკავების ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავად ბრალდებულიც და რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
ამდენად, ნი--------------, არ---–-----–--–---–-, მი----–----------ე და ლა–----------ე უშუალოდ შეესწრნენ კონფლიქტს, თავად ნახეს მუ--–---------ის აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმართული მეუღლის მიმართ, მისი მცდელობა მიახლოებოდა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზნით, რაც სწორედ მათი ჩარევის შედეგად იქნა აღკვეთილი. აღნიშნულ მოწმეთა მიერ გადმოცემული ინფორმაცია გამორიცხავს დაზარალებულის მიერ დაზიანებათა მიღების სხვა ვერსიის შესაძლებლობას, ხოლო ის ფაქტი, რომ დაზარალებულ ელ------------ს მიღებული აქვს დაზიანებები, დასტურდება მისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად აპელირებს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის №73აპ-18 საქმეზე მიღებულ განჩინებაზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, ხოლო, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ დადასტურდა სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.
მოცემულ შემთხვევაში კი მართალია, დაზარალებულმა, ისარგებლა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, კი დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს მოწმის ჩვენებას, მაგრამ, ბრალდების მხარის მოწმეები: ნი--------------, არ---–-----–--–---–-, მი----–----------ე და ლა–----------ე, თავად შეესწრნენ კონფლიქტის ფაქტს და მათ დაადასტურეს, რომ ისინი ჩაერივნენ, ვინაიდანა მუ--–---------ი კვლავ ცდილობდა მიახლოებოდა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზნით.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი მოწმე - დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“. დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, გარდა იმისა, რომ ეს მისი კანონიერი უფლებაა, შეიძლება აიხსნას ასევე ისეთი მოვლენით, როგორიც არის ,,სტოკჰოლმის სინდრომი“, ამ სინდრომის უფრო განზოგადებული სახელწოდებაა “მძევლის სინდრომი” და მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშირია. მაგალითად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგრძოს ცხოვრება მოძალადესთან, მასზე ფინანსური დამოკიდებულების გამო, ხშირად დაზარალებულები, რომლებსაც ჰყავთ არასრუწლოვანი შვილები და არ გააჩნიათ დამოუკიდებელი შემოსავალი, ბავშვების გამოკვების მოტივით, იძულებულნი არიან თავი შესწირონ მსხვერპლად მოძალადეს, თქვან უარი ჩვენების მიცემაზე მის საწინააღმდეგოდ, რადგან ჰგონიათ, რომ მათი ჩვენების მიუცემლობა ხსნა იქნება ბრალდებულისთვის და იგი გათავისუფლდება, ხშირ შემთხვევაში თავს დამნაშავედ გრძნობენ თუ რატომ მიმართეს ძალადობის ფაქტის დროს პოლიციას დასახმარებლად. მნიშვნელოვანია ასევე მოძალადისგან მომდინარე შურისძიების მოტივის შიში დაზარალებულში.
პალატა ასევე განმარტავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 43-ე მუხლის მიხედვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული დანაშაულისთვის დგება მსხვერპლსა და შესაბამისი ძალადობის აქტების ჩამდენ პირს შორის არსებული ურთიერთკავშირის ხასიათის მიუხედავად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მუ--–---------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მუ--–---------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მუ--–---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ----–--- ი----ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მაისის ს------- ი----ას ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
მუ--–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
მუ--–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მუ--–---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 28 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე