განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
210100117002127359
ინსტანცია
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100117002127359

საქმე №1ბ/457-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ნინო სანდოძე

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ბ------–---–---–ის და შ-------------–---–ის

მსჯავრდებულ: შ--–-----------–---–ის

ადვოკატის: ი-----------ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ის ინტერსების დაცველი ადვოკატის მ-----–-------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) შ--–-----------–---–ის მიმართ. შ--–-------–-----------------–---–-ს დაბადებულია 19---–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–---------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-----------–---–მა ჩაიდინა სიცოცოხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.

 

შ--–-----------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 01 აგვისტოს, დილის საათებში, დაახლოებით 6:30 საათზე ს-----------------------------–---------ში ვენახში ტრაქტორით მიმავალ თ-----------------–---–ს გზად, ხიდზე დაუხდვა შ--–-----------–---–ი. მას ხელში ე--ვა თოფი, შ--–-----------–---–ი იარაღის გამოყენებით თ-----------------–---–ს დაემუქრა მოკვლით, ასევე შვილიშვილის მოკვლით და სახლის გადაწვით, თუ არ აჩვენებდა რძალს ე------------------–---–ს. მუქარის განხორცილების განმავლობაში შ--–-----------–---–ს იარიღი ჰქონდა მიშვერილი თ-----------------–---–ის მიმართულებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე ე------------------–---–თან, რომელიც მუშაობს ს-----------------------------–---------ში მდებარე თ-----------------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში, მივიდნენ მისი შვილები ა-–------------------–---–ი და გ---------------–---–ი, ასევე მათი მამიდაშვილი გ---------------. ა-–------------------–---–ი მივიდა მისი კუთვნილი „ტ--------ს“ მარკის ავტომანქანით, ხოლო გ---------------–---–ი - „ფ-------------------ს“ მარკის ავტომანქანით. ალ----------ს და გ-------ს მანქანები გაჩერებულები იყო მაღაზიასთან ახლოს ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით. მათ მაღაზიაში დაჰყვეს დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ ა-–------------------–---–მა დაკეტა მაღაზია და მამიდაშვილ გ---------------სთან ერთად ჩაჯდა „ტ--------ს“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო გ---------------–---–ი დედასთან - ე------------------–---–თან ერთად ჩაჯდა „ფ-------------------ს“ მარკის ავტომანქანში. ამ დროს გაიხსნა „ფ-------------------ს“ მარკის ავტომანქანის უკანა სალონის გვერდითი კარი და სალონში შევიდა წარსულში ყაჩაღობისათვის ნასამართლევი შ--–-----------–---–ი. იგი თავს დაესხა ე------------------–---–ს, დაადო დანა და მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა. მას დანა ე--ვა მარჯვენა ხელში. დანა იყო დაახლოებით 10-15 სმ, სავარაუდოდ „ორპირი“. შ--–-----------–---–მა ე------------------–---–ს უთხრა, „ფული მომეცი, თორემ მოგკლავო“. შ--–-----------–---–ის ავტომანქანაში ასვლა შენიშნა ა-–------------------–---–მა, ამიტომ იგი გადმოვიდა „ტ--------ს“ მარკის ავტომანქანიდან და შ--–-----------–---–ი ჩამოიყვანა „ფ-------------------ს“ მარკის ავტომანქანიდან. ამ დროს შ--–-----------–---–მა ა-–------------------–---–საც მოსთხოვა ფული. რამდენჯერმე მოიქნია დანა მისი მიმართულებით და მიაყენა ჭრილობა მუცლის არეში. დაჭრის შემდეგ ა-–------------------–---–მა დაიხია უკან. ამის შემდეგ შ--–-----------–---–მა დანის ქნევა დაუწყო გ---------------–---–ს და მასაც მიაყენა დაზიანებები მუცლის არეში, გულმკერდის არეში მარცხენა მხარეს, ყელის არეში მარცხენა მხარეს და მარცხენა ხელის მტევანთან. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო გ---------------ც, რომელიც იქვე იმყოფებოდა და დაინახა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ა-–------------------–---–ისა და გ---------------–---–ის დაჭრის მერე ხმაურზე იქვე ახლოს მდებარე მაღაზიიდან გამოვიდა მ-------–----–---–ი, რომელმაც შეაკავა შ--–-----------–---–ი, ხელები დაუჭირა და უთხრა, რომ შეჩერებულიყო. გ---------------–---–ი, ე------------------–---–ი, ა-–------------------–---–ი და გ--------------- ჩასხდნენ ა/მანქანებში და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან, შემდეგ კი აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით:

 

შ--–-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის.

 

შ--–-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

შ--–-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ შ--–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შ--–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 აგვისტოდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ის ინტერსების დაცველმა ადვოკატმა მ-----–-------–--ემ.

 

დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა შ--–-----------–---–ის მიმართ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ ყაჩაღობის ნაწილში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რადგან ამ ნაწილში განაჩენს აპელანტი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ვინაიდნ იგი აპელანტის არგუმენტებით ეყრდნობა დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არიან ერთი ოჯახის წევრები, წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს და ცდილობენ, მსჯავრდებულს დაუმძიმონ სასჯელი იმ ქმედების გამო, რაც მას არ ჩაუდენია. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებული თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და სადავოდ არ მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. აღნიშნულ ნაწილში ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას - ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

 

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ აპელანტი სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა გამორიცხავს ყაჩაღობის ფაქტის მსჯავრდებულის მიერ ჩადენას და აცხადებს, რომ ამ ნაწილში წარდგენილი დანაშაული შ--–-----------–---–ს არ ჩაუდენია. პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე. მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს ყაჩაღობის ნაწილში მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ ვერ გაზიარებს, რადგან:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე შ--–-----------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულის ოჯახთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდგომ განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქალბატონ ე--სთან. მერე ვ-------–---–--ის ოჯახმა შეიტყო, თითქოს მას და ეკ---------–--ლს რაღაც აკავშირებდა. ამიტომ დაიძაბა მათი ურთიერთობა. შემდეგ ე-- გაუშვეს სახლიდან და ამის შემდეგ მხოლოდ ე--ს ნახვას ითხოვდა, რომ სიმართლე გაერკვია, რა დროსაც ბევრჯერ უჩივლეს არაფრის გამო, ამბობდნენ რომ მას ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. იგი ე--ს არ აშანტაჟებდა, ე-- თავისი ნებით ხვდებოდა მას და უმესიჯებდა. თბილისშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და აჰყავდა სახლში, მასთან ჰქონდა ურთიერთობა. დაყაჩაღებას რაც შეეხება, შემთხვევის დღეს იგი მაღაზიაში მიდიოდა ე--სთან. ე--ს დედამთილმა ნ---მ დაუწყო მას წყევლა და ამის შემდეგ მივიდნენ ბიჭები და მათ შორის დაიწყო ჩხუბი. გ---------------–---–მა მოუქნია ჯოხი, მან კი ამოიღო დანა და გაუსვა, დაყაჩაღება არ უცდია და არც არავისთვის ფული არ მოუთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ იყო ნასვამი. არც ა/მანქანაში არ ჩამჯდარა. მაღაზიის გამყიდველმა ქალმა გააშველა ისინი. მას სამი პირი ურტყამდა და სწორედ ამიტომ მოიქნია დანა. დანა იყო ღილაკიანი. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით შ--–-----------–---–მა აღნიშნა, რომ მიდიოდა სანადიროდ ,,კისტის“ თოფით. თ---------------–---–მა ჩამოიარა ტრაქტორით, უთხრა რომ იქ არ უნდა ევლო, ამიტომ დაეძაბათ ურთიერთობა. შ--–-- მას დაემუქრა - უთხრა, რომ წასულიყო, თორემ ესროდა, თუმცა თ-------მაც მიაყენა მას შეურაცხყოფა და დაემუქრა. ამის შემდეგ თ-------ს პოლიციაში დაურე--ვს და უთქვამს, რომ მოკვლით ემუქრებოდა შ--–--.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ა-–------------------–---–მა განმარტა, რომ მსჯავრდებულს იცნობს, ერთ სკოლაში დადიოდნენ. ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, თ-----------------–---–ი მისი პაპაა. შემთხვევის დღეს - 30 აგვისტოს, საღამოს საათებში გ---------------სთან ერთად „ტ--------ს“ მარკის ავტომანქანით სოფელ კ-------ში მივიდა მაღაზიაში, სადაც ასევე მივიდნენ მისი ძმა და დედა. მისი ძმა მივიდა „ფ-------------------ს“ მარკის ავტომანქანით. მაღაზიიდან გამოსვლის შემდგომ დედამისი და მისი ძმა ჩასხდნენ ისევ „ფ-------------------ს“ ავტომობილში, იგი და გ--------------- - „ტ--------ს“ მარკის ავტომობილში. მანქანები ერთმანეთს ცხვირებით უყურებდნენ. „ფ------------------ს“ საჭე აქვს მარცხნივ და საჭესთან დაჯდა მისი ძმა, გვერდით მარჯვენა მხრეს დაჯდა მოწმის დედა. როდესაც იგი აპირებდა მანქანის დაქოქვას, დაინახა, რომ შ--–-----------–---–ი ავიდა „ფ-------------------ს“ მარკის მანქანაში და კარი დახურა. ალ---------- მივიდა, გახსნა „ფ-------ს“ მანქანის კარი და გადმოიყვანა შ--–-----------–---–ი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. დანა დაახლოებით 10 სმ იქნებოდა. შ--–-- იყო უკანა სალონში, წინა სალონთან უკანა სალონს გამყოფი არ აქვს. ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მას შ--–--მ მოსთხოვა ფული, უთხრა ფული მჭირდებაო და თან დაემუქრა დანით. ამ დროს მანქანიდან გადავიდა მისი ძმა გ-------. ამ ლაპარაკში შ--–--მ მოუქნია დანა ა-–------------------–---–ს 2-3-ჯერ. დანა მოხვდა ერთხელ მუცლის არეში. ამიტომ ძმას უთხრა, რომ შ--–--ს დანა ჰქონდა და ფრთხილად ყოფილიყო. ალ----------ს დაჭრის შემდეგ შ--–--მ რამდენჯერმე მოუქნია დანა გ-------საც. დანა გ-------ს მოხვდა ყელთან, მარცხნივ ნეკნთან და ხელში. ამ დროს მოწმის დედა- ე------------------–---–ი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. ინციდენტის დროს გ---------------ც იქ იყო და ყველაფერს ხედავდა, თუმცა ვერაფერი გააკეთა. ჩხუბის დროს მათთან მივიდა გამყიდველი მ---- და ხელები დაუჭირა შ--–--ს. ამის შემდგომ წავიდნენ საავადმყოფოში და შეატყობინეს პოლიციას. ვიზუალურად ეტყობოდათ დაზიანებები, სისხლიც მოსდიოდათ და მაისურებიც იყო დასვრილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ე------------------–---–მა განმარტა, რომ მსჯავრდებულს იცნობს, იგი არის მათი ახლობელი, ფაქტამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ოჯახებით. 2017 წლის 30 აგვიტოს მუშაობდა საღამომდე მაღაზიაში. საღამოს, დაახლოებით 8 საათზე მივიდნენ მისი შვილები გ------- და ა-–------------------–---–ები მის წასაყვანად. გ---------------–---–ი მივიდა „ფ-------------------ს“ მარკის მანქანით, ა-–------------------–---–ი კი - „ტ--------ს“ მარკის ავტომანქანით. მათ დაკეტეს მაღაზია. თანხა აიღო დაახლოებით 200 ლარამდე, შეინახა საფულეში და გამოვიდნენ. იგი გ---------------–---–თან ერთად ჩაჯდა „ფ-------ს“ მარკის „მარშუტკის“ წინა სალონში, უფროსი ბიჭი და მისი მამიდაშვილი გ--------------- ჩასხდნენ „ტ--------ს“ მარკის ავტომანქანაში. როგორც კი დახურა კარი, ამ დროს გაიხსნა „მარშუტკის“ გვერდითი დიდი კარი და ელვის სისწრაფით შევარდა მანქანაში შ--–-----------–---–ი, რომელიც შეიარაღებული იყო დანით, მოსთხოვა ფული, მარცხენა ხელი დაადო ყელზე, მარჯვენა ხელი კი, რომელშიც ე--ვა დანა, დაადო მუცელზე. იგრძნო დანა, დახედა კიდეც, დანა იყო ორპირა, სიგრძით 10-15 სმ. შ--–--მ როგორც კი დანა მიადო, უთხრა, რომ მიეცა ფული, თორემ გამოფატრავდა ყელს და მუცელს. გ-------მ უთხრა, რა ფულიო და ხელი სტაცა ხელზე. იქვე მდგარ „ტ--------ს“ მარკის ა/მანქანში მყოფმა ა-–------------------–---–მა დაინახა, რომ შ--–-----------–---–ი შევარდა ა/მანქანაში და იყო ჩოჩქოლი. ამიტომ გადმოვიდა თავისი ა/მანქანიდან, მივიდა ,,მარშუტკასთან“, გახსნა კარები და ჩამოიყვანა შ--–--. შ--–-----------–---–მა ა-–------------------–---–საც მოსთხოვა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში დახოცავდა მათ. შ--–-- იქნევდა დანას ალ----------ს მისამართით. ბიჭებს სურდათ, რომ მისთვის წყნარად გამოერთმიათ დანა და მშვიდად დასრულებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ შ--–--ს ჰქონდა შეშლილი სახე, იყურებოდა აგრესიულად. მან დაჭრა მისი შვილები ალ---------- და გ-------. მოწმის ყვირილზე გამოვიდა მეზობლად მდებარე მაღაზიის გამყიდველი ქალი, მ-------–----–---–ი, რომელმაც შ--–--ს ხელებში სტაცა ხელი და შეაკავა. ამ დროს გ---------------ც იქ იდგა, თუმცა ვერ გაბედა ახლოს მისვლა. როგორც კი დაინახა, რომ შ--–-- წამიერად შეჩერდა, დაუყვირა თავის შვილებს, რომ ჩამსხდარიყვნენ და წასულიყვნენ. მათაც დაუჯერეს და წავიდნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მ-------–----–---–მა განმარტა, რომ მსჯავრდებულს და დაზარალებულებს იცნობს და ნორმალური ურთიერთობა აქვს მათთან. სოფლის მაღაზიაში მუშაობს გამყიდველად თ-----------------–---–ის მაღაზიის გვერდით. 2017 წლის 30 აგვისტოს, სარამოს 8-9 საათზე იგი მაღაზიაში იყო, როდესაც გარედან მოესმა, რომ ე------------------–---–ი ითხოვდა შველას. როცა მიუახლოვდა, დაინახა, რომ იყო ჩხუბი. იქ იყვნენ შ--–-----------–---–ი, ე------------------–---–ი, მისი შვილები გ------- და ა-–------------------–---–ები და გ---------------. შ--–-----------–---–ს ხელში ეჭირა დაახლოებით 10-12 სმ სიგრძის დანა და ერთი-ორჯერ მოიქნია ბიჭების მიმართულებით. მოწმე მივიდა შ--–--სთან და ორივე ხელში მოჰკიდა ხელი. იგი აღმოჩნდა დაპირისპირებული მხარეებს შორის. შ--–--ს აგრესია არ გამოუხატავს მოწმის მიმართ, ამ დროს ხ------–---–ები და ა-----ე ჩასხდნენ მანქანებში და წავიდნენ. მეორე დღეს გაიგო ე------------------–---–ისაგან, რომ შ--–--ს მისთვის ფული უთხოვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ---------------მ განმარტა, რომ მსჯავრდებულთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, ასევე იცნობს დაზარალებულ თ-----------------–---–ს. ალ---------- და გ---------------–---–ი არიან მისი ბიძაშვილები, ხოლო ე------------------–---–ი - ბიცოლა. 2017 წლის 30 აგვისტოს, დღის საათებში იყო სოფელ კ-------ში, სახლში. საღამოს მასთან მივიდა მისი ბიძაშვილი ა-–------------------–---–ი, ცოტა ხანს გაჩერდნენ მასთან სახლში. შემდეგ კი „ტ--------ს“ ფირმის ავტომობილით მივიდნენ მაღაზიაში, სადაც მისი ბიცოლა ეკ---------–--ლი მუშაობს. გააჩერეს ა/მანქანა, მათ წინ იდგა გ---------------–---–ის ა/მანქანა. ა/მანქანებს შორის დაშორება დაახლოებით ორი მეტრი იყო. დაახლოებით 10 წუთში ა-–------------------–---–მა დაკეტა მაღაზია. თვითონ მოწმე და გ---------------–---–ი ეხმარებოდნენ მას. ალ---------- დაჯდა ა/მანქანაში მარჯვენა მხარეს საჭესთან, მის გვერდით მარცხნივ დაჯდა მოწმე გ---------------. ე------------------–---–ი დაჯდა „ფ-------ს“ მარკის ა/მანქანაში, სადაც საჭესთან დაჯდა გ---------------–---–ი. მაღაზიიდან გამოსვლისას შეამჩნია შ--–-----------–---–ი, რომელიც დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით ჩაცუცქული იყო კედელთან. ა/მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ დაინახა, რომ შ--–--მ გააღო „ფ-------ს“ მარკის ავტომანქანის უკანა კარი, შევიდა სალონში და მერე კარი დაიხურა. გ--------------- და ა-–------------------–---–ი გადავიდნენ თავიანთი ა/მანქანიდან. ასევე დაინახა, რომ გ---------------–---–ის ა/მანქანაში ჩოჩქოლი იყო და მისმა ბიცოლამ დაიყვირა. ალ----------მ გახსნა კარი, წაავლო შ--–--ს ხელი და ჩაიმოიყვანა ა/მანქანიდან. შ--–--ს ხელში ეჭირა გახსნილი დანა, ტარი არ დაუნახავს. პირი დაახლოებით 10 სმ-მდე ჰქონდა. ა/მანქანიდან ჩამოსვლისას შ--–--მ ა-–------------------–---–ზე გაიწია, მოუქნია დანა და მოსთხოვა ფული. შ--–--მ ჯერ ალ---------- დაჭრა, შემდეგ კი მისი ძმა გ-------. ალ---------- დაჭრა მარცხნივ მუცლის არეში, გ------- დაჭრა ყელთან მარცხნივ, მარცხენა ხელის მტევანზე ცერა თითის მაღლა და მკერდის არეში. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი. გამოვიდა მეზობელი მაღაზიის გამყიდველი მ----, მან შ--–--ს დაუკავა ხელები და ამ დროს წამოვიდნენ ესენიც. ა/მანქანებში ჩასხდნენ იგივე განლაგებით და წავიდნენ, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ---------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ს-----------------------------–---------ში. მისი მშობლები არიან ე------------------–---–ი და ზ---------------–---–ი, მისი ძმაა ა-–------------------–---–ი. დედა ე------------------–---–ი მუშაობს მაღაზიაში. მაღაზია მდებარეობს მეზობელ უბანში და ეკუთვნის მოწმის პაპას თ-----------------–---–ს. 2017 წლის 30 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე იგი წავიდა მაღაზიაში დედასთან. მაღაზიაში დაჰყო 10-15 წუთი. გ---------------–---–ი მაღაზიაში წავიდა მიკროავტობუსით. ა-–------------------–---–ი და გ---------------ც მივიდნენ მაღაზიასთან მსუბუქი ავტომობილით. შემდეგ ა-–------------------–---–მა დაკეტა მაღაზია და გავიდნენ გარეთ, მისი ძმა ჩაჯდა მსუბუქ ა/მანქანაში, გ---------------–---–ი დედასთან ე------------------–---–თან ერთად ჩაჯდა მიკროავტობუსში. იგი დაჯდა საჭესთან, დედა დაჯდა მარჯვენა მხარეს. ამ დროს გაიხსნა უკანა სალონის გვერდითი კარი. მანქანში შევიდა შ--–-----------–---–ი და ე------------------–---–ს დაადო დანა. დანა ე--ვა მარჯვენა ხელში, დანა იყო დაახლოებით 10-15 სმ. დანა დედას დაადო მუცლის არეში და უთხრა, „ფული მომეცი, თორემ მოგკლავო“. ამ დროს ა-–------------------–---–ი გადავიდა თავისი ა/მანქანიდან, გახსნა მიკროავტობუსის კარი და გადაიყვანა შ--–-----------–---–ი ა/მანქანიდან. გ---------------–---–ი ა/მანქანიდან რომ გადავიდა, უკვე იყო ხელჩართული ჩხუბი. მოწმემ დაინახა, რომ შ--–-----------–---–ი მისი ძმის მისამართით იქნევდა დანას და ეუბნებოდა, „ფული მომეცით, თორემ დაგხოცავთო“, ა/მანქანიდან გადავიდა მოწმის დედაც, რომელიც შველას ითხოვდა. ა-–------------------–---–მა დაუძახა გ---------------–---–ს, რომ დაჭრილი იყო. მოწმემ დაინახა, რომ შ--–-----------–---–მა ა-–------------------–---–ს დანა სამჯერ მოუქნია, შ--–--მ ალ---------- დაჭრა მუცლის არეში, შემდეგ კი დაიწყო დანის ქნევა მისი მისამართით. მანაც მიიღო დაზიანებები მუცლის, გულმკერდის, ხელის, ყელის არეში. გ---------------ც იქვე იყო და ხედავდა ყველაფერს, თუმცა დახმარება ვერ შეძლო. მისი დაჭრის შემდეგაც მივიდა მ-------–----–---–ი, რომელმაც შეაკავა შ--–-----------–---–ი, ხელი შემოხვია და დაიჭირა. ამ დროს დრო იხელთეს, ჩასხდნენ ა/მანქანებში და წავიდნენ. გ---------------–---–ი დედასთან ერთად ჩაჯდა მიკროავტობუსში, ხოლო მისი ძმა ა-–------------------–---–ი და გ--------------- ჩასხდნენ მსუბუქ ავტომანქანაში. ისინი წავიდნენ საავადმყოფოში, შემდეგ პოლიციაში დაკითხეს და რაც ეცვათ, ის მაისურები ჩამოართვეს. მოწმის განმარტებით, შ--–-----------–---–ს კონფლიქტი ჰქონდა თ-----------------–---–თან, რომელსაც დაემუქრა თოფით.

 

ა-–------------------–---–ისგან მაისურის ამოღების 2017 წლის 31 აგვისტოს ოქმით, რაც საქმის წინასასამართლო განხილვის ეტაპზე მხარეთა მიერ ცნობილი იქნა, როგორც უდავო სახის მტკიცებულება და გამოკვლევის გარეშე მიენიჭა პრეიუდიციული ძალა, დგინდება, რომ ნაცრისფერ, 4 ღილიან მოკლემკლავიან მაისურზე, რომელსაც საყელო აქვს ლურჯი ფერის, მარცხენა მხარეს, მუცელთან შეიმჩნევა სისხლისმაგვარი ლაქები, სისხლისმაგვარ ლაქებს შორის შეიმჩნევა ნახევი.

 

გ---------------–---–ისგან მაისურის ამოღების 2017 წლის 31 აგვისტოს ოქმით, რაც საქმის წინასასამართლო განხილვის ეტაპზე მხარეთა მიერ ცნობილი იქნა, როგორც უდავო სახის მტკიცებულება და გამოკვლევის გარეშე მიენიჭა პრეიუდიციული ძალა, დგინდება, რომ შავი ფერის, მოკლემკლავიან მაისურს, რომელსაც საყელოზე აქვს მარკა 56, მარცხენა წინა მხარეს, მკერდის არესთან აქვს დაზიანების კვალი ჩაგლეჯვის სახით.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის 2017 წლის 31 აგვისტოს ოქმით დგინდება, რომ შ--–-----------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც გადააგდო დანაშაულის იარაღი - დანა, მაგრამ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი ნ---ხი და ამოღებული არ ყოფილა.

 

სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 სექტემბრის Nო-------- დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ა-–------------------–---–ი 30.08.2017 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მკურნალობდა საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში 30.08.2017წ-დან 31.08 2017წ.-მდე დიაგნოზით: გულკერდის მიდამოს ნაჩხვლეტი ჭრილობა. პირადი გასინჯვით ა-–------------------–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანება: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის წინა კედლის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 30 აგვისტოს.

 

სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 სექტემბრის Nო-------- დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით გ---------------–---–ი 30.08.2017 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მკურნალობდა საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში 30.08.2017 წ-დან 31.08 2017 წ.-მდე დიაგნოზით: გულკერდის მიდამოს ნაკაწრი ჭრილობა. პირადი გასინჯვით გ---------------–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები (ნაკაწრები) კისრის, გულ-მკერდისა და მარცხენა მტევნის არეში. დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის ლესილი კიდის ან მკევთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 30 აგვისტოს.

სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის N0-------- დაკვნით სეროლოგიური და გენეტიკური კვლევების და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით“.შ. ვა------–---–-ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ მაისურსა (ობ. N1,19,2) და შარვალზე (ობ. N3-5) არსებული მოწითალო-მოყავსფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ N1,18,2-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---------------–---–ს (ობ. N9, პაკეტი წარწერით: „ შ--–-----------–---–ის სისხლის ნიმუში“). პაკეტში წარწერით“.ალ. ხ------–---–ის მაისური..“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–------------------–---–ს (ობ. N10, პაკეტი წარწერით „..ა-–------------------–---–ის სიხლს ნიმუში.“). პაკეტში წარწერით „..გ. ხ------–---–ის მაისური“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N7,8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---------------–---–ს (ობ. N9).

 

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დასტურდება, რომ შ--–-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 04 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და შ--–-----------–---–ს შორის - შ--–-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ--–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50–ე მუხლის საფუველზე 7 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაითვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ის მიმართ საგარეჯოს რაიონული სასამრთლოს 2011 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 7 წლით თავისუფლების აღკვეთიდან მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 9 თვის, 14 დღის ვადით და პირობითად დანიშნული სასჯელი 2 წელი და განაჩენთა ერთობლიობით შ--–-----------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკევთა 9 წლის, 9 თვის და 14 დღის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამარლოს 2013 წლის 16 თებერვლის გაჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად მსჯავრდებული შ--–-----------–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელისგან. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის N81/4159 განჩინებით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და მოსახდელად დარჩა თასუფლების აღკვეთა 6 წლის, 7 თვის და 3 დღის ვადით.

 

2013 წლის 12 ივნისის განჩინებით შ--–-----------–---–ს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 დეკემბრის განაჩენით სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 04 იანვრის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე და მეორე ნაწილების საფუძველზე შ--–-----------–---–ს საბოლო სასჯელში ჩაეთვალა პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 3 თვის ვადით და საბოლოდ, შ--–-----------–---–ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შ--–-----------–---–ი განთავისფლდა 2016 წლის 15 ივნისს.

 

დაცვის მხარის არგუმეტებით მოცემულ საქმეზე დაზარალებულები და მოწმები არიან დაინტერესებულები პირები, რომლებსაც სურთ მსჯავრდებული მკაცარდ დაისაჯოს ჩადენილი მუქარისათვის და ასევე აბრალებენ მას ყაჩაღობის ჩადენას. პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს. თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, მისი ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს (განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება მხარის მიერ წარდგენილ ვრცელ სამართლებრივ არგუმენტაციას), ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ დეტალურად მოხდა სააპელაციო საჩივარში მოწმეთა პირადი დაინტერესების ხასიათთან დაკავშირებით გაცხადებული არგუმენტების მიმოხილვა, დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერება, განისაზღვრა ჩვენებში გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა და დამაჯერებლობა წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შეფასება ცხადყოფს, რომ დაზარალებულები და შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები ყაჩაღობის ეპიზოდთან დაკავშირებით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული ყველა სუბიექტური და ობიექტური გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით სასამართლოს აწვდიან კონკრეტული/კატეგორიული ხასიათის მქონე ინფორმაციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაზარალებულების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებთან და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებში არსებულ ინფორმაციასთან, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულობის და დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ ყაჩაღობისათვის დამახასიათებელი თითოეული ნიშნის არსებობას. შესაბამისად, ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია მსჯავრდებულის მიმართ ყაჩაღობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის ნაწილში) ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ არის დაფუძნებული მხოლოდდამხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებზე. იგი ასევე ეყრდნობა თვითმხილველი პირების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ ინფორმაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვნია საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებებში, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებში ასახული ინფორმაციის შინაარსობრივი მხარე. ისინი მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებთან ურთიერთკავშირში (ერთობლიობაში) იძლევიან ერთ საერთო, ნათელ სურათს შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ეჭვის გამომრიცხავად ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით დგინდება, რომ მოწმეთა და დაზარალებულების ჩვენებები ასახავს შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენების ობიექტურ სურათს. საპირისპირო მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის ქვეშ დააყენებდნენ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობას, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც ცხადყოფს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ გარემოებებთან, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტებს, თითქოსდა დაზარალებულმა და მოწეებმა მსჯავრდებულის მიმართ ყაჩაღობის ნაწილში განაცხადეს არარსებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

 

მითითებული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და შ--–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შ--–-----------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომელთა დისპოზიციები დასჯად ქმედებად მიიჩნევენ - სიცოცოხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში და ყაჩაღობას, ე.ი. თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.

 

პალატა განმარტავს, რომ შ--–-----------–---–ის ქმედებები შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების - ყაჩაღობის და მუქარის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ის ინტერსების დაცველი ადვოკატის მ-----–-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

შ--–-----------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ შ--–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

შ--–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 აგვისტოდან.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ შ--–-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთმტკიცება:

 

შ--–-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პნევმატური თოფი, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში, დაექვემდებაროს კონფისკაციას და გადაეცეს შსს შესაბამის სამმართველოს.

 

ა-–------------------–---–ის მაისური, გ---------------–---–ის მაისური, შ--–-----------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

გ---------------–---–ის სისხლის ნიმუში, ა-–------------------–---–ის სისხლის ნიმუში, შ--–-----------–---–ის სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

 

ნ. სანდოძე