განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002131244
საქმე № 1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ--------------ე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ--------------------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ-----------–----–--–---–----------------------.
ადვოკატი: ე-------------ე.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით ერთი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-------------ემ.
2018 წლის 09 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ე-–---------------–-–---–ის შუამდგომლობა მასსა და მსჯავრდებულ გ--------------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ--------------------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნა და მიღება, თავისი და სხვა პირის სასარგებლოდ, რათა მას თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება ან თავი შეეკავებინა რაიმე ქმედების განხორციელებისგან ან გამოეყენებინა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განეხორციელებინა სამსახურებრივი მფარველობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3--------ს ბრძანებით გ--------------------ე დანიშნულ იქნა ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მ----------------------------------–---–----ის თანამდებობაზე.
საქართველოს მოქალაქეებმა გ------–-–-----ემ და ქ--------------–---–მა გადაწყვიტეს ქ. ბ------ში, გ------ს დასახლებაში მდებარე ქ-------------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს აშენება. ამ მიზნით, 2017 წლის აგვისტოში მათ მიმართეს ქ. ბ------ის მერიას მშენებლობის ნებართვის აღების მოთხოვნით. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში გ-----–-–-----ეს დაუკავშირდა ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მ----------------------------------–---–----ი გ--------------------ე, რომელმაც ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყებაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევისა და შემდეგ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ გ-----–-–-----ეს მოსთხოვა 20000 ლარი. 2017 წლის 19 სექტემბერს გ--------------------ემ გ-----–-–-----ეს ქ. ბ------ში გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10000 ლარი, რის შემდეგაც დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენით გ--------------------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2018 წლის 07 ნოემბერს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ გ--------------------ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე-------------ის მონაწილეობით) და საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ე-–---------------–-–---–ს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ მსჯავრდებული გაფრთხილებული იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. მსაჯვრდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება დადებული იქნა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით და მის დადებაზე მსაჯვრდებულის წინასწარი თანხმობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომლის ასლი გადაეცა მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს და მიეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნების გამოთქმის უფლება. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
საპროცესო შეთანხმების არსი:
2018 წლის 09 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ე-–---------------–-–---–მა მსჯავრდებულ გ--------------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გ--------------ემ იშუამდგომლა სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, პროკურორ ე-–---------------–-–---–სა და მსჯავრდებულ გ--------------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ გ--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ--------------------ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკსიროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, გ--------------------ეს 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე ბრალმდებელმა გ--------------ემ, მსჯავრდებულმა გ--------------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-------------ემ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და განმარტებები და მიაჩნია რომ მტკიცებულებები: 2017 წლის 19 სექტემბრის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალები, მოწმეების: გ-----–-–-----ის, ქ-------------–---–ის, ზ-------–----ას, გ--------–-----ს, ზ------------–---–ის, გ-----------–---ის, ი-----–--------ს, ი-----–------–---ს, შ--------------ს, ვ----–------–-–---–-ს, მ----------–--ის და ვ--–---------–-------ის გამოკითხვის ოქმები, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ მსჯავრდებულმა გ--------------------ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით. მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს და სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამასთან სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. იგი აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. მსჯავრდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებები. იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ამასთან, საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
იმ გარემოებების გასარკვევად მსჯავრდებული რეალურად აცნობიერებდა, თუ არა ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა მსჯავრდებულისაგან შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა.
ამასთან, სასამართლოს საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, კი კანონიერი და სამართლიანია. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ე-–---------------–-–---–ის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10000 (ათი ათასი) ლარი - დაუბრუნდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
გ------ი ფ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები სიმბარათებით, ასევე გ--------------------ის პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოთხი ცალი DVD და ორი ცალი CD დისკი, ასევე სამსახურებრივი მოწმობა - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ე-–---------------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ე-–---------------–-–---–ს და მსჯავრდებულ გ--------------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ--------------------ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკსიროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, გ--------------------ეს 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
გ--------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 19 სექტემბრიდან.
თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ გ--------------------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10000 (ათი ათასი) ლარი - დაუბრუნდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
გ--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები სიმბარათებით, ასევე გ--------------------ის პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოთხი ცალი DVD და ორი ცალი CD დისკი, ასევე სამსახურებრივი მოწმობა - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ--------------------ეს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე