განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002562721
საქმე №1ბ/1328-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----–---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა--------–--–----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 ოქტომბერს, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონის, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თ---–------------–-------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–----------–---–----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომებისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით ვა-------–--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
ვა-------–--–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ---–--–--------–---–----------------------ში ვა-------–--–----ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვე----------–---–ს არასრულწლოვანი შვილის იო----–--–----ის თანდასწრებით, ჯერ ვედრო ესროლა თავში, ხოლო შემდეგ ლუდის ქილა. ამის შემდეგ ხელი არაერთხელ დაარტყა სახის, თავისა და ხელის არეში, რის შედეგადაც ვე----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრ-----–---–------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვა-------–--–----ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უსამართლოა, ვინაიდან ვა-------–--–----ისათვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევა და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. კერძოდ, ვა-------–--–----ის მიერ მართალია ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ მის მიერ ჩადენილი ქმედება ხასიათდება სხვა დანაშაულთაგან განსხვავებული სპეციფიკით, ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, თანაც არასრულწლოვნის თანდასწრებით. დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებიდან ცხადია, რომ მსჯავრდებული დაზარალებულის მიმართ წარსულშიც სისტემატიურად ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს, თანაც არასრულწლოვნების თანდასწრებით, რაც ბუნებრივია, არა მხოლოდ დაზარალებულს მიაყენებდა ზიანს, არამედ არასრულწლოვან შვილებსაც. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული ძალადობრივ ქმედებებს მეუღლის მიმართ ახორციელებს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რაც მიანიშნებს, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა ახალი დანაშაულის ჩადენისა. მსჯავრდებულსა და დაზარალებულს ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი საერთო შვილი, რომელთა გამოც აქვთ სისტემატიური შეხება და ალბათობა იმისა, რომ ძალადობა კიდევ განხორციელდეს ძალიან მაღალია, რადგან დანიშნული სასჯელით, სასჯელის მიზანი ვერ იქნება მიღწეული, პირიქით, ზედმეტად მსუბუქი სასჯელი წამახალისებელიც კი შეიძლება იყოს, რადგან სასჯელი არის მსუბუქი იმისათვის, რომ მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მსჯავრდებულ ვა-------–--–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- ყ---–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ვე----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: იო----–--–----ის, თეა მ-----–---–ის, ნ---- მ-----–-–---–ის, გ------- ქ------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და მეხსიერების ბარათის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს, რომ ვა-------–--–----ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით განსაზღვრული შეღავათების გამოყენებას. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი, საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----–---–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვა-------–--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
ვა-------–--–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 22 ივნისიდან - 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი;
ვა-------–--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები: იო----–--–----ის მაისური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; ვე----------–---–ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე