განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100115001206488
საქმე №1/ბ 971-18
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: ა---------------
ადვოკატის: გ-------------–---
მსჯავრდებულის: ვ-–-------------------
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ-–------------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–------------------- მიმართ, დაბადებული: 19---–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პი-------------------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: კ-----------------------–--–--------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-----–------------------------------------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის განაჩენით, ვ-–------------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი ჯარიმა 3 500(სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ვ-–------------------ განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ-–------------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 4 დეკემბრიდან - 2016 წლის 12 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 7 აგვისტოდან.
ვ-–------------------ მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, ვ-–------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სს-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი)ლარის ოდენობით.
2015წლის 9 ნოემბრის, გამთენიისას, ქ.თბილისში ციხისძირის ქუჩის N58-ში მდებარე, მა--------------–---–-- დროებითი საცხოვრებელი სახლიდან, ვ-–------------------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მა--------------–---–-- კუთვნილ ხელჩანთას, მასში არსებული ფულით, საფულით, პლასტიკური ბარათით და სხვა პირადი ნივთებით, რის შედეგადაც მარინე დავითაშვილს ერთობლიობაში მიადგა 815(რვაას თხუთმეტი)ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ-–-------------------, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, 2018 წლის 16 ნოემბერს, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ანი მაისურაძემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ ვ-–------------------- მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ვ-–------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ჯარიმა 3 500(სამიათასხუთასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ვ-–------------------ განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.
საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ვ-–------------------- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------–----
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ-–------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მა--------------–---–--, დ--------------–---–---------------------- ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ფოტოსურათების დათვალიერების, შემთხვევის ადგილის დათვალისრების, ს----------–---------- ამონაწერის დათვალიიერების, ამოღებული ნივთმთტკიცების დათვალიერების ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სს ს----------–----------- ბანკომატის სათვალთვალო კამერის ფოტოსურათებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ ვ-–------------------ შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ა---------------- და მსჯავრდებულ ვ-–------------------ შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. ვ-–------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი ჯარიმა 3 500(სამიათასხუთასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ვ-–------------------- განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.
4. მსჯავრდებულ ვ-–------------------ სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 4 დეკემბრიდან - 2016 წლის 12 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 7 აგვისტოდან.
5. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ვ-–------------------- ყოფაქცევაზე და დახმარებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ვ-–------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია;.
7. საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- შემთხვევის ადგილიდან აღებული 1(ერთი) ცალი სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან აღებული ხელის კვალის ნიმუშები 3 (სამი)ცალ დაქტილოფირზე, ვ-–------------------- ხელის კვალის ნიმუში და ვ-–------------------- სუნის ნიმუში, რომლებიც ინახება შს სამინისტროს ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 1 (ერთი)ცალ კომპიუტერულ დისკზე, სს ,,ს----------–----------“ ბანკომატის სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ფოტომასალა ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 1 (ერთი)კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
-საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ხელჩანთა, გასაღები და საკიდი, რომლებიც ინახება შს სამინისტროს ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი