განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002501385
საქმე #1ბ/1214-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------------–---–ის,მსჯავრდებულის: ა----------------–---–ის,ადვოკატის: მ------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----- აპრილს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ყა-------------------------–--------–---ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 მაისს, შუადღეს, ყა-------------------------–--------–---ში, საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა----------------–---–მა მეუღლეს, გ------–----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც გ------–----------–---–ის დამ ნ---------------–------მა უთხრა ა----------------–---–ს თავი დაენებებინა მეუღლისათვის, რის გამოც ა----------------–---–მა მარჯვენა ხელში წაავლო ხელი ნ---------------–------ს, ამოუტრიალა ხელი და თავში ჩაარტყა მუშტი, რის გამოც ნ---------------–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 მაისს, შუადღეს, ყა-------------------------–--------–---ში, საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა----------------–---–მა მეუღლეს, გ------–----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც გ------–----------–---–ის დამ ნ---------------–------მა უთხრა ა----------------–---–ს თავი დაენებებინა მეუღლისათვის, რის გამოც ა----------------–---–მა მარჯვენა ხელში წაავლო ხელი ნ---------------–------ს, ამოუტრიალა ხელი და თავში ჩაარტყა მუშტი. აღნიშნული ფაქტის შემსწრე, გ------–----------–---–ის არასრულწლოვანმა შვილმა ნ---------------–---–მა სცადა ოთახიდან გაქცევა, მაგრამ მამამ, ა----------------–---–მა მას თმებში მოკიდა ხელი, შემოათრია ოთახში და მოსთხოვა, არ გასულიყო გარეთ. შემდეგ ა----------------–---–მა ამოაბრუნა მაგიდა, რომელსაც მოაძრო ფიცარი და არასრულწლოვანი შვილის, ნ---------------–---–ის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს, გ------–----------–---–ს თავში ჩაარტყა, რომელმაც ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:
ა----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
ა----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა----------------–---–ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა----------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ ა----------------–---–ის მიმართ გამოტანილ, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის - 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის მთლიანად პირობით მსჯავრად ჩათვლა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიუთითა შემდეგ შემამსუბუქებელ გარემოებებზე: მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, არის ოთხი შვილის მამა, ამასთან, დაზარალებული მასთან შერიგებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა----------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - გ------–----------–---–ის, ნ---------------–------ის, ნ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ა----------------–---–ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, პაციენტ გ------–----------–---–ის ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის, სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, №0-------- და №0-------- დასკვნების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა----------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი და ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა----------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ა----------------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ და დაზარალებულები მასთან შერიგებული არიან, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევს წინასწარი განზრახვით ორსული ქალის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა----------------–---–მა ჯერ უშვერი სიტყვებით აგინა თავის შვიდი თვის ორსულ მეუღლეს გ------–----------–---–ს და მეუღლის დას, ამ უკანასკნელს ამოუტრიალა ხელი, თავში ჩაარტყა მუშტი, შემდეგ ხელი ჰკრა გ------–----------–---–ს, ოთახში მდგარ მაგიდას მოაძრო ფიცარი და ჩაარტყა თავში ორსულ მეუღლეს. იმავდროულად, ა----------------–---–მა თმებით მოქაჩა თავის შვილს ნ---------------–---–ს, რომელიც შეშინებული ცდილობდა გარეთ გაქცევას და თმებით შემოათრია ოთახში. როდესაც გ------–----------–---–მა მოახერხა მოძალადისგან თავის დაღწევა და გამოვარდა გარეთ ეზოში, ა----------------–---–ი გამოეკიდა გ------–----------–---–ს, თუმცა ამ უკანასკნელმა მოასწრო გარედან კარების დაკეტვა, რათა არსენ ავსაჯანიშვილს აღარ ეცემა და საფრთხე არ შექმნოდა მის ორსულობას. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზი ცხადჰყოფს, რაოდენ მყარი იყო მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ნება, ძალადობრივი ქმედებები განეხორციელებინა ორსული მეუღლის მიმართ. ამასთან, დადგენილია, რომ არსენ ავსაჯანიშვილს ადრეც განუხორციელებია ძალადობრივი ქმდებები მეუღლის მიმართ.
დაცვის მხარის განმარტება, რომ დაზარალებულს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მეუღლის მიმართ, ვერ გახდება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის პოზიციას ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა, არაერთხელ მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების მიუხედავად, მხოლოდ ბოლო ფაქტის დროს გადაწყვიტა მიემართა სოციალური მუშაკისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი პოზიცია ვერ იქნება მიღებული სასჯელის განსაზღვრის დროს.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის და მოცემულ შემთხვევაში ორსული ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც ვერ იქნება გადაწონილი საჩივარში მითითებული არგუმენტებით. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ორსული ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე და საფრთხეს უქმნის ასევე ნაყოფს. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ვერ გახდება სასჯელის შემსუბუქების საფუძველი სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ მსჯავრდებული მცირეწლოვანი შვილების მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
რაც შეეხება აპელანტი მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული ა----------------–---–ი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, პალატა მიიჩნევს, რომ წარსულში ნასამართლობის არქონა არ უნდა ჩაითვალოს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მოტივად, ვინაიდან დანაშაულის არჩადენა ამა თუ იმ ასპექტში ადამიანს რაიმე უპირატესობას კი არ ანიჭებს, არამედ ყოველი მოქალაქე მოვალეა დაიცვას მართლწესრიგი, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 44–ე მუხლი).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა----------------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ა----------------–---–ისთვის, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს და სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი.
პალატას მიაჩნია, რომ ა----------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენი ა----------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენი ა----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ა----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;
ა----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ა----------------–---–ს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 5 მაისიდან;
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ა----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ა----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
გ------–----------–---–ის სამედიცინო ისტორია, დართოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე