განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002148218
საქმე №1ბ/217-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ვეფხია ლომიძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------------–---–ის
მსჯავრდებულის: ე-–---------------ის
ადვოკატის: კ------------–---ის
თარჯიმნის: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ე-–---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ე-–---------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), ქვრივის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------–------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–---------------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (ჩადენილი არაერთგზის) და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ე-–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, 21-ე, 23-ე, 26-ე მუხლების თანახმად, ე-–---------------ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, ე-–---------------ი გათავისუფლებული იქნა პირობით ვადამდე 1 (ერთი) წლით, 3 (სამი) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით ადრე.
მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. კერძოდ, ე-–---------------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით - 1,2161 გრამი ნარკოტიკული საშუალება მორფინი (მარილი), განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 11,5898 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და 3,6 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინი“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული საშუალება 2017 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ-------–--–-------------––------------------------ში მდებარე ტოტალიზატორ ლ----------ში, შესასვლელში განთავსებული კიბის უჯრედის მიმდებარედ, ე-–---------------ის პირადი ჩხრეკისა და ქ-------–--–----------–----------–-–---–--------------------ში მდებარე მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით:
ე-–---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ე-–---------------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა ე-–---------------ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით და აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი, 3 (სამი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ე-–---------------ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ე-–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2017 წლის 20 სექტემბრიდან.
ე-–---------------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე-–---------------მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო მსჯავრდებულის გამართლება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდში.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის გ--------------ის და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გ-------------–---–ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ე-–---------------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ე-–---------------მა, ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ე-–---------------თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დაზუსტებული პირობებით მოითხოვა შემდეგი:
ე-–---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 6 (ექვსი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ე-–---------------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქოს ე-–---------------ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით და აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი, 3 (სამი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ე-–---------------ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 6 (ექვსი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ე-–---------------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით მსჯავრდებულ ე-–---------------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ე-–---------------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ე-–---------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ე-–---------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ე-–---------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, მოწმეების - დ----------------ის, ხ---------------------ას, ნ-----------------ას, ზ---------------–---–ის, შ--–-----------ის, გ-------------–--ის, გ--------–--–--ის გამოკითხვის ოქმებით, ე-–---------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ე-–---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ე-–---------------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორსა და მსჯავრდებულ ე-–---------------ს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენში ე-–---------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ე-–---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ე-–---------------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქოს ე-–---------------ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით და აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი, 3 (სამი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ე-–---------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
ე-–---------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 20 სექტემბრიდან;
ე-–---------------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ე-–---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ე-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ამოღებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
ვ. ლომიძე